Enrique Iglesias - 30 მაისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მაისი » 30 » Enrique Iglesias
5:58 PM
Enrique Iglesias

ენრიკე იგლესიასი (ესპ. Enrique Iglesias; დ. 8 მაისი, 1975) — ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინო ამერიკაში და გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მთელი მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა..[1]
ენრიკეს ასევე აქვს მალტის მოქალაქეობა.


ენრიკე დაიბადა მადრიდში. ის არის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილი. მისი მშობლები განქორწინდნენ 1978 წელს. მომდევნო წელს მამამისი საცხოვრებლად გადავიდა მაიამიში და იქ გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
1985 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ETA გაიტაცა ენრიკეს ბაბუა სერ ხულიო იგლესიას პუგა. შვილების უსაფრთხოების მიზნით იზაბელ პრეისლერმა ენრიკე და მისი და–ძმა მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად მაიამიში. მანამდე ის ასევე ცხოვრობდა ბელგრადში ერთი წელი დედასთან ერთად, რომელიც იქ ჟურნალისტად მუშაობდა.[2] პატარა ენრიკეს ძიძა ზრდიდა. 1993 წელს მან დაამთავრა «Gulliver Preparatory School» და მშობლების ინიციატივით [3] სწავლა განაგრძო მაიამის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე.
ენრიკეს არ სურდა მამამისს სცოდნობა მისი გეგმების შესახებ მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და არც ის უნდოდა, რომ ცნობილი გვარი დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. მისი პირველი სიმღერების შთაგონების წყარო იყო ტინეიჯერობისდროინდელი შეყვარებული კრისტი დებლერი. ძიძისგან ნასესხები ფულით იგლესიასმა ჩაწერა ერთი ესპანური და ორი ინგლისური სიმღერა. ის მღეროდა სასცენო ფსევდონიმით – ენრიკე მარტინესი (ესპ.Enrique Martinez). კოლეჯიდან გამოსვლის შემდეგ ის გაემგზავრა ტორონტოში ექვსი თვით სადებიუტო ალბომის ჩასაწერად.


Enrique Iglesias [რედაქტირება]
1995 წლის 12 ივლისს ენრიკემ გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Enrique Iglesias", რომელშიც შედიოდა მსუბუქი როკ–ბალადები და ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Si Tú Te Vas", „Experiencia Religiosa" და სხვა. პირველივე კვირას ალბომის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგვიანებით ამ ალბომმა ენრიკე იგლესიასს გრემის ჯილდო ააღებინა ნომინაციაში საუკეთესო ლათინური პოპი.
Vivir [რედაქტირება]
1997 წელს უკვე სახელგანთქმულმა ენრიკე იგლესიასმა გამოუშვა რიგით მეორე ალბომი „Vivir" („ცხოვრება"). ამ ალბომში იყო ბრიტანული ჯგუფის Yazoo–ს სიმღერის „Only You" ესპანურენოვანი ქავერი „Solo en Tí".
1998 ენრიკე იგლესიასი ნომინირებული იყო American Music Award–ზე კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი». ამავე კატეგორიაში ნომინირებულებს შორის იყო ხულიო იგლესიასიც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ჯილდოს მისი შვილი აიღებდა, ის დარბაზს დატოვებდა. ენრიკე მოერიდა სკანდალს და უარი განაცხადა პრემიაზე.
Cosas del Amor [რედაქტირება]
1998 იგლესიასის მესამე ალბომი „Cosas del Amor" („სიყვარულის ნივთები") გამოვიდა, რომელშიც შევიდა ენრიკეს ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა „Esperanza" და „Nunca Te Olvidaré". ორივე მათგანი მალევე მოექცა ლათინური ჩარტების სათავეში.
ალბომისთვის პრომოუშენის გასაწევათ იგლესიასი წავიდა მცირე ტურნეში, რომელსაც მოყვა უფრო დიდი ტურნე მთელი მსოფლიოში. „Cosas del Amor" ტურნე არის პირველი, რომელსაც სპონსორობა გაუწია მაკ დონალდსმა.
მან აიღო ამერიკის მუსიკალური ჯილდო(American Music Award) კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი».
Enrique [რედაქტირება]
1999 წელს მუსიკალური ჩარტების სათავეები დაიკავა ფილმის Wild Wild West საუნდტრეკმა „Bailamos". ამ წარმატების შემდეგ მრავალმა ცნობილმა ლეიბლმა გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. ენრიკემ Interscope აირჩია და ჩაწერა პირველი მთლიანად ინგლისურენოვანი ალბომი „Enrique". ამ ალბომის ჩაწერას ორი თვე დასჭირდა და მასში შედიოდა დუეტი უიტნი ჰიუსტონთან „Could I Have This Kiss Forever" და ბრუს სპრინგსტინის სიმღერის „Sad Eyes" ქავერ ვერსია. ალბომის მესამე სინგლმაც „Be With You" ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო „You're My #1", რომლის რამდემინე ვარიანტი ჩაიწერა ადგილობრივ მომღერლებთან: ალსუსთან რუსეთში, სენდი და ჯუნიორთან ბრაზილიაში და ვალენ ჰსუსთან აზიაში.
Escape [რედაქტირება]
ენრიკე იგლესიასის მომდევნო ალბომი იყო „Escape". მისი პირველი სინგლი „Hero" ნომერი პირველი ჰიტი გახდა გაერთანებულ სამეფოში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ამავე ალბომში შევიდა სინგლები „Maybe" და დუეტი ლიონელ რიჩისთან „To Love a Woman".
ალბომის წარმატება ენრიკემ აღნიშნა ტურნეთი „One-Night Stand World Tour", რომლის ფარგლებშიც მან 50 კონცერტი გამართა 16 ქვეყანაში. ტურნე დასრულდა გრანდიოზული შოუთი ბუქარესტში, რუმინეთი. ამავე დღეს გაიმართა "Love to See You Cry" ვიდეო კლიპის პრემიერა MTV–ს ეთერში.
Quizás [რედაქტირება]
2002 წელს იგლესიასმა გადაწყვიტა გამოეშვა მეოთხე ესპანურენოვანი ალბომი „Quizás" („ალბათ"). სამი სიმრერა ამ ალბომიდან გამოშვებული იქნა როგორც ცალკეული სინგლიც. ესენია: „Quizás", „Para Qué La Vida" და „Mentiroso". სიმღერის „Quizás" ტექსტი არის ენრიკეს და მისი მამის დაძაბული ურთიერთობის შესახებ:
7 [რედაქტირება]
ერთი წლის შემდეგ ენრიკე იგლესიასმა გამოუსვა რიგით მესვიდე ალბომი „7". ალბომში არის სიმღერა „Be Yourself", რომელიც არის დამოუკიდებლობის შესახებ. მისამღერში ენრიკე იხსენებს როგორ არ სჯეროდათ მის მშობლებს, რომ ის ოდესმე მუსიკალურ კარიერაში წარმატებას მიაღწევდა.
ენრიკეს პარალელურად ხულიო იგლესიასმა გამოუშვა რიგით ცამოცდამეჩვიდმეტე ალბომი ანალოგიური სახელწოდებით „77". კრიტიკოსებმა ენრიკეს ალბომი უარყოფითად შეაფასეს, ხულიოსამ კი დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ენრიკე იგლესიასი ისრაელში.
Insomniac [რედაქტირება]
ენრიკე იგლესიასმა ალბომი „Insomniac"(„უძილო") გამოუშვა 2007 წლის 12 ივნისს. ალბომს ეს სახელი დაერქვა იმიტომ, რომ ის ძირითადად ღამით ჩაიწერა. Insomniac შეიცავდა უფრო მეტად პოპის ჟანრის მუსიკას ენრიკეს წინა ალბომებისგან განსხვავებით, რომლებსაც R&B–ს მიაკუთვნებდნენ.
პირველი სინგლი ამ ალბომიდან „Do You Know? (The Ping Pong Song)" გახდა საერთაშორისო ჰიტი. მისი ესპანური ვერსია „Dimelo" შვიდი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო ლათინური ჩარტების ბილბორდებზე. არანაკლები პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა „Somebody's Me" და „Tired of Being Sorry". ამ უკანასკნელის დუეტ ვერსია ენრიკემ ფრანგ მომღერალ ნადიასთან ჩაწერა.
„Can You Hear Me" აირჩიეს უეფას ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერად.[4] იგლესიასმა შეასრულა ეს სიმღერა 2008 წლის 29 ივნისს ფინალზე ვენაში, ავსტრია.[5]
„95/08 Éxitos" და „Greatest Hits" [რედაქტირება]
2008 წელს ენრიკემ გამოუშვა ალბომი–კრებული, რომელშიც შედიოდა თორმეტი მისი ყველაზე ცნობილი ესპანური ჰიტი და ორი ახალი სიმღერა „Lloro Por Tì" და „¿Dondé Éstan Corazòn?". ამავე ალბომში იყო სიმღერების „Rhythem Divine" და „Hero" ესპანურენოვანი ვარიანტები „Ritmo Total" და „Heroé". ასევე სუპერჰიტი „Bailamos" ინგლისურად და ესპანურად. ალბომი „95/08 Éxitos" გახდა პლატინის დისკი აშშ–ში[6] და ოქროსი თითქმის მთელ ევროპაში[7][8][9].
მოგვიანებით, 21 ნოემბერს გამოვიდა ენრიკეს ინგლისურენოვანი ჰიტების ანალოგიური კრებული „Greatest Hits", რომელშიც შევიდა 15 ინგლისური სიმღერა და ორი პოტენციური ჰიტი – დუეტები შონ კარეტთან „Away" და სიარასთან „Takin' Вack My Love". ალბომის გაოსვლიდან არც ისე დიდი დროში მისი 520 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.


1998 წელს ენრიკე იყო რესტორნების ქსელის მაკ დონალდსის სახე, რომელმაც სპონსორობა გაუწია მის ტურნეს „Cosas Del Amor Tour". 2000 წელს ენრიკე გადაიღეს პეპსის რეკლამაში ბრიტნი სპირსთან, პინკთან და ბიონსესთან ერთად[10]. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „Once Upon a Time in Mexico" ანტონიო ბანდერასთან, სელმა ჰაიეკთან და ჯონი დეპთან ერთად. 2002 წელს ენრიკე გადაიღეს ტომი ჰილფიგერის ახალი არომატის «True Star Man»
რეკლამაში[11].

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 960 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz