ჩემი პატარა მოთხრობა - 20 მარტში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მარტი » 20 » ჩემი პატარა მოთხრობა
4:11 PM
ჩემი პატარა მოთხრობა
ზამთარი დაიწყო, აცივდა, ამ პატარა სოროში კი სიცოცხლის მეტი ყველაფერი გველოდება, დედა თანდათან უფრო ავად ხდება, ალბათ ამ ზამთარს ვერ გადაიტანს, როცა შეეძლო ცოტას მუშაობდა, პურს დაატარებდა ეზო ეზო გასაყიდლად, რომ ცოტა საჭმელი მოეტანა ჩემთვის, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, დამპალი მამაჩემი ყველაფერს ართმევდა რომ წასულიყო და კიდე ეყიდა დასალევი, თავის ლოთ ძმაბიჭებთან ერთად კიდევ რომ დაელია, ამით სიცივეს ცოტა ხომ მაინც აცხრობდა, საწყალი დედა, იმდენი ურტყა რომ დღეს ლოგინადაა ჩავარდნილი, ჩვენი პატრონი კი არავინ არის, მამამ რაც გაიგო რომ დედა ცუდადაა აქ აღარ მოსულა, ანდა რიღასთვის მოვა დედას თუ ფული არა აქ იმისთვის, რომ წაართვას არყის საყიდლად, მერე კი გაგლეჯილი მთვრალი ღია ცისქვეშ გაგორდეს და დაიძინოს. მე არასდროს უყვარდი მამას, დედასთან ერთად მეც ბევრი მირტყა, სულ გვაშინებდა და გვაწიოკებდა. სულ მარტო ვრჩები, უკვე 11 წლისა ვარ და არავინ მყავს გარდა დედისა, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი, და მამა, რომელიც ჯობს რომ საერთოდ არ მყავდეს. უნდა გავიდე ეხლა ჩემი ჯერია, აქამდე დედა ზრუნავდა ჩემზე როგორც შეეძლო, ეხლა კი მე უნდა ვიზრუნო მასზე, საჭმელს მაინც მოვუტან, და თბილ ადიალას რომ გათბეს, ეს ზამთარი უნდა გადავატანინო, გაზაფხულის პირს უკვე კარგად იქნება, მერე კი ორივენი ერთად ვიმუშავებთ.
წავალ ეკლესიაში იქ დავდგები ბევრი ხალხი დადის და ათ თეთრს არავინ დაიშურებს ერთი პატარა ბიჭუნასთვის, რომელსაც დედის ფეხზე წამოყენება უნდა, კი, კი, კარგი აზრია ეკლესიასთან დავდგები, მამაოებიც კარგი ადამიანები არიან და დამეხმარებიან.
- დედიკო, გადავწყვიტე, რომ წავიდე და ფული ვიშოვო, უნდა მოგხედო დედა, მე უკვე დიდი კაცი ვარ და ჩემი მოვალეობაა დედაზე ზრუნვა. - შვილო, სად უნდა წახვიდე, რა უნდა გააკეთო, დამაცადე ცოტაც ,რამოდენი დღე და გამოვკეთდები, სულ ასე ხომ არ ვიქნები არა?! - არა დედა, ხომ ხედავ საჭმელი აღარ არი, გაზიც კი აღარ არის, ჩაი რომ მოადუღო, გამოილია, აქ კი სრული საყინულეა, მე უნდა გიმკურნალო დედიკო, ძალიან ცუდად ხარ, მე კი იმისთვის გყავარ, რომ შენზე ვიზრუნო და მოგიარო, შენ ხომ ყველაფერი ჩემთვის გინდა და ასეც ჩემს გამო ხარ, ცუდად რომ ხარ დედიკო, ხოდა შენს მეტი არავინ მყავს და ძალიან მიყვარხარ ჩემო დედიკო. - ეჰ შვილო, შვილო, განა რა დააშავე ამისი ფასი ეს ბედი რომ გერგო,(ამოიხვნეშა) საზრდოც კი არ შემიძლია რომ მოგიტანო და გკვებო. (ატირდა დედა.) - დედიკო არ იტირო, ხომ იცი შენი ნაღვლიანი თვალები არ მიყვარს და გულს მიკლავს, არ იტირო დედა აი, ნახავ ყველაფერი კარგად იქნაბა, გავალ მეც ვიმათხოვრებ, რომ დაინახავენ პატარა ბიჭს, ყველა დამეხმარება დედიკო. - ჩემო პატარა, ეს ცხოვრება არც ისეთი ადვილია და ხალხიც არც ისეთი გულჩვილი, ბევრჯერ დაგამცირებენ და მოგიკლავენ გულს, ამისთვის იყავი მზად.
თავდახრილი აღმართს ავყევი, დაგლეჯილი შარვალი, შავი დიდი ხნის გაურეცხავი სვიტრი და დედას მაღალ ყელიანი ჩექმები მეცვა, კურტკაც კი არ მქონდა საცოდავ ბიჭს, სიცივისაგან მთელი სხეული მიკანკალებდა, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი რამე მქონდა, რომ დედასთვის საზრდო და ტკივილ გამაყუჩებელი წამალი მიმეტანა, გზად ყველა შემხვედრს მოწიწებით ორიოდე კაპიკს ვთხოვდი, ვინ რას და ვინ რას იმეტებდა ერთი მათხოვარი პატარა ბიჭუნასთვის.განა ადვილია მათხოვრობა? განა ადვილია შიმშილი და არ ქონობა? მაგრამ მე ესეთი ვარ და რა იქნება რომ დამეხმარო? აი შენ... - დეიდა დამეხმარეთ რა გთხოვთ, დედიკო ავადა მყავს, საჭმელი და წამალი ჭირდება ცოტა რომ გამოკეთდეს. - ოხ! ღმერთო როგორ გაივსო ეს ქუჩები, ამ მაწანწალა ბავშვებით, დაუჯერებელია, დაიკარგე აქედან. უხეშად მკრა დეიდამ ხელი. - დეიდა გთხოვთ, მხოლოდ ორიოდე კაპიკით, დედიკო ძალიან, ძალიან ცუდად არის, თუ ჩემი არ გჯერათ წამოდით და საკუთარი თვალით ნახეთ, გემუდარებით. უცებ თვალები ცრემლებით ამევსო.
ოხ! აი, აიღე შენ ორმოცდაათი თეთრი და დამეკარგე აქედან. - მადლობა დეიდა, დიდი მადლობა. ჩემ გზას გავუყევი და დედიკოს სიტყვები გამახსენდა დღეს დილით რაც მითხრა სიმართლე ყოფილა, არავის ეცოდები და არავინ გეხმარება, მაგრამ მე ხომ ბავშვი ვარ და ჩემი რატომ არ ჯერათ? აი იმ ბავშვისგან ძალიან განსხვავებული ვარ, აი ის, ეხლა მანქანიდან რომ გადმოვიდა დედასთან და მამასთან ერთად, ვაიმე რა ლამაზად აცვიათ, ნეტა რა მანქანაა, ალბად ძვირი ღირს, ძალიან ძვირი,... (პაუზა) მოდი იმათთან მივალ, კი, კი ისინი დამეხმარებიან, ავუხსნი რომ ჩემი დედიკო ცუდად არის. გავიქცე, იქნებ მივუსწრო. -გამარჯობათ, ბატონო. ღიმილიანი სახით ავხედე. იქნებ დამეხმაროთ, სულ ორიოდე კაპიკით მოწყალებას გთოვთ, -გაიწიე იქით. -გემუდარებით, თქვენ კეთილი ადანიანი იქნებით, დამეხმარეთ გთხოვთ, დედიკო ცუდად მყავს, ძალიან ცუდად, სულ ორიოდე კაპიკი რომ წამალი ვუყიდო გემუდარებით ბატონო. -დაიკარგე მეთქი აქედან.
ძალიან მდიდარმა ბატომნა ორი თეთრიც არ გაიმეტა ჩემთვის, გამოვტრიალდო და დანაღვლიანებული, ცრემლებით სავსე თვალებით ეკლესიის გზას გავუდექი, შიმშილისაგან თვალ დაბნელებულს, უკვე სიარულის თავიც კი აღარ მქონდა, ჯიბეში კი სულ რაგაც ორიოდე ლარი მეგდო, იმასაც კი ვერ ვბედავდი ერთი ბულკი მეყიდა, რომ ღამემდე როგორმე გამეძლო, ვაი და მერე მოწყალე ხელი სხვას აღარ გაემართა. ეკლესიის ეზოში შევედი და ჩემოვჯექი. ეს წმინდა ადგილია და ბევრი ადამიანი მოწყალებას გაიღებს მჯერა, მე ხომ პატარა ბუჭუნა ვარ უცებ შემამჩნევენ და რომ ავუხსნი აქ რატომ ვარ დამეხმარებიან. უცებ ბებო მომიახლოვდა, შავებში ჩაცმული ბებო. - შენ ახალი ხარ? - იცით მე, დედიკო ავად გამიხდა და არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს დედას კი კვება და წამალი ჭირდება, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ, გემუდარებით. თვალები ისევ, ისევ ცრემლებით ამევსო. - ხა, ხა, დაგეხმარო? მე? კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენ კუტოკში. - სად? გამათხოვრებას გილოცავ პატარა ტილიანო. - დეიდა დამეხმარებით? - იჯექი მანდ, სადაც ძიხარ, ხმა არ ამოიღო თუ ვინმე ორ კაპიკს მოგცემს მადლობა მოუხადე, აქ დედაშენი არავის აინტერესებს. - ეს ხომ ეკლესიაა და აქ ხომ კეთილი ხალხი დადის, მე კი დედა მყავს ცუდად და დახმარება ჭირდება, თავი ვერ შევიკავე და ტირილი კი არა უკვე ქვითინი ამიტყდა, თუმცა ვინ იყო ჩემი პატრონი, გარშემო თითქმის ვერავინ მამჩნევდა, თითქოს არც ვარსებობდი, ჩემი თავი მოჩვენება მეგონა, მოჩვენება რომელიც ცოცხალი იყო და რომელსაც ტკიოდა. - ე, ე, მე გითხარი და აჯობებს დამიჯერო. შენ ახალგაზრდა ხარ კიდე არა უშავს აიტან, აი ჩემი ბებერი ძვლები კიდე სულ ტკაც-ტკუცუნს გაიძახიან, ალბად დედაშენისაც. იცინის. - დედაზე ასე ნუ საუბრობთ, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, ის კეთილი და სათნო ადამიანია და ცუდად არის ძალიან ცუდად, აი ნახავთ დამეხმარებიან აუცილებლად. ბებო ადგა, დამცინავი სახით შემომხედა და მითხრა: შენ მათხოვარი ხარ, მეტი არაფერი. ბებოს სიტყვები გულთან არ მიმიტანია ჩემი სადარდელი ისედაც ბევრი მქონდა, უცებ მამაო დავინახე აქეთ მომავალი და სახე გამინათდა, ჩემთან მოდის ნამდვილად, უნდა მკითხოს აქ რატომ ვარ და რატომ ვმათხოვრობ, მე ხო იმ ბავშვებს არ ვგავარ ეკლესიის ეზოში რომ თამაშობენ, ნახეთ ის ბატონიც აქ არის თავის შვილთან და ცოლთან ერთად, ამბად უკვე დამინახეს და რამე უთხრეს მამაოს?.... მამაომ ჩამიარა ისე ვერც კი შემამჩნია. უკვე ღამდება, მე კი სახში იმ პატარა სოროში ვარ წასასვლელი სადაც დედა მელოდება, ჯიბეში კი ტანჯვა წამებით მოგროვილი ხუთი ლარი მაქ, დედა კი მშიერია .

დაამოწმა და გააფორმა:ნინიმ
კატეგორია: Book <3 | ნანახია: 1531 | დაამატა: SaLLoMe | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 tako angel.ge   (2012-05-12 4:41 PM) [Entry]
arc ki wagikitxia sacodao zroxa