კლუბი (სერიალი) პირველი სეზონი - 3 აპრილში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » კლუბი (სერიალი) პირველი სეზონი
10:14 PM
კლუბი (სერიალი) პირველი სეზონი
I სეზონი (2009-2010) 

უილ შუსტერი, რომელიც უილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლაში ესპანურს ასწავლის, გადაწყვეტს აღადგინოს სკოლის მუსიკალური კლუბი. რომელშიც უილიი ახალგაზრდობაში თავადაც ირიცხებოდა და საუკეთსეო წლები გაატარა. შუსტერმა გადაწყვიტა კლუბისათვის „ახალი მიმართულება" (New Direction) დაერქმია. ახალ კლუბში გაწევრიანება არავის სურდა, ვინაიდან სკოლის მოსწავლეებს რეპუტაციის დაკარგვის შიში ჰქონდათ. ამიტომაც, ახალ მიმართულებაში მხოლოდ ხუთი სტუდენტი: რეიჩელ ბერი, კურტ ჰამელი, მერსედეს ჯონსი, თინა კოენ-ჩენგი და არტი აბრამსი გაწევრიანდნენ. ვინაიდან ისინი სკოლაში ძალიან დაბალი რეპუტაციის მქონე მოსწავლეები გახლდნენ, უილმა გადაწყვიტა სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი ფინ ჰადსონი, რომელიც ფეხბურთის გუნდის კაპიტანი იყო, ახალ მიმართულებაში გაეწევრიანებინა. შუს იტერმა იცოდა, რომ ფინს კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, თუმცა ფეხბურთის გუნდის სხვა წევრებ კლუბში სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ. ამისათვის უილმა ფინი დააშანტაჟა, კარადაში მარიხუანის შენახვა დააბრალა და იმ შემთხვევაში, თუკი კლუბში არ გაწევრიანდებოდა, ამის დირექტორისათვის თქმით დაემუქრა. ფინს სხვა გზა აღარ ჰქონდა, ამიტომაც ისიც შეუერთდა კლუბის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინმა რეპუტაცია დაკარგა კლუბში გაწევრიანებისას, სხვა მოსწავლეებმა მაინც გამოთქვეს ახალ მიმართულებაში გაწევრიანების სურვილი. ერთ-ერთი პირველი ვინც კლუბში ფინის შემდეგ გაწევრიანდა იყო მისი საუკეთესო მეგობარი - ნოა პაკერმანი. ამის შემდეგ კლუბს მაიკ ჩენგი შეუერთდა რომელიც, ფინისა და პაკის მსგავსად ფეხბურთის გუნდში ირიცხებოდა.

მაიკ ჩენგი ახალ მიმართულებაში, არა ვოკალური მონაცემებით, არამედ ცეკვის ნიჭით გამოირჩეოდა.

ულიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლის მხარდამჭერთა გუნდის მწვრთნელი, სიუ სილვესტერი განარისხა იმან, რომ ახალ მიმართულებას სკოლის ბიუჯეტიდან ის თანხა ერიცხებოდა, რომელსაც მანამდე თავად ითვისებდა.

ქუინ ფაბრეი მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი იყო, ამიტომ მთელ სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგონად ითვლებოდა. ის და ფინ ჰადსონი, შეყვარებულები იყვნენ. ქვინი რეიჩელზე ეჭვიანობდა, ამიტომ ახალ მიმართულებაში გაწევრიანება გადაწყვიტა. მას მხარდამჭერთა გუნდის კიდევ ორი წევრი, სანტანა ლოპეზი და ბრიტანი სუზან-პირსი მიყვნენ.

თავდაპირველად სიუ გააბრაზა იმან, რომ მისი გოგონები კლუბში გაწევრიანდნენ, თუმცა გადაწვიტა, ეს თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და გოგონებს დაავალათ ახალ მიმართულებაში მიმდინარე ყველა პროცესსზე ინფორმაცია მიეტანათ. მიუხედავად მწვრთნელისაგან მიღებული, ასეთი დავალებისა მხარდამჭერ გოგონებს კლუბი შეუყვარდათ.

ახალი მიმართულების წევრმა, კურტ ჰამელმა განაცხადა, რომ იგი გეი იყო, რამაც იგი დიდი ზეწოლის ქვეშ მოახვედრა სკოლის მოსწავლეების მხრიდან. თავდაპირველად ის ვერ ეუბნებოდა მამამისს ამის შესახებ. ფიქრობდა, რომ მამა ვერ გაუგებდა. თუმცა მამამისის თქმით მან ყოველთვის იცოდა შვილის ორიენტაციის შესახებ და ეს არაფერ გავლენას არ ახდენდა შვილის მიმართ სიყვარულზე.

პარალერულად უილის ცოლი, ტერი დაორსულდა. თუმცა იმის თქმა უილისთვის, რომ თურმე მისი დაორსულების სინპტომები, მხოლოდ ცრუ განგაში იყო ორგანიზმში, ვეღარ შეძლო. ამისათვის მას უილის მოტყუება მოუხდა თუმცა, მან მალე შეიტყო სიმართლე და ცოლს დაშორდა.

უილს სკოლის ფსიქოლოგი - ემა ფილსბარი მოსწონდა. ემასაც მოსწონდა უილი თუმცა ერთი პრობლემა იყო, ემა მალე თხოვდებოდა ფეხბბურთის მწვრთნელ - კენ ტანაკაზე. მაგრამ კენმა მიატოვა მომავალი ცოლი, ვინაიდან უილზე ეჭვიანობდა.

ტერისაგან განსხვავებით, ქუინი ნამდვილად დაფეხმძიმდა. მისი თქმით იგი ფინისაგან იყო ორსულად. როდესაც ქუინის მამამ მისი ორსულობის ამბავი გაიგო იგი სახლიდან გამოაგდო. ქუინი საცხოვრებლად ფინთან გადავიდა თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ ქუინი არა ფინისგან, არამედ პაკისაგან დაორსულებულა. ამის შემდეგ მას ფინის სახლიდანაც მოუწია წამოსვლა და ბავშვის მამასთან, პაკთან გადავიდა. ქუინმა ვერ გაუძლო პაკერმანის სახლში ცხოვრებას, ამის შემდეგ ის მერსედესმა შეიფარა.

სიუ სილვესტერი კლუბის დაშლისათვის ძალებს არ იშურებდა, რეგიონალურის შესარჩევის კონკურსზე მან ახალი მიმართულების კონკურენტ კლუბს უილ შუსტერის მიერ შედგენილი სია გადასცა. მასზე ის რეპერტუარი ეწერა, რომელსაც ახალი მიმართულება კონკურსზე შეასრულებდა. როდესაც შესარჩევი დაიწყო და კლუბის წევრებმა დაინახეს, თუ როგორ ასრულებდნენ მათ სიმღერებს მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები ძასლიან დაიბნენ. ამასთანავე უილი დასჯილი იყო სკოლის დირექციის მიერ და მოსწავლეებს კონკურსზე ემა ფილსბარი გაჰყვათ. საბოლოვოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ახალმა მიმართულებამ რეპერტუარი შეცვალა და რეგიონალურის საგზური მოიპოვა.

კადრი ეპიზოდიდან „Laryngitis"

18 ეპიზოდში — „Laryngitis", ფინის დედას და კურტის მამას ერთმანეთი შეუყვარდათ, მათ დაქორწილება გადაწყვიტეს. ამან ფინი ძალიან გაანაწყენა, ვინაიდან არ სურდა მამა, რომელიც ჯარში მსახურობისას დაიღუპა ვინმეს ჩაენაცვლებინა. თუმცა როდესაც ახლოს გაიცნო კურტის მამა — ბარტ ჰამელი მიხვდა, რომ ცდებოდა. იგი ბარტთან ერთად კალათბურთის თამაშებზე დადიოდა. კურტი ამის გამო ძლიერ ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ ბარტი ოცნებობდა ისეთ შვილზე, როგორიც თავად არ იყო. ამიტომ მან ჩაცმის სტილი შეიცვალა და ნამდბილ ბიჭს დაემსგავსა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრიტანიზე თანაც ბრიტანის თქმით კურტ ჰამელი ერთადერთი ბიჭი იყო სკოლაში, რომლისთვისაც ნაკოცნი არ ჰქონდა. კურტი და ბრიტანი წყვილი გახდნენ, თუმცა როდესაც კურტს მამამ უთხრა, რომ არ იყო საჭირო ბიჭივით ჩაცმა და მოქცევა, ის რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კურტის ორიენტაციას, კურტი ბრიტანის დაშორდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამავე ეპიზოდში კლუბის გოგონები და კურტი ლედი გაგას, ხოლო ბიჭები kiss-ის რეპერტუარს ასრულებენ.

უილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ახალი მიმართულება რეგიონალურ ჩემპიონატზე გაეყვანა და გაემარჯვებინა მიუხედავად იმისა, რომ მათი კონკურენტი - „ვოკალური ადრენალინი" (Vocal Adrenaline) ბევრედ ძლიერი კლუბი გახლდათ ვიდრე ახალი მიმართულება. თანაც ისინი უკვე რეგიონალური კონკურსის რამდენიმე გზის გამარჯვებულები გახლდნენ.

ვოკალური ადრენალინის წამყვანი სოლისტი - ჯესი ჯეიმსი, უილიამ მაკ-კინლის სკოლაში გადმოვიდა, რამაც ძალზედ დააეჭვა ახალი მიმართულების ყველა წევრი, გარდა რეიჩელისა. ჯესი რეიჩელმა მალევე შეიყვარა და ისინი წყვილი გახდნენ.

იმის გამო, რომ რეიჩელს ორი გეი მამა ყავს, სურდა ის ქალი ეპოვნა რომელიც მისმამ მამებმა სუროგატ დედად გამოიყენეს. აღმოჩნდება, რომ რეიჩელის დედა, ვოკალური ადრენალინის მასწვლებელი, შელბი ქორკორანი გახლდათ. შელბიმ თავისი კლუბის წევრი, ჯესი დაიხმარა იმაში, რომ რეიჩელს მისი ვინაობის შესახებ შეეტყო. მიუხედავად იმისა, რომ შელბი და რეიჩელი ერთმანეთს შეხვდნენ, მათ შოირის მაინც არ გაჩნდა ისეთი დედა-შვილური ურთიერთობა როგორსაც ისინი მოელოდნენ. ამის მიზეზი რეიჩელის ასაკი გახლდათ, ვინაიდან იგი უკვე 17 წლის იყო.

ამ დროს, ჯესი ვოკალურ ადრენალინში დაბრუნდა. მათ უკვე იცოდნენ ახალი მიმართულების სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც მოგებაში დაეხმარებოდათ.

ქუინი და მისი გოგონა. ეპიზოდში: Journey to Regionals

რეგიონალურ კონკურსში ახალ მიმართულებასთან და ვოკალურ ადრენალინთან ერთად აგრეთვე - „ხმოვანი ინტენსივობა" (Aural Intensity) მონაწილეობდა.

როდესაც ახალმა მიმართულებამ გამოსვლა დაამთავრა უეცრად, ქუინს მშობიარობა დაეწყო, იგი სასწრაფოდ სამშობიაროში წაიყვანეს. მშობიარობას მერსედესი, პაკი და ქუინის დედა ესწრებოდნენ, რომელიც ქმარს გაშორდა.

ამ დროს რეგიონალური კონკურსის ჟიურიმ, რომელთა რიგებში სიუ სილვესტერიც ირიცხებოდა, გამარჯვებული დაასახელა. ახალი მიმართულება მესამე ადგილზე გავიდა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა კლუბის წევრებს. ვოკალურმა ადრენალინმა კი პიველი ადგილი დაიკავა.

ამ წაგებას კლუბის წევრები სიუს აბრალებდნენ თუმცა აღმოჩნდა, რომ სიუ არაფერ შუაში იყო, მან ახალ მიმართულებას დაუჭირა მხარი.

როდესაც ქუინს გოგო შეეძინა (ბეტი), მან გადაწყვიტა ბავშვი გაეშვილებინა მიუხედავად პაკის თხოვნისა. ბავშვი რეიჩელის დედამ, შელბიმ იშვილა.

სკოლის დირექტორი კლუბის დახურვას აპირებდა მათი წარუმატებლობის გამო, თუმცა სიუმ რომელიც ხშირად აშანტაჟებდა მას, ახალი მიმართულების დახურვა გადააფიქრებინა რამაც, კლუბის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

კატეგორია: სერიალები | ნანახია: 1066 | დაამატა: -Hermione♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 lovatic   (2012-04-03 10:50 PM) [Entry]
yochag chemi chkviani :))):*