კონკურსი - 9 მაისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მაისი » 9 » კონკურსი
8:56 PM
კონკურსი

”საყვარელი წიგნი”
გადავწყვიტე ეს თემა ამერჩია რადგან ძალიან მიყვარს
წიგნების კითხვა....
.........................................................................
ჩემი საყვარელი წიგნი არის 80 დღე დედამიწის გარშემო...
ჟიულ ვერნის მიერ არის დაწერილი....


მოკლედ შინნაარს გეტყვით:

წიგნი მოგითხრობთ ფილეას ფოგზე, რომელსაც სურს 80 დღის განმავლობაში შემოუაროს დედამიწას. ამ მოგზაურობაში მას თან მსახური პასპარტუ მიჰყავს.


მოკლედ ძალიან ძალიან მიყვარს ეს წიგნი....დაახლოებით 4-ჯერ მაინც მაქვს ერთიდაიგივეჯერ ეს წიგნი წაკითხული....ახლაც ვკითხულობ სხვათაშორის და ჩემს ყველა კლასელს თუ მეგობარს ამ წიგნს ვურჩევ რომ წაიკითხოს...ძალიან მიყვარს ეს წიგნი და თქვენც გირჩევთ რომ წაიკითხოთ....

ახლა გადავიდეთ სხვა წიგნზე...ჩემი მეორე სსაყვარელი წიგნია :დდ შერლოკ ჰოლმსი...ნუ აი ამაზე ასე რომ ვთქვათ სლოვ ნიეტ...იმიტომ რომ ამ წიგნში აღწერილია დეტექტივობა სისხლი მსხვერპლი...

აი მართლა უნდა იყიდოთ ეს წიგნი და წაიკითხოთ..ნამდვილად ღირს პირველი წიგნი უკვე დავამთავრე და მეორე წიგნის კითხვა დავიწყე..

მოდი მოკლე შინნაარს გეტყვით ამ წიგნისას:

შერლოკ ჰოლმსი – არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი – დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოიძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს. თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმის, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე ჩახლართულ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად ჰოლმსი არ ”განგვიმარტავს” თავისი ”დედუქციური მეთოდის” საიდუმლოს.


მოკლედ გირჩევთ ეს წიგნიც დაიკითხოთ ახლა შემდეგი წიგნი:
 გოგონა დრაკონის ტატუთი...
იცით ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა...სულაკაური ჯი-ზე როგორც კი შევედი ეს წიგნი ვნახე...დამაინტერესა და მამას ვთხოვე მიყიდე თქო..როგორც კი შევიძინე ეს წიგნი კითხვა დავიწყე...მართლაც რომ ძალიან მომეწონა..არ ვიცი თქვენ მოგეწონებათ თუ არა მაგრამ აი არ ვიცი..მოკლე შინნარსი:

შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი... ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება... 

ერთი შეხედვით კლასიკურ, თუმცა მაინც უაღრესად ორიგინალურ დეტექტივს რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზი და, შესაბამისად, ამდენივე კვანძის გახსნა აქვს. ეს უაღრესად ჩახლართული ისტორია, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. 

"გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ "მილენიუმის ტრილოგიისა", რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა. 

იმედია დაგაინტერესათ ამ წიგნმა რადგან ეს წიგნიც დეტექტივს ეხება მკვლელობებია და ძალიან მიტაცებს ესეთი წიგნები...
მე კიდე მაქვს წაკითხული უამრავი წიგნი მაგრამ მაგათი შინნარსის გადმოცემა მეზარება...
ამიტომ გეტყვით ჩემს საყვარელ წიგნებს:
-80 დღე დედამიწის გარშემო

-შერლოკ ჰოლმსი

-გოგონა დრაკონის ტატუთი

-80 000 კილომეტრი წყალქვეშ
50 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
-ბინდი


-ემილის თავგადასავალი

-უთავო მხედარი


იმედია სულელური თემა არ გამომივიდა...
იმედია ხმას მომცემთ..
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ! !




დაამოწმა და შეასწორა:ნინიმ
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1602 | დაამატა: SaLLoMe | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-03-15 3:04 PM) [Entry]
ძალიან მაგარი თემა იყო ყოჩაღ..მადლობა რომ მონაწილეობა მიიღე.... smile