მკვლელი ნივთები (Part I) - 5 ნოემბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 5 » მკვლელი ნივთები (Part I)
11:47 PM
მკვლელი ნივთები (Part I)

ანტიკვარიატით მოვაჭრე ფრანგებმა პრესის წარმომადგენლებს მიმართეს მეტად უცნაური თხოვნით: გაეფრთხილებინათ ანტიკვარიატით მოვაჭრე მაღაზიები და ძველი ნივთების მოყვარულები, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეყიდათ ძველი სარკე წითელი ხის ჩარჩოთი, რომელსაც ეწერა "ლუი აფრო, 1743 წელი” და თუ რაიმეს შეიტყობდნენ მის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ პარიზის ანტიკვარიატით მოვაჭრეთა ასოციაციისათვის, ვინაიდან ის წარმოა
დგენს სიცოცხლისათვის რეალურ საფრთხეს.

ეს სარკე მდიდრულ გათლილ ჩარჩოში, მისი დამზადებიდან 265 წლის განმავლობაში გახდა 38 ადამიანის სიკვდილის მიზეზი. პარაფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სარკე კლავს ადამიანებს რაღაც თავისებურად, გამოყოფს გამოსხივებას , რომელიც იწვევს თავის ტვინში სისხლჩაქცევას. ვინაიდან ადამიანთა უმეტესი ნაწილი, რომლებიც იყურებოდნენ სარკეში გარდაიცვალნენ ინსულტის შედეგად. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, მკვლელი სარკის საიდუმლო არ იცის არავინ. თუ მას ვერ იპოვიან მან შეიძლება მოკლას კიდევ უამრავი ადამიანი.


ფრანგულ პრესაში დაწვრილებით აღწერილი იყო ამ სარკის ისტორიის შესახებ. განგაში ატყდა მას შემდეგ , რაც ის მოიპარეს პოლიციის განყოფილების საწყობიდან, რომელიც იქ იყო 1910 წლიდან, როცა ის გახდა 2 ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ეს იყო სარკის რიგით 37-ე და 38-ე მსხვერპლი. ქურდობა მოხდა 2006 წელს და მას შემდეგ სარკის შესახებ არაფერი არ ისმის. სანამ პოლიციის საწყობში მოხვდებოდა, ლამაზი ძველი სარკე დიდი ხნის გავმავლობაში იცვლიდა პატრონებს, რომელთათვისაც მას სიკვდილი მოჰქონდა. ის ყველამ დაივიწყა და ქურდობის ფაქტი შეიძლება არც შეემჩნიათ, რომ არა ერთი პროფესორი კრიმინალისტი, რომელმაც მოითხოვა სარკისათვის ფოტოების გადაღება, რათა ისინი ეჩვენებინა სტუდენტებისათვის ლექციაზე. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სარკე იქ აღარ არის . შესაძლოა სარკე უკვე გატეხილია და განადგურებული, მაგრამ თუ სარკე მთელია ის უკვე ჩადის ბოროტებას და ეძებს თავის მორიგ მსხვერპლს… (კარგად შეათვალიერეთ თქვენი ძველი სარკე სახლში)

ივონა ტიუსეს პორტრეტი

ჯეიმს ბინგს ჰქონდა ქურდის რეპუტაცია, რომელიც სპეციალიზირებული იყო ხელოვნების ნიმუშების ქურდობაზე. არსებობდა ეჭვი, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ სამი მძარცველიდან , რომლებიც შეძვრნენ ბელგიაში, ქალაქ ლეჟასთან ახლოს მდებარე სახლში და მოიპარეს ივონა ტიუსეს პორტრეტი, რომელიც 200 წლის უკან არის შექმნილი.

ცნობილია, რომ ივონა ტიუსე იყო უკანონო შვილი და ითვლებოდა ოჯახის სირცხვილად. ამის გა
მო მას გამოუყვეს ორი პატარა ოთახი სხვენში და აუკრძალეს სხვა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ლეგენდა მეტყველებს , რომ მისი ცხოვრება იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ის გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა 1798 წელს კიბიდან გადმოვარდნის შედეგად . სიკვდილის შემდეგ მისი განრისხებული სული დასახლდა საკუთარ პორტრეტში. ქურდობის შემდეგ სახლის მეპატრონემ თავის ინტერვიუში განაცხადა: "ეს დაწყევლილი პორტრეტია . უფრო ზუსტად არა პორტრეტი, არამედ ივონა ტიუსეს მოჩვენება, რომელიც მის ერთადერთ სურათშია დაბუდებული. ის კლავს ყველას ვინც შეეხება მის გამოსახულებას, თითქოს ეშინია, რომ ვინმემ რაიმე არ ავნოს მას.” ქურდობიდან სამი დღის შემდეგ 30 წლის ჯეიმს ბინგის დასახიჩრებული და თავმოჭრილი გვამი იქნა ნაპოვნი მდინარეში სახლთან ახლოს . მკერდზე ამომწვარი ჰქონდა სიტყვა "ქურდი”. წაერთმია მისთვის სურათი და მოეკლა ის შეეძლო ნებისმიერ სხვა მძარცველს, მაგრამ რა საჭირო იყო სხეულის დასახიჩრება?

ბელგიური პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა: ” ვფიქრობ ნამდვილი მკვლელი გარდაიცვალა 200 წლის წინ. მე მჯერა ამ ლეგენდის. არსებობს მონაცემები, რომლების ამტკიცებენ , რომ მკვლელი ივონა ტიუსეა”


ჰიტლერის ნახატები
 (ეს კაცი საიქიოდანაც არ გვასუნთქებს ვა : / )
2006 წელს რუსმა კოლექციონერმა შეიძინა ხუთი სურათი, რომელთა ავტორი თითქოსდა იყო ადოლფ ჰიტლერი. ეს მოხდა ბრიტანეთში, ქალაქ ლოსტუიზერში ჩატარებულ აუქციონზე , რომელზედაც გამოტანილი იყო 19 აკვარელი და ორი ესკიზი, ისინი იპოვეს 80-იან წლებში, ბელგიაში ერთ-ერთი სახლის სხვენში. ექსპერტები თვლიან , რო ისინი შესრულებულია ეფრეიტორ შიკლგრუბერის (მო
მავალი ფიურერის) მიერ, პირველი მსოფლიო ომის დროს . სურათები გატანილი იქნა სრულიად ლეგალურად ვინაიდან ევროკავშირმა დიდი დებატების შემდეგ უარი თქვა მიეღო კანონი ნაციზმის პროპაგანდის წინააღმდეგ. უცნობი კაცი, რუსეთიდან, რომელმაც არ ისურვა არავისთან ურთიერთობა გარდა აუქციონისტისა, დაამახსოვრდათ მუქი სათვალეებით და ყვითელი ზურგჩანთით, რომელზედაც სათამაშო დათვი ეკიდა. უცნაურმა კაცმა მხოლოდ ერთ ნამუშევარში გადაიხადა თითქმის 20 000 დოლარი. უცნობია რაში დასჭირდა ამ მამაკაცს ეს სურათები, მაგრამ ყველა საუბრობდა ერთ რამეზე, რომ ისინი ითვლებოდნენ "მკვლელ” სურათებად და მათ მფლობელებს თავს ხდებოდა უბედური შემთხვევები.

ბასბის სავარძელი – ასე უწოდეს ძველ სავარძელს, რომელიც დგას ქალაქ ჰადესფილდში სასტუმრო "ბასბი სტუფში”( ინგლისი, იორკშიფის საგრაფო). 1707 წლიდან 2007 წლამდე მან შეიწირა 65 ადამიანის სიცოცხლე. XVIII საუკუნის დასაწყისამდე ეს ლამაზი, მუხის ხისგან ნათალი სავარძელი არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა სავარძლებისაგან და 100 წელი პატიოსნად ემსახურებოდა ადამიანებს, მაგრამ XVII საუკ
უნის ბოლოს ის შეიძინა დაუნდობელმა სადისტმა მკვლელმა ტომ ბასბიმ. ახლა ის ინგლისში მხოლოდ ისტორიკოსებს ახსოვთ, ხოლო ერთ დროს ის შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყანას. 1707 წელს ბასბი დაიჭირეს, გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს . სიკვდილის წინ მან განაცხადა: "ნებისმიერი ვინც დაჯდება ჩემს საყვარელ სავარძელში ჩემი სიკვდილის შემდეგ, მალე გამომყვება ჯოჯოხეთში”.

ინგლისელებმა, რომლელთაც იმ დროს სწამდათ მკვლელის სატანასთან და შავ ჯადოქართან კავშირის, დაიჯერეს ეს. ხალხი იმ დროში თვლიდა , რომ ნივთები ინახავდნენ პატრონის ერთგულებას, ემსგავსებოდნენ მათ. არა აქვს მნიშვნელობა, ცოცხალი იყო თუ არა პატრონი და რამდენი დრო იყო გასული. სავარძელი დასვეს სასტუმროს კუთხეში, რომელიც ერთ დროს ბასბის სახლი იყო და მოგვიანებით სასტუმროს მკვლელის სახელიც უწოდეს. დააჭედეს სავარძელი იატაკზე და წინ გაუკეთეს ვერცხლისა და ფოლადისაგან დამზადებული ჯაჭვის ბარიერი. დააჭედეს იმისათვის, რომ ის ბოროტ სულს ხელში არ აეწია და რაიმე არ დაემტვრია მისით, ან ვინმე არ მოეკლა. ხოლო ფოლადი და ვერცხლი კი არის ის მეტალი, რომელსაც ვერ იტანს ავი სული. მაგრამ ძალა მაინც დაეუფლა სავარძელს, მკვლელის წყევლა სრულდება. 300 წლის განმავლობაში, მკვლელის ჩამოხრჩობიდან დაიღუპა 65 ადამიანი, რომლებმაც გაბედეს და დასხდნენ ბასბის საყვარელ სავარძელზე.
"ყოველი სიკვდილი მიჩნეული იქნა , როგორც უბედური შემთხვევა” – ყვება ბრიტანელი ისტორიკოსი ნაიჯელ სტაული, რომელმაც არც ისე ცუდად იცის ტომ ბასბის სავარძლის ისტორია. – მაგრამ მე შევისწავლე ყველა შემთხვევის დეტალები და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო: ყველა ვინც იჯდა სავარძელში იღუპებოდნენ უცნაურ ვითარებაში. უბრალოდ პოლიციას არ სურს
დაინახოს ეს ან იგნორირებას უკეთებს პარანორმალურ მოვლენებს.

მოდით თავად გავერკვიოთ ყველაფერში.

მაგალითისთვის მკვლელი სავარძლის ბოლოსწინა მსხვერპლი გახდა 37 წლის ენი კონელატერი, ბუღალტერი ტრენტონიდან, შტატ ნიუ-ჯერსის დედაქალაქიდან (აშშ), რომელიც თავის შვებულებას ატარებდა იორკშირში. ინგლისში გამგზავრებამდე ის ტრაბახობდა მეგობრებში, რომ აუცილებლად დაჯდებოდა ბასბის სავარძელში და შემდგომ მოუყვებოდა მათ თუ რა იგრძნო იმ დროს . სამწუხაროდ სასტუმროს მოსამსახურემ ვერ მოასწრო ხელი შეეშალა მისთვის ამ განზრახვაში, ქალი გადაახტა ჯაჭვის ბარიერს და მომღიმარი სახით ჩაჯდა სავარძელში. ამის შემდეგ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. თავისი "გმირობით” კმაყოფილი ქალი შევიდა თავისი სასტუმროს ლიფტში , ტროსი რომელსაც კაბინა ეჭირა გაწყდა, ლიფტი ჩამოვარდა მეექვსე საართულიდან და ქალი დაიღუპა.

მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში კონელატერი გახდა დაწყევლილი სავარძლის მეორე მსხვერპლი. უფრო ადრე მსგავსი ისტორია შეემთხვა 2004 წლის ივნისში ვინმე კარლო პაგნანის. როცა სასტუმროს პატრონს ეკითხებიან თუ რატომ არ ანადგურებს სავარძელს. ის პასუხობს: "ისტორიამ შექმნა ის და მე არ შემიძლია ჩავერიო მის მსვლელობაში. მე ყველას ვაფრთხილებ საშიშროების შესახებ. ხოლო თუ ვინმეს სურს ბედი გამოსცადოს, რას იზამ ეს მათი ცხოვრებაა და ყველას ააქვს უფლება წარმართოს ის თავისი შეხედულებისამებრ”.

სისხლიანი ტერორის 300 წლის იუბილე მკვლელმა სავარძელმა აღნიშნა თავისი ბოლო მსხვერპლით. ის გახდა 18 წლის ამერიკელი გოგონა ქალაქ ფენიქსიდან მელისა დოლინი . სასტუმროში მან გადაწყვიტა აეღნიშნა თავის მეგობრებთან ერთად დაბადების დღე და არავის არ შეუმჩნევია თუ როგორ გადაძვრა იგი ჯაჭვის ბარიერის მიღმა. ის დაინახეს სავარძელში ჩამჯდარი, რომელიც ხელს უქნევდა მეგობრებს. რომც არ გჯეროდეთ სულების არსებობის არ ღირს ხუმრობა ამ ძალებთან. მეგობრების შეხვედრის შემდეგ მელისას დაესია უპატრონო ძაღლების ხროვა და დაგლიჯეს იგი.

"ის სისულელედ თვლიდა მკვლელი სავარძელის და ყოველგვარი სულების შესახებ ისტორიებს” – ამბობს მის მეგობარი გოგონა ჰეილა განბი — ალბათ ალკოჰოლმა მას სითამამე შემატა. ის იძახდა მიმიფურთხებია ტომ ბასზე და მის სავარძელზე. შემდგომ ჩვენ დავინახეთ ამ წყეულ სავარძელში ჩამჯდარი მელისა , რომელიც იცინოდა და ხსნიდა მორიგ ლუდის ბოთლს.

1914 წელს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ბევრი დაიწერა, ამ დღეს მოკლეს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე და ეს ტერაქტი გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი. ალბათ ბევრმა იცის ამ ისტორიის შესახებ. მიუხედევად იმისა , რომ ისტორიკოებისათვის თითქოს ცნობილია ამ მკვლელობის დეტალები, 100 წლის შემდეგ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით იკვეთება გასა
ოცარი ფაქტები. ქვეყნებისა და ცალკეული ადამიანების ბედის შესწავლისას, ჩვენ გვავიწყდება, რომ საგნებსაც გააჩნიათ თავისი ბედისწერა, ხანდახან უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო , ვიდრე მათ პატრონებს. ეს შეიძლება ითქვას ავტომანქანის შესახებაც, რომლითაც გადაადგილდებოდა სარაევოს ქუჩებში და იქნა მოკლული ერცჰერცოგი ფერდინანდი თავის მეუღლესთან ერთად.


მხოლოდ ეხლა გახდა ცნობილი გრძელი და სისხლიანი ისტორიის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამ ლამაზ მანქანასთან. 1914 წლიდან 1930 წლამდე მასში (ან მისგან) დაიღუპა 16 ადამიანი და ორჯერ უფრო მეტი იქნა დაშავებული და დაჭრილი.

პირველი მსოფლიო ომის დროს მანქანა ხელში ჩაუვარდა ვიღაც შტაბის კაპიტანს, ცხრა დღის შემდეგ ის შეეჯახა ხეს და ადგილზევე დაიღუპა, მანქანას კი მხოლოდ ერთი ფარი გაუტყდა (?)

შემდეგი პატრონი-ავსტრიის გუბერნატორი, მანქანით დადიოდა 2 თვე და სამჯერ მოხვდა ავარიაში. ბოლო ავარიის შედეგად მან დაკარგა მარჯვენა ხელი. ამის შემდეგ მანქანა იყიდა ვინმე ექიმმა სერკიმ და რა… ერთი წლის შემდეგ მანქანა იპოვეს ერთ-ერთ საკანში ამობრუნებული ბორბლებით ზევით და მანქანა იდო ექიმის გვამზე. როგორ მოხდა ასე უცნობია. ექიმის ქვრივმა მანქანა აჩუქა ნაცნობ იუველირს, რამდენიმე თვის შემდეგ იუველირი გაბანკროტდა და თავი მოიკლა. შეხედულებამ იმაზე , რომ მანქანა შეპყრობილია რაღაც ბოროტი ძალით ხელი არ შეუშალა ერთერთ ექიმს გამხდარიყო მისი მორიგი მეპატრონე, რომელიც აღფრთოვანებული იყო მანქანის სილამაზით. ექიმის ცოლს ძალინ ეშინოდა ამ მანქანის და აიძულა ქმარი ის მიეყიდა ერთერთი მდიდარი შვედისთვის, რომელიც მანქანების დიდი მოყვარული იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ავტოშეჯიბრების დროს შვედი შეეჯახა კლდეს და ადგილზევე დაიღუპა. კაბრიოლეტი თითქმის არ დაშავებულა, მისი ოჯახი დაკრძალვაზე ამ მანქანით იყო წასული.

მანქანის შემდგომ მორიგ მფლობელს ძრავი შუა გზაში ჩაუქრა, ის გადმოვიდა რათა ენახა რა სჭირდა მანქანას, მაგრამ ძრავი მოულოდნელად თავისით ჩაირთო და პატრონს გადაუარა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემდეგ ავტომობილი გადავიდა გარაჟის მფლობელის ხელში, რომელიც კარგი ავტომობილისტი და მექანიკოსი იყო. საუკეთესოდ გარემონტებული და ძველ ფერში გადაღებილი მანქანით ის თავის მეგობრებთან ერთად წავიდა ქორწილში. მანქანა გზაზე მოცურდა და შეეჯახა ხეს, ადგილზე დაიღუპა ხუთი ადამიანი.

30-იან წლებში მანქანა აღმოჩნდა ვენის მუზეუმში. იქ ის მშვიდად იდგა 1944 წლამდე, სანამ ამერიკული თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებულმა ყუმბარამ მთლიანად არ გაანადგურა მუზეუმის შენობა. გადარჩა მხოლოდ ერთი ექსპონატი-ბოროტმოქმედი ავტომანქანა.

მუზეუმის ხელმძღვანელმა ექსპონატი მიჰყიდა აუქციონზე "საოცრებათა გამოფენის” მფლობელს, რომელიც დადიოდა გასტროლებზე მთელს მსოფლიოში, გამოფენდა საგნებს და ყვებოდა საოცარ და საშინელ ისტორიებს მათ შესახებ. მალე ის მოკლეს მთვრალი, ჩხუბის დროს. ხოლო შვილი მოკვდა ინსულტის შედეგად და ექსპონატებიც მომოიფანტა.

ამის შემდეგ მანქანა გადადიოდა ხელიდან ხელში, კლავდა და ასახიჩრებდა ადამიანებს. მანამ სანამ თავად არ გახდა თავისივე მოხდენილი ავარიის მსხვერპლი. გასაოცარია, მაგრამ ავარიის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა. მძღოლი და მგზავრები გადმოცვივდნენ მანქანიდან და თვით მანქანა კი გადაეშვა უფსკრულში და აფეთქდა. ასე დამთავრდა კაბრიოლეტის სიხლიანი თავგადასავალი.
არანაკლებ ცნობილია ძვირადღირებული პორშეს ისტორია, რომლითაც 1955 წელს დაიღუპა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმს დინი. ავარიის შემდეგ ავტომანქანა მიყვანილი იქნა ავტოსერვისში, ის დაეცა მექანიკოსს და მოტეხა ფეხი. ავტომანქანის ძრავი და პროპელერი შეიძინეს მოყვარულმა ავტომრბოლელებმა, რომლებმაც ისინი ჩააყენეს თავიანთ ავტომანქანებში , ორივე დაიღუპა ერთიდაიგივე ავტოშეჯიბრების დროს. პორშე ერთხელ მოხვდა გამოფენაზე, რომელიც მიეძღვნა დინის ხსოვნას, გახსნის დღეს გაჩნდა ხანძარი და ხანძრის შეეგად დაიღუპა სამი ადამიანი. მოგვიანებით, როცა ის კიდევ ერთხელ მოხვდა ჰოლივუდის ვასკვლავების პირადი ნივთების გამოფენაზე , ის ჩამოვარდა საგამოფენო დაფიდან და კისერი მოტეხა ერთერთ დამთვალიერებელს.
კატეგორია: სასაც.../საინტ... | ნანახია: 893 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz