Dark Paradise - 12 ოქტომბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 12 » Dark Paradise
5:42 PM
Dark Paradise


Dark Paradise/ბნელი სამოთხე

II თავი
იმედია მოგეწონებათ შევეცადე კარგი
გამოსულიყო,დააკომენტარეთ გთხოვთ ♥)

http://29.media.tumblr.com/tumblr_luwqwhdO9Q1qmr51go1_500.gif

ალგებრას წიგნი ,რვეული და კალამი ამოვიღე .. ამ დროს გაიჭრილა სკამმა და ჩემ გვერდით ვიღაც დაჯდა .. თავი ისე მეჭირა თითქოს არაფერი ..
-გამარჯობა (მითხრა დაბალმა ხავედროვანმა ხმამ)
გაკვირვებულმა თავი ავწიე,იანი (ახალი მოსწავლე) ისევ მერხის ნაპირზე იჯდა და მისი სკამი ჩემსკენ იყო მოტრიალებული.
-გამარჯობა (მეც მივესალმე)
აი მხოლოდ ეს იყო მისალმება და მეტი არაფერი .. მისის დელრეი შემოვიდა ახალი სიახლით:
-ბავშვებო,ჩვენ ხვალ ექსკურსიაზე მივდივართ,ალეიას ტყეში .. ექსკურსია იქნება 5 დღიანი .. წამოიღეთ თქვენ-თქვენი საგზალი ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი .. ყველაფერი რაც დაგჭირდებათ .. ზუსტად ხვალ სკოლის წინ ყველა ვიკრიბებით და სკოლის ავტობუსი წაგვიყვანს .. ეს იყო ჩემი განცხადება ახლა კი თქვენს საქმეს შეუდექით .. (უცბად თქვა და დაამთავრა)
რვეულზე ჯღაბვნა დავიწყე,თავი,რომ გამერთო .. ზარის დარეკისთანავე,ავტოსადგომზე გავედი და ფეხით წავედი სახლში ..
მისვლისას დედაჩემი სამზარეულოში სენდვიჩებს აკეთებდა:
-მოვედი .. დე .. (გავძახე)
-როგორი იყო პირველი დღე?
-დიდად განსაკუთრებული არაფერი მომხდარა .. (ზემოთ ასვლა გადავწყვიტე,რომ გამახსენდა ესქკურსიაზე)-დე ხვალ ექსკლურსიაზე მივდივართ ალეიას ტყეში და სენდვიჩები გამიკეთე,რომ წავიღო რა .. (ეს ვუთხარი და ოთახში ავედი)
სამეცადინო წინასწარ ვიმეცადინე .. გარდერობოდან ზურგჩანთა გამოვიღე და ერთი-ორი ხელი მაისური ჩავაგდე .. აიპადიც ჩავდე,თუ რამეა გზაში გავერთობი თქო .. ყველაფერი რაც საჭირო იყო ჩავდე .. დილით ადრე ავდექი და გამოვიცვალე:

- Silence &amp; Noise Lace Printed Zip-Back Tank - TRUE RELIGION Julie Rendezvous Jeans - Urban Outfitters Deena &amp; Ozzy Foldover Boot - George Gina &amp; Lucy Marquess of Manicure Bag

სენდვიჩები და ერთი ბოთლი წყალი ჩავდე .. სკოლის წინ მივედი .. ბავშვები უკვე მოსულიყვნენ .. ცოტა ხანში ავტობუსიც მოვიდა,ადგილები დავიკავეთ ..
ჩემს გვერდით ჯეიმსი დაჯდა .. ყურსასმენები მქონდა ყურში გაჩხერილი ..Lana Del Rey Dark Paradise-ვუსმენდი ..  გზაში ჩამეძინა კიდეც .. თვალები,რომ გავახილე ჯეიმსის მხარზე მქონდა დადებული თავი .. უცბად წამოვწიე :
-ბოდიში ..
-(გაეცინა)
ავტობუსის კარები გაიღო:
-აბა ჩავედით .. ნელა ბავშვებო .. ნელა ..
ფეხზე ავდექი ზურგჩანთა მოვიკიდე და ქვემოთ ჩავედი .. გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქით ..

-წამოდით .. ბავშვებო .. წამოდით .. (მასწავლებელი წინ წავიდა)

ტყის შუაგულში ერთ დიდ თავისუფალ ადგილას .. კარვები გავშალეთ ..

-მომისმინეთ ..! სულ არის 4 კარავი .. ერთ კარავში წვება 2 გოგო და ერთი ბიჭი ..

დანაწილებულები იქნებით ასე:

პირველ კარავი:

ნინა პეტროვა

ჰეილი რობერტსი

იან ქოლინი


მეორე კარავი:

ქეით გრეინჯერი

მეგი ჯონსი

ჯეიმს კალენი


მესამე კარავი:

ელეონორ მარტინესი

ლინდა კრისტიანი

რობერტ ლოტნერი


მეოთხე კარავი:

ლიზა აგრონი

ქვინ ფებრეი

ჯორჯ უესლი


-ახლა კი ყველა თავიანთ კარვებში .. სწრაფად ..

კარავში შევედი .. ზურგჩანთა დავდე .. კუთხეში წამოვჯექი .. კარვიდან გამოვედი .. ჰაერი არაჩვეულებრივი იყო .. ირგვლივ სულ მწვანე ფერებში იყო შემოსილი ყველაფერი ..

http://25.media.tumblr.com/tumblr_m3d1e0RrgF1qbsy7ko1_1280.jpg



სულ მალე დაგვიღამდა,კარავში დავბრუნდი .. ქურთუკი მოვიცვი და გვერდით დავწექი .. არ შემეძლო დაძინება ვწრიალებდი .. კარავიდან გამოვედი და ცეცხლს მივუჯექი,რომელიც გიზგიზებდა .. ვარსკვალებს შევყურებდი .. ფიქრების მორევში ისე გადავეშვი,რომ ვერც კი შევამჩნიე უკნიდან იანი როგორ მომიახლოვდა ..
-აა ..(უცბად შევხტი)
-რატომ არ გძინავს?(იანი)


-შენ რატომ არ გძინავს ? (კითხვა შევუბრუნე)
-(გაეცინა)
გვერდით მომიჯდა .. ხის ტოტი ცეცხლს მიუშვირა .. და ასე ერთობოდა ..
უცბად ხმაური გაისმა .. გული გამისკდა ..
-ეს რა იყო ? (ფეხზე წამოვდექი)
-არ ვიცი .. ვნახავ .. (იანი)
-მოიცადე .. (ხელი ჩავჭიდე)-იქნებ რამე საშიში არის .. არ წახვიდე .. (მე)
-ნუ გეშინია .. (ხელი გამიშვა და ტყის ბნელ კუთხეში შევიდა)
კარავში დავბრუნდი .. ნერვიულობისგან ვკვდებოდი .. ისევ ხმა გაისმა ..
ამჯერად ყველა გამოვიდა კარვიდან ..
-რა ხდება? რა მოხდა? (ეს კითხვები ისმოდა)
-დაწყნარდით .. დაწყნარდით .. მთავარია არავინ გასულა .. შვლელი ან ირემი იქნება მაგაზე არ ინერვიულოთ .. (მასწავლებელი)
-კი მაგრამ იანი წავიდა .. (ბოლოს ხმა ამოვიღე)
-და ქეითი გაქრა .. (მეგი)

-რაა ? (წამოიყვირა ჯეიმსმა)
-მოციადეთ .. დაწყნარდით .. იქნებ რა მოხდა ამიხსნათ ? ჰეილი .. (მე გამომხედა მასწავლებელმა)
-მე ორი წუთით ჰაერზე გამოვედი .. იანიც გამომყვა .. ვიჯქით და ვლაპარაკობდით .. უცბად რაღაც ხმაური გაისმა .. იანი წავიდა ვნახავ რა ხდებაო .. ახლაც გაისმა ხმაური,მაგრამ არ დაბრუნებულა .. (მე)
-ქეითმა,კი თქვა გარეთ გავალ და ორ წუთში დავბრუნდებიო .. (მეგი)
-მოიმარჯვეთ ფანრები .. ორ-ორად გაიყავით .. ერთი ბიჭი და ერთი გოგო .. და დაიწყეთ მოსწავლეების ძებნა .. (მასწავლებელი)
მე და ჯეიმსი ერთად წავედით ..
-რა საშინელი ადგილია .. (გზაში ამბობდა ჯეიმსი)
ნელ-ნელა ტყის ბნელ ნაწილსაც მივუახლოვდით .. გზა ორ მხარედ იყოფოდა:მარჯვენა და მარცხენა
-მოდი მე მარჯვენა მხარეს წავალ შენ მარცხენა კარგი ? (ჯეიმსი)-თუ რამე მოხდება ვანიშნოთ ერთმანეთს ყვირილით ..
-კარგი .. (თავი დავუქნიე და მარცხენა მხარეს შევუხვიე)
გზას მივუყვებოდი .. ფრინველების ხმა ისმოდა .. რაც უფრო მაშინებდა .. ხეებს ვაკვირდებოდი ,რომ უცბად ფეხი ამიცურდა და კინაღამ ორმოში ჩავვარდი,ვინმეს,რომ არ ჩაეჭიდა ხელი .. ეს იანი იყო ..
-ოო ღმერთო შენ კარგად ხარ ..(მაგრად ჩავეხუტე,შემდეგ,როდესაც მიხვდვი,რომ სისულელე გავაკეთე თავი გავანებე)-უბრალოდ .. მე .. (ენა დამება)
-ამის დრო არ არის .. ვიღაცის კივილი მომესმა .. (იანი)-ვინმე ხომ არ გამოსულა კარვიდან ჩვენს გარდა?
-კი ქეითი გამოვიდა .. ბავშვები დავიშალეთ და ახლა შენ და ქეითს გეძებდით .. (მე)
-ესღა მაკლდა .. (იანი)
-რა მოხდა ? (მე)
-გოგონას კივილი მომესმა და თითქოს ცხოველის ხმაო .. არ ვიცი რას უფრო გავდა .. (იანი)
-მასწავლებელს უნდა ვუთხრათ .. (უკან გავბრუნდით)
კარვებთან მივედით .. ბავშვები უკან დაბრუნებულიყვნენ .. მასწავლებელი ჩვენ პასუხებს ელოდა .. იანი,რომ დაინახეს ყველა მათ მიუცვივდა ..
-ქეითი სად არის ? (მასწავლებელი)
ამ დროს ჯეიმსი მოვარდა გაფითრებული ..
-რა მოხდა ჯეიმს ? (პირველი მე ვკითხე)
-....


კატეგორია: Book <3 | ნანახია: 1127 | დაამატა: დიანა♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 71 2 »
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-10-12 7:11 PM) [Entry]
Male Gaagrzdele Dzaan Dzaan Mainteresebs Dzaan Sainteresoa