ბრედ პიტი დევიდ ბექჰემის ტრუსებით დადის - 14 სექტემბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 14 » ბრედ პიტი დევიდ ბექჰემის ტრუსებით დადის
0:14 AM
ბრედ პიტი დევიდ ბექჰემის ტრუსებით დადის
ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი ატარებს საცვლებს, რომლებსაც ბრიტანელი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი ცნობილი დემოკრატიული ბრენდისთვის ქმნის. 
 
საცვლების ახალი კოლექციის, ისევე, როგორც მისი შემქმნელის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ სამ ამერიკულ ქალაქში - ნიუ იორკში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში - მისი ქანდაკებები დადგეს. საცვლებში გამოწყობილი სპორტსმენის სამმეტრიანი ლითონის ფიგურები იმ სარეკლამო აქციის ნაწილია, რომელიც ბექჰემმა შვედური ფირმისთვის მოამზადა.
 
31 აგვისტომდე ამ ქალაქების მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლოთ ქუჩაში სეირნობისას დამტკბარიყვნენ საცვლებში გამოწყობილი ფეხბურთელის მეტალის კონსტრუქციით, შემდეგ კი სტატუები მაღაზიებში გადაიტანეს.
 
ბექჰემის თქმით, "ის ბედნიერია, რომ ხალხს მოსწონს მისი კოლექცია", რომელიც პირველად ამ წლის გაზაფხულზე გამოვიდა და "დღეს უკვე ის წარმოუდგენელი პოპულარობით" სარგებლობს.
  
"ჩემი ამოცანაა - ამავე სულისკვეთებით გავაგრძელო და შევქმნა ბრენდი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება პოპულარული. ასეთია ჩემი ამბიციები", - განაცხადა 37 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" თამაშობს.
 
შეგახსენებთ, ფეხბურთელი არა მარტო საცვლების ავტორად მოგვევლინა, არამედ სარეკლამო კომპანიის სახედაც. ფოტოები იმდენად თამამი გამოვიდა, რომ ბექჰემის შვილებიც კი აღშფოთდნენ და აღნიშნეს, რომ არ სურთ, მამამ მსგავს გადაღებებში მიიღოს მონაწილეობა.
 
"ისინი ამბობენ: "მამა! ისევ? ფოტოები კარგია, მაგრამ მაინც ყველას შენი ნახვა შარვალში ურჩევნია!" - გაუმხილა ჟურნალისტებს ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ ბექჰემმა.
 
ნოემბრიდან საშობაო დღესასწაულებისთვის ბექჰემის კოლექცია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, იმისათვის, რომ ცოლებმა, დედებმა და ბებიებმა საყვარელი მამაკაცებისთვის მშვენიერი ზამთრის საჩუქრები შეიძინონ. ფეხბურთელის კოლექცია ხომ H&M-ის 1 800 მაღაზიაში, 44 ქვეყანაში იყიდება; რა თქმა უნდა, ინტერნეტითაც.
 
"გასულ კვირას H&M-ის ერთ-ერთი მაღაზია სპეციალურად დაკეტეს იმისათვის, რომ ანჯელინა ჯოლის საყიდლები თავისუფლად გაეკეთებინა. ენჯიმ უამრავი რამ შეიძინა, მათ შორის, ძალიან ბევრი ტრუსი დევიდის კოლექციიდან", - ყვება მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

სხვათა შორის, ახლახან გახდა ცნობილი, რომ ბრედი და ანჯელინა ერთმანეთს ინტიმური მეტსახელებით მიმართავენ. პიტი საყვარელ მეუღლეს მიფის ეძახის, ენჯი კი ბრედს – კიტის. წყვილი ამ მეტსახელებს სასტუმროს დაჯავშნის დროსაც იყენებს, როცა სურთ, რომ მათი იქ ყოფნა საყოველთაოდ ცნობილი არ გახდეს.
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 830 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz