My favourite film (ნაწილი II) - 23 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 23 » My favourite film (ნაწილი II)
9:25 PM
My favourite film (ნაწილი II)
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
ფილმის ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი კინოპოსტერი

არი პოტერი და ფენიქსის ორდენი — რეჟისორ დევიდ იეიტსის ფილმი, რომელიც გადაღებულია ჯოან როულინგის მიერ დაწერილი ჰარი პოტერის თავგადასავლების მეხუთე წიგნის მიხედვით. ჰოგვორტსში სწავლის მეხუთე წელს ჰარი ქმნის ე.წ. დამბლდორის არმიას, რომელიც წინ აღუდგება ჰოგვორტსში მიმდინარე მზაკვრულ რეფორმებს. ამ ისტორიის დასასრულს ჰარი ხვდება ვოლდემორს, ხოლო სირიუს ბლექს კლავს ბელატრისა ლესტრეინჯი.
წიგნის მოვლენების განვითარება იწყება 1995 წლის ზაფხულში. ჰარი პოტერი კვლავ დერსლებთან არის. მას შემდეგ, რაც დადლი მას დასცინის, გვირაბში ჩნდებიან დემენტორები. ჰარი იყენებს პატრონუსის შელოცვას, რის გამოც ღებულობს წერილს, სადაც მაგლების თანდასწრებით ჯადოქრობის გამო ჰოგვორტსიდან მისი გარიცხვის შესახებ წერია. დამბლდორის ძალისხმევით, მაგიის სამინისტროს გადაწყვეტილება გაუქმებულია, მაგრამ ჰარი უნდა დაესწროს დისციპლინარულ მოსმენას.ლონდონში, გრიმოს მოედანზე არის დამალული სახლი #12. იქ იკრიბება დამბლდორის მიერ ჩამოყალიბებული ფენიქსის ორდენი. ჰარი შეიტყობს, რომ ვოლდემორის დაბრუნების არავის სჯერა და მას და ალბუსს შეშლილებად თვლიან. მოსმენის შემდეგ ჰარის ამართლებენ.მეხუთე კურსი დაკავშირებულია ბეჯითობის უმაღლესი აღიარების (ბუა) გამოცდებთან. გარდა ამისა, ვინაიდან ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორის პოზიცია კვლავ ვაკანტურია, სკოლაში ამ ადგილს იკავებს დოლორეს ამბრიჯი, მინისტრ ფაჯის თანაშემწე, რომელიც დაინტერესებული ამ საგნის მხოლოდ თეორიული ნაწილით. მასსა და ჰარის შორის კონფლიქტი იჩენს თავს მაშინ, როდესაც ჰარი ამტკიცებს, რომ ბნელი მბრძანებელი დაბრუნდა. სასჯელის მოხდის სახით მან ამბრიჯის მიერ მოცემულ ქაღალდზე უნდა დაწეროს ფრაზა ’მე არ უნდა მოვიტყუო’ - თუმცა ამ ფრაზის რამდენჯერმე დაწერასთან ერთად მის ხელზე იგივე ფრაზა იკაწრება.ვინაიდან ამბრიჯს არ სურს, რომ ბავშვებმა პრაქტიკული მეცადინეობა გაიარონ, მოსწავლეები საიდუმლოდ აყალიბებენ ორგანიზაციას ’დამბლდორის არმია’. თუმცა, ამბრიჯის განკარგულებით, ყველა სტუდენტურმა გაერთიანებამ უნდა გაიაროს მისი აკრედიტაცია - შესაბამისად, „და" (როგორც მას უწოდებენ) უკანონოდ ითვლება.შობის წინ ჰარის ესიზმრება, თითქოს იგი გველია. აღმოჩნდება, რომ იგი ყველაფერს გველის თვალით ხედავს. სწორედ მისი ძალისხმევით გადაარჩენენ ართურ უისლის, რომელსაც გველი ესხმის. დამბლდორის მოთხოვნით სევერუს სნეიპი ჰარის ასწავლის ოკლუმენციის, ფიქრებში შეღწევისგან თავდაცვის ხელოვნებას. პოტერისათვის ეს რთული გაკვეთილებია. ერთ-ერთი ხილვისას იგი ყველაფერს ვოლდემორის თვალით ხედავს და ესიზმრება მაგიის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილება.ამბრიჯი შეიტყობს „და"-ს შესახებ და დამბლდორი იბრალებს ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივას. იგი ქრება ჰოგვორტსიდან და მის ადგილს სკოლაში ამბრიჯი იკავებს. ოკლუმენციის ერთ-ერთი გაკვეთილის დროს სნეიპი ტოვებს თავის კაბინეტს და ჰარი იხედება მისი ყმაწვილობის მოგონებებში, სადაც იხილავს მამამისს, პიტერ პეტიგრიუსა და სირიუს ბლექს, რომლებიც სნეიპს დასცინიან.ამბრიჯის კაბინეტიდან ჰარი ცდილობს, ბუხრით დაუკავშირდეს გრიმოს მოედანს (ვინაიდან ხილვებში ხედავდა, თუ როგორ აწამებდა სირიუსს ვოლდემორი), მაგრამ მას თავად დოლორესი შეუსწრებს. იგი აღიარებს, რომ დადლისა და ჰარიზე სპეციალურად გამოუშვა დემენტორები. ჰერმიონი არწმუნებს ამბრიჯს, თითქოს აკრძალულ ტყეში არის მათი საიდუმლო იარაღი. იქ მისულ ამბრიჯს იჭერენ კენტავრები.რონი, ჯინი, ლუნა ლავგუდი და ნევილ ლონგბოტომი, ჰარისთან და ჰერმიონთან ერთად მიფრინავენ ლონდონში, მაგიის სამინისტროში. სირიუსს ვერ პოულობენ, თუმცა წინასწარმეტყველებათა დარბაზში პოულობენ ბურთულას ჰარისა და ვოლდემორის სახელებით. ამ დროს ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები. წინასწარმეტყველებას შემთხვევით ნევილი ამსხვრევს. ბავშვებს ეხმარებიან რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, კინგსლი შეკლბოტი, ალასტორ მუდი და სირიუსი. ბელატრისა ლესტრეინჯი კლავს სირიუსს.პოტერი განრისხებული მისდევს ბელატრისას, მაგრამ ამ დროს ჩნდება თავად ვოლდემორი. გარდაუვალი ბრძოლისგან ჰარის გადაარჩენს უეცრად მოსული დამბლდორი. დარბაზში შემოდიან სამინისტროს წარმომადგენლები ფაჯთან ერთად. ამის გამო, მინისტრი იძულებულია, აღიაროს ვოლდემორის დაბრუნება და გადააყენოს ამბრიჯი ჰოგვორტსის დირექტორის თანამდებობიდან.დამბლდორი აღიარებს ჰარის წინაშე, რომ ბლექის სიკვდილში თავად არის დამნაშავე, ვინაიდან მთელი წლის მანძილზე ერიდებოდა ჰარისთან საუბარს. ალბუსს იმედი ჰქონდა, რომ ვოლდემორი ასე შეწყვიტავდა მის ძიებას. მაგრამ ბნელმა მბრძანებელმა შესძლო ჰარის სამინისტროში შეტყუება. წინასწარმეტყველებაში კი საუბარი იყო ვოლდემორზე, რომლის ბედსაც უკავშირდება სხვა ადამიანის ბედი - ისეთი ადამიანის, რომელიც ვოლდემორის ნიშნით იქნა აღნიშნული და მანამდე იცოცხლებს, სანამ ვოლდემორი ცოცხალი იქნება (და პირიქით).დემენტორები ვოლდემორის მხარეს გადადიან. ლუციუს მალფოი, რომელიც სიკვდილის მხვრელებთან ერთად არის, აზკაბანის პატიმარი ხდება. ამის გამო დრაკო მალფოის ჰარი უფრო მეტად ეზიზღება.კინგს კროსის სადგურზე დაბრუნებული ჰარი, გარდა დერსლების ოჯახისა, აღმოაჩენს მუდის, ლუპინს, ტონკსს, ფრედ და ჯორჯ უისლებსა და მათ მშობლებს. ჯადოქრები აფრთხილებენ ძია ვერნონს, რომ ჰარიზე შემდგომში ზეწოლის შემთხვევაში, ისინი მას თავად მიხედავენ.
ფოტოები




ფილმის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა კინოპოსტერი

ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი — მეექვსე ფილმი ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 15 ივლისს. ფილმი ეფუძნება ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების რომანს. სიუჟეტის მიხედვით, მაგიის სამინისტრო მარცხდება ვოლდემორთან ბრძოლაში. მეორე ომში იღუპება უამრავი მაგლი, ადგილი აქვს ბევრ კატასტროფას, რომელთა მიზეზი უცნობია. ფენიქსის ორდენი სიკვდილის მხვრელებთან ბრძოლისას საუკეთესო ჯადოქრებს კარგავს. რა თქმა უნდა, ჰარი პოტერს, ჰერმიონ გრეინჯერს და რონ უისლის ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს აქვს ადგილი, განსაკუთრებით ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, მაგრამ საშიშროება აშკარაა და ჰოგვორტსის სკოლა დაუცველი ხდება. ჰარი შეიტყობს ვოლდემორის ყველაზე მთავარ საიდუმლოს და გამარჯვებისათვის საჭირო იქნება ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება.
პრემიერ-მინისტრი
ინგლისი, 1996 წლის ზაფხული. უცნაური მოვლენები ხდება, რასაც აბრალებენ პირადად პრემიერ მინისტრს (მას რომანში არ ასახელებენ, თუმცა ამ პერიოდში ეს იყო ჯონ მეიჯორი). მას ეწვევა კორნელის ფაჯი, მაგიის სამინისტროს ყოფილი მთავარი მინისტრი (მას ჩაენაცვლა რუფუს სკრიმჯერი). იგი აუწყებს თავის კოლეგას, რომ მაგლების სამყაროში უსიამოვნებებმა იმატეს ვოლდემორის დაბრუნებისა და მაგების მეორე ომის დაწყების გამო. მაგლების სამყარო საშიშროების ქვეშ არის და ამიტომ ინგლისის პრემიერ მინისტრს საიდუმლო დაცვა, აურორი კინგსლი შეკლბოლტი ეყოლება.
ზაფხული 
ამასობაში ერთმანეთს ხვდებიან სევერუს სნეიპი, ბელატრის ლესტრეინჯი და ნარცისა მალფოი. სნეიპი დებს ფიცს, რომლითაც ამტკიცებს, რომ დრაკო მალფოის დაიცავს და დაეხმარება ყველაფერში, ვინაიდან არსებობს ეჭვი, თითქოს ვოლდემორმა დრაკო მალფოის რაღაც დავალება მისცა.ალბუს დამბლდორი ამჯერად თავად ეწვევა დერსლებს და ჰარი თან მიჰყავს, თუმცა დერსლებს სთხოვს, კიდევ ერთხელ დაიტოვონ ჰარი, ვინაიდან მისი დედის დის, პეტუნიას სახლში იგი უსაფრთხოდ იქნება. ჰარი და დამბლდორი ეწვევიან პროფესორ სლაგჰორნს, რომელსაც მეექვსე სასწავლო წელს ალბუსი სთავაზობს მასწავლებლის სახით ჰოგვორტსში დაბრუნებას. ცნობილია, რომ სწორედ სლაგჰორნი ასწავლიდა ჰარის დედას, ლილის. ჰარის თხოვნით, სლაგჰორნი ბრუნდებოდა ჰოგვორტსში.მოგვიანებით ჰარი ტრადიციულად, ზაფხულის ბოლომდე უისლების ოჯახს სტუმრობს. იგი შეიტყობს, რომ გამოცდებში ძირითადად დადებითი ქულები მიიღო. მაგრამ მისი ნიშნები არ აძლევს საშუალებას, სნეიპის კლასში წამლები ხარშოს, ხოლო მათი ხარშვა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, რომელიც, როგორც ჰარი, აურორად მუშაობას აპირებს.უისლის ოჯახი, ჰერმიონთან და ჰარისთან ერთად, მრუდე ქუჩას ეწვევა, საყიდლებისათვის. აღმოჩნდება, რომ ჰარის მიერ ნაჩუქარი მოპოვებული თანხით ძმებმა, ფრედმა და ჯორჯმა ჯადოსნური ფოკუსებისა და ხუმრობების მაღაზია ააშენეს. მეგობრები, რონი, ჰარი და ჰერმიონი ხედავენ დრაკო მალფოის, რომელიც მაღაზია ბორჯინ და ბერკს-ს ეწვევა. მათთვის ეს ყველაფერი საეჭვოა.ჰოგვორტს-ექსპრესით მგზავრობისას ჰარი შეიტყობს ’ლოქორების’ კლუბზე (სიტყვისგან Slug), რომელიც სლაგჰორნმა დააარსა და რომელშიც მხოლოდ საუკეთესო ჯადოქრები შედიან.მალფოის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ჰარი მის კუპერში იპარება და, უჩინმაჩინის მოსასხამის დახმარებით, ისმენს დრაკოსა და მისი მეგობრების საუბარს. მალფოი ყველას წინაშე ამაყობს იმით, რომ რაღაც საქმე დაავალეს, რის გამოც შემდეგ წელს ჰოგვორტსში არ დაბრუნდება. მოგვიანებით იგი ამჩნევს პოტერს, მიუხედავად იმისა, რომ პოტერი საიმედოდ იყო დამალული და, მას შემდეგ, რაც მატარებელი ჰოგვორტსს მიუახლოვდება, სცემს, აშეშებს და ტოვებს კუპეში დაგდებულს, გონებაწასულს და გადაფარებულს უჩინმაჩინის მოსასხამით.მატარებელი უნდა დაბრუნდეს უკან. სწორედ მაშინ ჰარის პოულობს ნიმფადორა ტონკსი, რომელიც ახლა უკვე ჰოგსმიდში მორიგეობს. მას შემდეგ, რაც ჰარის შელოცვას ხსნის, პოტერი მიემართება ჰოგვორტსში, სადაც აღმოაჩენს, რომ ბნელი ძალებისგან დაცვის ხელოვნების ლექტორად დაინიშნა სევერუს სნეიპი, ხოლო სლაგჰორნი - წამლების ლექტორად. გამომდინარე იქიდან, რომ სლაგჰორნი არ მოითხოვს ამ სფეროში უმაღლეს ნიშნებს, ჰარის ეძლევა საშუალება, შეუდგეს წამლების ხარშვის შესწავლის ხელოვნებას. ამიერიდან ჰარისა და რონს სულ რამდენიმე ლექცია აქვთ. ესენია: ტრანსფიგურირება მინერვა მაკ-გონაგელთან, სევერუს სნეიპის ლექცია, პროფესორი პომონა სპრაუტი (მცენარეები), პროფესორი ფილიუს ფლიტვიკი (შელოცვები) და სლაგჰორნი. ჰერმიონი, თავის მხრივ, საკუთარი ლექციებით არის დაკავებული. გოლიათი ჰაგრიდი მათზე ოდნავ ნაწყენია იმის გამო, რომ ჯადოსნური არსებების შესწავლით არ დაინტერესდნენ, თუმცა ჰპატიობს ამას.იმის გამო, რომ ჰარის არ აღმოაჩნდება წამლების სახელმძღვანელო, იგი იღებს სლაგჰორნის კაბინეტის ბიბლიოთეკის წიგნს - ’წამლების ვრცელი კუსი’, რომელიც აღნიშნულია, როგორც ნახევარპრინცის საკუთრება. მისი იდუმალი ყოფილი მფლობელის მიერ წიგნში ბევრი შენიშვნაა დატოვებული და, მათი დახმარებით, ჰარი ხდება წამლების საუკეთესო შემქმნელი სლაგჰორნის კლასში. სპეციალურ კონკურსში, რომელსაც სლაგჰორნი ატარებს, იგი იმარჯვებს და საჩუქრად მიიღებს წარმატების წამალს ’ფელიქს ფელიცისი’. ამავე პერიოდში იგი გაზეთებიდან შეიტყობს სიკვდილის მხვრელთა ქმედებების შესახებ - მათ მიერ მოკლულ იგორ კარკაროვსა და ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერის გატაცებაზე.სი’, რომელიც აღნიშნულია, როგორც ნახევარპრინცის საკუთრება. მისი იდუმალი ყოფილი მფლობელის მიერ წიგნში ბევრი შენიშვნაა დატოვებული და, მათი დახმარებით, ჰარი ხდება წამლების საუკეთესო შემქმნელი სლაგჰორნის კლასში. სპეციალურ კონკურსში, რომელსაც სლაგჰორნი ატარებს, იგი იმარჯვებს და საჩუქრად მიიღებს წარმატების წამალს ’ფელიქს ფელიცისი’. ამავე პერიოდში იგი გაზეთებიდან შეიტყობს სიკვდილის მხვრელთა ქმედებების შესახებ - მათ მიერ მოკლულ იგორ კარკაროვსა და ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერის გატაცებაზე.

ფოტოები





პირველი ფილმის ოფიციალური თეატრალური პოსტერი
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (I ნაწილი)
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1 (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows – Part 1) - ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის პირველი ნახევრის კინოეკრანიზაცია, რომელიც გამოვიდა 2010 წლის 19 ნოემბერს. ფილმის სცენარის ავტორია სტივ კლოვეზი, რომელმაც იმუშავა ყველა სერიის სცენარზე (გარდა მეხუთე ფილმისა).
ფილმი გადაღებულია დევიდ ჰეიმენის სტუდიის Heyday Films მიერ. გადაღებები დაიწყო 2009 წლის თებერვალში და დასრულდა 2010 წლის მაისში. ამ ფილმის მეორე ნაწილი გამოვა 3D ფორმატში.
ფილმი იწყება სცენებით, სადაც ნაჩვენებია მაგიის მთავარი მინისტრი, რუფუს სკრიმჯერი. იგი იძლევა დაპირებას, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას ხალხი.
ჰარი, ჰერმიონი და რონი ემზადებიან მომავალი მოგზაურობისათვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ჰორკრუქსების ძიებასთან. ამისათვის ჰერმიონი თავის მშობლებს მეხსიერებიდან უქრობს მოგონენებს იმაზე, რომ მათ შვილი ჰყავთ (ვინაიდან არ სურს, რომ ისინი ვინმემ დაიჭიროს შვილის ქმედებების გამო). ჰარი ემშვიდობება სახლს, რომელიც მისთვის არც თუ სასიამოვნოა, მაგრამ მაინც ბევრი მოგონებით არის სავსე.
მალფოების სახლში დიდი კრებაა, რომელსაც ხელმძღვანელობს თვით ვოლდემორი. ამ კრებას, რომელზეც სევერუს სნეიპიც ჩნდება, გადაწყდება, რომ სიკვდილის მხვრელები მისი მეთაურობით თავს დაესხმევიან პოტერს დერსლების სახლიდან სხვა ადგილზე გადაყვანისას. ვოლდემორს დიდი გეგმები აქვს - იაკსლი დააიმედებს იმით, რომ მსუქან პიუსს იმპერიუსის შელოცვით აკონტროლებს და ამიერიდან მაგიის სამინისტრო მათ ხელში გადავა.
კრებას ახლავს საზარელი სცენა, ჩერიტი ბებიჯის, ჰოგვორტსის ერთ-ერთი ლექტორის მკვლელობით - ვოლდემორი განრისხებულია, რომ იგი გაკვეთილებზე მოსწავლეებს მოუწოდებდა მაგლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისაკენ.
ჰარის თან მიაქვს სირიუს ბლექის მიერ დატოვებული სარკის ნატეხი, რომელშიც იგი მეტად ნაცნობ თვალებს ამჩნევს - თითქოს, ეს დამბლდორია. ამ დროს მას აკითხავენ მეგობრები და მაგიის სამინისტროს წარმომადგენლები. ექვსი მათგანი (მანდანგუს ფლეტჩერთან ერთად) სვამს მრავალწვნიან სასმელს, რათა დაემსგავსოს ჰარის. ასე ფენიქსის ორდენის წევრები აპირებენ სიკვდილის მხვრელების მოტყუებას. მაგრამ იმ დროს, როდესაც ჰარი დერსლებისგან უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ, მტრები ჩნდებიან, ფლეტჩერი მოულოდნელად სადღაც ქრება, ხოლო ჰარის ბუ, ჰედვიგი, იღუპება პატრონის დაცვისას. ჩნდება ვოლდემორიც, რომლის ჯადოსნური ჯოხი გადატყდება მაშინ, როდესაც ჰარის ჯოხის ძალას ეჯახება. იმ ღამით, სტუმრად უისლებთან, ’სოროში’ ჰარი სიზმარში ხედავს ჯოხების ოსტატ მისტერ ოლივანდერს, რომელსაც ვოლდემორი აწამებს - იგი განრისხებულია, რომ ოლივანდერმა მოატყუა, თითქოს მისი საკუთარი ჯოხი გაანადგურებდა ჰარის.
სოროს ეწვევა თვით რუფუს სკრიმჯერი, რომელიც ჰერმიონს, რონს და ჰარის გადასცემს დამბლდორის მიერ მათთვის ანდერძის თანახმად დატოვებულ სამ ნივთს. ჰერმიონს წილად ერგება წიგნი ბარდი ბიდლის ზღაპრები, ჰარის - მისი პირველი სნიჩი, ხოლო რონს - დელუმინატორი, დამბლდორის კუთვნილი ჯადოსნური ნივთი, რომელიც ისრუტავს შუქს. ანდერძის მიხედვით, დამბლდორს დატოვებული აქვს გოდრიკ გრიფინდორის ხმალიც, მაგრამ იგი სამინისტროს კუთვნილებაა. თუმცა, არავინ იცის, რატომ დაუტოვა მათ ალბუსმა სამი ერთმანეთისგან ასე დამოუკიდებელი ნივთი.
ბილ უისლის (რონის ძმის) და ფლერ დელაკურის ქორწილში ჰარი ხვდება ლუნა ლავგუდის მამა ქსენოფილიუსს. მას გულზე საეჭვო, სამკუთხედი სიმბოლო აქვს დამაგრებული, რომელშიც მოქცეულია წრე და სწორი ხაზი. თანდათანობით ჰარი სულ უფრო მეტად ინტერესდება ალბუს დამბლდორის გასაიდუმლოებული ცხოვრებით, რაშიც დიდ როლს თამაშობს გაიძვერა ჟურნალისტ რიტა სკიტერის მიერ დაწერილი წიგნი და ქორწილში სტუმრად მოსული უისლების დეიდა მიურიელის ნათქვამიც. ჰარი ცდილობს, გამოელაპარაკოს ელფიას დოჯს, დამბლდორის ძველ მეგობარს, მაგრამ მოულოდნელად ცნობილი ხდება, რომ მაგიის სამინისტრო ვოლდემორის ხელში აღმოჩნდა, ხოლო მაგიის მინისტრი მოკლულია. სიკვდილის მხვრელები თავს ესხმიან ქორწილში მოსულ სტუმრებს. რიმუს ლუპინის მითითებით, ჰარი იქაურობას ჰერმიონთან და რონთან ერთად ტოვებს, ტრანსგრესიის მეშვეობით. სამივე ლონდონში ამოჰყოფს თავს. ერთ-ერთ კაფეში ისინი მხვრელებს ხვდებიან და, მცირე ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტავენ, თავი შეაფარონ ბლეკების სახლს, გრიმოს მოედანზე.
იქ მოგზაურები აღმოაჩენენ, რომ ’რ.ა.ბ.’, ნახსენები ყალბ მედალიონში დამალულ ქაღალდზე, იყო რეგულუს არკტურუს ბლექი. ბლექების ელფი კრიჩერი, რომელიც ამიერიდან ჰარის მსახურის როლშია და ელფი დობი, ჰარის დავალებით პოულობენ თაღლით ფლეტჩერს, რომელმაც მოიპარა ნამდვილი მედალიონი. მაგრამ მისგან ცნობილი ხდება, რომ მედალიონი მან მიჰყიდა დოლორეს ამბრიჯს, ეს უკანასკნელი კი მაგიის სამინისტროში მუშაობს. მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით, სამეული იცვლის იერს, იპარება უწყებაში, იპარავს ამბრიჯის მედალიონსაც, მაგრამ იქაურობის დატოვებისას იძულებულია არა გრიმოს მოედანზე, არამედ ტყეში გადაინაცვლოს (ვინაიდან მხვრელებმა შენიშნეს, რომ ისინი გრიმოზე იპარებოდნენ). ჰერმიონი, რომელიც წინდახედულია, თან ატარებს მომცრო ჩანთას, რომელიც ჯადოსნური თვისებების მატარებელია და იტევს ნებისმიერი რაოდენობისა და ზომის ნივთებს. აქ, ყველაფერთან ერთად, დიდი გასაშლელი კარავიც ინახება.
სამეული ტყეში შლის კარავს და იცავს მას სპეციალური შელოცვებით, რათა ისინი არავინ აღმოაჩინოს. მიუხედავად მცდელობებისა, მათ არ იციან, როგორ გაანადგურონ მედალიონი, რომელიც ერთ-ერთი ჰორკრუქსია. გარდა ყველაფრისა, იგი უცნაურ, სიმძიმის მსგავს გრძნობას იწვევს, ამიტომ გადაწყდება, რომ მას მორიგეობით ატარებენ. პარალელურად, რონი იწყებს ჰერმიონზე ეჭვიანობას და ეჩვენება, რომ მას ჰარი მოსწონს. ყველაფერი სრულდება მაშინ, როდესაც მასსა და პოტერს შორის ერთ-ერთ საღამოს შელაპარაკება მოხდება. ჰერმიონი რჩება ჰარის დასახმარებლად. ჰარი კი თავის ხილვებში ხედავს, თუ როგორ ესაუბრება ვოლდემორი გრეგოროვიჩს, ჯოხების კიდევ ერთ ოსტატს, რომელმაც ვიქტორ კრამის ჯოხი დაამზადა. იგი გრძნობს, რომ ბნელი ლორდი ეძებს ჯოხს, მაგრამ უცნობია, რომელს.
ჰორკრუქსების საიდუმლოს ამოხსნის სურვილით, დროთა განმავლობაში ჰარი სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ სურს გოდრიკის ღრმულის მონახულება, სადაც ცხოვრობს ბათილდა ბეგშოტი, მაგი, დამბლდორის კარგი ნაცნობი. ადგილზე მისულები აღმოაჩენენ არა მხოლოდ ჰარის მშობლების, არამედ ვინმე იგნოტუს პევერელის საფლავს. მასზე კვლავ არის გამოსახული ნაცნობი სიმბოლო, რომელიც ჰარიმ ქსენოფილიუსის სამოსზე ჩამოკიდებული იხილა.
ჰერმიონი და ჰარი ხედავენ ბათილდას და მიჰყვებიან მას ძველ სახლში, მაგრამ ეს აღმოჩნდება გველი, რომელიც უბრალოდ მაგის იერს ატარებდა. ჰარი ცდილობს მის მოგერიებას. ჰერმიონი შემთხვევით გადატეხავს მის ჯოხს. მასთან ერთად გაქცევამდე ბიჭუნა პოულობს რიტა სკიტერის წიგნის ასლს, რომელიც თან მიაქვს. ჰერმიონი თავად მიხვდება, რომ ჰარიმ ერთ-ერთი ხილვისას დაინახა გელერტ გრინდელვალდი, დამბლდორის კიდევ ერთი ძველი მეგობარი, რომელმაც მოიპარა ვოლდემორისათვის ასე მნიშვნელოვანი ჯოხი. ჰარი იწყებს წიგნის კითხვას.
ღამით, როდესაც მედალიონთან მორიგეობის ჰარის ჯერი დგება, იგი ხედავს ტყეში ძუ-ირემს პატრონუსის სახით. გაოგნებული პოტერი გაჰყვება მას და გაყინული ტბის ფსკერზე ხედავს გრიფინდორის ხმალს. ვინაიდან მისი მოპოვების სხვა საშუალება არ არის, იგი იხდის და ყინულოვან წყალში ჩადის, მაგრამ ამ დროს გულზე ჩამოკიდებული ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. ჰარის გადაარჩენს მოგზაურობიდან უეცრად დაბრუნებული რონი. ხმლით იგი ანადგურებს მედალიონს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ატყუებს უისლის, თითქოს ჰარი და ჰერმიონი მის გარეშე თავისუფლები იყვნენ (იგი აგრეთვე უჩვენებს მას მათი კოცნის სცენას, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგონილია).
სამეული გადაწყვიტავს, ეწვიოს ქსენოფილიუს ლავგუდს და დაადგინოს, თუ რას წარმოადგენს უცნაური სამკუთხედი სიმბოლო. ქსენოფილიუსი მათ უამბობს ბარდ ბიდლის ერთ-ერთ ზღაპარს, ’სამი ძმის ამბავს’, საიდანაც მოგზაურები შეიტყობენ სიკვდილის საჩუქრების შესახებ - ესენია დიდგულას ჯოხი, მაცოცხლებელი ქვა და უჩინარის მოსასხამი (რომელსაც ჰარი უკვე ფლობს) - გაერთიანებული აღნიშნულ სიმბოლოში, ხოლო ძმები (მათ შორის, იგნოტუსი) სინამდვილეში იყვნენ პევერელების ოჯახიდან.
ლავგუდი ცდილობს მათ სახლში შეკავებას, ვინაიდან დაშინებულია სიკვდილის მხვრელების მიერ და იმედი აქვს, რომ მათთვის ჰარის გაცემის შემთხვევაში, მას დაუბრუნებენ შეპყრობილ ლუნას. მაგრამ ტყე ტრანსგრესირების შედეგად გადაადგილებულ სამეულს იჭერენ ვოლდემორის ჯაშუშები. ჰერმიონი ასწრებს ჰარის სახის განგებ დამახინჯებას, რათა იგი არ ამოიცნონ და პირდაპირ ვოლდემორთან არ მიიყვანონ. ჰარის მორიგი ხილვიდან ცნობილი ხდება, რომ ვოლდემორი დამბლდორის საფლავის მონახულებას აპირებს - სწორედ იქ არის დამარხული ყოვლისშემძლე, დიდგულას ჯოხი.
სამივე გადაყვანილია მალფოების სახლში, სადაც დრაკო მალფოის ჰარის უჩვენებენ. მაგრამ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს მახინჯი ჰარია. ამიტომნ ბიჭებს ღვინის სარდაფში კეტავენ, გატაცებულ ოლივანდერთან, ლუნასთან და გრინგოტსის ბანკის გობლინ გრიპჰუკთან ერთად. მალფოების სახლში მყოფი ბელატრისა ლესტრეინჯი კი აღმოაჩენს გრიფინდორის ხმალს და გაღიზიანებულია, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ იგი საიმედოდ ინახებოდა ბანკის სეიფში. იგი აწამებს ჰერმიონს, რათა აიძულოს ხმლის შესახებ ყველაფრის ახსნა. ამასობაში ჰარი იღებს სირიუსის მიერ დატოვებულ სარკის ნატეხს, რომელსაც თან ატარებს და იხედება მასში. უცნობ თვალებს იგი დახმარებას სთხოვს. სარდაფში მოულოდნელად ჩნდება ელფი დობი, რომელიც მათ გადარჩენას ცდილობს. ტრანსგრესირებისას მათ ბელატრისა დანას ესვრის, რომელიც დობის ჭრის. ელფი კვდება ჰარის ხელში, უკვე ბილთან და ფლერთან, კოტეჯ ’ნიჟარასთან’ ტრანსგრესირების შემდეგ. დაღვრემილი ჰარი მას ასაფლავებენ იქვე, ზღვასთან.
ვოლდემორი საბოლოოდ უახლოვდება დამბლდორის საფლავს და ითვისებს დიდგულას ჯოხს. გახარებული, ამის ნიშნად იგი ისვრის ცაში ჯოხის მაგიურ ნათებას.

(II ნაწილი)
მეორე ფილმის თეატრალური პოსტერი

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2 (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows – Part 2) — ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის მეორე ნახევრის კინოეკრანიზაცია, რომელიც გამოვიდა 2011 წლის 13 ივლისს. ფილმის სცენარის ავტორია სტივ კლოვეზი, რომელმაც იმუშავა ყველა სერიის სცენარზე (გარდა მეხუთე ფილმისა).
ფილმი გადაღებულია დევიდ ჰეიმენის სტუდიის Heyday Films მიერ. გადაღებები დაიწყო 2009 წლის თებერვალში და დასრულდა 2010 წლის მაისში. ამ ფილმის პირველი ნაწილი გამოვიდა 2011 წელს. მეორე ფილმი გადაღებულია 3D ფორმატში.
2011 წლის 14 აგვისტოს მონაცემებით ფილმის შემოსავალმა 1,218,365,265 აშშ დოლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც ასაფლავებს დობის, ჰარი პოტერი ესაუბრება გობლინ გრიპჰუკს გრინგოტსის ბანკის შესახებ, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი ჰორკრუქსი სწორედ იქ ინახება. გრიპჰუკი შეჰპირდება ბანკში შეყვანას, იმ პირობით, რომ მას გოდრიკ გრიფინდორის ხმალს გადასცემენ. მრავალწვნიანი სასმელის მიღების შემდეგ ჰერმიონ გრეინჯერი იქცევა ბელატრისა ლესტრეინჯად (მალფოების სახლში მასზე ბელატრისას თმა დაეცა). ჰარი და გრიპჰუკი იმალებიან ჰარის უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ, ხოლო რონი უბრალოდ იცვლის იერს წვერ-ულვაშის მიმაგრებით. ლესტრეინჯების სეიფში შეღწევის შემდეგ ჰარი იპარავს ჰელგა ჰაფლპაფის სასმისს. გრიპჰუკი მას ართმევს ხმალს და გარბის სეიფიდან. ბანკის დაცვის თანამშრომლების გამოჩენის შემდეგ ბავშვები ათავისუფლებენ მფრინავ დრაკონს, რომელიც სეიფებს იცავს, მაგრამ თავისუფლება სწადია და მასთან ერთად ტოვებენ ქალაქს. მეგობრები ხტებიან ერთ-ერთ ტბაში და ამოდიან ნაპირზე. ჰარის ხილვებში ჩნდება როვენა რეივენკლოუ და იგი მიხვდება, რომ შემდეგი ჰორკრუქსი ჰოგვორტსში არის შენახული და დაკავშირებულია მასთან. ამიტომ გადაწყდება, რომ ისინი აუცილებლად უნდა გადაადგილდნენ ჰოგსმიდში.
ბავშვების გამოჩენისთანავე სოფელში ამოქმედდება განგაში, რაზეც ქუჩებში გამოვარდებიან ტაციები. სამეულს გადაარჩენს აბერფორთ დამბლდორი, ალბუს დამბლდორის ძმა. მას არ სწამს, რომ არსებობს გადარჩენის საშუალება და დარწმუნებულია, რომ მისმა ძმამ თავად არ იცოდა, რა რთული ამოცანის შესასრულებლად გაუშვა ჰარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმართავს თავისი დის, არიანას პორტრეტს, რის შემდეგაც არიანას საიდუმლო გზით მასთან ნევილ ლონგბოტომი მოჰყავს. ნევილთან ერთად ბავშვები საიდუმლო გზით შედიან ჰოგვორტსში. ჰარი ესალმება ყველა მეგობარს და სთხოვს, დაეხმარონ ჰაფლპაფთან დაკავშირებული ნივთის პოვნაში. ლუნა ლავგუდი გამოხატავს აზრს, რომ ეს უნდა იყოს დიადემა, რომელიც მრავალი წელია, რაც დაკარგულია.
სევერუს სნეიპი, რომელიც ჰოგვორტსის დირექტორია, შეკრიბავს ყველა სტუდენტს სკოლის დიდ დარბაზში და აფრთხილებს, რომ დასჯის ნებისმიერს, ვინც დამალავს ჰარის ადგილსამყოფელს. ამ დროს გამოდის ჰარი, რომელიც უპირისპირდება მას, მაგრამ ჰარის იცავს პროფესორი მინერვა მაკ-გონაგელი. სნეიპი გარბის ჰოგვორტსიდან და მაკ-გონაგელის ბრძანებით იწყება ევაკუაცია და მომზადება ბრძოლისათვის. ლუნა ლავგუდი ამასობაში ჰარის უამბობს ჰელენა რეივენკლოუს, როვენას შვილის შესახებ. ჰელენასთან საუბრიდან ჰარი დაასკვნის, რომ დიადემა უნდა ინახებოდეს მიშველე ოთახში. რონი და ჰერმიონი ამასობაში შედიან საიდუმლო ოთახში, სადაც პოულობენ ბასილისკოს ხერხემალს და მისი ეშვით ანადგურებენ სასმისს.
მიშველე ოთახში დიადემის ძიებისას ჰარი აღმოაჩენს დრაკო მალფოისა და მის მეგობრებს. გოილი შეცდომით უშვებს ჯოჯოხეთის ცეცხლის შელოცვას და იგი მოიცავს მთელ მიშველე ოთახს. გოილი ცეცხლში იღუპება, ხოლო ჰარი და რონი გადაარჩენენ დრაკოსა და მის სხვა მეგობარს. ოთახიდან გამოტანილ დიადემას კვლავ ბასილისკოს ეშვით ანადგურებენ. სამეული ამ მომენტიდან ეძებს ვოლდემორს. ჰარი ხედავს ხილვებში, რომ იგი ჰოგვორტსის ნავსადგურშია და უბრძანებს ლუციუს მალფოის, მასთან სევერუს სნეიპი მიიყვანოს. დიდგულას ჯოხი დამბლდორის სიკვდილის შემთხვევაში უნდა გადასულიყო სნეიპის ხელში და მისი ნამდვილი პატრონი სნეიპი იქნებოდა, ხოლო ვოლდემორს მისთვის ჯოხი ბრძოლაში არ წაურთმევია. ამიტომ ვოლდემორი კლავს სნეიპს და თვლის, რომ ჯოხის სრულუფლებიანი პატრონი ხდება. იგი ტოვებს ნავსადგურს გველი ნაგინის თანხლებით, მაგრამ სიკვდილამდე სნეიპი ჰარის გადასცემს მოგონებებს და სთხოვს, ჩაიხედოს მათში.
ბრძოლაში დაღუპულია მასში მონაწილე რამდენიმე პიროვნება, რომელთა შორის არიან ფრედ უისლი, ნიმფადორა ტონკსი და რიმუს ლუპინი. ვოლდემორის ბრძანებით, ბრძოლა წყდება - იგი მხოლოდ ჰარის იხმობს. ჰარი ამასობაში იხედება სნეიპის მოგონებებში და აღმოაჩენს, რომ სევერუსი და მისი დედა, ლილი პოტერი, მეგობრები იყვნენ და სნეიპი განერიდა ვოლდემორს ლილის დაღუპვის შემდეგ. ჰარი აღმოაჩენს, რომ მეშვიდე ჰორკრუქსი თავად არის, ვინაიდან ლილი და ჯეიმზ პოტერების მკვლელობის შემდეგ ვოლდემორის სული მეტად მყიფე იყო და მისი მცირე ნაწილი შემთხვევით ჰარიში მოთავსდა. ჰარი მიხვდება, რომ მისთვის უკანასკნელი ჰორკრუქსის განადგურების ერთადერთი გზა სიკვდილია და ამიტომ ჰარისა და ჰერმიონს სთხოვს, ნაგინი მოკლან (რომელიც ასევე არის ჰორკრუქსი). სნიჩიდან, რომელიც მას ალბუს დამბლდორმა უანდერძა, იგი იღებს მაცოცხლებელ ქვას და ხედავს თავის მშობლებს, სირიუს ბლექსა და რიმუს ლუპინს, სულების სახით. ისინი ცდილობენ, მოამზადონ ჰარი სიკვდილისათვის და ჰპირდებიან, რომ ბოლომდე გაჰყვებიან მას. აკრძალულ ტყეში ჰარი უახლოვდება ვოლდემორს. მომაკვდინებელი შელოცვით ბნელი მბრძანებელი მას კლავს. ერთგვარ კომაში მყოფი პოტერი მოხვდება ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს კროსის რკინიგზის სადგურს. იქ მას თავად ალბუსი ესაუბრება. ჰარი ბრუნდება რეალურ სამყაროში და ყველა დარწმუნებულია, რომ იგი მოკვდა. სიკვდილის მხვრელების მიერ დატყვევებულ ჰაგრიდს თან მიჰყავს ჰარი ჰოგვორტსთან. პოტერი მისი ხელებიდან ხტება და ბრძოლა განახლდება. ჰარი და ვოლდემორი ერთმანეთს ჰოგვორტსის ტერიტორიაზე დასდევენ, რონი და ჰერმიონი ცდილობენ ნაგინის ბასილისკოს ეშვით მოკვლას, მაგრამ ყველა ეშვს კარგავენ. გველს გოდრიკ გრიფინდორის ხმლით (რომელიც გაჩნდა გამანაწილებელ ქუდში მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა ბანკში ყველა გაანადგურა, მათ შორის - გობლინი გრიპჰუკიც) კლავს ნევილ ლონგბოტომი. ვოლდემორისა და ჰარის დუელი სრულდება ჰოგვორტსის ცარიელ ეზოში. ბნელ მბრძანებელს კლავს მისივე საკუთარი, არეკლილი მომაკვდინებელი შელოცვა და დიდგულას ჯოხი ჰარის ხელში გადაფრინდება. ბრძოლა დასრულებულია. რონი სთავაზობს ჰარის ჯადოსნური ჯოხის შენახვას, ვინაიდან ეს მათ დიდი ძალით უზრუნველყოფდა, მაგრამ ჰარი ტეხავს ჯოხს შუაზე და აგდებს მას ჰოგვორტსის ხიდიდან, ვინაიდან მისი აზრით, იგი ზედმეტად დიდი ძალაუფლების საშუალებას იძლევა.
19 წლის შემდეგ, უკვე მეუღლეები, ჰარი და ჯინი პოტერები, რონ და ჰერმიონ უისლებთან ერთად, აცილებენ შვილებს სკოლაში ჰოგვორტს ექსპრესის ბაქანიდან. ჰარის შუათანა შვილი, ალბუს სევერუსი ღელავს იმის შესახებ, რომ მას გამანაწილებელი ქუდი სლიზერინის ფაკულტეტზე მოახვედრებს. მაგრამ ჰარი არწმუნებს მას, რომ თუ სთხოვს ქუდს, იგი ფაკულტეტის არჩევის საშუალებასაც მისცემს. ბავშვები მიემგზავრებიან მატარებლით და წყვილები ემშვიდობებიან მათ.






თრეილერები იმედია მოგეწონებათ
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1528 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-06-24 7:27 AM) [Entry]
Magaria Warmatebebi ))