ინტერვიუ დოუთზენ კროესთან. - 2 აგვისტოში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » აგვისტო » 2 » ინტერვიუ დოუთზენ კროესთან.
6:19 PM
ინტერვიუ დოუთზენ კროესთან.
დოუთცენ კროესი დღეს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მოდელია. ის ისეთი ბრენდების სახეა, როგორებიცაა "ლორეალი" და "ვიქტორია სიკრეტი". მონაწილეობს ისეთი დიზაინერების ჩვენებებში, როგორებიც არიან გუჩი, დოლჩე და გაბანა, ვალენტინო, ვერსაჩე და სხვა. 2012 წელი მისთვის განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რადგან თითქმის ყველა მოდური ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. არცთუ ადვილად წარმოსათქმელი სახელის მიუხედავად, ყველგან მასზე ლაპარაკობენ. სექსსიმბოლო მამაკაცებს მასზე დიდი ნადირობა აქვთ გამოცხადებული, ჟურნალისტებს კი აინტერესებთ, როგორ უვლის თავს დოუთცენი, რას ჭამს, სად ისვენებს და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო.
– ბუნებრივია, პოპულარულ მოდელთან ინტერვიუ თავის მოვლაზე ლაპარაკით უნდა დავიწყოთ. ყველაზე მეტად რა გიყვართ კანის მოვლის საშუალებებიდან?
– მოდის ჩვენებებზე მაკიაჟის გაკეთების წინ იაპონელი ვიზაჟისტები სახის მასაჟს მიკეთებენ ხოლმე. ღრმა დრენაჟიდან იწყებენ, რომელსაც კანი განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოჰყავს. ეს მეთოდი ცხოვრებაშიც გადმოვიტანე და გაღვიძებისას ყოველ დილით სახის მასაჟს ვიკეთებ. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

– რომელ ასაკში ჩამოგიყალიბდათ საკუთარი სტილი?
– 18 წლის ასაკში. ჩემი სტილი ძალიან კომფორტაბელურია – ძვირფასი ჯინსები და საუკეთესო ჩანთა. მთავარ როლს ყოველთვის აქსესუარებს ვანიჭებ.
– რის გარეშე არ გამოდიხართ სახლიდან?
– რა თქმა უნდა, წამწამების ტუშის, მზის სათვალისა და მსუბუქი მაკიაჟისათვის აუცილებელი ატრიბუტების გარეშე. კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი პროფესია და ვიცი, რომ ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო. ფოტოგრაფები ოცნებობენ, ერთხელ მაინც გადამიღონ მოუწესრიგებელს, მაგრამ ამას ჩემგან ვერ ეღირსებიან.
– რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
– ბედნიერება. ძალიან მსუბუქი ხასიათი მაქვს და სიცოცხლისმოყვარული ვარ. სწორედ ეს მეხმარება ცხოვრებაში, ლამაზი და ბედნიერი ვიყო.
– როცა გინდათ, საკუთარ თავს დრო დაუთმოთ, რას აკეთებთ?
– პირველ რიგში, ვცდილობ, კარგად გამოვიძინო. ძილი ხომ ჯანმრთელობისა და სილამაზის ელექსირია. სამწუხაროდ, სამოდელო ცხოვრება ხშირად არ გვაძლევს კარგად გამოძინების საშუალებას. ფოტოსესიები, ჩვენებების რეპეტიციები ძირითადად ღამე მიმდინარეობს, ამას დამატებული კლუბებში სიარული.
– სხეულის სრულყოფისათვის რას აკეთებთ?
– კვირაში ოთხჯერ კრივით ვარ დაკავებული. მსხალს არ ვურტყამ, რომ კუნთები არ განმივითარდეს, ძირითადად ხელებს ჰაერში ვაქნევ.

– ვინ არის თქვენთვის იდეალური ქალი?
– ბიონსე. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის ძალიან მრავალმხრივია. ჩემთვის კი ქალში ესაა მთავარი. ქალს ყველაზე მეტად ერთფეროვნება არ უხდება. ვცდილობ, ბიონსეს მეც მივბაძო და ალბათ ეს გამომდის, რადგან ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, პოდიუმზე მიუწვდომელ ქალს ჰგავხარ, ცხოვრებაში კი ნაზი და კეთილი ხარო.
– ალბათ ასეთ სხეულს ძალიან მკაცრი დიეტები სჭირდება.
– გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს მავნე საჭმელი, ფასტ ფუდი. ვგიჟდები კარტოფილ ფრიზე. ნებაზე რომ მიმიშვა, ალბათ მთელი დღე ჩიფსებით და ფრით გამოვიკვებები, მაგრამ თავს ვიზღუდავ. ბედნიერი ნამდვილად ვერ ვიქნები, თუ მხოლოდ სალათებს შევჭამ.
– მაშინ რას მივაწეროთ თქვენი კარგი სხეული?
– მყავს შვილი, რომლის გამოც ბევრს ვმოძრაობ. როგორც კი ფეხი აიდგა, ჩემი საუკეთესო სავარჯიშო გახდა. ახლა მთელი ჩემი ცხოვრება მასზეა მორგებული. შვილისთვის საჭმელს ვამზადებ, ტანსაცმელს ვყიდულობ. მისთვის თავისუფალ დროს ყოველთვის გამოვნახავ, ჩემთვის კი ხანდახან ნორმალურად ჭამისთვისაც ვერ ვპოულობ დროს.
– ძალიან მომხიბვლელი ტუჩები გაქვთ, როგორ უვლით?
– გეთანხმებით, მართლაც მგრძნობიარე ტუჩები მაქვს. ბევრი ქალი ფულს არ იშურებს იმისათვის, რომ ასეთი ტუჩები პლასტიკური ქირურგიით დაიყენოს, მე კი ბუნებრივად მაქვს. ჩემს მშობლებსაც კი უკვირთ, რადგან ჩემს ოჯახში არავინ გამოირჩევა დიდი ტუჩებით. ეს ჩემთვის ბედის სიურპრიზი იყო.
– როდესაც პაემანზე მიდიხართ, საკუთარ გარეგნობაში რაზე აკეთებთ აქცენტს?
– თვალებზე. ტუჩები ისედაც გამოკვეთილია. როგორც უნდა ვეცადო, მოკრძალებული ვიყო, მაინც სექსუალური გამოვდივარ.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი კოსმეტიკური შეცდომები?
– როცა 18 წლის ვიყავი, პირველად ვიპოზიორე ცნობილი ფოტოგრაფის სტივენ მაიზელის წინაშე. მან ჩათვალა, რომ გადაღებებისათვის მოკლე ვარცხნილობა იყო საჭირო. ჩემი კარიერა, ის–ის იყო, იწყებოდა და მისთვის უარის თქმა ვერ გავბედე. ძალიან კი გამიჭირდა ჩემს გრძელ თმებთან დამშვიდობება. სარკეში რომ ჩავიხედე, გულიანად ვიტირე კიდეც, მაგრამ სწორედ ამ ფოტოსესიის კადრი მოხვდა იტალიურ მოდურ ჟურნალში. მას შემდეგ ვცდილობ, თმა აღარ შევიჭრა.
კიდევ ერთი შეცდომა მქონდა მუქ პომადასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, მალე გავაცნობიერე, რომ პანკს ვემსგავსებოდი.
– რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს გარეგნობაში?
– არ მიყვარს საკუთარ ღირსებებზე ან ნაკლოვანებებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანები მხოლოდ ამ კუთხით გაკვირდებიან. ერთხელ ევა ლონგორიამ მირჩია, დაუტცენ, არავის მოუყვე საკუთარ მინუსებზე, საკუთარ ქმარსაც კიო.
– თქვენი საყვარელი სპა პროცედურები რომელია?
– ვაღმერთებ მასაჟს. ძირითადად აეროპორტებში ყოფნისას ვახერხებ მასაჟის ოთახებში სტუმრობას. ეს ძალიან სასარგებლოა ხანგრძლივი ფრენის წინ. მთელ დღეს სპა სალონებში ყოფნა დროის ფუჭ ფლანგვად მიმაჩნია.
– ვინ არის ახლა თქვენ გვერდით, როგორი მამაკაცი?
– იყო მოდელი და გქონდეს სტაბილური ურთიერთობა მამაკაცთან, ეს თითქმის წარმოუდგენელია. სადაც უნდა ვიყო, წვეულებაზე თუ შოპინგზე, ყველას ჰგონია, რომ მამაკაცებზე ვნადირობ. არადა ეს ჩემთვის უინტერესო თემაა. ჩემთან სიყვარული მაშინ მოდის, როდესაც ამას არ ველი. ახლა შეყვარებული ვარ, მაგრამ ამაზე თუ ვილაპარაკებ, ხვალ შეიძლება მარტო დავრჩე. ამის მწარე გამოცდილება მაქვს.




კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 886 | დაამატა: Ann | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-08-02 7:15 PM) [Entry]
Doutzen <33