My Constest - 25 ივლისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივლისი » 25 » My Constest
10:44 PM
My Constest
♥ My Favorite Star ♥
♥ ჩემი საკონკურსო თემა ♥
♥ იმედია მოგეწონებათ ♥
კრისტენ სტიუარტი/Kristen Stewart

კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი (ინგლ. Kristen Jaymes Stewart; დ. 9 აპრილი,1990,ლოს-ანჯელესი,კალიფორნია,აშშ) — ამერიკელი მსახიობი.კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოყვა მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში the safety of objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯუდი ფოსტერთან ერთად ფილმში Panic Room. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუაიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერისთვის იყო ფილმი In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი Lucy Hardwicke-ს როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორბიც არიან რობერტ დე ნირო,ბრიუს უილისი და ა.შ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი არის ბელა სვონის როლი ფილმში ბინდი.ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა,კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. მას მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში Into the Wild. მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways, ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის ჯოან ჯეტის როლს.
 

როგორ გავხდი მისი ფანი?

ოო ეს ძალიან საინტერესო ისტორია არის *))
ჩვეულებრივი პარასკევი იყო,მახსოვს ახალი წლის არდადაგები მქონდა მაშინ ..დედაჩემმა რაღაც ჟურნალი იყიდა რომელსაც წიგნი მოყვებოდა ეწერა ”ბინდი” ..ძალიან დამაინტერესა ,მთელი საქართველო ამ კინოზე და წიგნზე ლაპარაკობდა მე კი აზრზეც არ ვიყავი შიგ რა ხდებოდა ...
ამიტომ კითხვა,რომ დავიწყე და რასაც ჰქვია ჩამითრია მერე ფილმს ვუყურე და მსახიობებზე გავაფრინე ..კრისტენზე ინფორმაციის მოძებნა დავიწყე და დღეიდან მისი ფანი ვარ ..!

Facts About Kristen:
1.კრისტენი ოჯახში ერთადერთი გოგონაა,(სამ მამაკაცში)


2.კრისტენი ხვდებოდა ფილმ „Speak"–ის მსახიობს მაიკლ ანგარანოს(Michael Angarano)2009 წლამდე.
  

3.დაინტერესებულია ლიტერატურის შესწავლით."მე მინდა ვიყო მწერალი"–განაცხადა მან ერთ–ერთ ინტერვიუში.

4.მან სურვილი გამოთქვა წასულიყო დედის სამშობლოში,ავსტრალიაში.–"მე მინდა წასვლა სიდნეის უნივერსიტეტში,ავსტრალიში."

  
5.კრისტენი ამბობს,რომ მისი საყვარელი მუსიკოსია ვენ მორისონი(Van Morrison).დამთხვევაა,რობერტ პატინსონის საყვარელი მუსიკოსიც მორისონია.–„ის გაბრაზდება,როცა გაიგებს,რომ მთიანად ვაკოპირებ მის სიტყვებს."–კრისტენმა სიცილით თქვა ინტერვიუში.

  
6.ჯეიკობი არ არის ერთადერთი მგელი მის ცხოვრებაში.მისი ოჯახის მფლობელომაშია ძალზედ საყვარელი ნახევრად მგელი–ძაღლი (ჰიბრიდი).

7.კრისტენი არ იყო პოპულარული უმაღლეს სკოლაში.როცა მისი კარიერაში წინსვლა კლასელებმა აღმოაჩინეს,კრისმა თქვა:"Oh she’s such a b****.’”
 
8.ისწავლა ბოძზე ცეკვა,როცა გამოჩნდა ახალი ორლეანის სტრიპტიზ კლუბში,რათა მომზადებული ყოფილიყო თავისი როლისთვის „Welcome to the Rileys.”–ში.
    
9.კრისტენი ბუნებრივად ქერაა,მაგრამ შეიღება თმა ყავისფრად,რათა განესახიერებინა ბელა სვონი.
 
10.მისი თვალები ბუნებრივად მწვანე ფერისაა,მაგრამ ის კონტაქტურ ლინზებს ატარებდა „ბინდის" ფილმებისთვის.
  

რა მომწონს მასში?
რა მომწონს მასში? ყველაფერი ..ძალიან მომწონს მისი სტილი ,მერე რა სხვა რას ფიქრობს მასზე ..სულ ფეხებზე მკიდია ..რაც მთავარია მე მომწონს და ვაფასებ ..! ჩემთვის მისაბაძი მაგალითია ..!

$ ფოტოები და ანიმაციები



















     
 

იმედია მოგეწონათ ჩემი თემა ..!
ძალიან მინდა გამარჯვება და იმედია ამის შანსიც მომეცემა ..!
ყველა დანარჩენებს წარმატებებს ვუსურვებ ვინც მონაწილეობას
მიიღებს ..!
მიყვარხართ ..!
 
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1109 | დაამატა: SaLLoMe | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-07-25 10:47 PM) [Entry]
მომეწონა ...ჩემი ფაქტები გამოგადგა ხოო ?? =დ წარმატებები ..! smile