საკონკურსო თემა - 15 მარტში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მარტი » 15 » საკონკურსო თემა
10:04 PM
საკონკურსო თემა
ერთ მშვენიერ დღეს როცა სახლში მარტო დავრჩი და არ ვიცოდი მოწყენილობისთვის თავი როგორ დამეღწია
გადავწყვიტე ბიბლიოთეკის ბოლოში ''დამალული''წიგნი წამეკითხა,
რატომღაც ეს წიგნი არასოდეს მომწონდა,მეგონა უინტერესო იქნებოდა,
მაგრამ შეხედულება მაშინვე შემეცვალა როგორც კი მისი კითხვა დავიწყე,
მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
და ''მოახერხა''ჩემს საყვარელ წიგნებს შორის პირველი ადგილი დაეკავებინა
ეს ნაწარმოებია ალექსანდრე დიუმას გრაფი მონტე კრისტო.
რომლის მთავარი გმირიც ახალგაზრდა ედმონდ დანტესი(მომავალში გრაფი მონტე კრისტოა).
ნაწარმოების მთავარმა გმირმა ედმონდ დანტესმა გამოსცადა ყველა უბედურება,
რისი გადატანაც ადამიანს შეეძლო:ნიშნობის დღეს ცრუ ბრალდების საფუძველზე დააკავეს
და ყველა ვინც კი დახმარებას ჰპირდებოდა ატყუებდა,საცოლე სხვა კაცს გაჰყვა,
მამა შიმშილისაგან დაეღუპა,თვითონ კი რამდენიმე მტანჯველი წლის გატარება მოუწია ბნელ და ნესტიან ციხეში,
სადაც ერთი მოხუცი გაიცნო რომლისგანას შეისწავლა რამდენიმე უცხო ენა მეცნიერება და სხვა არაერთი საგანი,
მისგანვე მიიღო განძის საპოვნი გეგმა რომელიც ციხიდან გაქცევის შემდეგ იპოვა და გამდიდრდა კიდეც.
გამდიდრების შემდეგ მან სახელი შეიცვალა(არაერთხელ)
და შეცვლილი სახელით წარსდგა იმ ორი ადამიანის წინაშე რომლებსაც მისთვის ძალიან მცირედი გაუკეთებიათ
და ისინი სწორედ ამ მცირედისათვის ფინანსურად დაასაჩუქრასწორედ,
ამ დღეს მოკვდა ედმონდ კეთილი,მიმდობი,მზრუნველი ედმონდი
და დაიბადა საკუთარ თავზე მზრუნველი გრაფი მონტე კრისტო,
რომელმაც მოღალატეებზე შურისძიება გადაწყვიტა..


მეორე ჩემი საყვარელი წიგნია სტეფან მეიერის ''ბინდი''
ეს წიგნი საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით თინეიჯერებში.
ამიტომ მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი,
რომ ეს არის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელიც ვამპირისა
და ახალგაზრდა, ჩვეულებრივი გოგონას სიყვარულზეა,
რომელთაც ერთად ყოფნისთვის არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ.

დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებებში განსაკუთრებით მომწონს არტურ კონან დოილის ''შერლოკ ჰოლმსი''.
ამ ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი დანაშაულებათა გახსნის თანმიმდევრობა
და საოცარ გაკვირვებას იწვევს მთავარი გმირის, შერლოკ ჰოლმსის დედუქციის მეთოდი,
რომლებზე დაკვირვების შედეგად აშკარად ვამჩნევ, რომ უფრო დაკვირვებული გავხდი..
უკვე 2 წიგნი წაკითხული მაქვს და ერთისული მაქ დანარჩენ ორსაც როდის წავიკითხავ..

არ შემიძლია საუკეთესო ნაწარმოებებში არ დავასახელო ბიჩერ სტოუს ''ბიძია თომას ქოხი'',
ვინაიდან ეს იყო და ჯერჯერობით არის პირველი და უკანასკნელი ნაწარმოები,
რომელმაც ჩემი ატირება მოახერხა:
ნაწარმოები შეეხება მონების მტანჯველ და მტკივნეულ ცხოვრებას
და მათ მიმართ ადამიანთა დამცინავ, სასტიკ და ამავედროს ძალიან იშვიათად ლმობიერ მოპყრობაზე.
რამდენიმე ეპიზოდში იქმნება ძალიან დრამატული ვითარება,
რომელსაც ავტორი ისე საოცრად წარმოგვიდგენს,
რომ შეუძლებელია მან მკითხველზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 958 | დაამატა: lovatic | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 CisiKoOo   (2012-07-08 7:27 PM) [Entry]
Magariaaa