Harry Potter - 20 ოქტომბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 20 » Harry Potter
3:09 PM
Harry Potter
სიკვდილის მხვრელები 
____________________

თავისი მიმდევრებისგან ვოლდემორტმა არმია სადღაც 1946-1956 წლებში ჩამოაყალიბა. თავდაპირველად ისინი ვალპურგის რაინდებად იწოდებოდნენ (როგორც დეიდა როულინგმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში) და გაერთიანებული იყვნენ ერთი იდეის ქვეშ - მაგიური სამყარო მხოლოდ წმინდასისხლიანი ჯადოქრებისთვის (ან ეგონათ რომ ამისთვის იბრძოდნენ).

პაჟირატელების მეტ-ნაკლებად სრული სია:

ეივერი - დაბადებული მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. პაჟირატელების ერთ-ერთი თავდაპირველი წევრი, ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა და სავარაუდოდ ენათესავება (შესაძლოა მამაც კი) მეორე ეივერის, რომელიც ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).

ლესტრეინჯი - ლორდის ერთ-ერთი პირველი თანამებრძოლი, ჯერ კიდევ ჰოგვორტსში სწავლის პერიოდიდან. სავარაუდოდ ენათესავება როდოლფუს და რაბასტან ლესტრეინჯებს (შესაძლოა მამაც კი), რომლებიც სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდნენ ჰოგვორტსში 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).

ეივერი - დაბადებული სავარაუდოდ 1950-იანი წლების ბოლოს ან ადრეულ 1960-იანი წლებში. ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად და ერთ-ერთი იყო "სლიზერინელთა ბანდიდან", როგორც ბრძენმა სირიუს ბლეკმა ბრძანა. აღსანიშნავია რომ მას თვითგადარჩენის ინსტინქტი საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული - ვოლდემორტის დამხობის შემდეგ აზკაბანიდან თავი იმით გადაირჩინა, რომ განაცხადა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ ჩავდიოდი ცუდ საქმეებსო; ლორდის დაბრუნების შემდეგ კი პირველი მიხოხდა მის ფეხებთან, რომ შეწყალება ეთხოვა. ლორდის სასახელოდ უნდა ითქვას რომ სულმოკლე პაჟირატელს კრუციოს მოზრდილი დოზით გაუმასპინძლდა (ხუმრობა ხომ არაა, 13 წლის ნაგროვები ბრაზი ვინმეზე ხომ უნდა გადმოენთხია  ). კრუციოს მორიგი დოზა ეივერიმ რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო, როცა გაბედა და ვოლდემორტს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საიდუმლო დეპარტამენტიდან წინასწარმეტყველების გამოტანის შესახებ.

ბელატრისა ლესტრეინჯი (ბლეკი) - ბლეკების არისტოკრატული ოჯახის წევრი, ნარცისას და ანდრომედას და, სირიუსის და რეგულუსის ბიძაშვილი, როდოლფუს ლესტრეინჯის ცოლი, თუმცა ლორდზე უიმედოდ შეყვარებული ქალბატონი  სადიზმის განსახიერება და ქალი კრუციო. ერთ-ერთი იმ ოთხი ჯადოქრიდან, რომელთაც ფრენკ და ალისა ლონგბოტომები ჭკუიდან შეშლამდე აწამეს და აზკაბანშიც მიაბრძანეს ამ დანაშაულისთვის. გაიქცა აზკაბანიდან მასობრივი გაქცევის დროს 1996 წლის იანვარში. ვოლდემორტის უერთგულესი მსახური და რა თქმა უნდა ეჭვიანობს როცა ლორდს სხვები საჭიროზე მეტად უახლოვდებიან. ბელა დაეხმარა ბიძაშვილ სირიუსს უკეთეს სამყაროში გასამგზავრებელი ბილეთის აღებაში (ეს ყველამ იცის და თავს აღარ შეგაწყენთ ლაყბობით). ეს ძლიერი ქალბატონი არა მხოლოდ ჯადოსნურ ჯოხს ხმარობს ოსტატურად, არამედ მოხერხებულად ესვრის ხანჯალს მოძრავ სამიზნეს (დობი). როგორც ბლეკების უმრავლესობა, ისიც მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ დაღუპა - ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს მოლი უიზლიმ ერთბაშად ამოიყარა უამრავი ადამიანის ჯავრი.

როდოლფუს ლესტრეინჯი - ბელატრისას ქმარი. რაბასტანის ძმა და სავარაუდოდ შვილი იმ ლესტრეინჯისა, რომელიც ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა. ბელასთან, ბარტი კრაუჩი უმცროსთან და თავის ძMასთან ერთად აწამა ლონგბოტომები და აზკაბანშიც იჯდა (საინტერესოა, ცოლ-ქმარს ერთ საკანში არ ჩასვამდნენ რამე რო ყოფილიყო?  ) მონაწილეობდა საიდუმლო დეპარტამენტის და 7 პოტერის ბრძოლებში.

რაბასტან ლესტრეინჯი - როდოლფუსის ძმა. მისი ბიოგრაფია ტყუპისცალივით ჰგავს მისი ძMის და რძლის ბიოგრაფიებს და თავს აღარ შეგაწყენთ.

რეგულუს არქტურუს ბლეკი - 1961-1979. ბელატრისას, ნარცისას და ანდრომედას ბიძაშვილი, სირიუს ბლეკის უმცროსი ძმა, რომელიც თავისი ოჯახის ტრადიციებზე აღიზარდა - სისხლის სიწმინდე და სხვა მსგავსი სისულელეები. ლორდის იდეებით აღფრთოვანებული პაჟირატელებს საკმაოდ ადრეულ ასაკში - 16 წლისა შეუერთდა, მაგრამ საკმაოდ მალე დაინახა ლორდის ნამდვილი სახე და მისი ნამდვილი მიზნებიც გამოიცნო. მან ლორდის განადგურება გადაწყვიტა და მოიპარა მისი ჰორკრუქსი მედალიონი, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ შორს წავიდა ამ საქმეში. ყველა შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ნამდვილად ღირსეული და პროგრესულად მოაზროვნე გახლდათ პაჟირატელების რიგებში (და იშვიათი გამონაკლისი თავისი საგვარეულოდან  )

ლუციუს მალფოი - ბელატრისას სიძე. მრავალთა მსგავსად, მან თავი აზკაბანს იმით დააღწია, რომ განაცხადა იმპერიუსის ზეგავლენის ქვეშ ვიყავიო. ლუციუსი საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება გახლდათ მაგიურ ბრიტანეთში - 1993 წლამდე ჰოგვორტსის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, სანამ არტურ უიზლის დისკრედიტაციის უშედეგო მცდელობის გამო არ გადააყენეს თანამდებობიდან. მან შეულოცა იმპერიუსი ბროდერიკ ბოუდს, რათა წინასწარმეტყველება მოეპარა, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელობდა საიდუმლო დეპარტამენტში შეჭრილ პაჟირატელებს. მისია ჩავარდა, წინასწარმეტყველება დაიმსხვრა, ლუციუსი და რამდენიმე პაჟირატელი დააპატიმრეს, ვოლდემორტი კი საშინლად განრისხდა. საბოლოოდ, როგორც ყველა მედროვე, ლუციუსი ყველა ხათაბალიდან გამოძვრა (ოჯახს პატრონი სჭირდებოდა, აბა რა). მისი მეუღლე ნარცისა არ ითვლება პაჟირატელებში და არც შავი ნიშანი ჰქონია.

დრაკო მალფოი - ლუციუსისა და ნარცისას ერთადერთი შვილი. მამამისის წარუმატებლობის შემდეგ ლორდმა ბიჭი შავი ნიშნით დაასაჩუქრა და უბრძანა მოეძებნა ჰოგვორტსში პაჟირატელების მცირერიცხოვანი ჯგუფის შესვლის გზა და მოეკლა თვით ალბუს დამბლდორი (რომლისაც თავად ლორდს ეშინოდა). დრაკო თუ ამას არ გააკეთებდა, ვოლდემორტი მისი ოჯახის ამოწყვეტით იმუქრებოდა. თუმცა ამ მუქარის ქვეშაც კი გადამწყვეტ მომენტში დრაკომ ვერ შეძლო დირექტორის მოკვლა. მოგვიანებით ლორდი დრაკოს საწამებელ იარაღად იყენებდა (ოლივანდერი).

პიტერ პეტიგრიუ - он же Хвост. ანიმაგი, ფენიქსის ორდენის წევრი, სინამდვილეში კი ლორდის ჯაშუში. პოტერების მესაიდუმლე. სწორედ მან გასცა მათი სამალავი, რასაც შემდეგ ლორდის გაუჩინარება მოჰყვა. ხვოსტს ერთნაირად ეშინოდა როგორც ყოფილი (ორდენელი), ისე ახალი (პაჟირატელი) მეგობრების და ამიტომ მთელი 12 წელი ვირთხად გადაქცეულმა გაატარა... უიზლების ოჯახში. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია სხეულის ნაწილების გაწირვა აი ვინ მოიგებდა სიცოცხლისთვის თამაშს ხერხის ჯერჯერობით ექვსივე ფილმში : ჯერ თითი მოიჭრა, რომ ყველას მკვდარი ჰგონებოდა, მერე კი ლორდის დაბრუნებას შესწირა მარჯვენა ხელი. მართალია, ლორდმა სანაცვლოდ ვერცხლის ხელით დაასაჩუქრა, მაგრამ მოგვიანებით ამ ხელმა შეუბრალებლად მოახრჩო. დაიმსახურა ალბათ...

ალექტო და ამიკუს კეროუ - და-ძმა, რომლებიც აზკაბანში არასოდეს მჯდარან, თუ პროფესორ სნეიპს დავუჯერებთ (და მე მჯერა!) ისინი არც ლიტლ-ჰენგლტონის სასაფლაოზე ყოფილან. სამაგიეროდ იყვნენ ასტრონომიის კოშკზე დამბლდორის სიკვდილის ღამეს, ხოლო ჰოგვორტსის დირექტორად სევერუს სნეიპის დანიშვნის შემდეგ ჰოგვორტსის მასწავლებლები გახდნენ.

კრაბი - გაბარიტებით გამორჩეული პაჟირატელი, ვინსენტ კრაბის მამა.

გოილი - მეორე მხარ-ბეჭიანი პაჟირატელი, გრეგორი გოილის მამა.

ბარტი კრაუჩი უმცროსი - მონაწილეობდა აურორების - ლონგბოტომების წყვილის წამებაში, რისთვისაც აზკაბანში უკრეს თავი (სხვათა შორის საკუთარი მამის ბრძანებით). გავრცელებული ვერსიით აზკაბანში მალევე გარდაიცვალა, თუმცა დედამისის თავგანწირვის წყალობით ციხეს თავი დააღწია და მრავალი წლის მანძილზე მამას შინაპატიმრობაში ჰყავდა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ. ვოლდემორტმა შემთხვევით შეიტყო ერთ-ერთი ერთგული მომხრის გადარჩენის შესახებ და ხვოსტის დახმარებით ტყვეობიდან გამოიხსნა. რის შემდეგაც მრისხანეთვალა მუდის გარეგნობას ამოფარებული კრაუჩი მთელი წელი ასწავლიდა ჰოგვორტსში და ნიადაგს ამზადებდა ლორდის კლანჭებში პოტერის ჩასაგდებად. მართალია, მისი დანაშაული გამომჟღავნდა (თან ძალიან გვიან და ლორდმა მოახერხა ძალების აღდგენა), მაგრამ ოფიციალური ჩვენების მიცემამდე უაღრესად რომანტიკული და მხურვალე კოცნა მიიღო დემენტორისგან.

ანტონინ დოლოჰოვი - პაჟირატელების ერთ-ერთი პირველი წევრი (50-იანი წლებიდან). ოთხ ჯადოქართან ერთად მოკლა გიდეონ და ფაბიან პრუეტები, აწამა და დახოცა უამრავი მაგლი პირველი ომის დროს. სხვა პაჟირატელების მსგავსად ისიც აზკაბანში იჯდა წლების განმავლობაში - ლორდის დაბრუნებამდე, კერძოდ, იქაურობას თავი 1996 წლის მასობრივი გაქცევის დროს დააღწია. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტში და კინაღამ შეიწირა მის გრეინჯერის სიცოცხლე, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით რემუს ლუპინის შესახებ, რომელიც ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს გაისტუმრა იმქვეყნად ყოჩაღმა დოლოჰოვმა.

ფენრირ გრეიბექი - მაქცია, რომელიც გასართობად ხოცავდა ხალხს, მაშინაც კი, როცა მაქციად არ იყო გარდასახული. სავარაუდოდ ამის გამო მიიღეს პაჟირატელების რიგებში, თუმცა შავი ნიშანი არ მიუღია. მისი დამსახურებათა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რემუს ლუპინის შეერთება მთვარეულთა საძმოში.

იგორ კარკაროვი - სიმხდალის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ექვსთვიანი დევნის შემდეგ მრისხანეთვალამ წააბრძანა აზკაბანში. სასჯელის შემსუბუქების მიზნით მან ვოლდემორტის უამრავი მომხრე გასცა ტრიბუნალზე, მ.შ. სევერუს სნეიპი (  ). მან მიაღწია მიზანს, აზკაბანიდან თავი დაიძვრინა და დურმსტრანგის დირექტორი გახდა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს ლორდის დაბრუნებამდე; ხოლო როგორც კი შავი ნიშნის წვა იგრძნო, გაიქცა და წარმატებით იმალებოდა მთელი წლის განმავლობაში, თუმცა განაწყენებულმა პაჟირატელებმა მაინც მიაგნეს და საკადრისი პასუხიც გასცეს.

ვალდენ მაკნერი - საშიში მაგიური არსებების ჯალათი, რომელიც ჰიპოგრიფ ბაკბიკის დასასჯელადაც იყო მოწვეული ჰოგვორტსში, თუმცა ვერ მიართვეს და მხოლოდ ჰაგრიდის ღობეზე იყარა ჯავრი (თუმცა ღობეს ვინ ჩიოდა). ვოლდემორტმა ის წარგზავნა გოლიათებთან მოსალაპარაკებლად. მანვე მიართვა ბროდერიკ ბოუდის საშობაოდ ის "უვნებელი ყვავილი" წმ. მუნგოს კლინიკაში. საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლის დროს მაკნერი დააპატიმრეს და აზკაბანში გაისტუმრეს (იქ არის მისი ადგილი).

აუგუსტუს რუკვუდი - ჯაშუში მაგიის სამინისტროში, საიდუმლო დეპარტამენტიდან. ისე ცინცლავდა სამინისტროს თანამშრომლებს ინფორმაციას, რომ უმრავლესობამ არც კი იცოდა სინამდვილეში ვისთვის მუშაობდნენ. ისისც აზკაბანში იჯდა და გაიქცა მასობრივი გაქცევის დროს. 

ლუდოვიკ ბეგმანი - რამდენადაა მისი ადგილი აქ არ ვიცი - ქვიდიჩის ვარსკვლავი, უიმბურნის კრაზანების ბიტერი. ის მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო პაჟირატელობაში და გაამართლე, რადგან დამტკიცდა რომ აუგუსტუს რუკვუდმა მისი უმეცრებით ისარგებლა და სრულ იდიოტად გამოიყვანა, თუ შეიძლება ასე ითქვას 

გიბონი - დამბლდორის სიკვდილის ღამეს ასტრონომიის კოშკზე მან აუშვა შავი ნიშანიცაზე, შემდეგ კი ლუპინისთვის ნასროლ ავადას შეაგება მკერდი (ან სხეულის სხვა ნაწილი, ვინ იცის  ) და რა თქმა უნდა გარდიცვალა.

მულსიბერი - ერთ-ერთი პირველი პაჟირატელი (თუმცა გაუგებარია როგორ, თუკი სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა ჰოგვორტსში). იმპერიუსის წყევლის სპეციალისტი და კარკაროვის დაპატიმრებიდან ძალიან მალე დაიჭირეს. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლაში.

ნოტი - ესეც ერთ-ერთი ძველი პაჟირატელია, თუმცა პირველ ჯერზე აზკაბანს გადაურჩა. ტეოდორ ნოტის მამა.

როზიერი - ძველი გვარდიის წარმომადგენელი, სავარაუდოდ ევან როზიერის ნათესავი.

ევან როზიერი - ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად. აურორებმა მოკლეს და შეიწირა მრისხანეთვალას ცხვირის ნაწილი.

ტრევერსი - მაკკინონების მკვლელი, როგორც კარკაროვმა თქვა სასამართლოზე.

უილკისი - ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა. მოკლეს აურორებმა.

იაქსლი - პროფესორისგან ვიცით, რომ თავის დროზე აზკაბანს გადაურჩა. 

ტორფინ როული
სელვინი
ჯაგსონი
ახმახი ქერათმიანი


უისლები
________________
უიზლები ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული,ძველი გვარის მატარებელი, უსუფთავესი სისხლის მქონე ჯადოქრები არიან.. თუმცა ზოგიერთი სხვა მსგავსი წარმომავლობის ოჯახისაგან განსხვავებით სრულიად არ ანაღვლებთ გვარის და სისხლის წარმომავლობა და ადამინაებს აფასებენ და არა მათ გენიალოგიას.. პლიუს ამას მრავალშვილიანები არიან და უიზლი უფროსს არ შეუძლია ბავშვების პროპორციულად გამოიმუშავოს ფული.. ცხოვრობენ "სორო”-ში, რომელიც ხუთი ერთმანეთზე აკონწილი სართულისაგან შედგება.. და ყოველთვის სიყვარულით და დადებითი ემოციებითაა გაჟღენთილი.. ტყუპების დროს კი კიდე ჯახა-ჯუხისგან და ათასგვარი დენთის სურნელებითაც.. ე.ი როგორც ჯო ამბობს ბოლო რამოდენიმე თაობა უიზლების ოჯახში სულ ბიჭები იბადებოდნენ (და არქმევდნენ თურმე არტურს ) ჯინი 1981-ში გაჩნდა და მოკლედ ოჯახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. ზოგადად კი ისე არტურიც და მოლიც ბლექის გვარს ეკუთვნიან ისევე როგორც თითქმის ყველა წმინდასისხლიანი ჯადოქარი პოტერიანაში.. მაგათი გვარი მოდის სიტყვა "weasel” რომელიც ქართულად ზუსტად არ ვიცი რომელი ცხოველია მაგრამ მგონი რაღაც თრიას ან სინდიოფალას მსგავსია.. მოკლედ მავნე ცხოველია ნამეტანი..უიზლები, ყველანი გამონაკლისის გარეშე, ყველაფერს აკეთებენ და ნებისმიერ რისკზე მიდიან რომ გმირულად დაიცვან ის რისიც ჯერათ.. ტყუპები კიდე გმირობის გარდა ყველაფერ ამას ხალისობისთვისაც აკეთებენ და ამით არიან ყველაზე გამორჩეული ტიპები.. მთელი ოჯახი იბრძოდა ჰოგვარტსის ბრძოლაში და ყოველმა მათგანმა განუმეორებელი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. 
დაბადების თარიღი: 1950 წლის 6 თებერვალისტატუსი: წმინდასისხლიანიმშობლები: დედა – კედრელა ბლეკ უიზლი, რომლის უიზლიზე გათხოვება ბლეკების საგვარეულო ხიდან მისი ამოშლის მიზეზი გახდა. მამა – სეპტიმუს უიზლი. (სავარაუდოდ სწორედ მისგან ერგო რონს ასეთი ნიჭი ჭადრაკში).და-ძმა: არტურს ორი ძმა ჰყავდა. რონის სეხნია ბილიუსი სავარაუდოდ სწორედ მისი ძმა იყო. როულინგის თქმით ჯინი პირველი გოგო იყო რომელიც მრავალი თაობის შემდეგ გაჩნდა უიზლების ოჯახში, შესაბამისად თამამად შეგვიძლია დავასკვნათ რომ არტურს და არ ჰყოლია.მეუღლე: მოლი პრუეტ უიზლიშვილები: ბილი, ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინიშვილიშვილები: ვიქტორია, ჯეიმსი, ალბუს სევერუსი, ლილი, როუზი, ჰიუგო, დომინიკი, ლუისი, ფრედი, მოლი, ლუსი, როქსანაპატრონუსი: ყარყუმისამსახურებრივი კარიერა: მაგიის სამინისტროს მაგლური ნივთების არამიზნობრივი გამოყენების დეპარტამენტი (კორნელიუს ფაჯის მინისტრობის დროს), არასწორად შესრულებული თავდაცვითი შელოცვების და საგნების აღმოჩენის და კონფისკაციის დეპარტამენტის უფროსი (რუფუს სკრიმჯერის მინისტრობის დროს).როულინგის აღწერილობით არტური გამხდარი, ოდნავ მელოტი კაცია, და რა თქმა უნდა წითური 13.gif ატარებს სათვალეს. ძალიან უყვარს მაგლები და ყველაფერი, რაც მაგლებთან არის დაკავშირებული. მოხიბლულია მაგლური ტექნოლოგიით, ჰყავდა მფრინავი ფორდ-ანგლია (რომელიც რა თქმა უნდა თვითონ მოაჯადოვა), აგროვებს შტეპსელებს და მისი სანუკვარი სურვილია გაიგოს რა აჩერებს ცაში თვითმფრინავებს. უამრავ კითხვას უსვამს მაგლური წარმოშობის ადამიანს. სავარაუდოდ ჰოგვორტსში 1961-1968 წლებში სწავლობდა, გრიფინდორის ფაკულტეტზე, სადაც გაიცნო მოლი და ერთმანეთი შეუყვარდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დაქორწინდნენ და შვიდი შვილი ეყოლათ. მათი ოჯახი სიამაყით ატარებს "სისხლის შემარცხვენელის” სახელს მაგლებისადმი სიყვარულის გამო. მეუღლე და შვილები არტურის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.არტური დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა მაგლური ნივთების არამიზნობრივი გამოყენების დეპარტამენტში, სადაც არცთუ მაღალი ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ ძალიან უყვარდა. არტურის ხელი ურევიამაგლთა დაცვის ახალი კანონის შემოღებაში, როგორც ამას ლუციუს მალფოი ამბობს. მოგვიანებით არტური დააწინაურეს ახლად ჩამოყალიბებული დეპარტამენტის უფროსად, რომლის მიზანია არასწორად შესრულებული თავდაცვითი შელოცვების და ნივთების აღმოჩენა და კონფისკაცია, თუმცა ყოველთვის ენატრებოდა ძველი სამსახური.როგორც უკვე აღვნიშნე არტურს უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მაგლებს უკავშირდება, სხვა წმინდასისხლიანი ჯადოქრებივით ჩაციკლული არ არის სისხლის სიწმინდეზე, ადამიანებთან მეგობრობს მათი თვისებების გამო, იმის მიუხედავად თუ სისხლის რა სტატუსი აქვთ მათ. საერთოდ ის ძალიან გულღია კაცია, მაგრამ ზოგჯერ მასაც ღალატობს თავშეკავება – ჩხუბი ლუციუს მალფოისთან "Flourish and Blotts”ში; აგრეთვე როგორ ელაპარაკება სამინისტროს ერთ-ერთ მოსამსახურეს – რანკორნს მის მიერ ჯადოქარ დირკ კრესველისთვის დაგებული მახის გამო. ასეთი მოსაზრებების გამოც გახდა აღდგენილი ფენიქსის ორდენის აქტიური წევრი. ერთხელაც, როცა სამინისტროში ორდენის დავალებას ასრულებდა და საიდუმლო დეპარტამენტის კარს დარაჯობდა, თავს ვოლდემორტის გველი, ნაგაინა დაესხა *ბრრრრრ*. ჭრილობებისგან არტური კინაღამ მოკვდა და საკმაოდ სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. წმ. მუნგოს კლინიკაში მან და ერთ-ერთმა მკურნალმა სცადეს მაგლური ნაკერებით შეეხორცებინათ ჭრილობები, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა და არტურმა მოლის რისხვაც დაიმსახურა.
არტური და მოლი მთელი თავისი ოჯახით იბრძოდნენ ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში.
ოჯახის დიასახლის მოლი პრუეტ უიზლი
 
შვიდი შვილის დედა, რომელიც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს ყველაფერში, მისი ბოგარტი მისი ოჯახის გარდაცვლილი წევრების სხეულებია. მოლის საკუთრებაშია განსაკუთრებული საათი, რომელზეც წერია უიზლების ოჯახის ყველა წევრის სახელი და მიუთითებს ადგილს სადაც ესა თუ ის წევრი იმყოფება. მოლი ძალიან კეთილი ადამიანია და ჰარი საკუთარი შვილივით მიიღო. ჰარის სიკვდილის მოლის ისევე ეშინია, როგორც თავისი ოჯახის წევრების სიკვდილისა. როცა ბრაზობს (მისი შვილების გადამკიდე კი ეს ძალიან ხშირად ხდება), მოთმინებას კარგავს და აფეთქებამდე მიდის.
მოლიმ არტური ჰოგვორტსში გაიცნო და სწავლის დამთავრების შემდეგ მალევე დაქორწინდნენ. ბავშვების სკოლაში წასვლამდე მოლი უამრავი საოჯახო საქმის გარდა მათი აღზრდით იყო დაკავებული. ყოველთვის ძალიან უნდოდა გოგო ჰყოლოდა და ისე ჩანს, რომ ჯინის განსაკუთრებულად დაჰკანკალებს თავს. მოლი საკმაოდ ძლიერი ჯადოქარია და ერთ-ერთია დამბლდორის ერთგული ჯადოქრების ძველი ჯგუფიდან, ხოლო 1990-იან წლებში აღდგენილი ფენიქსის ორდენის წევრიც გახდა. მან საკუთარ თავზე აიღო ორდენის შტაბ-ბინის მოწესრიგება და გრიმოს მეთორმეტე ნომერი ადამიანისთვის ვარგის საცხოვრებლად აქცია. ვოლდემორტის დაბრუნების შემდეგ მოლი კიდევ უფრო ფიცხი გახდა და ნერვებიც ხშირად ღალატობს, რაც ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ღელვით, გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობაში ყოფნით აიხსნება.
ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში მოლი იბრძოდა თავისი ოჯახის გვერდით, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა ფრედის დაღუპვის გამო. მოლი გაცხარებულ ბრძოლაში ჩაება ბელატრისა ლესტრეინჯთან, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა სახიფათოდ შეუტია ჯინის. მოლიმ მოახერხა ის, რაც მანამდე უშედეგოდ სცადა ბევრმა ძლიერმა ჯადოქარმა: შეებრძოლა და ბოლო მოუღო ბელატრისას (მოლი რომ ხელწამოსაკრავი ჯადოქარი არაა, ეს ფაქტიც ადასტურებს) და იძია შური ლონგბოტომების, სირიუს ბლეკის, დობის, ტონკსის და კიდევ სხვათა გამო.
უილიამ არტურ უიზლი, ბილი
დაბადების თარიღი: 1970 წლის 29 ნოემბერისტატუსი: წმინდა სისხლიანიმშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა არტურ უიზლიდა-ძმები: ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინიმეუღლე: ფლერ დელაკურიშვილები: ვიქტორია, დომინიკი, ლუისი
მოლისა და არტურის უფროსი ვაჟი, ყურადღებიანი და კეთილშობილი ჯადოქარი, რომელსაც ცოტა გართობა და თავგადასავლებიც უყვარს. გარეგნულადაც ცოტა ექსტრავაგანტურად გამოიყურება: მისი ჩაცმულობა როკ-მომღერლისას უფრო შეეფერება, ატარებს საყურეს და გრძელ თმას. ამასთან ბილი საკმაოდ ძლიერი ჯადოქარია: ბ.უ.ა.ს გამოცდებში თორმეტივე საგანში უმაღლესი ქულები აქვს მიღებული. ჰოგვორტსში სწავლისას ისიც, როგორც მთლი მისი ოჯახი, გრიფინდორში ირიცხებოდა. 1987 წელს პრეფექტი გახდა, ხოლო 1989 წელს უკვე ჰედ ბოი.სკოლის დამთავრების შემდეგ ბილი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც გრინგოტსის ფილიალში მუშაობდა რამდენიმე წელი. ხოლო ვოლდემორტის დაბრუნების შემდეგ ლონდონში გადმოყვანა ითხოვა, სადაც აღდგენილ ფენიქსის ორდენს შეუერთდა. ლონდონში მუშაობისას მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მის პირად ცხოვრებაში – ბილი ფლერ დელაკურს ხვდებოდა, ერთი წლის შემდეგ კი მოლის უკმაყოფილების და პროტესტის მიუხედავად დაინიშნენ კიდეც.
1997 წლის ივლისში, დამბლდორის სიკვდილის ღამეს, ბილი ორდენის შემადგენლობაში იბრძოდა ჰოგვორტში შემოჭრილი პაჟირატელების წინააღმდეგ. ბრძოლის დროს მას მაქცია ფენრირ გრეიბექი დაესხა თავს, რომელიც საბედნიეროდ იმ დროს გარდასახული არ იყო და ამ თავდასხმის შედეგად ბილს მხოლოდ ნაიარევები დარჩა და სისხლიანი ხორცი შეუყვარდა. ამ თავდასხმამ ვერც ბილისადმი ფლერის სიყვარულს დააკლო რამე, რის გამოც მისის უიზლიც შეეგუა ფლერის რძლად მიღების ფაქტს. ბილისა და ფლერის ქორწილი 1997 წლის 2 აგვისტოს გაიმართა ბუნაგში და ტინუორთის სიახლოვეს, ლამაზ ზღვისპირა კოტეჯ "ნიჟარაშIი” გადავიდნენ საცხოვრებლად.ბილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ოჯახის სხვა წევრებთან. მისი ძმა ჩარლი მისი მეჯვარე იყო, ხოლო მისი სახლი ერთადერთი საიმედო თავშესაფარი აღმოჩნდა რონისთვის, როცა მან მეგობრები ტყეში მიატოვა – რა თქმა უნდა, ბილი არ აღფრთოვანებულა ძმის საქციელით, მაგრამ გაუგო რომ შეცდომა დაუშვა და ნება მისცა მის სახლში მანამ დარჩენილიყო, სანამ მოისურვებდა.
ბილი უდიდესი პატივისცემით ეპყრობა დედას, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს, როცა მისის უიზლი ცდილობს საყურე მოახსნევინოს,ან თმა ცოტათი შეაჭრევინოს.
ბილს ღრმად სწამს ფენიქსის ორდენის მისიის და უსიტყვოდ მისცა ჰარის და კომპანიას მისი სახლის გამოყენების უფლება, ისე რომ ერთი კითხვაც არ დაუსვამს რას აპირებდნენ ისინი, თუმცა ალბათ მაინც სასარგებლო რჩევა მისცა ჰარის გობლინებთან დაკავშირებით.
ბილი და ფლერი მამაცურად იბრძოდნენ ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში. მათი პირველი ქალიშვილი – ვიქტორია ჰოგვორტსის ბრძოლიდან ერთი წლის შემდეგ გაჩნდა.
ჩარლი უიზლიდაბადების თარიღი: 1972 წლის 12 დეკემბერისტატუსი: წმინდასისხლიანიმშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლიდა-ძმები: ბილი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინი
ჩარლი უიზლების რიგით მეორე შვილია. გარეგნულად ტყუპებს ჰგავს: შედარებით დაბალი ტანის და ბრგე აგებულებისაა. რა თქმა უნდა აქაც სახეზე გვაქვს უიზლების სავიზიტო ბარათი: ჭორფლი და წითური თმა, რომელიც ბილის მსგავსად შედარებით გრძელია, ვიდრე ამას მისის უიზლი თვლის საჭიროდ. ჰოგვორტსში სწავლობდა 1984-1991 წლებში, გრიფინდორის ფაკულტეტზე, როგორც მთელი მისი ოჯახი. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მთელი ცხოვრება რუმინეთში გაატარა, დრაკონების შესწავლაში. მისი ოჯახის სხვა წევრების მსგავსად ჩარლი ფენიქსის ორდენის შემადგენლობაშია და დრაკონების შესწავლის გარდა საერთაშორისო ასპარეზზე თანამოაზრეების დავერბოვკებითაა დაკავებული. 1997 წელს ჩარლი ბილის მეჯვარე გახლდათ ამ უკანასკნელის ქორწილზე.
ჰოგვორტსში სწავლისას ჩარლი გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის ლეგენდარული სიკერი იყო. ოლივერ ვუდის თქმით მისი ტალანტის პატრონი ინგლისის ნაკრებში ითამაშებდა, თავის დრაკონებს რომ არ გაჰკიდებოდა. სამაგიეროდ, ჰაგრიდის თქმით, მას ჩარლი ყოველთვის ძალიან მოსწონდა ცხოველებისადმი მისი სიყვარულის გამო.ჩარლი თავისი ოჯახის მხარდამხარ იბრძოდა ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში ვოდლემორტის მომხრეების წინააღმდეგ.
პერსი იგნატიუს უიზლი
დაბადების თარიღი: 1976 წლის 22 აგვისტოსტატუსი: წმინდასისხლიანიმშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლიდა-ძმები: ბილი, ჩარლი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინიმეუღლე: ოდრი უიზლი (ქალიშვილობის გვარი უცნობია)შვილები: მოლი, ლუსიჰოგვორტსში სწავლის წლები: 1987-1994, გრიფინდორის ფაკულტეტი; 1991-1993 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი, ხოლო 1993-1994 წელს ჰედ-ბოი.კარიერა: სკოლის დამთავრებისთანავე სამუშაოდ მოეწყო მაგიის სამინისტროში. თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ბარტემიუს კრაუჩის პირადი თანაშემწე; შემდეგ დააწინაურეს და მაგიის მინისტრ კორნელიუს ფაჯის უმცროსი თანაშემწე გახდა.
უიზლების ოჯახში დაბადებული მესამე ვაჟი დანარჩენებისგან თავისი ამბიციურობით, გაბღენძილობით და ძალაუფლებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. ამასთან ძალიან ბეჯითია: ბ.უ.ა.ს გამოცდებზე მან თორმეტივე საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო, რითიც ძალიან ამაყობს (და არამხოლოდ ის: ცოდვა გამხელილი სჯობს და მოლი თავის უმცროს შვილებს გამუდმებით სანიმუშო პერსიზე მიუთითებდა, რაც ალბათ ამ უკანასკნელთა მხრიდან პერსის გამუდმებულ დაცინვას იწვევდა), ისევე როგორც თავისი პრეფექტობით და შემდგომ უკვე ჰედ-ბოის სტატუსით. მისი ცხოვრების მიზანი მაგიის მინისტრობაა, თუმცა როგორც ცნობილია, თავისი ამბიციების მიუხედავად პერსი არასდროს ყოფილა მინისტრი, მაგრამ კინგსლი შეკლბოლტის მინისტრობის დროს მას მართლაც საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა.
პერსი გამოირჩევა მოწესრიგებულობით და დადგენილი წესებისადმი მორჩილებით, რაც რა თქმა უნდა სასაცილოდ არ ყოფნით მის ძმებს და არაერთი სასაცილო მეტსახელიც შეერქვა (მაგალითად: Perfect Percy, Pinhead, Bighead Boy, Humongous Bighead).
სკოლის დასრულებისთანავე მაგიის სამინისტროში სამსახურის დაწყება პერსისთვის უდაოდ დიდი მიღწევა გახლდათ – იგი კრაუჩის პირადი თანაშემწე იყო და მისი უფროსის დახასიათებით "ზედმეტი ენთუზიაზმით ეკიდებოდა საქმეს”. თუმცა ეს თანამდებობა პერსისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა (რომ არაფერი ვთქვათ ტყუპების მიერ მისთვის გაგზავნილ დრაკონის ნეხვიან ამანათზე) – მისმა უფროსმა ვერაფრით სწორად ვერ დაიმახსოვრა მისი გვარი და ბოლომდე "უიზერბის” ეძახდა, ხოლო თავად პერსი სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვა, რადგან კარიერისგან თავბრუდახვეულმა ვერ შეამჩნია რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მისი უფროსი იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
ასეთი სერიოზული ჩავარდნის მიუხედავად 1995 წელს პერსის ფაჯის ოფისში შესთავაზეს სამსახური, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით დათანხმდა. სწორედ მისმა ამ ნაბიჯმა გამოიწვია ოჯახთან მისი სერიოზული დაპირისპირება. მშობლები ეჭვობდნენ რომ ეს დანიშვნა არაფერი იყო, თუ არა მაგიის სამინისტროს მცდელობა ეთვალთვალა მათი ოჯახისთვის, როგორც დამბლდორთან დაახლოებული და მისი ერთგული ოჯახისთვის (ალბათ პერსიმ ვერ აიტანა მის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტწანა 13.gif ), ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა: პერსი მშობლებს ეჩხუბა, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და გაცხარებული შეუდგა სამინისტროს პოზიციის დაცვას – ვოლდემორტის დაბრუნების უარყოფას და რა თქმა უნდა ჰარი პოტერის შეურაცხადობის მტკიცებას – მან რონს წერილიც კი გამოუგზავნა, სადაც ურჩევდა გაეწყვიტა ჰარისთან ყოველგვარი ურთიერთობა და ახლოს არ გაკარებოდა. ის ესწრებოდა აგრეთვე ჰარის საქმის სადისციპლინო მოსმენას ვიზენგამოტში. ოჯახთან მისი კონფლიქტი იმდენად მწვავე იყო, რომ მისის უიზლის უკან დაუბრუნა საშობაო საჩუქარი, არ პასუხობდა წერილებზე, ხოლო მის სანახავად მისულ დედას ცხვირწინ მიუხურა კარი.
ოჯახთან მისი დამოკიდებულება უცვლელი დარჩა მას შემდეგ, რაც ჰარის და დამბლდორის სიმართლე ვოლდემორტის დაბრუნების შესახებ საბოლოოდ დამტკიცდა. როგორც დამბლდორმა თქვა ზოგიერთი ადამიანისთვის სიმართლე უფრო მიუღებელია და უფრო უჭირს პატიება. ამიტომ მთელი ორი წლის განმავლობაში პერსის თავი არ შეუწუხებია თავისი ოჯახისთვის ბოდიშის მოხდით, და არც ბილის და ფლერის ქორწილს დასწრებია. მან ოჯახი მხოლოდ ერთხელ მოინახულა: 1996 წელს, როცა მინისტრ რუფუს სკრიმჯერთან ერთად მოვიდა ბუნაგში შობის გასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ამ მინისტრმაც თავისი მიზნებისთვის გამოიყენა პერსი – მას "რჩეული” ჰარი პოტერის გადაბირება სურდა.
თუმცა "უძღები შვილი” მაინც დაბრუნდა: 1998 წლის ორ ივნისს, ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ პერსიმ აბერფორტის სახლსა და მიშველე-ოთახის დამაკავშირებელი გვირაბით ისარგებლა, სკოლაში დაბრუნდა, გულწრფელად მოუხადა თავისი ოჯახის წევრებს ბოდიში – აღიარა რომ "იდიოტივით იქცეოდა” და შეუერთდა ვოლდემორტის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებს, თან ისეთი ენთუზიზამით, რომ იმდროინდელ მინისტრ პიუს ტიკნესს, სანამ გათიშავდა, მოსწრებული ხუმრობით მოახსენა სამსახურიდან თავისი წასვლის შესახებ. პერსი გაანადგურა ფრედის სიკვდილმა
ოჯახში დაბრუნებული პერსი ისევ ისეთი გახდა, როგორიც მანამდე იყო: ამბიციური, წესების დაცვისა და მბრძანებლობის მოყვარული. თუმცა რა თქმა უნდა აღარანაირ დაპირისპირებას აღარ ექნებოდა ადგილი.
რედ და ჯორჯ უიზლები
დაბადების თარიღი: 1978 წლის პირველი აპრილი (როულინგი სიმბოლიზმის დედაა 13.gif )სტატუსი: წმიდასისხლიანიმშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლიდა-ძმები: ბილი, ჩარლი, პერსი, რონი, ჯინიმეუღლე (ჯორჯი): ანჯელინა ჯონსონიშვილები (ჯორჯი): ფრედი, როქსანაგარდაცვალების თარიღი (ფრედი): 1998 წლის 2 მაისიწლები ჰოგვორტსში: 1989-1996, გრიფინდორი. თუმცა სკოლა საბოლოო გამოცდების ჩაბარებამდე დატოვეს. ფილჩის კაბინეტის მუდმივი სტუმრები.
ტყუპი უიზლები ემტერებიან ძალაუფლებას და პესიმიზმს – მათი იარაღი დახვეწილი იუმორი, გამომგონებლური ნიჭი და ბიზნესის მართვის შესანიშნავი ალღოა. მათ არაერთხელ დაამტკიცეს რომ ტირანიის და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში იუმორი და სიცილი კარგ სამსახურს გიწევს.
ტყუპები ორი წლით არიან უმცროსი პერსიზე. ჰოგვორტსში 1989 წელს მივიდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო გრიფინდორის ფაკულტეტზე მოხვდნენ. მოგვიანებით კი ამავე ფაკულტეტის ქვიდიჩის გუნდის ბიტერები გახდნენ. ჩვენ არ ვიცით მათი მშობლები ქვიდიჩს როგორ თამაშობდნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა რომ ოჯახს კარგი ტრადიცია აქვს: პერსის გარდა ყველა უიზლი თამაშობდა გრიფინდორის გუნდში, თანაც შესანიშნავად. იმდროინდელი კაპიტნის, ოლივერ ვუდის სიტყვებით ფრედი და ჯორჯი "თავად არიან ცოცხალი ბლაჯერები.”
ტყუპები აბსოლუტურად ერთნაირები არიან როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით: მოლის გამუდმებული წუხილის საგანი, რომ დავალებებს სათანადოდ არ ასრულებდნენ, მატ სასაცილოდ არ ყოფნით; საკმაოდ ხშირად უშლიან დედას ნერვებს, რომელიც მათ გამუდმებით მიუთითებს მიბაძონ სანიმუშო ძმას – პერსის; ენით აუწერელ სიამოვნებას იღებენ პერსის დაცინვით, რადგან ეს უკანასკნელი ძმებისგან რადიკალურად განსხვავდება; ცდილობენ გაიხალისონ ცხოვრება (და სხვებსაც უხალისებენ 13.gif ნუ ფილჩის გარდა 14.gif ) და სულ ყურადღების ცენტრში არიან. თავგადასავლების მოყვარულმა ბიჭებმა ხუთი თითივით შეისაწავლეს ჰოგვორტსის ნებისმიერი კუთხე, მათ შორის ისეთებიც, სადაც სტუდენტებს სასტიკად ეკრძალებათ შესვლა; აღმოაჩინეს უამრავი საიდუმლო გასასვლელი და მრავალი წლის, კი არადა მარადიორების შემდეგ პირველები იყვნენ, ვინც პრაქტიკული გამოყენება მოუძებნა მარადიორების რუკას. თავგადასავლების სიყვარულისა და ცნობისმოყვარეობის გამო ტყუპები არაერთ შარში გახვეულან, მაგრამ უსიამოვნებები მხოლოდ აძლიერებს მორიგი თავგადასავლის და ადრენალინის ახალი დოზის სურვილს, შესაბამისად ფილჩის კაბინეტში მათ ლამის მთელი კარადა ეძღვნებოდათ წესრიგის დამრღვევთა არქივში. ჰაგრიდის თქმით კი მან თავისი ცხოვრების ნახევარი აკრძალულ ტყეში ტყუპების დევნას მოანდომა. საკმაოდ გაბედულად იქცევიან მასწავლებლებთანაც – ყოვველ შემთხვევაში, პროფესორი ქვირელი ვერ ასცდა მაგათ თოვლის გუნდებს (ხოლო თუ გავითვალისწინებთ რომ ჩალმის ქვეშ პატივცემულ პროფესორს არანაკლებ პატივცემული და ყოვლად ბნელი ლორდი ვოლდემორტის სიფათი ჰქონდა დამალული, ძნელია ტყუპების ამ საქციელმა აღფრთოვანებაში არ მოგიყვანოს). ხოლო პირველ კურსზე, ფილჩის კაბინეტში ერთ-ერთი პირველი ვიზიტისას (დარაჯი რატომღაც გაუბრაზდათ, როცა უიზლებმა დერეფანში ნეხვის ბომბი ააფეთქეს) ერთ-ერთ კარადაზე მათ შენიშნეს წარწერა ჩამორთმეული და განსაკუტრებიტ საშიში ნივთები, რაც რა თქმა უნდა ტყუპებისთვის მეტისმეტად ძლიერი ცდუნება იყო საიმისოდ, რომ წინ აღდგომოდნენ – მოკლედ კიდევ ერთი ნეხვის ბომბი ააფეთქეს და კარადიდან პირველივე ნივთი აწაპნეს, რაც ხელში მოჰყვათ – მარადიორების რუკა, რაც შემდგომში ძალიან გამოადგათ; და არამარტო მათ: მეხუთე კურსზე სწავლისას მათ ეს რუკა დიდსულოვნად აჩუქეს ჯადოქრული ბრიტანეთის მეტისმეტად ცნობისმოყვარე, მაგრამ მაინც ერთადერთ იმედს)))) ტყუპები არ მოერიდნენ თვით დამბლდორის მიერ დადებული შელოცვის გადალახვას – ცეცხლის თასში თავიანთი სახელების ჩასაყრელად, რომ სამი ჯადოქრის ტურნირში მიეღოთ მონაწილეობა – ასაკის მოსამატებელი ელექსირის წყალობით ასაკი მოიმატეს და თასში თავიანთი სახელები ჩაყარეს – შედეგმაც არ დააყოვნა და ორივე შესანიშნავი თეთრი წვერიტ დასაჩუქრდა, რომლის მოსაშორებლადაც საავადმყოფო ფლიგელში მოუწიათ სტუმრობა.
ბიჭების ოცნება იყო საკუთარი ოინების მაღაზია ჰქონოდათ. გამუდმებით რაღაცას იგონებდნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ – მათი ოთახიდან სულ გამოდიოდა პატარ-პატარა აფეთქებების ხმები, და ოთახში ალბათ არასდროს წაიშლებოდა ამ ექსპერიმენტების კვალი. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ახალ გამოგონებას ტყუპები პირველ რიგში საკუთარ თავზე ცდიდნენ, შესაბამისად დაუყოვნებლივ უხდებოდათ რამე გამანეიტრალებელი საშუალების გამოგონებაც. მაღაზიის გასახსნელად ფრედი და ჯორჯი ფულს აგროვებდნენ, ხოლო ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ნაძლევი დაუდეს სამინისტროს სპორტული დეპარტამენტის თავმდჯომარეს – ლუდო ბეგმანს, რომ გაიმარჯვებდა ირლანდია, მაგრამ სნიჩს ბულგარელი ვიქტორ კრამი დაიჭერდა.
ნაძლევი მოიგეს, მაგრამ ბეგმანი გაიძვერა აღმოჩნდა და ფული ლეპრეკონების ოქროთი გადაუხადა, რომელიც მეორე დღეს გაქრა. მთელი წლის განმავლობაში ბიწები უშედეგოდ ცდილობდნენ თავიანთი კუთვნილი თანხის მიღებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თუმცა მაღაზიის გასახსნელად მათ ფული მაინც იშოვეს – ჰარი პოტერმა სამი ჯადოქრის ტურნირში მოგებული ათასი გალეონი გადასცა. მომდევნო წელს ტყუპებმა დატოვეს სკოლა, ისე რომ არ ჩაუბარებიათ კ.ა.ტ.ა.ს გამოცდები და განათლება არ დაუსრულებიათ – თუმცა ყველა დამეთანხმება რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. სკოლიდან ტყუპების წასვლა ტრიუმფით მოხდა – მათ ჯერ გრანდიოზული ფეიერვერკი მოაწყვეს თვითმარქვია დირექტორისთვის ცხოვრების გასამწარებლად – ჩაქრობის ყოველ მცდელობაზე ფეიერვერკი კიდევ უფრო ძლიერდებოდა და ახალი ძალით ფეთქდებოდა. ხოლო მოგვიანებით ერთ-ერთი დერეფანი ჭაობად აქციეს, რის შემდეგაც თავიანთ ცოცხებზე ამხედრებულებმა მთელი სკოლის თვალწინ დატოვეს ჰოგვორტსი. გამომშვიდობებისას ფრედმა პივსს დაუბარა სეირი ეჩვენებინა თვითმარქვია დირექტორისთვის, ხოლო პოლტერგეისტმა, რომლის დამორჩილება მასწავლებლებსაც კი უჭირთ, ქუდი მოიხადა ტყუპების წინაშე, თავი დაუკრა და შემდეგ საოცარი გულმოდგინებით შეუდგა დანაბარების შესრულებას. ფრედი და ჯორჯი მრუდე ქუჩაზე გადავიდნენ და გახსნეს ოინების საკუტარი მაღაზია Weasley’s Wizard Wheezes, რომელიც მალე ყველაზე წარმატებული მაღაზია გახდა და მოლი უიზლის ყოვედლგვარი მღელვარების მიზეზი მოესპო; პირიქით, ბიზნესში მიღწეულმა შვილების წარმატებებმა სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი მისცა.
მართალია, ხუმრობა ყველაფერს ურჩევნიათ, მაგრამ ტყუპებს მშვენივრად ესმოდათ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საქმის სერიოზულობა – ისინი შეუერთდნენ დამბლდორის არმიას და სერიოზულად შეუდგნენ შელოცვების შესწავლას (მათი საზომით რა თქმა უნდა. ბ.უ.ა.ს გამოცდებზე მათ სამ-სამი ქულა ძლივს მიიღეს სწავლისადმი მათი აგდებული დამოკიდებულების გამო, ხოლო ერთ-ერთი ტყუპისცალის თქმით მათ ყველა საგანში მოსალოდნელზე მეტი უნდა მიეღოთ, რადგან თავად გაკვეთილებსა თუ გამოცდებზე მათი დასწრება უკვე თავისთავად იყო მოსალოდნელზე მეტი.). ხოლო 1997 წელს ფლერთან, რონთან, ჰერმიონასთან და მანდანგუს ფლეტჩერთან ერთად დალიეს მრავალწვნიანი სასმელი და ჰარის სახე მიიღეს, რათა უდიდესი რისკის ფასად პაჟირატელებისთვის გვერდის ავლით ნამდვილი ჰარი უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანათ. ამ ბრძოლაში ჯორჯმა ყური დაკარგა. 1998 წლის მაისში კი ფინალური ბრძოლის წინ ისინი ერთ-ერთი პირველები მოვიდნენ ჰოგვორტსში და დიდი დახმარება გაუწიეს საიდუმლო გასასვლელების დაცვაში. თუმცა ბრძოლის დროს აფეთქებულმა კედელმა (თუ არ ვცდები დოლოხოვი იყო) ფრედის სიცოცხლე შეიწირა
რაც შეეხება ჯორჯს, მან განაგრძო მაღაზიის წარმატებული მუშაობა (ფრედის ადგილი რონმა დაიკავა), ცოლად თანაკურსელი ანჯელინა ჯონსონი შეირთო და თავის უფროს ვაჟს ფრედი დაარქვა. თუმცა მისი ცხოვრება რა თქმა უნდა აღარასდროს ყოფილა სრულყოფილი მისი ტყუპისცალის და საუკეთესო მეგობრის დაკარგვის შემდეგ. ფრედი რამდენიმე წუთით უფროს იყო, ხოლო ტყუპებს შორის უფროსი, როგორც წესი ლიდერია ხოლმე. მე კიდევ ვერ გამიგია რა დაუშავა როულინგს (ფრედზე აღარ ვირებ ხმას) ჯორჯმა: ჯერ იყო და უყუროდ დატოვა, მერე მოუკლა ძმა, ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმოდა, მისი მეორე მე, და ბოლოს ქორწინებაშიც ვერ გაიმეტა მისთვის ბედნიერება – ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯორჯის და ანჯელინას ქორწინება ბედნიერი არასდროს ყოფილა, რადგან ანჯელინას ფრედი უყვარდა, ჯორჯში მის ძმას ხედავდა, ხოლო რეალურად ჯორჯის მიმართ უბრალოდ კარგი მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა და რა შეუბრალებელია ეს ქალი!
რონ უისლი
ონალდ ბილიუს უიზლი; რონი
დაბადების თარიღი: 1980 წლის პირველი მარტი (ოხხ, როულინგის სიმბოლიზმი რომ არა, რა გვეშველებოდა ნეტა 13.gif )სტატუსი: წმინდასისხლიანიმშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლიდა-ძმები: ბილი, ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, ჯინიმეუღლე: ჰერმიონა გრეინჯერიშვილები: როუზი, ჰიუგონათლული: ჰარის უფროსი ვაჟი, ჯეიმს სირიუს პოტერიწლები ჰოგვორტსში: 1991 წელს ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე. 1995-1997 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი და ქვიდიჩის გუნდის მეკარე. ბ.უ.ა.ს გამოცდებში დაიმსახურა შვიდი მოსალოდნელზე მაღალი და ჩაიჭრა მხოლოდ მისნობასა და მაგიის ისტორიაში. მიღებული აქვს ჯილდო სკოლის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო (მეორე კურსზე).ორგანიზაცია: დამბლდორის არმიაბოგარტი: ობობაპატრონუსი: ძაღლიკარიერა: რონმა აისრულა ოცნება და კინგსლი შეკლბოლტის მინისტრობის დროს აურორი გახდა. აგრეთვე ეხმარებოდა ჯორჯს Weasley’s Wizard Wheezes ბიზნესის მართვაში, რომელსაც ეს უკანასკნელი მარტო უძღვებოდა ფრედის სიკვდილის შემდეგ. თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს შედარებით გვიან ხდებოდა, შედარებით მშვიდი პერიოდის დადგომის შემდეგ, რადგან აურორობა და დარჩენილი პაჟIრატელების დევნა რონისგან დაძაბული მუშაობის რეჟიმს მოითხოვდა.
უიზლების უმცროსმა ვაჟმა მთელი ცხოვრება ვიღაცის ჩრდილში გაატარა: სახლში – ძმები, სკოლაში – მეგობრები. თუმცა რონს ძალიან კეთილი გული და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, რაც უდაოდ დაეხმარა იმაში რომ არ გადაიქცა ბოღმიან და გაბოროტებულ ბიჭად. ასე თუ ისე მან გადაიტანა "საყოვეელთაო დაჩრდილვა” და მეგობრებს მუდამ მხარში ედგა. მან ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ვოლდემორტის დამარცხება
ჯინი უსილი არის რონ უისლის და.ის არის ჰერმიონის საუკეთესო მეგობარი. ჯინი ძალიან ლამაზია და ის ბევრ ჰოგვარტსელ ბიჭს მოსწონდა. ჯინის ჰარი დანახვის თანავე შეუყვარდა. ფენიქსის ორდენში კი როდესაც ჰარი ჩოსთან მიდის ჯინიმ შეამჩნია რომ ჰარის ჩო უყვარდა ამიტომ მას იმედი გადაეწურა) რაც სეეხება ნახევარ სისხლა პრინცში ჰარის ჯინი შეუყვარდა. (მგონი ჯინისაც მოსწონდა მაგრამ,ეგონა ისევ ჩო უყვარდა) მაგრამ დამბლორდის სიკვდილის წინ მათ ერთმანეთს აკოცეს ^_^ ..  :)


სევერიუს სნეიპი
_____________

სევერუს სნეიპი
კლუბი:სლიზერინი
სისხლის სტატუსი:შერეული
ჯოხი:უცნობია
პატრონუსი:ფურირემი
ბოგარტი:უცნობია
განსაკუთრებული თვისება:საუკეთესო ოკლუმენტი
სიკვდილის მიზეზი:გველის ნაკბენი(ნაგინი)
მხარე:ფენიქსის ორდენი




ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი
___________________
ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი(1979---)
კლუბი:გრიფინდორი
სისხლის სტატუსი:მუქსისხლიანი
ჯოხი:10,5დიუმი,ვაზი და დრაკონის გულის ძარღვი
პატრონუსი:წავი
ბოგარტი:პროფ.მაკგონაგელი,რომელიც ეუბენება ყველა გამოცდაზე ჩაიჭერიო
მხარე:დამბლდორის არმია

ოგვორტსის საუკეთესო მოსწავლე, ჰარი პოტერის ერთგული მეგობარი ბოლომდე და ვინ იცის კიდევ რამდენი ღირსების მატარებელი ადამიანი ჰერმიონა ჯინ გრეინჯერი დაბადების თარიღი: 1979 წლის 19 სექტემბერი სტატუსი: მაგლური წარმოშობის მშობლები: მისტერ და მისის გრეინჯერები (სახელები უცნობია); ორივე მათგანი დანტისტია. მეუღლე: რონალდ უიზლი შვილები: როუზი, ჰიუგო არის ჰარის უფროსი შვილის - ჯეიმს სირიუს პოტერის ნათლია. ჰოგვორტსი: 1991 წელს ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე. 1995-1997 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი. 1997-1998 სასწავლო წელი გამოტოვა, მაგრამ მომდევნო წელს დაბრუნდა სკოლაში და სრულად გაიარა მეშვიდე კურსი, შესაბამისად მიეცა საშუალება ჩაებარებინა N.E.W.T.s (თუ არ ვცდები ქართულად კ.ა.ტ.ა) და ეჭვგარეშეა, რომ აქაც საუკეთესო შედეგები ექნებოდა, როგორც მანამდე ბ.უ.ა.ს გამოცდებში - 10 შესანიშნავი და ერთი მოსალოდნელზე მაღალი. ორგანიზაციები: დააარსა შინაური ელფების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაცია S.P.E.W.; დამბლდორის არმია ბოგარტი: პროფესორი მაკგონაგელი უცხადებს რომ ყველა საგანში ჩაიჭრა პატრონუსი: წავი კარიერა: ვოლდემორტის საბოლოო დამხობის შემდეგ მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში და მისი ძალისხმევით საგრძნობლად იქნა გაუმჯობესებული შინაური ელფების და სხვა დაჩაგრული მაგიური არსებების ცხოვრება. მოგვიანებით კი გადავიდა სამართლის დეპარტამენტში და საბოლოოდ მოუღო ბოლო წმინდა სისხლის დასაცავად კანონპროექტების გატანას. მაგლების ოჯახში დაბადებული, საოცრად ნიჭიერი და ჰარი პოტერის და რონ უიზლის ერთგული თანამებრძოლი მამაცი გოგონა ნათელი მაგალითია იმისა, რომ წმინდა სისხლი მაგიურ სამყაროში მითია და არაფერს ნიშნავს. ჰერმიონა ძალიან ბევრს კითხულობს და როგორც ლოგიკური და გამჭრიახი გონების პატრონს ურჩევნია ისწავლოს კონკრეტული და ცოდნის შეძენის მხრივ მართლაც სასარგებლო საგნები, როგორიც ძველი რუნები და ნუმეროლოგიაა, ვიდრე ფუჭი და ბუნდოვანი მისნობა. სწავლისადმი მისი მონდომება ალბათ მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს - მესამე კურსზე ის იყენებს დროის მდევარს, რათა დაესწროს გაკვეთილებს, რომელთა ჩატარების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ჰოგვორტსში სწავლის პირველ პერიოდში ჰერმიონა ერთიანად ჩაფლული იყო თავის წიგნებში და არაფრის დიდებით არ არღვევდა წესებს, თუმცა ჰარისა და რონთან დამეგობრებამ ყველაფერი შეცვალა. თავისი ბრწყინვალე გონების წყალობით ჰერმიონამ უამრავი შელოცვა იცოდა, რისი წყალობითაც რთულ სიტუაციებშ არაერთხელ გადაურჩენია თავისი თავიც და მეგობრებიც. უკვე მეხუთე კურსზე მას შეეძლო ფორმაცვალებადი ჯადოს გამოყენება, რომელიც მეშვიდე კურსზე ჩასაბარებელი კ.ა.ტ.ა.ს დონეა, რომ აღარაფერი ვთქვათ წყალგამძლე და გადასატანი ცეცხლის ოსტატობაზე; ყოველთვის ასწრებდა აუარებელი სასწავლო მასალის მომზადებას და დროც კი რჩებოდა რომ ბიჭებს დახმარებოდა დავალების დაწერაში (ან სულაც მათ ნაცვლად დაეწერა), მოექსოვა ქუდები და წინდები შინაური ელფებისთვის. რაღა თქმა უნდა ჰერმიონა შხამებშიც ძლიერი იყო და პროფესორ სნეიპის რისხვისგან არაერთხელ გადაურჩენია თანაკურსელი და მეგობარი ნევილ ლონგბოტომი. გარდა იმისა რომ ჭკვიანია, ჰერმიონა არც გარეგნობას უჩივის. მეოთხე კურსზე მან თვით მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ, ქვიდიჩის ბრწყინვალე მოთამაშეს - ვიქტორ კრამს დაახვია თავბრუ (ამის პარალელურად კი იმ დროისთვის ჯერ კიდევ მისი მეგობარი რონ უიზლი ისე იტანჯებოდა, თვითონაც არ იცოდა ). ჩაგრულთა დაცვის ინსტინქტი ჰერმიონას საკმაოდ ადრე განუვითარდა: მესამე კურსზე მან იყიდა კატა კრუკშანკსი, რომლის ყიდვაც არასდროს მონდომებია ვინმეს; დატვირთული სამეცადინო გრაფიკის მიუხედავად ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა (ნუ, ისედაც არ გამოდიოდა) და ჰაგრიდს ჰიპოგრიფ ბაკბიკის სასამართლო პროცესისთვის დასაცავ სიტყვას უწერდა; მეოთხე კურსე ჩამოაყალიბა შინაური ელფების გათავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია S.P.E.W. (ცოცხალი თავით არ ვწერ ამ ორგანიზაციის დასახელების ქართულ ვარიანტს, ორიგინალი ან რუსული თარგმანი მირჩევნია, რადგან მართლა სახალისო სახელია ). ჰორკრუქსების მოპოვება და განადგურება მეტწილად სწორედ ჰერმიონას დაგეგმილი მუშაობის დამსახურებაა. მან მიიღო წინასწარ ზომები: გამოძახების შელოცვით მოიპოვა წიგნები ჰორკრუქსების შესახებ, რომელიც დამბლდორს არცთუ ისე საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამ წიგნებშივე იყო მოცემული ინფორმაცია თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰორკრუქსი); მოიმარაგა და პატარა ხელჩანთაში ჩაატია ყველაფერი, რაც მოგვიანებით ხეტიალის დროს გამოადგებოდა ტრიოს, მათ შორის კარავი, წამლები, ყურების დამაგრძელებლები, მრავალწვნიანი სასმელი, ტანსაცმელი და პოტერის სახელგანთქმული უჩინმაჩინის მოსასხამი. რა თქმა უნდა ამ წინდახედულმა ადამიანმა თავისი მშობლების უსაფრთხოებაზეც იზრუნა: შეუცვალა მათ მეხსიერება, ისე რომ დაავიწყა საკუთარი სახელი და ის ფაქტი რომ შვილი ჰყავდათ, და საცხოვრებლად ავსტრალიაში გაგზავნა. რონთან ურთიერთობა საბოლოოდ ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ მოგვარდა. მანამდე იყო ორმხრივი ეჭვიანობა: რონი კრამზე ეჭვიანობდა, ჰერმიონა მის ბრაუნზე, რის შედეგადაც რონს კარგა ხანს დარჩა კვალი ხელებზე ჰერმიონას პატარა ავი ჩიტებისგან მიყენებული ჭრილობებისგან. ჰორკრუქსების საძებნელად ხეტიალის დროს კი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა: რონი სერიოზულად წაეჩხუბა მეგობრებს და წავიდა. ჰერმიონა მის წასვლას ძალიან განიცდიდა; ის და ჰარი თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თუმცა როცა რონი დაბრუნდა, ჰერმიონას საშინელი რეაქცია ჰქონდა: რონს მუშტებით მივარდა და მისი ჯოხი რომ ჰარის არ ჰქონოდა, რამდენიმე შელოცვითაც გაუმასპინძლდებოდა. და რამდენიმე კვირა ხეირიანად არც დალაპარაკებია, რაც არ არის გასაკვირი: ძნელია აპატიო საყვარელ ადამიანს, რომელმაც მიგატოვა, როცა ასე გჭირდებოდა, ფაქტობრივად ღალატის ტოლფასია. თუმცა ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ, როდესაც ჰერმიონამ საკუთარი ხელით გაანადგურა ჰორკრუქსი-ჰაფლეპაფის თასი (აქაოდა ყველას თითო ჰორკრუქსი შეგხვდათ და მე თქვენზე ნაკლები ვარო?! აღშფოთდა))) ) და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ, რონმა გაიხსენა რომ არ შეიძლებოდა დაუცველი შინაური ელფების ჰოგვორტსში დატოვება, რამაც ჰერმიონას აღფრთოვანება გამოიწვია და ამ მრავალტანჯული წყვილის პირველი კოცნაც შედგა, თუმცა ინიციატივა რა თქმა უნდა მის გრეინჯერს ეკუთვნოდა ვოლდემორტის სიკვდილის შემდეგ ჰერმიონამ მოძებნა თავისი მშობლები და მეხსიერება აღუდგინა. ჰარის, რონის და ნევილისგან განსხვავებიტ ჰერმიონა კინგსლი შეკლბოლტის სამინისტროს ეგრევე არ შეერთებია - ის ჰოგვორტსში დაბრუნდა და სათანადოდ დაასრულა სასკოლო განათლების მიღება.




ბელატრისა ლესტრეინჯი
_________________________

ბელატრისა ლესტრეინჯი (ბლეკი) - ბლეკების არისტოკრატული ოჯახის წევრი, ნარცისას და ანდრომედას და, სირიუსის და რეგულუსის ბიძაშვილი, როდოლფუს ლესტრეინჯის ცოლი, თუმცა ლორდზე უიმედოდ შეყვარებული ქალბატონი სადიზმის განსახიერება და ქალი კრუციო. ერთ-ერთი იმ ოთხი ჯადოქრიდან, რომელთაც ფრენკ და ალისა ლონგბოტომები ჭკუიდან შეშლამდე აწამეს და აზკაბანშიც მიაბრძანეს ამ დანაშაულისთვის. გაიქცა აზკაბანიდან მასობრივი გაქცევის დროს 1996 წლის იანვარში. ვოლდემორტის უერთგულესი მსახური და რა თქმა უნდა ეჭვიანობს როცა ლორდს სხვები საჭიროზე მეტად უახლოვდებიან. ბელა დაეხმარა ბიძაშვილ სირიუსს უკეთეს სამყაროში გასამგზავრებელი ბილეთის აღებაში (ეს ყველამ იცის და თავს აღარ შეგაწყენთ ლაყბობით). ეს ძლიერი ქალბატონი არა მხოლოდ ჯადოსნურ ჯოხს ხმარობს ოსტატურად, არამედ მოხერხებულად ესვრის ხანჯალს მოძრავ სამიზნეს (დობი). როგორც ბლეკების უმრავლესობა, ისიც მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ დაღუპა - ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს მოლი უიზლიმ ერთბაშად ამოიყარა უამრავი ადამიანის ჯავრი.



კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1283 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz