ინტერვიუ ბლეიკ ლაივლისთან. - 5 აგვისტოში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » აგვისტო » 5 » ინტერვიუ ბლეიკ ლაივლისთან.
1:33 PM
ინტერვიუ ბლეიკ ლაივლისთან.
ცოტა ხნის წინ "ჭორიკანას" ვარსკვლავმა, 24 წლის ბლეიკ ლაივლიმ და მისმა ბოიფრენდმა, მსახიობმა რაიან რეინოლდსმა სახლი იყიდეს ნიუ-იორკთან ახლოს - 2,3 მლნ დოლარად, რომელიც ერთად უნდა გაარემონტონ და მოაწყონ. ამ ნაბიჯით საბოლოოდ დაარწმუნეს საზოგადოება მათი ურთიერთობების სერიოზულობაში. ბლეიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ქორწინებასთან საკუთარი დამოკიდებულების, მამაკაცებისა და თავის მოვლის შესახებ.
ქორწინებაზე

- ყველა გოგონა ბავშვობიდან ოცნებობს ქორწილზე. მაგრამ ჩემი წარმოდგენა ამ იდეალურ ზეიმზე მკვეთრად შეიცვალა მას მერე, რაც შოუბიზნესში მოვხვდი. ადრე ვფიქრობდი, რომ დედაჩემი ან მე მოვიფიქრებდით და შევკერავდით კაბას, ახლა კი ვფიქრობ: "ჰმ, საინტერესოა, როგორ ფეხსაცმელს შემიკერავს კრისტიანი (დიზაინერი კრისტიან ლაბუტენი - მთარგმ.) და რომელ მოდის სახლს მივმართო კაბისთვის?"

ვარსკვლავთა უმრავლესობა სტილისტებს ქირაობს და მათი მომსახურებით სარგებლობს, რომ სათანადოდ გამოიყურებოდეს წითელ ხალიჩებზე. რაც შეეხება ბლეიკ ლაივლის, ის ყველაფერს თავად აკეთებს: ირჩევს სამოსს, ფეხსაცმელს, რომლის ჩაცმაც სურს, საპასუხისმგებლო მოვლენებისთვის ბლეიკი მაკიაჟსაც კი არ ანდობს სპეციალისტებს.
გარეგნობაზე

"ხანდახან ვფიქრობ, ღმერთო, რატომ ვაკეთებ ამას თვითონ? ეს ხომ დამატებითი საქმეა, თან ამდენი! ყველაფერი იმიტომ, რომ მიყვარს მოდა. ეს თვითგამოხატვის საშუალებაა. ხშირად ვხედავ ადამიანებს, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურებიან, მაგრამ ზუსტად ვიტყვი, ვინ შემოსა ისინი. თითოეულ სტილისტს თავისი პროფესიონალური ხელწერა აქვს. შეიძლება ეს იდიოტურად ჟღერს, მაგრამ გამიმართლა, რომ მოვხვდი სერიალში, რომელიც ასე იყო ჩაციკლული მოდაზე (ახალგაზრდული სერიალი "ჭორიკანა" - მთარგმ.). არ არსებობს დიზაინერი, რომელიც ჩემთვის მიუწვდომელი იქნებოდა".ლაივლისთვის იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მამაკაცს სტილის გრძნობა ჰქონდეს. მისი ახლანდელი თანამგზავრის რეინოლდსის გარდა, ბლეიკს ურთიერთობა ჰქონდა სიმპათიურ ლეონარდო დი კაპრიოსთან და სერიალ "ჭორიკანაში" თავის პარტნიორ პენ ბეჯლისთან.



მამაკაცებზე

ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ მხოლოდ ოთხი კაცი მყავდა და ხალხი გაოცებული დარჩა, მიიჩნევდნენ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს მართალია, მე საკმაოდ ცოტას ვხვდებოდი ჰოლივუდური სა­ზომებით. თუ ადამიანი აღტაცებას არ მგვრის და არ შთამაგონებს, მასთან ვერ ვიქნები".ლაივლი ხაზს უსვამს თავისი ბოიფრენდების ერთ საინტერესო თავისებურებას - ყველას ჰყვარებია გემრიელად ჭამა."ყველას უყვარს კარგად კვება. ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს აუცილებლად უნდა უყვარდეს ჭამა, ან მე საშინელ ადამიანად გადავიქცევი, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრიხართ. კერძების მომზადება - ეს ის არის, რითაც ბოლო დროს ვარ დაკავებული და ჩემი კულინარიული შედევრებით ვაჯადოებ თაყვანისმცემელ მამაკაცებს".


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 888 | დაამატა: Ann | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz