LA Life Baby - 1 სექტემბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 1 » LA Life Baby
2:08 AM
LA Life Baby
თავი 1
აი დადგა ეს დღეც...ბარგს ვალაგებთ..... საცხოვრებლად კალიფორნიის შტატში-ლოს ანჯელესში გადავდივართ 



.... დედა, მე



და ჩემს ძმას



 შეგვპირდა რომ სამუდამოდ იქ დავრჩებოდით სახოვრებლად, მაგრამ ამ დაპირებას ყურიც არ ვათხოვეთ, იმიტომ რომ უკვე ათჯერ მაინც შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი და ყველა გადაბარგებისას დედა იგივეს ამბობდა.... აი ბოლოს როცა ნიუ-იორკში გადავედით საცხოვრებლად მართლა დავიჯერე რომ აქ დავრჩებოდით, მაგრამ ნორმალურად სკოლელებთან დამეგობრებაც კი ვერ მოვასწარი რომ დედამ ახალი ამბავი შეგვატყობინა....,,ჩვენ საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში უნდა გადავიდეთ’’.... სხვათაშორის დიდად არ მწყენია ეს ამბავი, ყოველთვის ვოცნებობდი ლოს-ანჯელესში მოხვედრაზე, ხოდა ეს ოცნებაც ახდა მაგრამ რაც შეეხება ჩემს ძმას, ნამდვილად არ გახარებია ეს ამბავი...ანდა რატომ უნდა გახარებოდა....მას შეყვარებული ყავდა ნიუ-იორკში. მაგრამ რას გახდებოდა ისეთ ძლიერ ქალთან როგორიც დედაჩემია... 
 ყველაფერი ჩავალაგეთ, ჩემი ძმა შეყვარებულს გამოემშვიდობა 
 
და მანქანაში ჩაჯდა.... ისევ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას

თავი 2...
 ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვედით... სახლიც საკმაოდ კარგი გამოდგა... ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ მაღალ კორპუსში იყო... ამოვბარგდით... ჩემი ძმა მოღუშული გახლდათ, საერთოდ ხმას არ იღებდა... მესმის მისი.. რა ქნას უყვარს და შორსააა... მე დედას ნივთების ამოლაგებაში მივეხმარე...სახლი საკმაოდ დიდი და მოსახერხებელი იყო, სამი ოთახით, ერთი აბაზანით, მისაღებით და ძალიან საყვარელი სამზარეულოთი, ოთახები ნორმალური ზომის იყო, ჩემი პირადად იასამნისფერში იყო გადაწყვეტილი 
 
აქ ალბათ ვინმე ჩემხელა ცხოვრობდა თავისი ოჯახით.... ნუ როგორც იქნა დავლაგდით....
 ერთ კვირაში ახალ სკოლაში უნდა წავიდე, ჩემი ძმა კი კოლეჯში... ახალი კლასელები, ახალი მასწავლებლები... ძნელია ამას მხოლოდ ერთი წლით შეეგუო, გაიჩინო მეგობრები მერე კი გადახვიდე სადღაც შორს და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო მაგრამ ამას შევეჩვიე, დარწმუნებული ვარ ერთ წელიწადში აქედანაც წავალთ და რომელიმე შტატში გადავალთ ცხოვრების გასაგრძელებლად.... რა კარგი იყო როცა მამა თან გვყავდა, დიდი ბედნიერი ოჯახი გვქონდა... მაგრამ როცა 10 წლის გავხდი ყველაფერი შეიცვალა.... ჩემმა მშობლებმა სერიოზულად იჩხუბეს და ერთმანეთს დაშორდნენ... იმის მერე მამა აღარ მინახავს.. დედა კი პირველივე უთანხმოების დროს, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ან რაზე, საცხოვრებელ ადგილს იცვლის. ჩვენ ამით ტკივილს გვაყენებს მაგრამ სამწუხაროთ ვერ ხვდება როგორ მინდა ისევ ისე იყოს როგორც 7 წლის წინ:"( მაგრამ ოცნება რომელიც არასდროს აგიხდება,ჯობია საერთოდ დაივიწყო, ხოდა მეც ამას ვაპირებ...:) 
 საყიდლებზე ვაპირებ წასვლას, ახალ სკოლას ახალი ზმანებით უნდა შევეგებო, იქნება ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვო ბავშვებზე.... მაგრამ ამას უკვე შევეჩვიე, უამრავი სკოლა გამოვიცვალე და დარწმუნებული ვარ ამ ახალი სკოლიდანაც მალე გადავალ სხვაში.. მარა სადღა უნდა გადავიდე, წელს ვამთავრებ, არა ის ვიგულისხმე იქნებ დედამ მოინდომოს და შუა სემესტრში გადაგვიყვანოს სადმე სხვაგან... რა იცის კაცმა ამ ქალს თავში რა დაუტრიალდება... ჩემმა ძმამ(ხო მართლა ედი ქვია) სკოლა უკვე დაამთავრა..... უკვე სრულწლოვანია და ვერ ვხდები რატომ წამოვიდა ჩვენთან ერთად, თავისუფლად შეეძლო დარჩენილიყო ნიუ-იორკში და თავისი ცხოვრებით ეცხოვრა... მარა რო არ წამოსულიყო ალბათ გავაფრენდი, ის ჩემი ერთადერთი მუდმივი მეგობარია რომელიც სულ თან მყავს... ედის გარეშე აქ ვერ გავძლებდი... 
 საყიდლებზე 
 
ედიც წამოვიდა, თვითონაც იყიდა ახალი ტანისამოსი... მერე სახლში დავბრუნდით... ხვალ უკვე სკოლა იწყება... აუ როგორ მეზარება....
კატეგორია: Book <3 | ნანახია: 828 | დაამატა: nonka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 Beauty♥   (2012-09-02 12:40 PM) [Entry]
Male gaagrdze