კონკურსი - 4 ნოემბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 4 » კონკურსი
7:49 PM
კონკურსი
მე ამ საიტზე ბევრი მიცნობთ,ამიტომ უკვე იცით რომ ანა მქვია და ვარ 11 წლის )))))))

მე ზოდიაქოთი თევზები ვარ.არ ვიცი ეს ჩემს ზოდიაქოს შეეფერება თუ არა,მაგრამ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს,ასევე ბრაზიანი ვარ. ჩემი მეგობრები გამირბიან,როდესაც გაბრაზებული ვარ :დ
აი ჩემი ზოდიაქოს ახლანდელი აღწერა:
+ კიდევ რაღაცეები :დ
19 თებერვალი – 20 მარტი
ზოდიაქოს 12 ნიშანი.
წყლის 3 ნიშანი
4 ცვალებადი ნიშანი. 
მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.
ბედნიერი რიცხვი: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ორი თევზი, სხვადასხვა მხარეს მცურავი.
ასტროლოგიური ფერები: ზღვის ტალღისფერი, ბაცი ლილისფერი, ლურჯი, ფოლადის ფერი და მოწითალო–იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო.
თევზი განაგებს ჰოროსკოპების მე-12  სახლს.

დიდი ასტროლოგი – ევანგელინა ადამსი თევზის ნიშნის ხალხს მიმართავდა: „თევზი რომ ხართ – ეს ერთი, ორი თევზი რომ ხართ – ეს მეორე, მაგრამ, ერთი დინების მიმართულებით მიცურავს და მეორე კი – მის საწინააღმდეგოდ, ეს სულ სხვა რამაა". ეს არის თევზის ნიშნის პიროვნების რთული ტიპი. მის ადამსი კარგად იცნობდა თევზის ნიშნიან თავის კლიენტებს.
ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ. 
თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს. 
თევზი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, ამიტომ ეს ხალხი თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებს. ისინი უანგაროდ, ყველაფერში კვერს უკრავენ სხვებს. თევზი წლის მე–3 ნიშანია და ეს ხალხი განსაკუთებით ემოციური და თავისებურად ვნებიანია. მათი ძლიერი ემოციები და განცდები, როცა ისინი დადებითისაკენ არის მიმართული  –  შენების, შექმნის მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ  ისინი მოსუსტებულია, მათ თევზები პიროვნების დაცემამდე შეიძლება მიიყვანოს. ადრეული ასაკიდან თევზი უნდა ერიდოს უკიდურესად ემოციურ  ადამიანებს, რომლებიც მათ არასტაბილურობას ასე თუ ისე ხელს შეუწყობენ. 
თევზი იდუმალების და ილუზიების ბნელ სამყაროს განაგებს. ამ ხალხს უყვარს ოცნებებში ცხოვრება, უყარს და ხშირად წარმოსახვით მოგზაურობს ქვეყნიერებაზე. 
თევზს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად აქვს ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება. 
თევზმა უნდა იბრძოლოს და თავი დაიცვას იმ ადამიანების მკაცრი კრიტიკისაგან, რომლებიც ვერ ერკვევიან მათ მისტიკურ სამყაროში. მისი სულიერი ტკივილები დიდხანს არ შუშდება. თავგანწირვა კეთლშობილებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის კეთება ღირს. 
თევზი იშვიათად ფიქრობს შედეგებზე, სანამ მოქმედებას შეუდგებოდეს. იგი მართალი პიროვნებაა, მაგრამ ბევრს მოიგებდა, მეტ რეალიზმს, მკაცრ დისციპლინასა და პრაქტიკულობას თუ მოუხმობდა. 
თევზებს მოწონთ წამებულის როლის თამაში, ამიტომ უნდა ერიდონ საკუთარი თავის შებრალებას და უპატივცემლობას. თევზი მოკრძალებული და მორცხვია, მაგრამ ნერვიული  და ენერგიით აღსავსეც არის. ყოველივე ეს ერთად მას ისეთ შესახედაობას აძლევს, თითქოს მუდმივ მერყეობაში არის და არ იცის რა ქნას. მას მიდრეკილება აქვს მეტისმეტად ინერვიულოს და ყოველ წვრილმანზე დიდი ღელვა გადაიტანოს. 
ამ ნიშნის ხალხი ძალზე დაბნეული და გულმავიწყიც არის, ისინი ხშირად  კარგავენ ნივთებს ან ავიწყდებათ სად შეინახეს. შთაბეჭდილების ხალხია, მაგრამ ლოგიკა და თანმიმდევრულობა არ ყოფნით. 
თევზი ძალიან არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე , რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს. იგი ძალიან მიმნდობია და ამიტომ მათი მოტყუება ადვილია. მაგრამ, თუ მიხვდა, რომ ატყუებენ, უჩვეულოდ ეჭვიანი და გულჩათხრობილი გახდება. მისი ინტელექტი ალივით ბრიალებს, ხან ხალისიანი და გონებამახივლი, ხან კი – დუნე, ჩამკვდარი, მელანქოლიურია. 
მაგრამ „თევზმა გული არ უნდა გაიტეხოს ჩემს მიერ აღწერილი ნაკლოვანებების გამო. ბევრი იყო ამ ნიშნით ხალხი, რომლებმაც ისინი დაძლიეს და სახელგანთქმული ადამიანები გახდნენ. ამ ნიშანზე არის დაბადებული: ჯორჯ ვაშინგტონი, მიქელანჯელო, ვიქტორ ჰიუგო, ალბერტ აინშტაინი, ენრიკო კარუზო, ფრედერიკ შოპენი. 
თევზი უფრო იმ პროფესიებში აღწევს წარმატებას, რომლებსაც სითხესთან აქვს რაიმე კავშირი. იგი ზღვის ღელვასა და მის იდუმალებას ემორჩილება და ნავზე ან ხომალდზე დროის გატარებით აღიდგენს ძალებს. იგი რელიგიით მეტისმეტად არის გატაცებული, მაგრამ ფხიზლად უნდა იყოს, რომ ფანატიზმში არ გადავარდეს. თევზის ნიშნის ხალხი ხელოვნების ყველა დარგში აღწევს წარმატებას. მათაგან გამოდიან მშვენიერი მუსიკოსები, მწერლები პოეტები, მხატვრები, მომღერლები. 
საკმაოდ უცნაურია, მაგრამ თევზი ყველაზე მეტად ზრუნავს კეთილდღეობაზე. თევზს აქვს უნარი სრულიად გამოეთიშოს რეალურ სამყაროს და ამით ბევრი თავისი მეგობარი გააღიზიანოს. თუ მართლა უნდა თავისი იდეალისტური ფილოსოფიიდან რაიმე სარგებელი მისცეს ხალხს და ქვეყანაზე რაიმე დატოვოს, თევზი უნდა მოეშვას თავის ორმაგ „ მესთან" კუკუმალობის თამაშს. თავის თავს გარედან უნდა შეხედოს, შემდეგ კი ისე მოიქცეს, რომ ეს ბუნდოვანი სახება, უფრო მკაფიო გახდეს; ორგანიზებულობა უნდა შეიძინოს და მიზანიც ცხადად განსაზღვროს. ამის გაკეთებას თუ მოახერხებს, მაშინ შეცვლის თავისი ნიშნის სიმბოლოს – სხვადასხვა მიმართულებით  მცურავ ორ თევზს, ერთი მიმართულებით მიმავალ ორ თევზზე, რომლებიც საერთო ძალით წარმატებასა და ბედნიერებისაკენ მიექანებიან. 

შემოქმედება და კარიერა
თავიანთი ნატურის გაორების გამო თევზები ფლობენ საოცარ უნარს - წმინდა შემოქმედება შეუთავსონ პრაქტიკულ მისწრაფებებს. მათი ნებისმიერი გამონაგონი ყოველთვის საქმიან საფუძველს ეყრდნობა. შემოქმედებაში თევზები თავიანთ ნიჭს ერთდროულად ორი მეცნიერების ან ხელოვნების ორი ჟანრის მიმართ ამჟღავნებენ. თევზების შემოქმედებითი უნარი ყველაზე სრულყოფილად მაშინ ვლინდება, როდესაც მათ გარედან ეხმარებიან მატერიალურად. პროფესიონალური სტატუსის მიღწევა, თევზებისათვის, შემოქმედებაში დამაბრკოლებელი კი არ არის, პირიქით, წარმატებას, სტიმულს წარმოადგენს შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებისათვის.
ასტროლოგები თევზებს შორის ხვდებიან ხელოვნების არცთუ ცოტა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მხატვრებს, მოქანდაკეებს და კინორეჟისორებს. ფაქიზი ფსიქიური ორგანიზაციის უნარი, ჩვეულებრივ, ჩინებული კარიერის მომასწავებელია ოკულტურ მეცნიერებაში, მედიცინასა და განსაკუთრებით, ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში. რაც არ უნდა აირჩიოს თევზმა, იგი ყოველთვის ამჯობინებს იცხოვროს განმარტოებით, მაღალი წრის გართობისა და ხმაურიანი ფუსფუსისგან მოშორებით

ფსიქოსექსუალური დახასიათება
ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნიდან თევზი ყველაზე ძნელი აღსაწერია. მისი სექსუალური ცხოვრების გასაგებად თუ რაიმე გასაღები არსებობს, ეს არის ნეპტუნის გავლენა სექსის სფეროში., აგრეთვე, ნაწილობრივ, ვენერას ამაღლებული სიახლოვე, რაც თევზის ნიშნის ხალხს იდეალურსა და სულიერ ინტერესებს უღვიძებს. თევზი უყოყმანოდ დათანხმდება დაუკავშირდეს ყველა სათნოებით შემკულ ადამიანს, რომელსაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაეძებს და რომლის პოვნაც, მან იცის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სექსუალური ცხოვრების მეორე გზაა შევისწავლოთ სხვადასხვა დახასიათებები, რასაც ასტროლოგები მიაწერენ ჰოროსკოპის მე-12 სახლს. ამ სახლს თევზი განაგებს და მას ხშირად ეძახიან ფარული მტრების და დაღუპვის სახლს. მას საქმე აქვს გონების სნეულებასთან, სექსუალურ გადახრებთან, ნარკომანიასთან, იმპოტენციასთან. იგი ასევე წარმართავს გაუთვალისწინებელ ტრაგედიებს კაცის ცხოვრებაში, გრძნობის ორგანოების დაზიანებას, განცალკავებას და შესაძლო ჰოსპიტალიზაციას. 
უმჯობესია თევზი თავის ნათელ მხარეს მიუბრუნდეს. მათ უნდა გამოიყენონ მათი მმართველი ნეპტუნის დადებითი ასპექტები და უფრო  შეეგუონ სექსუალური რეალობების სამყაროს, უარყონ ეს უცნაური უარყოფითი ვიბრაციები. 
რადგანაც ჰოროსკოპის ყველაზე რელიგიური ნიშანია, თევზი ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშია სექსის ფიზიკური ასპექტების გამო. იგი გამუდმებით დაეძებს სულიერ სამყაროს და ადვილად აფუჭებს ურთიერთობას სიყვარულის სექსუალური მხარისადმი გულგრილობის გამო.. ამიტომ იგი ხშირად შეეთავსება ქალწულისა და სასწორის ნიშნის ადამიანებს, განსაკუთრებით სულიერ-ემოციურად, რადგან ამ ნიშნებსაც თავიანთი გართულებები აქვთ სიყვარულის ფიზიკურ მხარეში.  თევზ-ქალისა და კაცის ურთიერთობაში მიდრეკილებაა ისეთი ურთიერთობისკენ, სადაც ერთი "ბატონია”, მეორე- "მონა”. თევზი უფრო ხშირად "მონის” როლს ირჩევს. თევზის ნიშნიანების ნებისყოფა ვინმეს გავლენის ქვეშაა, ისინი მუდამ დაეძებენ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს, რომლებიც ლამის სამხედრო წესებით იბატონებენ მათზე ცხოვრების ყველა სფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში თევზს ყოველთვის სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მოთმინებით შეხედავს მის სექსუალურ კაპრიზებს. ზოგჯერ ყოვლად უმიზეზოდ, თევზი წყვეტს ხანგრძლივ ურთიერთობას. მათ უბრალოდ აღარ შეუძლიათ აიტანონ ყოველნაირი მოთხოვნები. ასეთი კრიზისის დროს თევზები თანაგრძნობასა და მათი საქციელის გაგებას ეძებენ, რომელნიც თვითონ მათთვისაც გამოუცნობია. 
თევზმა თავის სხეულსა და სექსუალურ სურვილებს ყოველთვის უნდა შეხედოს, როგორც მისი არსების განუყოფელ ნაწილს, თორემ იგი ცხოვრებაში მუდამ მარტო იქნება
უარყოფითი თვისებები
შესაძლოა მათი ყველაზე დიდი ნაკლი სხვებმა ნაკლად არც კი ჩათვალონ, მაგრამ ეს თევზის უარყოფითი თვისებაა: იგი უმალ გამოგონილ სამყაროს შეაფარებს თავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას შეეჯახება. იგი გაცილებით მშვიდი იქნება, თუ დღევანდელი დღით ცხორებას ისწავლის. 
თევზი უნდა ეცადოს პიროვნული სიმყარე მოიპოვოს და გაუძალიანდეს ქარებს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ერეკებიან მას; ისიც უნდა სინჯოს, დაბნეულობა მოიშალოს და გამოკვეთილი პოზიცია დაიკავოს. ზოგჯერ შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი განწყობილება მკვეთრად შეიცვლება და შემდეგ არასწორი არჩევანი სანანებელი გაუხდება, მაგრამ ესეც კი სჯობია მათ გაუთავებელ ყოყმანს.
დადებითი თვისებები
თევზებს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლისა და უარყოფის ტენდეციის გამო, მას სხვებზე მეტი ბრძოლით უხდება ამ კარგი თვისებების გამოვლენა. მათი განზრახვები ჩვეულებრივ პატიოსანია, მაგრამ არ სჯერათ, რომ იგივე სხვებსაც ახასიათებთ. ისინი პატიებით უდგებიან შეცდომებს, მათ ლამაზი ბუნება უყვართ, ტკბებიან პოეზიითა და მხატვრობით. ისინი თითქმის ქვეშეცნეულად იძენენ ცოდნას და ხშირად ისეთ ფაქტებსა და ჭეშმარიტებებს ამბობენ, რომლებიც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სიმართლეა. კარგად აქვთ განვითარებული კომიკოსობის გრძნობა. ამ ნიშნით ბევრი ცნობილი კომიკოსი დაიბადა. თევზი ხშირად კეთილსინდისიერია მუშაობაში, მაგრამ მაინც უნდა ისწავლოს მეტი მეთოდურობა და ორგანიზებულობა. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც უნდა შეიგნოს, ენდოს თავის ალღოს. ის თანაგრძნობით ეკიდება ნაკლოვანებებს; ტანჯვისადმი მოთმინება აქვს განვითარებული; თუ მისი თანაგრძნობა მეტისმეტია, მან მედიცინას უნდა მოჰკიდოს ხელი, ან რომელიმე რელიგიურ სექტაში შევიდეს. ნეპტუნი მათ მფარველობს ხელოვნებისა და ესთეტიკის სფეროში. ბევრ ფილანთროპს ჰოროსკოპში თევზების ძლიერი გავლენა აქვს.
შესაფერისი პარტნიორები
კაცი – თევზები

ქალი:


ვერძი – კავშირი რთულია, მწვავე აფეთქებებით, უსიამოვენებებითა და წყენით. პარტნიორებს მხოლოდ სექსუალური სფერო აერთიანებთ, რადგან მათი ემოციური ბუნებით სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ბავშვები ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ გაამყარებენ ურთიერთოებებს და მათთვის კარგიც იქნება, თუ ისინი ბებიასთან გაიზრდებიან.


კურო – ასეთი კავშირი ხშირი, მყუდრო და მყარია. კუროს ყოველთვის არ მოსწონს ასეთი დაბალი სექსუალური აქტივობის თევზები, ამიტომ ისინი მზად არიან თევზები მორიელზე გაცვალონ.


ტყუპები – კავშირი წარუმატებელია, რადგან პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. მათ ხშირად ბეზრდებათ ერთმანეთი, ეშმაკობას იწყებენ და ეძებენ უფრო მეტად შესაფერისს. ბავშვები ამ კავშირს ვერ ამყარებენ. ამ ქორწინებას ახასიათებს მოკლევადიანი გრძნობების აფეთქება. შესაძლებელია ამ წყვილმა მრავალი წლის შემდეგ აღადგინოს ურთიერთობები, როდესაც უკვე ორივე საკმაოდ შეცვლილი იქნება.


კირჩხიბი – ასეთი კავშირი ხშირია. კირჩხიბი ერთადერთია, ვინც არ იეჭვიანებს თევზებზე. ეს კლასიკური ქორწინებაა. მათი სახლი, როგორც წესი <<სავსეა>>, მუდამ შეძენაზე ფიქრობენ. ეს ქორწინება სავსეა სიმშვიდითა და სიმყუდროვით. ოჯახში ყოველი მათგანი თავისთვის ოცნებობს, მაგრამ ამით ერთმანეთს არ ავნებენ.


ლომი – თავისებურად ეს ადამიანები ძალიან განსხვავებულნი არიან. ლომს არ სჭირდება მშვიდი თევზები, ამიტომაც ხშირად ეს ფიქტიური ქორწინებაა. იგი ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდება, რომელიც ლომის დამსახურებაა. სექსში ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს, ამიტომ ამ ქორწინებას მათთვის არ მოაქვს ოჯახური სიმშვიდე და სიხარული.


ქალწული – ეს კავშირი წარმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი – ქალწულია, ხოლო ქალი კი – თევზები. ქალწულს ძალუძს ოჯახური სიმყუდროვის შექმნა, რომელიც თევზებისათვისაც სასიამოვნოა. ქალწული თვლის, რომ ბავშვს მამა სჭირდება. ამ კავშირს არაფერი სერიოზული არ ემუქრება.


სასწორი – რთული კავშირია ნაკლებგამგებიანი ადამიანებისათვის, რომლებიც სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ქორწინება შესაძლებელია შენარჩუნებული იქნას სასწორის მიერ, რომელიც ყოველთვის ცდილობს წონასწორობა არ დაკარგოს. თევზებიც ერიდება კონფლიქტებს. მაგრამ სექსში ერთმანეთი მალე ბეზრდებათ. ასე ცხოვრობენ – თითოეულს თავისი ინტერესები აქვს და თითოეული თავისკენ ექაჩება.


მორიელი – კავშირი მყარია, წარმატებული შეთავსებადობაა ემოციურ და სექსუალურ სფეროში. ასეთი ქორწინება ყველანაირად მყარი და საიმედოა. მაგრამ დროთა განმავლობაში მჟღავნდება სადღაც სიღრმეში დამალული პარტნიორების უკმაყოფილება: ორივე გრძნობს, რომ ხანდახან ბეზრდებათ ერთმანეთი, მაგრამ სიყვარული და ერთმანეთის იმედი თავისას ძლევს.


მშვილდოსანი – ასეთი კავშირები იშვიათად აღმოჩნდება იღბლიანი. თუმცა ემოციური სხვადასხვაობა პარტნიორებს ხელს უშლის უკეთესად გაუგონ ერთმანეთს. საქმიანი მშილდოსანი ენთუზიაზმითაა შეპყრობილი, თევზებისაგან განსხვავებით. სახლი ორივესთვის მოუწესრიგებელია, თუმცა ბავშვები კარგად მოვლილნი და აღზრდილები არიან. მათ ატარებენ თეატრში, მუზეუმში და სხვ.


თხის რქა – ასეთი კავშირი ხშირია, მაგრამ ნაკლებიღბლიანია. ეს არის ორი აბსოლუტურად საწინააღმდეგო ბუნების მქონე ადამიანების ქორწინება. მათ ძალუძთ მშვიდობიანად ცხოვრება, ურთიერთშეგუება და მოთმენა. არასდროს ამჯღავნებენ, თუ რა ხდება მათ სულში. ერთი შეხედვით ასეთი ქორწინება სავსებით რესპექტაბელურია და ბევრისთვის სამაგალითოდ ითვლება.


მერწყული – კავშირი წარუმატებელია. პარტნიორებს აკლიათ ურთიერთგაგება. მათ აერთიანებთ გრძნობების ჭეშმარიტება და სინაზე. თუმცა მერწყულს აღიზიანებს თევზების არამამაკაცური თვისებები. ქორწინება ან ხანგრძლივი ურთიერთობები ორივე პარტნიორისთვის დამანგრეველია.


თევზები – ასეთი კავშირი სავსეა მოწყენილობებით, დარდითა და სისტემატურად უფრო მეტის მოლოდინით. ერთმანეთისათვის იმდენად მარტივნი არიან, რომ ერთად ცხოვრების ინტერესსაც კი კარგავენ.

თევზო, ასტროლოგები გეკითხებით შენ
რატომ მეტად არ მოინდომებ, რათა სექსუალური შეთავსებადობა იპოვო? ძალიან ადვილად იხევ უკან. რატომ არ დაეუფლები ისეთ პროფესიებს, სადაც გამოდგებოდა და სწორად დაფასდებოდა შენი შემოქმედებით შესაძლებლობები და ფანტასტიკური წარმოდგენები? მაშინ ახდებოდა შენი ოცნებები. იმედი მაქვს, ხვდები, რომ უმალ წვრილმან ყოფით საქმეებს მოჰკიდებ ხელს, ვიდრე უცნობ სამყაროში გაბედავ შესვლას. 
იცით თუ არა, რომ შენი თავის მსხვერპლად გაწირვა შედეგია შინაგანი შიშისა, ვაი თუ მეორე უკიდურესობაში გადავარდეო? – 
იცით თ არა, რომ მესაკუთრეობის გრძნობა გამანადგურებელია შენთვის და სხვებისთვისაც?
შეგნებული გაქვს თუ არა, რომ სრულყოფილება მოულოდნელია ადამიანისათვის, იმიტომ,რომ ჩვენ ყველანი მოკვდავნი და ნაკლულნი ვართ?
და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ მთელ ზოდიაქოში შენ ყველაზე უფრო მდიდარი წარმოსახვა გაქვს, მაგრამ უნდა გამოხვიდე ნაჭუჭიდან და შენი ნიჭის შედეგები სხვებსაც უნდა არგუნო.
_____________________________________________________________________________

ახლა კი დროა ცოტაოდენი ინფორმაცია გაგაცნოთ ჩემი ვარსკვლავის ზოდიაქოზე :დ


ჩემი ,,ამჟამინდელი'' ვარსკვლავია ნინა დობრევი.
ნინა დობრევის ჰოროკოპია  თხის რქა.
22 დეკემბერი - 19 იანვარი
ზოდიაქოს  10 ნიშანი
მიწის 3 ნიშანი
მმართველი პლანეტა: სატურნი. 
ბედნიერი რიცხვი 8 და ყველა, რაც 8-ზე იყოფა. 
ასტროლოგიური  სიმბოლო: ვაცი.
ასტროლოგიური ფერები: შავი, მუქი ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, ღია ყვითელი. 
ასტროლოგიური თვლები: ფირუზი, დილაქვა, ონიქსი, მთვარის ბროლი.
თხის რქა განაგებს ჰოროსკოპის მე-10 სახლს.

თხის რქის მმართველმა პლანეტამ – სატურნმა ინგლისურ ენას შემატა ახალი სიყვა – სატურნელი, რაც ნიშნავს მოქუფრულს, ტყვიისფერს. მისი მნიშვნელობაა: დუნე, ინერტული, მოღუშული. ყველა ასტროლოგს  მიაჩნია, რომ თხის რქის ნიშანი მამაკაცის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. იგი მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს. 
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.
თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს – ვაცის – მსგავსად, დარწმუენბული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა.
ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია". თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს. 
მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს. 
თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენც კი.  ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვრულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს. 
შემოქმედება და კარიერა
შემოქმედებასა და მუშაობაში თხის რქები პასუხისმგებლობასა და მაღალ დისციპლინას ავლენენ. ისინი შესანიშნავად შრომობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცნობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელობას. თხის რქები ჩინებული ადმინისტრატორები და სოციალური სფეროს მუშაკები არიან. პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი, არქეოლოგია, დაგეგმარება, ეკონომიკა ყველაზე შესაფერი სახეობებია მათი მონაცემების გამოსაყენებლად. 
შემოქმედებითი მოღვაწეობისას თხის რქები განიცდიან წარმოუდგენელ ეჭვსა და სულიერ ტანჯვას იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში თავიანთი შრომის კონკრეტულ რეალიზებას და საკმარის მატერიალურ სტიმულირებას. მათ უფრო მეტად აწყობთ მცირე, მაგრამ მუდმივი ხელფასი, ვიდრე მიმზიდველი პროექტი , რომელიც წარმატებას პირდება და მყარი შემოსავლის არავითარ გარანტიას არ აძლევს. დაკვირვებულობა და სერიოზულობა თხის რქებს უბიძგებს ოკულტური მეცნიერებით, ასტროლოგიით და მისტიციზმით გატაცებისაკენ.

ფსიქოსექსუალური დახასიათება
სატურნის გავლენით თხის რქა სექსუალურად მორცხვია და თავდაჭერილი. სატურნი ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს პირველ ციკლს 29,5 წელს ასრულებს, თხის რქაც მას გავს.
თხის რქის სექსუალური ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდია სიჭაბუკის წლები. ამ დროს თხის რქა ძალიან თავდაჭერილია სექსში და სწავლაზე და პროფესიაზე ზრუნვას არჩევს. კირჩხიბის მსგავსად, თხის რქაც ძალიან მორცხვია, მაგრამ მათი მშვიდი გარეგნობა ძლიერ განცდებს მალავს. მათი განცდები ისე აშკარა და თავისუფალი არ არის, როგორც მორიელის. იგი ფარული და შენიღბულია. თხის რქის მისწრაფებებს მისი სიყვარულის საგანი არ არეგულირებს. თხის რქა მიწის ნიშანია , მისი სურვილები რეალური და პრაქტიკულია.
ბავშვობაში თხის რქა ხშირად ღრმა დეპრესიას განიცდის, მას ეჩვენება, რომ არასრულფასოვანია, სხვებისგან გარიყული, რომ არავის სჭირდება. 
თხის რქის "მე” დიდი ენერგიის პატრონია – იგი ხომ წარმატების სახლს განაგებს. ხშირად თრგუნავს სექსუალურ სურვილებს, სანამ სწავლას არ დაამთავრებს და ფეხზე არ დადგება.
ადრეულ პერიოდში ჭაბუკი თხის რქა მთელ თავის რომანტიკულ ინტერესებს იმით იკმაყოფილებს, რომ კვირაში ერთხელ მიდის კინოში, სადაც შეყვარებულის ხელის ხელში აღებასაც ვერ ბედავს.
ქალიშვილი თხის რქა ამ პერიოდში, ჩვეულებრივ,  თავს ნებას აძლევს იყოლიოს ერთი-ორი წესიერი თაყვანისმცემელი, რომლებიც ამავე დროს, მშობლების მიერ არიან მოწონებული. ჩვეულებრივ, თხის რქის ცხოვრების ეს პერიოდი იმით მთავრდება, რომ ანგარიშით ქორწინდება, რაც საქმიანი მიზნების მიღწევას ემსახურება. 
მეორე პერიოდში, დაახლოებით 30 წლიდან იგი რაღაც წარმატებას აღწევს და მაშინ უკვე თავის თავში მეტად დარწმუნებული, სექსის სფეროში ექსპერიმენტებს იწყებს.
იმის შიშით, რომ ისედაც ბევრი დრო დაკარგა, თხის რქა ცდილობს დაეწიოს თავის ასრტოლოგიურ დებს და ძმებს და მართლაც რომ ხელიდან მიდის. მამაკაცი თხის რქა დაჯილდოებულია ვერძის დახვეწილი მანერებით და ტყუპების სექსუალური დინამიზმით. იგი ფინანსურ სამყაროში თავს მშვიდად გრძნობს. ყველაფრის ფასი იცის. სასიყვარულო კავშირსაც ფულისა და გავლენიანობის პოზიციიდან უდგება.
თხის რქას არ ეხერხება ლამაზი სიყვარულის გათამაშებ, არც პირფერობა, თუმც საიმისო ჭკუა კი აქვს, რომ როგორღაც გააფორმოს თავისი ინტერესი, მაგალითად, სატრფოს გაუგზავნოს ყვავილები, თეატრის ბილეთები. საყვარელ ქალთან ურთიერთობაში უფრო თავის მდგომარეობისა დაღირსების იმედად არის. მიაჩნია, რომ ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ისევე ცდილობს ქალის დაპყრობას, როგორც სამსახურში დაწინაურებას. თხის რქა მამაკაცი, თუ ლამაზი გარეგნობისაცაა, ქალს მოეჩვენება, რომ მამაკაცის იდეალი იპოვა. თუმცა არც ასეა საქმე; თხის რქა ყველაზე ვნებიანი საყვარელი როდია. შეგრძნებებით სიამოვნებას ეტანება, მაგრამ ცივია, თავდაჭერილი და საყვარელის რომანტიკული გარემოს შექმნა არ შეუძლია.
ქალი თხის რქა მეორე პერიოდში მტელ ტავის მომხიბვლელობას მიზნების მიღწევისთის იყენებს. თუმცა თხის რქის ნიშნიანი მამაკაცივით უწესო არ არის, მაგრამ უკან არ დაიხევს, გაეყაროს ქმარს, რომელიც არც წინსვლაზე ფიქრობს და არც კარიერის პერსპექტივა აქვს. იგი საყვარელსაც გაიჩენს, თუ მას როგორც დედოფალს, ისე მოექცევიან და ახალ ქმარსაც დაუწყებს ძებნას, თუ უფრო ფულიანსა და შეძლებულს იპოვის. იგი ძალიან მომხიბლავი შეიძლება იყოს, მას ძალიან უხდება ტრადიციული ქალური პასიურობა. შეუძლია საყვარელს "საბედისწერო ქალად” მოაჩვენოს თავი, თუმცა სინამდვილეში მისი პასიურობა სხვა არაფერია თუ არა ნაზი, მგზნებარე სიყვარულის მიმართ გულგრილობა.
მესამე პერიოდში თხის რქა თავის ნამდვილ სახეს ავლენს.. 40 წლის შემდეგ იგი, ჩვეულებრივ, აღწევს ნანატრ კეთილდღეობას და ანგრევს სექსუალურ ცხოვრებაში ზომიერებისა და თავდაჭერილობის ფასადს.
უარყოფითი თვისებები
თხის რქის ყველაზე სერიოზული ნაკლია უიმედობისა და მელანქოლიისაკენ მიდრეკილება. იგი შიშით შეჰყურებს მომავალს. მან უნდა გამოიმუშაოს იუპიტერული–ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე და რწმენაზე, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.
არც თხის რქის ეგოიზმი უნდა დავივიწყოთ. მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში განხეთქილებისა და დეპრესიის პერიოდებიც იქნება. თუ მას ეჩენება, რომ ყველაფერი ადგილზე დგას და არაფერი იძვრის, თავი უნდა გაიმხნეოს – სატურნი შეეწევა. მაგრამ ეს პლანეტა ისე ნელა მოძრაობს, რომ თხის რქა მის რითმს უნდა შეეჩვიოს. ისიც უნდა შეიგნოს,რომ ფული დასახარჯავად არის გამოგონილი და მომავლის წინაშე ყველაზე დიდი შიშიც კი გაუმართლებელია. ეჭვიანობაც უნდა მოიშალოს, თავისი ხასიათისა და განწყობის გამოხატვაც.
დადებითი თვისებები
თხის რქა – ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა" თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი – თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა–მაღლა მიმავალი ვაცი – თხირ რქის სიმბოლო – ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა – ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.

სულ ეს იყო ჩემი თემა.იმედია მოგეწონებათ
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 992 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-11-04 8:54 PM) [Entry]
Momewona Dzaan kargi iyo : )) albat yvela miigebs monawileobas nu amis imedi makvs : )) <333