My Zodiac - 5 ნოემბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 5 » My Zodiac
5:17 PM
My Zodiac
გამარჯობათ!!!
ამ საიტზე ბევრი არ მიცნობს და ამიტომ კიდევ ერთხელ გაგეცნობით))
მე ვარ მარი!!!


✗ დავიბადე 06.01.2001 წელს და ვარ თხის რქა))

image

✗ მე ძალიან მომწონს ჩემი ზოადიაქო და სხვადასხვა ტესტებშიც,
ჩემი ზოდიაქოს წყალობით კარგ დახასიათებასაც ვიღებ))


✗ ჩემი თავის შესახებ ძაიან ბევრი რამ ვიცი მაგალითად ვარ :
მეგობრული,შრომისმოყვარე,კეთილი და ა.შ

image

✗ სიმართლე გითხრათ ჩემი ზოდიაქოს ისტორიით არასდროს დავინტერესებულვარ,
და რაც ვნახე ჩემი ზოდიაქოს შესახებ დიდა არ მომეწონა((

image

ნახეთ ინორმაცია
თხის  რქა:

თხის რქა () — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეათე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 დეკემბრიდან 19 იანვრამდე.
  თხის რქის მმართველმა პლანეტამ - სატურნმა ინგლისურ ენას შემატა ახალი სიტყვა - სატურნელი, რაც ნიშნავს მოქუფრულს, ტყვიისფერს. მისი მნიშვნელობაა: დუნე, ინერტული, მოღუშული. ყველა ასტროლოგს  მიაჩნია, რომ თხის რქის ნიშანი მამაკაცის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. იგი მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სხვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ  ცალკე თამაშობს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიჭაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა - აბსოლუტური რეალისტია. თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს - ვაცის - მსგავსად, დარწმუნენბული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა. ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია". თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს.მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს. თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს.თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენც კი.  ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვარულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს.   
დევიზი: „მე ვიყენებ!"
სიტყვა: პატივმოყვარეობა
სიმბოლო: თხა, კიბე, კოშკის საათი
თილისმა: შავი კატა
ქვები: ამეთვისტო, იაშმა, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურიტი, აქატი, ალქსანდრიტი
ლითონი: ტყვია
ბედნიერი კვირის დღე: სამშაბათი, შაბათი
უიღბლო დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი
ბედნიერი რიცხვი: 3, 5, 7, 8
ბედნიერი ფერები: ყველა მუქი ფერი.
პროფესიები: პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელი, მშენებელი, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, არქიტექტორი, ბიზნესისა და ვაჭრობის სფერო.
თხის რქები ერთი შეხედვით რბილი ხასიათისა ჩანან, თუმცა
მათმა მომხიბლავმა გარეგნობამ არ უნდა მოგატყუოთ... ისინი
ზოდიაქოს მე-10 ნიშანნი არიან, 10 კი ასტროლოგიაში იღბალის
ამსახველი რიცხვია. აქედან გამომდინარე თხის რქებს ხშირ 
შემთხვევაში იღბალი სწყალობთ... მათ ახასაიათებთ დაუოკებელი
შრომა წარმატების მისაღწევად. თუ მათთვის რომელიმე დღე 
წარუმატებელი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში თხის რქებს საშინლად
უფუჭდებათ განწყობა და საკუთარ თავში იკეტებიან... თხის რქებს
არ უყვართ ცანცარა და ქარაფშუტა ადამიანები. მათთვის არაა მთავარი
შეამჩნევს თუ არა სხვა მის შრომას. მთავარია თავად იყოს დარწმუნებული,
რომ საქმეს გულმოდგინედ და ხარისხიანად აკეთებს. თხის რქა ძლიერი
მეგობარია. ის მეგობრის დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა და სანაცვლოდ
არაფერს ითხოვს. თხის რქები არაჩვეულებრივი ორგანიზატორები არიან.
მათ დროის ფასი კარგად იციან. მათ უყვართ ლიდერობა და საქმის თავში
დგომა, რადგან მათთვის გუნდში პირველობა მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ზოგადად თხის რქები ამბიციურები არიან, თუმცა მათი ამბიცია უსაფუძვლო
არ არის - მიზნისთვის ისინი საკმაოდ ბევრს შრომობენ. თხის რქებს ერთი
ძალიან კარგი თვისება გააჩნიათ - ისინი მომთმენები არიან და შეუძლიათ
საკმაოდ დიდხანს იბრძოლონ დასახული მიზნის მისაღწევად.
მე-10 ზოდიაქოს ნიშანი, გამოხატული ძლიერი ჩლიქებით, შეუპოვრად მიიწევს წინ კლდის მაღალი ფერდობების დასაპყრობად. უძველესი დროიდან თხის რქის სიმბოლოს გამოსახავდა ნახევრად თხა, ნახევრად თევზი (თევზის კუდი). ზოგიერთ ასტროლოგიურ წყაროებში კი თხის რქა მოიხსენება, როგორც ზღვის (ოკეანის) თხა.
ბაბილონის ისტორიაში (მითოლოგიაში) ზღვის თხა ითვლებოდა ყველაზე დიად ღმერთად, ის ცნობილი იყო ეა-ს სახელით, რომელმაც მესოპოტამიის ხალხს მისცა განათლება და კულტურა.
აქვე მიწათმოქმედების კულტურა დაიწყო დიდი მოქცევის (ტიგროსი და ევფრატი) მდინარეების წყალდიდობის შემდეგ. ამის გამო ხალხს სჯეროდა, რომ აქ არსებობდა მიწისქვეშა ოკეანე, რომლის მბრძანებელიც იყო ღმერთი ეა.
ყოველ დღე ეა ამოდის დედამიწაზე , რადგან მოგვცეს განათლება,ცოდნა... ღამე კი ის შინ (მიწის ქვეშ) ბრუნდება-ესე ამბობდნენ მესოპოტამიელები.
ძველ საბერძნეთსა და რომში კი თხის რქა ასოცირდებოდა პან-ის ღვთაებასთან, ის იყო მხიარული უყვარდა ბუნებაში ყოფნა, მფარველობდა ტყეებს, ველებს, მწყემსებს. პანი წელსზევით იყო ადამიანი ქონდა თხის ყურები და რქები, წელსქვევით კი თხა ( ძველბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში თხის რქის და მშვილდოსნის პერსონაჟები არის ერთმანეთში გარდამავალი, მათში ბევრი მსგავსებაა ).
პანს საოცრად უყვარდა მუსიკა, მან სახელი გაითქვა ფლეიტაზე დაკვრით,
მისი ფლეიტა სინამდვილეში იყო ნიმფა, რომელმაც პანის სექსუალურ ძალადობას წინააღმდეგობა გაუწია, პანმა ვერ აიტანა უარყოფა და ნიმფა მუსიკალურ საკრავად გადააქცია .
არა აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა იქნები, შენ ნებისმიერი სახით მაინც მე უნდა მეკუთვნოდე! - ბრძანა მან.
პანი ცნობილი გახდა როგორც ბუნების მფარველი ღვთაება. ზოგიერთი პანის სახასიათო შტრიხი მაგ. სექსუალურობა, ურცხვობა, სიჯიუტე და ბუნების სიყვარული კარგად შემოინახა თხის რქის ფსიქოტიპმა.


ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილზე სტარებზე გადავიდეთ)))
მე მყავს ორი უსაყვარლესი სტარი

 Ian somerhalder & Nina Dobrev

ორივე ძალიან მიყვარს და საიმოვნებით შემოგთავაზებთ,
 მათი ძოდიაქოს ნიშნებს ))

image

 Ian somerhalder
იან ჯოსეფ სომერჰალდერი (8 დეკემბერი,1978კოვინგტონილუიზიანააშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმონ სალვატორეს CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები.

იანი 
მშვილდოსანია:

მშვილდოსანი () — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეცხრე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე

22 ნოემბერი - 21 დეკემბერი

ზოდიაქოს 9 ნიშანი.

  ცეცხლის 3 ნიშანი. 

3 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა - იუპიტერი.

  ბედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა. 

ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი - მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი - ცხენისა.

ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.

ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.

მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.

   იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი, დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ  მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყოველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული.  მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ" თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ვარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ. იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც, ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად  და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს  და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება. მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო - მოისარი კენტავრი. მშვილდოსნები პირდაპირნი არიან მანერებითა და ლაპარაკით. მათი ნათქვამი ნატყორცნი ისარივით ხვდება მიზანს. თავიანთ აზრს ისე ამბობენ, სხვისას არად აგდებენ. ისინი გამჭრიახი დამკვირვებლები არიან და თავს ვერასდროს იკავებენ, რომ თავიანთ საყვარლებს შენიშვნა არ მისცენ. ეს შენიშვნები ხშირად სასარგებლოა და არა მარტო კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსანმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მასავით ობიექტური არ არის, რომ მისი  კეთილი განზრახვა ხშირად არასწორად გაიგება.მშვილდოსანი თავისი გრძნობებითა და განზრახვით ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, სინდისიერი და პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზედაპირულად, ზოგჯერ კი პირმოთნეობად უთვლიან. მშვილდოსანს არ უნდა ეწყინოს, თუ მის მიმართ უყურადღებობას ან აგდებულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ. გულში წყენა არ უნდა ჩაიყოლოს ხალხის წინააღმდეგ - ხალხი ხომ მისი სიხარულის ერთადერთი წყაროა. ხვალინდელი დღის რწმენა უნდა ისწავლოს.  რატომაც არა! იუპიტერი ხომ მათი მძლავრი მეურვეა. გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია. მას სიყვარული და მეგობრობა მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს.  კვლავ და კვლავ ენდობა ხალხს და ეს არის მისი წარმატების  დიადი საიდუმლოება - მათი შეურყეველი რწმენა, რომელიც ჩვეულებრივ უხვი ჯილდოთი ანაზღაურდება.  მშვილდოსანი - ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც უდიდეს მეოცნებეებს წარმოშობს, თანამედროვე გულცივ სინამდვილეს რომ ვერ უწყობენ ფეხს.  

შემოქმედება და კარიერა

   მშვილდოსნის შვილები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით. აქვთ მიდრეკილება მიეცნენ ოცნებებსა და ზმანებებს. სინამდვილისგან მოწყვეტილი და სამყაროს აბსტრაქტული იდეებით შეპყრობილი მშვილდოსნები კარგავენ მათთვის ბუნებით ბოძებულ ტემპერამენტს, ვარდებიან აპათიაში და უნელდებათ პრაქტიკული შემოქმედებითი შრომის უნარი. მშვილდოსნებისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი როდია ისწავლონ საკუთარი ინერტულობის დაძლევა: ამ წინააღმდეგობის გადალახვით ისინი აღწევენ მწვერვალს -ფილოსოფიურ აზროვნებაში, მუსიკაში, პოეზიასა და საბალეტო ხელოვნებაში. შემოქმედებით საქმიანობაში მშვილდოსნები ხშირად ვერ ახერხებენ გაექცნენ გარკვეულ მიმბაძველობას. ისინი ადვილად ხვდებიან ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ და ამის გამო მათ ნამოღვაწარში აშკარად შეინიშნება ორიგინალობისა და დამოუკიდებლობის უქონლობა. შემოქმდებითი მუშაობის დროს მშვილდოსნებმა არ უნდა დაკარგონ რეალურობის შეგრძნება. შეგნება იმისა, როომ მათ შემოქმედებას კონკრეტული მიმართულება და მიზანი გააჩნია და რომ შრომა უნდა დასრულდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადაში.   

ფსიქოსექსუალური დახასიათება

 რახან მშვილდოსანი ორმაგი  ნიშანია, ამ ნიშნის ხალხი ორი ტიპისა არსებობს: ერთგული, იდეალისტური, რომანტიკული ტიპი, რომელიც ძნელად უხვევს სათნოების პირდაპირი და ვიწრო ბილიკიდან და სრულებით საპირისპირო ტიპი, რომელიც სრულყოფილების ძებნაში ერთი საყვარლიდან მეორეს აწყდება და გზაში ავიწყდება კიდეც, რის საძებრად გამოვიდა და ბოლოს რა უნდა იპოვოს. 

უარყოფითი თვისებები

 მშვილდოსნები დიდხანს ცაში ფრენას არიან მიჩვეულნი. ურჩევნიათ, უფრო პრაქტიკულნი გახდნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ.  გულწრფელობისა და უხეშობის ერთმანეთისაგან გარჩევაც უნდა ისწავლონ. ზედმეტად ოპტიმისტებიც არიან, ყველაფერს თვითდინებაზე უშვებენ, სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებენ და იმედი აქვთ, ყველაფერი თავისით გაკეთდება.  შინაგანად სტაბილურნი არიან, მაგრამ უნდა შეიგნონ, რომ ყველა როდი იწონებს მათ სურვილს - მუდმივად იხეტიალონ. 

დადებითი თვისებები

   ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან, ერთგული, სანდო. მშვილდოსანი ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე. მშვილდოსანს პროფესიების ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ურჩევნია ისეთი პროფესია არიჩიოს, რომელიც მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს მას - აქ შეიძლება რაიმეს მოაღწიოს. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილშობილია ( როცა მისი მოქმედება დადებითად არის მოტივირებული). იგი, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად). 


Nina dobrev

ნინა დობრევი (დ. 9 იანვარი1989) — ბულგარელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალში Degrassi: The Next Generation 6-9 სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს ელენა გილბერტს და კატერინს პირსს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები.

 შემოქმედება და კარიერა

 შემოქმედებასა და მუშაობაში თხის რქები პასუხისმგებლობასა და მაღალ დისციპლინას ავლენენ. ისინი შესანიშნავად შრომობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცნობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელობას. თხის რქები ჩინებული ადმინისტრატორები და სოციალური სფეროს მუშაკები არიან. პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი, არქეოლოგია, დაგეგმარება, ეკონომიკა ყველაზე შესაფერი სახეობებია მათი მონაცემების გამოსაყენებლად. შემოქმედებითი მოღვაწეობისას თხის რქები განიცდიან წარმოუდგენელ ეჭვსა და სულიერ ტანჯვას იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში თავიანთი შრომის კონკრეტულ რეალიზებას და საკმარის მატერიალურ სტიმულირებას. მათ უფრო მეტად აწყობთ მცირე, მაგრამ მუდმივი ხელფასი, ვიდრე მიმზიდველი პროექტი , რომელიც წარმატებას პირდება და მყარი შემოსავლის არავითარ გარანტიას არ აძლევს. დაკვირვებულობა და სერიოზულობა თხის რქებს უბიძგებს ოკულტური მეცნიერებით, ასტროლოგიით და მისტიციზმით გატაცებისაკენ.

ფსიქოსექსუალური დახასიათება

   სატურნის გავლენით თხის რქა სექსუალურად მორცხვია და თავდაჭერილი. სატურნი ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს პირველ ციკლს 29,5 წელს ასრულებს, თხის რქაც მას გავს.თხის რქის სექსუალური ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდია სიჭაბუკის წლები. ამ დროს თხის რქა ძალიან თავდაჭერილია სექსში და სწავლაზე და პროფესიაზე ზრუნვას არჩევს. კირჩხიბის მსგავსად, თხის რქაც ძალიან მორცხვია, მაგრამ მათი მშვიდი გარეგნობა ძლიერ განცდებს მალავს. მათი განცდები ისე აშკარა და თავისუფალი არ არის, როგორც  მორიელის. იგი ფარული და შენიღბულია. თხის რქის მისწრაფებებს მისი სიყვარულის საგანი არ არეგულირებს. თხის რქა მიწის ნიშანია , მისი სურვილები რეალური და პრაქტიკულია. ბავშვობაში თხის რქა ხშირად ღრმა დეპრესიას განიცდის, მას ეჩვენება, რომ არასრულფასოვანია, სხვებისგან გარიყული, რომ არავის სჭირდება.თხის რქის "მე" დიდი ენერგიის პატრონია - იგი ხომ წარმატების სახლს განაგებს. ხშირად თრგუნავს სექსუალურ სურვილებს, სანამ სწავლას არ დაამთავრებს და ფეხზე არ დადგება. ადრეულ პერიოდში ჭაბუკი თხის რქა მთელ თავის რომანტიკულ ინტერესებს იმით იკმაყოფილებს, რომ კვირაში ერთხელ მიდის კინოში, სადაც შეყვარებულის ხელის ხელში აღებასაც ვერ ბედავს. ქალიშვილი თხის რქა ამ პერიოდში, ჩვეულებრივ,  თავს ნებას აძლევს იყოლიოს ერთი-ორი წესიერი თაყვანისმცემელი, რომლებიც ამავე დროს, მშობლების მიერ არიან მოწონებული. ჩვეულებრივ, თხის რქის ცხოვრების ეს პერიოდი იმით მთავრდება, რომ ანგარიშით ქორწინდება, რაც საქმიანი მიზნების მიღწევას ემსახურება.მეორე პერიოდში, დაახლოებით 30 წლიდან იგი რაღაც წარმატებას აღწევს და მაშინ უკვე თავის თავში მეტად დარწმუნებული, სექსის სფეროში ექსპერიმენტებს იწყებს. იმის შიშით, რომ ისედაც ბევრი დრო დაკარგა, თხის რქა ცდილობს დაეწიოს თავის ასტროლოგიურ დებს და ძმებს და მართლაც რომ ხელიდან მიდის. მამაკაცი თხის რქა დაჯილდოებულია ვერძის დახვეწილი მანერებით და ტყუპების სექსუალური დინამიზმით. იგი ფინანსურ სამყაროში თავს მშვიდად გრძნობს. ყველაფრის ფასი იცის. სასიყვარულო კავშირსაც ფულისა და გავლენიანობის პოზიციიდან უდგება. თხის რქას არ ეხერხება ლამაზი სიყვარულის გათამაშება, არც პირფერობა, თუმც საიმისო ჭკუა კი აქვს, რომ როგორღაც გააფორმოს თავისი ინტერესი, მაგალითად, სატრფოს გაუგზავნოს ყვავილები, თეატრის ბილეთები. საყვარელ ქალთან ურთიერთობაში უფრო თავის მდგომარეობისა დაღირსების იმედად არის. მიაჩნია, რომ ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ისევე ცდილობს ქალის დაპყრობას, როგორც სამსახურში დაწინაურებას. თხის რქა მამაკაცი, თუ ლამაზი გარეგნობისაცაა, ქალს მოეჩვენება, რომ მამაკაცის იდეალი იპოვა. თუმცა არც ასეა საქმე; თხის რქა ყველაზე ვნებიანი საყვარელი როდია. შეგრძნებებით სიამოვნებას ეტანება, მაგრამ ცივია, თავდაჭერილი და საყვარელის რომანტიკული გარემოს შექმნა არ შეუძლია. ქალი თხის რქა მეორე პერიოდში მტელ ტავის მომხიბვლელობას მიზნების მიღწევისთის იყენებს. თუმცა თხის რქის ნიშნიანი მამაკაცივით უწესო არ არის, მაგრამ უკან არ დაიხევს, გაეყაროს ქმარს, რომელიც არც წინსვლაზე ფიქრობს და არც კარიერის პერსპექტივა აქვს. იგი საყვარელსაც გაიჩენს, თუ მას როგორც დედოფალს, ისე მოექცევიან და ახალ ქმარსაც დაუწყებს ძებნას, თუ უფრო ფულიანსა და შეძლებულს იპოვის. იგი ძალიან მომხიბლავი შეიძლება იყოს, მას ძალიან უხდება ტრადიციული ქალური პასიურობა. შეუძლია საყვარელს "საბედისწერო ქალად" მოაჩვენოს თავი, თუმცა სინამდვილეში მისი პასიურობა სხვა არაფერია თუ არა ნაზი, მგზნებარე სიყვარულის მიმართ გულგრილობა. მესამე პერიოდში თხის რქა თავის ნამდვილ სახეს ავლენს.. 40 წლის შემდეგ იგი, ჩვეულებრივ, აღწევს ნანატრ კეთილდღეობას და ანგრევს სექსუალურ ცხოვრებაში ზომიერებისა და თავდაჭერილობის ფასადს.  

უარყოფითი თვისებები

 თხის რქის ყველაზე სერიოზული ნაკლია უიმედობისა და მელანქოლიისაკენ მიდრეკილება. იგი შიშით შეჰყურებს მომავალს. მან უნდა გამოიმუშაოს იუპიტერული-ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე და რწმენაზე, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. არც თხის რქის ეგოიზმი უნდა დავივიწყოთ. მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში განხეთქილებისა და დეპრესიის პერიოდებიც იქნება. თუ მას ეჩენება, რომ ყველაფერი ადგილზე დგას და არაფერი იძვრის, თავი უნდა გაიმხნეოს - სატურნი შეეწევა. მაგრამ ეს პლანეტა ისე ნელა მოძრაობს, რომ თხის რქა მის რითმს უნდა შეეჩვიოს. ისიც უნდა შეიგნოს,რომ ფული დასახარჯავად არის გამოგონილი და მომავლის წინაშე ყველაზე დიდი შიშიც კი გაუმართლებელია. ეჭვიანობაც უნდა მოიშალოს, თავისი ხასიათისა და განწყობის გამოხატვაც. 

დადებითი თვისებები

    თხის რქა - ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა" თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი - თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა-მაღლა მიმავალი ვაცი - თხირ რქის სიმბოლო - ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა - ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.   

სულ ეს იყო

 იმედი მაქვს მოგეწონათ :***

image  image
 
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1252 | დაამატა: MmAaRrIi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 71 2 »
Code
0  
1 CisiKoOo   (2012-11-05 6:21 PM) [Entry]
kii kargi iyoo dzalian momewonaa ubralod erti shenishvna maqvs ro jobda patara inpormacia dagewera magram nashromi chans !! amitom yochag !!!! lamazad gaqvs gapormebuli da rac unda getqva temashi yvelaperi tqvi :))