ბედისწერა♥ - 28 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 28 » ბედისწერა♥
1:58 PM
ბედისწერა♥


ედისწერ

მეორე თავი

ერთხელაც ჩვეულებრივ როცა სახლში დავბრუნდი საღამოს 10 საათი იყო და ჩემი მშობლები მეტად აღელვებულები ჩანდნენ, არ ვიცოდი რა მოხდა ველოდი რომ ისინი გამოიჩენდნენ ინიციატივას და რამე მეტყოდნენ მაგრამ რატომღაც დუმდნენ. გადავწყვიტე რომ მე მეკითხა მართალი გითხრათ ძალიან მაინტერესებდა:



- დედა, მამა , რა ხდება რაღაც დაბნეულები ჩანხართ ხომ ყველაფერი რიგზეა?(მე)
-კი დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ამ წუთას ისეთი ამბავი გამოაცხადეს საინფორმაციო გამოშვებაში რომ ცოტა არ იყოს შევშინდით (მამა)
ცოტა ინტერესიც კი დავკარგე გამეგო რა ხდებოდა, რადგან ჩემი ახლობლები კარგად იყვნენ ესეიგი ეს ამბავი რაღაც სხვა საკითხზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეცრად...

-შვილო ელენე ძალიან გვეშინია ახლა მოვისმინეთ რომ ქალაქში მაინიაკი და მკვლელია რომელიც ახალგაზრდა გოგონებს აუპატიურებს და ხოცავს....ჩვენ კი გვეშინია, ხომ ხვდები არა?.. (დედა)
-კარგი რა დე ნურაფრის გეშინიათ მე კარგად ვარ არავინ შემხვედრია გზაში არც მანიაკი და არც სხვა ვინმე. (მე)



-კი შვილო მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს მაშინებს მამა დაგხვდება ხოლმე საღამის და ის მოგაცილებს სახლამდე( დედა)
-რა!დედა შენ რა პატარა ბავშვი გგონივარ არავის გაყოლა არ მჭირდება(მე)
-კი გასაგებია რომ ეს არც ისე კარგი აზრია ელენე მაგრამ ჩვენც გაგვიგე  ძალიან გთხოვ (მამა)
-კარგით იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ(მე)
მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი თუ რამდენად ნერვიულობდნენ ჩემი მშობლები და დამიჯერეთ ამ ამბისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია შევედი ოთახში და როოგრც ყოველთვის განვაგრძე მეცადინეობა, თითქოს არაფერი მომხდარა



მეორე დღემაც ჩვეულებრივად ჩაიარა, მე და მამა სახლში გვიან დავბრუნდით დედა კი შემომეგება ალბად  ძალიან გაიხარა როცა მე და მამა ცოცხლები დაგვინახა. ვფიქრობდი რომ ამ სულელურ ამბავს ჩემი მშობლები ძალიან სერიოზულად აღიქვამდნენ ჩემთვის კი არაფერს ნიშნავდა. 



ერთ შაბათ დღეს ვისვენებდი ყველაფრისგან და გართობის მიზნით ტელევიზორი ჩავრთე, 



ჩემს ბედად კი ისევ ის სულელურ ამბავს მოვკარი ყური, აცხადებდნენ რომ მკვლელი თავისუფალია და ხალხს აფრთხილებდნენ ღამე გადაადგილებისგან თავი შეეკავათ, პოლიცია კი მის დაკავებას ვერ ახერხებდა. ცოტა არ იყო შიში ვიგრძენი 



მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონე რომ მე არაფერი მომივიდოდა და დავაიმედე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ უკვე მეშნოდა ამ ყველაფერმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, გადავწყვიტე მამას გარეშე არსად  წავსულიყავი ღამე.

განვლო კვირამ და დადგა ორშაბათი, ამ დღეს ვერ ვიტანდი კვლავ სკოლა და მასწავლებლები, ეს ყველაფერი ისეთი დამღლელი და ერთფეროვანი იყო ჩემთვის რომ მათგან გაქცევა მინდოდა თუნდაც ცოტახხნით მანც...



რაღაც ყოველთვის მაკლდა და ეს სიყვარული იყო, ეს მე მჭირდებოდა რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მისცემოდა, მაგრამ ჯერ არსად ჩანდა ადამიანი რომელიც შემიყვარდებოდა. კარგით განვაგრძოთ თხრობა. 

ჩვეულებრივ გვიან მომიწია ორშაბათსაც სახლში დაბრუნება , მამა კი გზაში ამცდა და ვერსად ვნახე ერთ ადგილას გაჩერებაც არ მინდოდა და სახლის გზას გავუყევი მობილურზეც ვერ დავურეკე სახლში დამრჩენოდა, ვიღაც გაიფიქრებს იღბალიც ასეთი უნდაო 



მაგრამ იცით რა ეს რომ არ მომხდარიყო ჩემი ცხოვრება კვლავ ერთფეროვანი იქნებოდა. მოკლედ მივდიოდი სახლისკენ როცა ვიგრძენი ჩემს უკან ნაბიჯების ხმა, ცოტა არ იყოს შემეშინდა რადგან ასეთი გრძნობა ადრე  არასდროს მქონია, 
ვაპირებდი გაქცევას მაგრამ ვიფიქრე ეს უარესი არ იყოს მეთქი, მოკლედ გული ისე მიცემდა რომ თავბრუ დამეხვა და გონება დავკარგე. ამის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა მაგრამ აღმოჩნდა რომ სახლში გავიღვიძე, ნუ რათქმაუნდა მშობლებს კითხვები დავაყარე:



-დედა, მამა, რა მოხდა რა მომივიდა, აქ რატომ ....აქ ...........აქ მე...ხომ............აქ როგორ მოვედი(მე)
-დამშვიდდი შვილი მამაშენმა სახლის კარებთან დაგინახა დავარდნილი(დედა)
-სახლის კარებთან ეს როგორ უნდა მომხდარიყო მე ხომ სახლიდან შორს ვიყავი გული რომ წამივიდა(მე)
-ეტყობა თავი დაარტყი და კარგად არ გახსოვს შვილი შენ კარებთან იყავი(მამა)
-არა მე ზუსტად მახსოვს ყველაფერი....მე......მახსოვს(მე)
მე წუთით გავჩერდი და გადავწყვიტე მათი მოსაზრება მიმეღო.
-ძალიან გთხოვთ დამტოვეთ(მე)
ისინი ოთახიდან გავიდნენ, წამოვდექი და ფანჯროდან გადავიხედე 



მესამე სართულზე ვცხოვრობდი და ყველაფერი ჩანდა ქვემოთ თუ უცხო იყო ვინმე მაინტერესებდა რადგან კარგად მახსოვს სახლიდან შორს ვიყავი რომ დავეცი თანაც ეს ნაბიჯების ხმაც ისე ჩამესმოდა ყურში, გადავიხედე მაგრამ ვერავინ დავინახე. მეგონა გავგიჟდი, გადავწყვიტე მეორე დღეს დამესვენა და არსად წავსულიყავი, თავის გამხნევების მიზნით ყველაფერი გადაღლილობას დავაბრალე და დავწექი დასაძინებლად, მაგრამ ვერ დავიძინე მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა, 



იმ წუთას მხოლოდ იმ მკვლელზე ვფიქრობდი, სხვ აზრი თავში არ მომდიოდა მაგრამ იმასაც ვაანალიზებდი რომ ეს ცივსისხლიანი მკვლელია და მე თუ მას გადავეყარე ახლა ცოცხალი არ უნდა ვყოფილიყავი, ათასი სისულელე მიტრიარებდა თავში აზრად მაგრამ საბოლოოდ დილის 6 საათზე თუ არ ვცდები ჩამეძინა...ძალიან დიდხანს მეძინა და შუადღისას გავიღვიძე...


აბა ბავშვებოოოო მოგეწონათთთ??!! ძალიან ბევრიიი ვიწვალეე !!! გთხოვთ შემიფასეთ და მირჩიეთ გავაგრძელო თუ არააა :)))


კატეგორია: Book <3 | ნანახია: 906 | დაამატა: CisiKoOo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
Code
0  
1 -LiiZ=]]   (2012-06-28 2:15 PM) [Entry]
gaagrdzele dzalian magaria .. !! :))