♥ I Love NY ♥ - 4 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 4 » ♥ I Love NY ♥
7:57 PM
♥ I Love NY ♥


ჩემი საყვარელი ქალაქი ნიუ-იორკია... ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში,ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია რაც არ უნდა გაგიკვირდეთ «დიდი ვაშლი»

ნიუ-იორკი ჩემთვის საოცნებო ქალაქია...ულამაზესია მისი ქუჩები რომლებიც ხალხით არის მოჭედილი,გზები სადაც მუდმივად დადიან მანქანაბი, უალმაზესი ბუნება....ბევშვობიდანვე ვვოცნებობ ნიუ-იორკში წასვლაზე ძალიან მინდა ვნახო ქალაქის ღირსშესანიშნაობები...





დამეთანხმებით რომ ნიუ-იორკის ყველა ღირსშესანიშნაობა ლამაზი და მიმზიდველია, სწორედ ამიტომ ყველას უჩნდება სურვილი, რომ ერთხელ მაინც,თავის სიცოცხლეში ნახოს ის მრავალი ლამაზი ღირსშესანიშნაობა


დიახ ნიუ-იორკი ჩემი ოცნების ქალაქია და ძალიან მინდა იქ წასვლა ერთხელ მაინც , მაგრამ ამბობენ რომ ოცნება ოცნებად რჩება



ჩემ შემთხვევაში ასე არ არის მიზნად მნაქვს დასახული იქ წასვლა ...მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვფიქრობ რომ როცა გავიზრდები ავიხდენ ჩემს ოცნებას და წავალ ჩემს საოცნებო ქალაქში ნიუ-იორკში...


მოგეხსენაბათ რომ ყველა ბავშვის ოცნებაა დისნეილნდში მოხვედრა..იქ ხომ უამრავ და ყველასთვის საყვარელ მურთპილმის გმირებს შეხვდები..სურათებიდან ვიცი რომ დისნეილენდი მართლაც ისეთივე ლამაზია როგორიც ყველა პატარა ბავშვეის საოცნებო სამყაროა....მართალია პატარა არ ვარ მაგრამ მეც სიამოვნებით წავიდოდი დისნილენდში :))


ეხლა კი შემოგთავაზებთ ნიუ-იორკის ისტორიას :))



არემარის იტალიელი ჯოვანი და ვერაძანოს მიერ აღმოჩენის პერიოდში რეგიონი დასახლებული იყო ლენაპეს ტომის ადგილობრივი ინდიელებით. ვერაძანომ ნიუ-იორკის ყურეში შესცურა თუმცა გზა აღმა მდინარეზე არ გაუგრძელებია და ისევ ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა. არემარის კარტოგრაფია მოახდინა ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომელიც ჰოლანდიის მონარქის მიერ იყო დაქირავებული. 

ჰუდსონმა კუნძული მანჰეტენი 1609 წლის 11 სექტემბერს აღმოაჩინა და გააგრძელა გზა აღმა მდინარეზე, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, სანამ დღევანდელი ალბანის ტერიტორიას მიაღწევდა. ჰოლანდიელებმა ამ ადგილას ახალი ამსტერდამი 1613 წელს დააარსეს, რომელსაც თვითმმართველობა 1652 წელს მიენიჭა. 1664 წელს ქალაქი ბრიტანელებმა დაიპყრეს და მას „ნიუ იორკი" გადაარქვეს ინგლისელი იორკის ჰერცოგის სახელზე. ჰოლანდიელებმა 1673 წლის აგვისტოში მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და მას „ნიუ ორანჟი" დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში იგი საბოლოოდ დაკარგეს.

ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ნიუ-იორკი აგრძელებს განვითარებას, თუმცა ქალაქში უკმაყოფილება პოლიტიკური დამოკიდებულების გამო დღითიდღე იზრდებოდა. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში აქ მრავალ მნიშვნელოვან ადრეულ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ქალაქი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩა ომის დამთავრებამდე და ის ბოლო პორტი იყო, რომელიც ბრიტანელებმა 1783 წელს დატოვეს.

დიდი დეპრესიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იზარალა, რასაც შედეგად რეფორმისტი მერის ფიორელო ლაგუარდიას არჩევა მოჰყვა, ბოლო მოუღო რა „ტამანი ჰოლის" 80-წლიან პოლიტიკურ დომინირებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ინდუსტრიულმა და საპორტო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეთათვის სამხედრო დანადგარებისა და ამუნიციის მიწოდებაში. 

ამ პერიოდში ქალაქის მსოფლიო ლიდერის სტატუსი სულ უფრო მკაფიო ხდება, უოლ სტრიტის მნიშვნელოვანი წვლილით ამერიკის მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ძალად აღმოცენებაში. გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკში დაფუძნებამ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ გავლენას, ხოლო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღმავლობამ პარიზს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის ტიტული წაართვა. 

ყოველივე ამას ქალაქის განახლებული ეკონომიკური ბუმი მოჰყვა 1950-იან წლებში. თუმცა მოგვიანებით, ინდუსტრიული და კომერციული პრიორიტეტების ცვლილებამ, შეძლებული ფენების მასიურად ქალაქგარეთ გადანაცვლებამ და კრიმინალის ზრდამ ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.

21-ე საუკუნის დასაწყისი ქალაქში ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა: 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა კრიზისი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დანგრეული სავაჭრო ცენტრის ადგილას 2010 წლისთვის იგეგმება ახალი 1776 ფუტის სიმაღლის ფრიდომ ტაუერის დასრულება.

1898 წელს კონსოლიდაციის შემდეგ ნიუ-იორკი აგლომერაციული მუნიციპალიტეტი გახდა ძლიერი მერისა და საქალაქო საბჭოს ფორმის მთავრობით. მერი და საბჭოს წევრები ირჩევა ოთხ-წლიანი ვადით. 

ნიუ-იორკის საქალაქო საბჭო ერთ-პალატიანია და მასში 51 საბჭოს წევრია, რომელთა უბნები განსაზღვრულია მოსახლეობის განლაგების გეოგრაფიული საზღვრებით. ყოველი წევრი წარმოადგენს დაახლოებით 157.000 ადამიანს. მერისა და საბჭოს წევრის არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება. ბოლო არჩევნები 2005 წელს ჩატარდა.
ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი უცხოელი და ამერიკელი ტურისტი სტუმრობს. 

მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა ემპაია სტეიტ ბილდინგი, ელის აილენდი, ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები, მუზეუმები და სხვა კულტურულ-გასართობი ცენტრები, როგორიცაა ცენტრალ-პარკი, ვაშინგტონ სქვეა პარკი, როკფელერის ცენტრი, ტაიმს-სქვერი, ბრონქსის ზოოპარკი, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ფეშენებელური შოპინგი მეხუთე და მედისონის ავენიუებზე, ღონისძიებები — ჰელოუინ პარადი გრინვიჩ-ვილიჯში, ტრიბეკას კინოფესტივალი, უფასო წარმოდგენები ცენტრალ პარკში სამერსტეიჯზე. 

თავისუფლების ქანდაკება მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ასევე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო. მრავალი ეთნიკური უბნები, როგორიცაა ჯეკსონ-ჰაიტსი, ფლაშინგი და ბრაიტონ-ბიჩი, კი მთავარი მოსანახულებელი ადგილებია პირველი და მეორე თაობის ამერიკელებისთვის მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.

განათლებას ქალაქ ნიუ-იორკში უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით საზოგადო და კერძო სასწავლო დაწესებულება. ქალაქის საზოგადოებრივ სკოლათა სისტემა, ნიუ-იორკ სიტის განათლების დეპარტამენტი, უმსხვილესია აშშ-ში. 

ნიუ-იორკში მდებარეობს მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი. ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია, როგორც სამედიცინო და სიცოცხლის მეცნიერებათა კვლევის გლობალური ცენტრი.



















იმედია მოგეწონათ შევეცადე კარგი გამომსვლოდა




 I Love NY  




კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 2281 | დაამატა: CisiKoOo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 81 2 »
Code
0  
1 MariKo   (2012-06-04 8:12 PM) [Entry]
WoW Umagresii Siaxleaa <33 martla Bevri Giwvaliaaa <33 Yochag !! Yvelaze Magari Moderi Xarrr <33333 Dzalian Kargiaaaaa <333333 Aii Martla Umagresi Siaxleaaaa