ედვარდის ფარული საიდუმლო ... - 16 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 16 » ედვარდის ფარული საიდუმლო ...
6:34 PM
ედვარდის ფარული საიდუმლო ...
თავი პირველი 

ცოტა რამ ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ! 

ახლა მე დიდი მეგობრული ოჯახი და საყვარელი მეუღლე მყავს,არადა შეიძლებოდა ასე არც ყოფილიყო.ეს ყველაფერი მოხვდა ძალიან დიდი ხნის წინ,მე და ჩემი ოჯახი,სულ ყველანი ვამპირები ვართ.ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ვამპირები,ჩვენ ხალხს არ ვკლავთ და არც მათ სისხლს არ ვსვავთ.ჩვენ მხოლოდ ცხოველებზე ვნადირობთ და ვიკვებებით.ასეთი ცხოვრება ჩვენ გვაძლევს საშუალებას რომ,ვიცხოვროდ ხალხთან ერთად და მათ არ ეშინოდეთ ჩვენი.ჩვენი თვალები არ არის კაშკაშა წითელი,უფრო ქარვისფერი.ხალხი დიდ სხვაობას ვერ ხედავს,ჩვენ მხოლოდ იმით განვსხვავდებით ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომ ძალიან ფერმკთალი კანი გვაქვს და ლამაზი სახის ნაქვთები.ჩვენი კანი და სხეული ძალიან ცივია და კიდევ იმით განვსხვავდებით ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომ ზებუნებრივი ნიჭით ვართ დაჯილდოვებულნი.მე მაგალითად მომავალს ვხედავ,შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ამინდი,ხანდისხან ვხედავ მნიშვნელოვან თარიღს მომავალში. 
დღეს ჩვეულებრივი დღე იყო,მთელი ჩვენი ოჯახი წავედით სანადიროდ ოლიმპის ნახევარკონძულზე ნაკრძალში.ჩვენ ყველა ცხოველს არ ვხოცავთ და ნაკრძალის პირობებს არ ვარღვევთ.მზიანი დღე იყო,მაგრამ დილიდანვე რაღაც უცნაურმა შიშმა შემიპყრო.ყველანი მიმოიფანტა სანადიროდ,მარტო დარჩენილმა მივაშურე ერთ კლდეს და გადავწყვიტე მასზე ასვლა.იქ დავინახე კატა და რამოდენიმე წუთში უკვე ვისვენებდი.მე ვერ გავიგე ჩემების,მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი ქმარი მოვიდოდა საღამოს.წამოვწექი ზურგზე,თვალები დავხუჭე და ფიქრებში წავედი,თავში მომივიდა უამრავი ფიქრები წარსულში.პირველი ჩემზე იყო,მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრება,მეტიც მე არ მახსოვს ჩემი სახელი.გონს მოვედი მწვანე მდელოზე და აღარაფერი აღარ მახსოვდა,ყელი საშინლად მტკიოდა,თითქოს მახრჩობდნენ.მინდორზე მწოლიარე ვუყურებდი ხის ფოთლებს,ვგრძობდი თითოეული ფოთოლის თრთოლვას და სუნთქვას,ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივნი,მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი სურნელების ნაზავი,ერთი სიტყვით ენით აუწერელი სილამაზე იყო.შორი ახლოს მესმოდა მდინარის ჩუხჩუხი,ხის უკან დავიმალე და ჩუმად ვადევნებდი თვალს ცხოველებს,რომლებიც ფრინველებზე ნადირობდნენ.ცხოველების სუნი მიზიდავდა მათკენ,ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ისინი ჩემი მსხვერპლნი გახდნენ.ამის შემდეგ მე ვიბანავე მდინარეში და დავბრუნდი ისევ იმ ადგილას,სადაც გონს მოვედი.იქვე იდო ჩემოდანი,მასში იყო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,სავარცხელი და რამოდენიმე სამკაული.იქვე იყო წერილიც,მასში ეწერა ,,ძვირფასო ელის! დღეს 1902 წელია,მაისი,შენ შეგისრულდა 17 წელი,და გადავწყვიტე ცოტათი დაგხმარებოდი,ჩემოდანში შენ იპოვი ტანსაცმელს,იმედი მაქვს მოგეწონება და მოგიხდება,შენ გახდი ვამპირი და მე ვვარაუდობ რომ მომავლის ხედვის ნიჭი გექნება.არაფრის არ შეგეშინდეს,შენ ამ ყველაფერს მიეჩვევი,შენ ბევრს მიაღწევ.შენი მეგობარი”.როდესაც დავიხედე ტანზე აღმოვაჩინე რომ ტანსაცმელი რომელიც მეცვა აღარ ვარგოდა და ახალი ტანსაცმელი ძალიან გამომადგა.მე გამოვიცვალე,თმა დავივარცხნე და თვალდახუჭული ბალახზე წამოვწექი.დაღლას ვერ ვგრძნობდი,უბრალოდ მინდოდა მეფიქრა.თვალები რომ დავხუჭე დავინახე,ახალგაზრდა,ლამაზი ბიჭის სახე,ის იყო ქერა.ის ძალიან მომეწონა მაგრამ,მის სახეზე დავინახე უამრავი იარა.იგი სადღაც მიდიოდა და ეტყობოდა რომ,ძალიან უბედური იყო.რა კარგია რომ მე მაშინ არ შემეშინდა ჩემი ხილვის,როგორც ყოველთვის,წარმოვიდგინე ჩემი მომავალი მეუღლე და გამახსენდა მასთან პირველი შეხვედრა.ჩემი გარდაქმნიდან გავიდა დაახლოებით 10 წელი.ამ ხნის განმავლობაში მე ვისწავლე ჩემი თავის და ჩემი ხილვების ნდობა.რომლებიც მე არასოდეს არ მღალატობდნენ.მე ვცდილობდი არ მენადირა ადამიანებზე და მათ საზოგადოებაში მეცხოვრა.დავიწყე მუშაობა საპარიკმახეროში და ძალიან მომწონდა სხვადასხვა ვარცხნილობების გაკეთება.უკვე ცოტაოდენი ფულიც მოვაგროვე,ჩემ ხილვებში ხშირად ვხედავდი ისევ იმ ბიჭს და ხშირად ის იყო ძალიან მოწყენილი.მე გადავწყვიტე მემოგზაურა მსოფლიოში.გავემგზავრე ფილადელფიაში,და იქ გაჩერდი.ეს ადგილები ძალიან გავდა იმ ადგილებს, რომელიც ხილვებში მქონდა ნანახი, და ის ბიჭიც ამ ადგილას მყავდა ნანახი,გადავწყვიტე დავლოდებოდი მასთან შეხვედრას.ეს იყო პატარა სასადილო.უკვე რამოდენიმე თვეა აქ ვარ,მე ვიცოდი რომ ჩემი ოცნების ბიჭთან შეხვედრა მოხვდებოდა ქარში,გრიგალში, და აი ერთ ქარიშხლიან დღეს შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი.ის იყო ძალიან შეშინებული,სასადილოში ბარმენის მეტი არავინ არ იყო.მე წამოვხტი მაღალი სკამიდან და ღიმილით გავეშურე ამ ქერა ბიჭისაკენ.მას ეგონა რომ თავს ვესხმი და შეეშინდა. ,,შენ დიდხანს მალოდინე’’,წავუმღერე მე.მან კი თავი დამიხარა და მითხრა : მაპატიეთ მემ.მას ხელი გავუწოდე.რომ შემეხო,რაღაც დენის მაგვარი ვიგრძენი,მე მივხვდი რომ ის ჩემი ბედია და ჩვენ არასოდეს არ დავშორდებით.ჩვენ წავედით ჩემს ოთახში და მას მოვუყევი ჩემი ცხოვრების,ჩემი ნიჭის და ხილვების შესახებ.ისიც ვუთხარი რომ მე მას 10 წელი ველოდებოდი.მანაც მომიყვა თავისი ცხოვრების შესახებ,და მითხრა რომ:ამ 100 წლის განმავლობაში,რაც ვამპირია,პირველად იგრძნო რაღაცის იმედი და რწმენა.მე მას მოვუყევი იმ ხილვების შესახებ,სადაც ვამპირების ოჯახი ვიხილე.მათ ჰქონდათ ოქროს-ქვიშისფერი თვალები,ისინი ნადირობენ მხოლოდ ცხოველებზე და მე ვნატრობ მათთან შეხვედრას.მე მეტი აღარ მინდოდა ადამიანების ხოცვა,ამ დროს მე ვხედავდი მათ მომავალს, და მათ ვხედავდი ყოველთვის ბედნიერს.ეს ჩემთვის ძალიან მტკინვეული იყო.ჯასპერმა მითხრა რომ დაიღალა ადამიანების იმ ემოციით,რომელსაც ის გრძნობდა მათთან შეხვედრის დროს,ის დაიღალა ასეთი ცხოვრებით,მაგრამ მას სხვანაირი ცხოვრება არც უცდია.მე იგი დავარწმუნე რომ ასე უკეთესი იქნებოდა,ჩვენთვის,ორივესთვის და ჩვენ უნდა მოგვეძებნა იმ ვამპირების ოჯახი.გავახილე თვალები და ცას მივაშტერდი,ღრუბლები მიცურავდნენ ცაში და სხვადასხვა ფორმას იღებდნენ,სადღაც შორს ჩიტების ჭიკჭიკი მომესმა,უცებ ავდექი და ჭიკჭიკის კვალს გავყევი,გავიქეცი და ვფიქრობ:არ მეძებოთ ერთი 2 საათი,ყველაფერი წესრიგში მაქვს,მალე დავბრუნდები.უცებ ხილვაში დავინახე რომ ედვრარდი დაუბრუნდა ოჯახს,ჯასპერი ესე უცებ არ დანებდება.თოვლში ვიწექი თვალდახუჭული და ჩემს ხილვებს ვაკვირდებოდი.უცებ წარმოვიდგინე ამ ოჯახთან ჩემი პირველი შეხვედრა,მე და ჯასი უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარნი ვიყავით,მაგრამ ჩვენ მათ ძებნას ისევ ვაგრძელებდით.ჩემს ხილვაში თავიდან ისინი იყვნენ სამნი,მე მათი სახელები უკვე ვიცოდი :უფროსს ერქვა კარლაილი,მისი მეუღლე ესმი და ედვარდი,კარლაილი მას შვილად თვლიდა.ახლა ოჯახში კიდევ ორნი დაემატა.:ლამაზი,ქერა თმიანი როზალი (როუზი) და მისი პარტნიორი ემეტი.უკვე მეოცე საუკუნის ორმოციანი წლები იდგა,მსოფლიოში იყო ომი,მე აქტიურად ვეძებდი მათ ოჯახს,ჯასპერმა როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტმა,რამოდენიმე შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა.ომი დამთავრდა,მაგრამ ჩვენ მათ ოჯახს ისევ ვეძებდით.47 წლის ზაფხულში მივაკვლიეთ ამ ოჯახის კვალს,ამ დროს ვიმყოფებოდით ალასკაზე.სულ დამავიწყდა რომ მათ არ იცოდნენ არაფერი ჩვენს შესახებ, და ჯასპერის იარების გამო არ შეშინებოდათ.ჩვენ ვიდექით ლამაზი სახლის წინ,სახლს ეტყობოდა რომ,სიყვარულით იყო მოცული.ზარი დავრეკეთ და კარი გაგვიღო კარლაილმა,ის ცოტა აფორიაქებული გვეჩვენა.მე მივხვდი რომ ჩვენ ამ ოჯახში მოგვიწევდა ცხოვრება.გამარჯობა კარლაილ,ვუთხარი მე,მან გაოცებულმა შემომხედა.ჩვენ გვინდა რომ თქვენთან ვიცხოვროდ,შეიძლება?,სამზარეულოდან როზალი და ესმე გამოვიდნენ და შეშინებულები ჯასპერს უყურებდნენ.ამ დროს ემეტი და ედვარდი არ იყვნენ სახლში.სახლი იყო დიდი, და მასში იყო რამოდენიმე თავისუფალი ოთახი.ესმემ მიგვაცილა მეორე სართულზე,ჩვენს ოთახამდე.ოთახში აღმოჩნდა ედვარდის ნივთები.ესმემ არაფერი არ მითხრა,ეტყობა ჯასპერის შეეშინდა,მე მთელი ნივთები მოვხვეტე და გარაჟში ჩავიტანე.მე მაშინ უკვე ვიცოდი რომ ჩვენ აქ ვიქნებოდით კარგად და აქედან არავინ არ გაგვყრიდა.თვალი გავახილე და ისევ თოვლში ვიწექი.ამ დროს,ჯასპერი დავინახე,რომლის თვალებშიც სიყვარულის და ვნების ცეცხლი ენთო.ჩვენ ვნებას ავყევით და გადავეშვით სიყვარულის მორევში . 
Edward Cullen - VampireJacob Black - Werewolf

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 882 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-06-16 7:56 PM) [Entry]
Au Veraferi Gavige