10 წლის მოდელის ფოტოებმა მსოფლიო გააოგნა - 21 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 21 » 10 წლის მოდელის ფოტოებმა მსოფლიო გააოგნა
1:11 PM
10 წლის მოდელის ფოტოებმა მსოფლიო გააოგნა
ფრანგულ ჟურნალ Vogue-ს მცირეწლოვანთა გარყვნაში ადანაშაულებენ. ჟურნალის ფურცლებზე გამოჩენილმა ფოტოებმა მოდის სამყაროს მრავლისმნახველი ცინიკოსებიც კი შეაცბუნა და მთელ მსოფლიოში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. 

ფოტოებზე გამოსახული პატარა მოდელი სიყვარულის ქურუმს უფრო ჰგავს: მყვირალა მაკიაჟით, კაბებზე ჭრილებით და მაცდუნებელი პოზებით. არადა, ნორჩი მოდელი ტილან ბლონდო მხოლოდ და მხოლოდ 10 წლისაა. 

ერთ-ერთ ფოტოზე ტილანი ლეოპარდის გამოსახულებიან ბალიშებს შორის წევს და კამერისკენ ტუჩებდაბერილი იყურება. "მძიმე" მაკიაჟი, მინი-ქვედატანი, ვარცხნილობები და მორთულობა, ასევე პოზები - გოგონას მინიმუმ ორჯერ უფროსად აჩენს. 

ამ სექსუალური ფოტოსესიის "ნათლია" ცნობილი დიზაინერი ტომ ფორდია: სწორედ ის იყო ჟურნალის ამ ნომრის მოწვეული რედაქტორი. თუმცა ცნობილმა სახელმა ვერ დაიცვა ის სახალხო აღშფოთებისგან: ცნობილი კუტიურიე და ფრანგული რედაქცია უკვე დაადანაშაულეს მცირეწლოვანთა გარყვნაში.

- სერიოზულად გვაშფოთებს ის სამოდელო სააგენტო, რომელმაც ტილან ბანდო წარმოადგინა, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის დედათა კავშირის თავმჯდომარე რეჯ ბეილიმ, - ჩემი აზრით, ისინი ვერ აცნობიერებენ ვისთან მუშაობენ - დიდ მოდელთან თუ ბავშვთან. 

ფოტოსესია, რომლის დროსაც ბავშვს აიძულებენ მაკიაჟით, მაღალი ქუსლებითა და ღრმად ამოჭრილი კაბებით იაროს, ბავშვთა უფლებების დარღვევაა. 

- ეს ფოტოები სრულიად ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორი წარმოგვიდგენია ბავშვები ჩვენს საზოგადოებაში, - მიაჩნია ფსიქოლოგ ემა გრეის, - გოგონა იმ სამყაროში შეჰყავთ, რომლისთვისაც ჯერ არ გაზრდილა და მზად არ არის, მას მოზრდილთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. 

ნორჩი მოდელი ტილან ბლონდო ჟურნალებისა და რეკლამებისთვის ოთხი წლიდან იღებს ფოტოებს. გოგონა კოტ-დ"ივუარშია დაბადებული. მამამისი ყოფილი ფეხბურთელია, დედა - ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და ბავშვების ტანსაცმლის დიზაინერი.

შემოქმედებითი მშობლების დამსახურებით ტილანს არ გასჭირვებია მოდის სამყაროში შეღწევა და დღესდღეობით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნორჩი მოდელია მსოფლიოში, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

დღემდე მისი ფოტოების ხილვისას მხოლოდ ნაზი გრძნობები აღეძრებოდა ყველას: გულუბრყვილო მზერა, ბავშვური კულულები და თოჯინის ტანსაცმელი. მაგრამ ეს უკანასკნელი ფოტოსესია ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ჟურნალსაც და დიზაინერსაც ალბათ პასუხისგება მოუწევთ.
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 816 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-06-21 1:31 PM) [Entry]
Me ar Momwons es gogo