♡ My zodiaC ♡ - 5 ნოემბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 5 » ♡ My zodiaC ♡
11:37 PM
♡ My zodiaC ♡

My zodiaC



♔ ჩემი თემა ნუცას კონკურსისათვის ♔

♀ იმედია მოგეწონებათ ♀
♥ შემიფასეთ გთხოვთ ♥

✘ დავიბადე 03.10.2000 წ. {სასწორი}


✘ ჩემი თავის შესახებ ვიცი,რომ ვარ მგრძნობიარე,ერთგული,მეგობრული


✘ რავიცი ჩემს ზოდიაქოს შესახებ რაღაც ენციკლოპედიაში ვნახე ასტრონომიის თუ არ ვცდები,ჩემი სიმბოლოც ვნახე აი მოკლედ გადმოგცემთ:


სასწორი () — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეშვიდე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე.

აი ჩემი სიმბოლო:


Libra.svg



პერიოდი (ტროპიკული):   22 სექტემბერი — 23 ოქტომბერი
პერიოდი (ვარსკვლავური):  18 ოქტომბერი — 16 ნოემბერი
პერიოდი (მზის):  31 ოქტომბერი — 23 ნოემბერი
თანავარსკვლავედი:  სასწორი
სტიქია:  ჰაერი
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: ვენერა
განდევნილი: მარსი
ეგზალტაცია: სატურნი

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/46/Libra2.jpg/250px-Libra2.jpg


ყველა ადმიანი ეძებს ვენერას, სიყვარულის ქალღმერთს, სიყვარლის განმგებელ პლანეტას, მაგრამ სასწორის ნიშანი ხომ მისი მფლობელია, ასე არ არის? ვინ იტყვის? აკი სასწორს, მისი სიმბოლოსი არ იყოს, ბევრი რყევა აქვს „ზევით–ქვევით" პირად ცხოვრებაში. მათი პიროვნება ნათელია და ინტელექტუალური, იმიტომ რომ იგი ჰაერის ნიშანია. მათი მომხიბლაობა უსაზღვროა, მათი ღიმილი – მოუგერიებელი.
სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია.
ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.
ინტუიციური უნარი და სილამაზის ესთეტიკური შეგრძნება სასწორის ნიშნიანებში მრავალ გამოჩენილ მხატვარს, პოეტს, მწერალს, კომპოზიტორს, მომღერალს, მსახიობს წარმოშობს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძვირფასი თვისებები მას ყველაზე ბედნიერ ასტროლოგიურ ნიშნად აქცევს. მართლაც, სასწორის ნიშანზე დაბადებულნი ასე არიან, მაგრამ ეს იმაზეც არის დამოკიდებული, იპოვნიან თუ არა ისინი ცხოვრების ნამდვილ სულიერ მოკავშირეს. ეს მათი ვალია. სრულიად შეუძლებელია სასწორზე მხოლობით რიცხვში იფიქრო. მთელი მათი სამომავლო განზრახვებია ხვებისთვის სამსახურის გაწევა ცხოვრების ყველა სფეროში.
მაშ ასე, სასწორის ნიშნიანები სიყვარულის მაძიებელნი არიან, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მაგალითად მშვილდოსნის და ღრიანკალის ნიშნები.
სასწორი, კაცმა რომ თქვას მუდამ იმ საოცარი საღამოს იმედით არის, როცა იგი უცნობის სიცილს გაიგონებს, რომელიც შემდგომ მისი სულიერი მოკავშირე გახდება და მის ცხოვრებას შეავსებს.


მაგრამ ამ თვისებათა მიუხედავად, სასწორი სუსტ მოწინააღმდეგედ როდი ჩაითვლება. სასწორის დამოუკიდებლობა ურყევია, თუმც ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავს. სასწორი დიდად აფასებს ადმიანებს. მისი სურვილი სხვების გაბედნიერებისა, ისე შორს მიდს, რომ ხშირად სასწორი ხვას ასიამოვნებს თავისი უსიამოვნების ხარჯზე. თუმც იგი სუსტნებისყოფიანი როდია და, თუ დაინახა, რომ მისი თავაზიანი ბუენბა შელახულია აჯანყდება კიდეც.
სასწორი ხშირად განხეთქილებაშია გარემომცველ სინამდვილესა და რეალობასთან, რადგანაც საკუთარ თავს სავსებით აიგივებს ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან. ყველაფერს იღონებს, ოღონდ ისეთ ხალხთან არ ჰქონდეს კონტაქტი, რომელიც ეთიკისა და კარგი ტონის კანონებს არღვევს.
თუმც სასწორი გონებრივად კარგად არის აღჭურვილი, არაპრაქტიკულობის იერი მაინც დაჰკრავს. სასწორს ხშირად უდგება ფუქსავატობის პერიოდი, როცა ცხოვრების ჭორებს მიჰყვება და არაფერზე არ ზრუნავს, შემდეგ კი ეს სანანებლად უხდება; რადგანაც მიწიერ სამუშაოებს გაურბის, სასწორი ხშირად უმუშევართა შორის აღმოჩნდება ხოლმე. უფრო ბრძნულად უნდა მოიქცეს და სპეციალურ ოსტატობას მისდიოს, უმჯობესია ხელოვნების სფეროში, რათა მუდამ ჰქონდეს სამუშაო. ეს არის ერთადერთი გზა მათი ფინანსური და ესთეტიკური მოთხოვნების წონასწორობის მიღწევისათვის.
პლაეტა ვენერას ასტროლოგები „ნაკლებ იღბლიანად" თვლიან, „უფრო იღბლიან" იუპიტერთან შედარებით. სასწორმა პრაქტიკულობა უნდა გამოიმუშაოს, რათა მითი ზეციური მეურვის ნაწყალობევი ნაყოფი მოიმკას. დღევანდელ მკაცრ, კომერციულ სამყაროში სასწორს თავისი უპირატესობა აქვს. მისი ნიშანი განაგებს სფეროს სიყვარულისას, სილამაზისას და იდეალიზმისას.


შემოქმედება და კარიერა
სასწორის შვილები შემოქმედებითი ნატურები არიან. მათ ყველა პროფესიულ თუ არაპროფესიულ საქმიანობაში იგრძნობა სილამაზისაკენ სწრაფვა, დახვეწილი გემოვნება, პროპორციისა და ფერთა ჰარმონიის გრძნობა სხვა ნიშნით დაბადებულებთან შედარებით, ამ ადამიანებს უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული. ფერწერა, სკულპტურა, დიზაინი, ტანსაცმლის მოდელირება, კოსმეტიკა და საპარიკმახერო საქმე_ ეს არის ის სფერო რომელშიც თავს იჩენს მათი ნიჭი. მათ ახასიათებთ ისეთი პროფესიის არჩევა, რომელშიც მათ შეუძლიათ გამოიჩინონ პროპორციის შეუცდომელი შეგრძნება და ამ ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელი შინაგანი სწრაფვა ჰარმონიისაკენ.
სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან მომხიბლავები, ენამახვილები, ამიტომ ისინი საზოგადოებაში ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში.მაგრამ მათმა ენამახვილობამ სერიოზულ საქმეში შეიძლება დიდი დაბრკოლებები გამოიწვიოს. მათთვის მეტად ძნელია საზოგადოების მაღალ წრესთან ურთიერთობის სიამოვნებაზე უარის თქმა იმიტომ , რომ ამით ამდიდრებენ შემოქმედებით შთაგონებას. ისინი დიდ წარმატებას აღწევენ მაშინ, როდესაც მათ ზურგს უკან დგას ადამიანი, რომელიც მათ მაგივრად იღებს ყველა კარდინალურ გადაწყვეტილებას. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ თუ უნდათ მიაღწიონ წარმატებებს, უწინარეს ყოვლისა თავი დაანებონ სხვისი საქმეების კეთებას, თუნდაც ისინი ამაში თავიანთ ალტრუიზმს ავლენდნენ და მთელი თავისი ძალები მოახმარონ თავიანთი პროექტების განხორციელებას.

ფსიქოსექსუალური დახასიათება
სასწორის ნიშნიანები თავიანთ რჩეეულებს ექცევიან არა როგორც ადამიანებს, არამედ, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. მოფერება და ფიზიკური სიახლოვე თანდათანობით ნერვებს უშლის სასწორს. ეს სიყვარულის ღმერთები და ქალღმერთები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ლამაზნი, მომხიბლავნი და მომაჯადოებელინი იყვნენ, ხოლო როცა ბოლოს და ბოლოს პოულობენ, ვისაც ეძებდნენ, მათ აღტაცებული ვარდისფერი პერიოდი უდგებათ და მაშინ მართლაც შეიძლება ირწმუნო, რომ სასწორის ნიშნის ხალხი სიყვარულის პლანეტის  -ვენერას მრევლია. მაგრამ ოცნება სხვაა, რეალობა-სხვა. სასწორი მალე იღლება სატრფოსთან ურთიერთობის ფიზიკური ასპექტით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სექსი არ აინტერესებთ. უბრალოდ, ისინი მეტისმეტად არიან გატაცებულნი სიყვარულის სულიერი მხარით და სიყვარულის ფიზიკური მხარე გულის სიღრმეში უხეშად და არაესთეტიურად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა ისინიც ადამიანები არიან და როცა ციდან დაეშვებიან, მათაც სჭირდებათ სექსი, მაგრამ მათმა პარტნიორებმა უნდა მოიცადონ, სანამ მათგან ნიშანს მიიღებენ
ამ ნიშნის ქალებს საძრახისად არ მიაჩნიათ მეძავის როლი, თუ მათ ბლომად ფულს სთავაზობენ და უქმნიან ჰარმონიულ გარემოს, რაც დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ეხმარებათ .ასეთი თავისუფლების მოყვარული ქალები სულიერად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით კმაყოფილდებიან. ისინი შიშით ელოდებიან იმ მომენტს, როცა მათ შემნახველს სამაგიერო სამსახური უნდა გაუწიონ. რაც შეეხება სასწორის ნიშნის მამაკაცებს- მათი მამაკაცური გარეგნობა ჰომოსექსუალურ სურვილებს ნიღბავს. ეს ნიშანი ჰომოსექსუალისტების დიდ პროცენტს იძლევა.

უარყოფითი თვისებები

http://www.reactiongifs.com/wp-content/uploads/2012/06/tumblr_m1vpi30gkd1r5jlcpo1_500.gif
სასწორი ისე მონდომებულია სხვას აამოს, თანხმობის ატმოსფერო შექმნას, ისე შორს შეტოპავს ხოლმე ამ მიმართულებით, რომ ხშირად თავის ინდივიდუალობას ჰკარგავს. ამავე დროს, უნდა ეცადოს უფრო პრაქტიკული გახდეს, შემოქმედებითი იდეები განახორციელოს და მხოლოდ ოცნებებს არ დასჯერდეს. ცოლქმრობაში სექსუალური მხარის სიხარულით მიღებაც უნდა ისწავლოს.
არ გამოადგებათ უპასუხონ იმ ხალხის სიყვარულსა და მოთხოვნებს, რომლებიც მათი ღირსნი არ არიან, თუნდაც ჰარმონიულ პიროვნებებად მოეჩვენოთ ისინი, უნდა ერიდონ თავიანთი იდეალიზმის დანერგვას და თვიანთი იდეალიზმის შარიანობად გადაქცევას.

დადებითი თვისებები

http://d2tq98mqfjyz2l.cloudfront.net/image_cache/1348744529458486_animate.gif

სასწორი ძალიან სინდისიერი, გულწრფელი და ყურადღებიანი ნიშნია. მას ესთეტიკური ფასეულობის შეცნობის დიდი გრძნობა გააჩნია. ასევე, სასწორი მოქცევაში ძალიან გონიერია. სასწორის ნიშნიანებმა ერთგული, ხანგრძივი მეგობრობა იციან; მათგან გამოდიან შესანიშნავი პრფესიული მმართველები. სასწორის მეგობრობა გულიდან მოდის და არა ფიზიკური მოთხოვნილებებიდან. ამ ნიშნის ქალები კარგად ეწყობინა ქმრების მოთხოვნებს. ამ უნარის წყალობით, მართალია, დიდ გავლენას ვერ ახდენენ მამაკაცებზე, მაგრამ მათი გავლენა სასიამოვნოა და მიმზიდველი. ამ ნიშნის მამაკაცები, თუმც ოჯახში დოვლათის შემოტანით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰარმონიისა და თანხმობის ატმოსფეროს კი ქმნიან და კარგი მამები არიან. სასწორი ნამდვილი რომანტიკოსია! სასწორი ნამდვილი პოეტია! უმთავრესი სიტყვა სასწორისთვის არის ჰარმონია !

სასწორო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით

რატომ არ შგიძლიათ ერთ ხანს მაინც იცხოვრო მხოლოდ შენი თავისთვის, რომ ასე ძლიერად არ იზრუნო მეგობრებზე და საყვარლებზე?
რატომაა, რომ, სანამ ვინმეს მიენდობოდე, სერიოზულ გამოცდებს აწყობ?
რატომ ყურს არ მიუგდებ ვნებას?
დაბოლოს, რატომ შეგქმნეს ვარსკვლავებმა ასე მომხიბლავი და თვალწარმტაცი?

ახლა კი გადავიდეთ საინტერესო რამეზე,სტარებზე ))

Emma Watson ♥


დაბადების თარიღი: 1990 წლის 15 აპრილი.
ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი.
წლიური შემოსავალი: 4 მილიონი დოლარი.
ემა შარლოტა დიურე უოტსონი პარიზში დაიბადა. 5 წლის იყო, როდესაც მისმა ადვოკატმა მშობლებმა საცხოვრებლად ინგლისში გადაიყვანეს. მალე მშობლები გაშორდნენ და ემა დედასთან დარჩა. როდესაც ის ჰარი პოტერის მეგობრის როლზე დაამტკიცეს, ოჯახს არ უნდოდა, მაგრამ ემას საყვარელ ზღაპარში თამაში ძალიან სურდა და თავისი გაიტანა კიდეც.

http://25.media.tumblr.com/tumblr_m3s83dsp8T1qhps7bo1_500.png
ემა ახლაც არ არის დარწმუნებული, გააგრძელებს თუ არა მსახიობობას მომავალში. ის ბრაუნის უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობს. როგორც თავად ემა ამბობს, კინოში უკვე იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ შეუძლია, კარგა ხანი მუშაობაზე არც კი იფიქროს, მაგრამ ბრიტანეთში ასე მიღებული არ არის.


http://25.media.tumblr.com/tumblr_m2hbftqHVk1rtb9sqo1_500.jpg

მინდოდა ანა მალვოი ტენი ან ება ზინგმარკი ამერჩია,მაგრამ ვერსაც ვიპოვე თუ რა ზოდიაქოს ნიშნები არიან და კიდევ ემაც,რომ ჩემი საყვარელი სტარია ისიც ავღნიშნე და ამიტომ გადავწყვიტე ემა ამერჩია ))





Aries.svg


ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ნამდვილად ბედნიერნი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთ საქმეს პოულობენ, რომელსაც გულს უდებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მაღალი წრის მძაფრი გასართობები ან სპორტი. პლანეტა მარსის დამანგრეველი ძალა, რომელსაც წარმართავს ეს ნიშანი, წინ ეღობება ადამიანში მქონე შესაძლებლობების შესრულებას. ის მუდამ ეძებს ახალ საქმიანობას, დიდი ხნის დავიწყებული და თითქმის უკვე ბოლომდე მიყვანილი ძველის ნაცვლად. შემოქმედებითი აღმაფრენა დროგამოშვებით ეუფლება, არცთუ იშვიათი დეპრესიისა და უსაქმურობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ოთახში მუდამ უწესრიგოდ ყრია დაუმთავრებელი სურათების ესკიზები, დაწყებული ნახატები, ქანდაკებათა ჩონჩხები, ხელნაწერების ნაფლეთები. მას არ შეუძლია აიძულოს თავი დაუბრუნდეს ძველს და დაამთავროს დაწყებული საქმე, რადგან მისთვის იგი უკვე წარსულის ნაწილია. სამუშაოს დამთავრებას ხელს უშლის მისი სიყვარული მაღალი წრის ცხოვრებისა და გართობისადმი. ტყუილად არ ურჩევენ ასტროლოგები ვერძის შვილებს, იმუშაონ ჯგუფში, კოლექტივში და წინასწარ ზუსტად განსაზღვრავენ, თუ რომელ საქმიანობას უნდა მისცეს უპირატესობა მოცემულ მომენტში.
ამ ადამიანის საქმიანობის დიაპაზონი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია. მათ შორის წარმატებულია კოსმეტიკის სპეციალისტი და ქირურგი-კარდეოლოგი. ვერძის შვილებს შეუძლიათ ერთნაირად იოლად აითვისონ კბილის ექიმისა და კინოპროდიუსერის პროფესია, მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ, მათთვის ყველაზე მთავარია – მოწოდება, ოფიციალური წარმატება, პოპულარობა და ნებისმიერი პროფესიის ათვისების შემდეგ ისინი ისწრაფვიან, ბოლოს და ბოლოს გახდნენ სახელგანთქმულები.


უარყოფილითი თვისებები:

მმართველი პლანეტის – მარსის –უშრეტი ენერგია უარყოფითადაც მოქმედებს ვერძზე. იგი ხშირად ფლანგავს თავის ძლაებს და ფუჭად ხარჯავს ენერგიას.
ვერძი ძალზე ფიცხია. მას მართებს ათამდე დაითვალოს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ თუ საჭიროა, ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
ვერძი იშვიათად იხედება თავის გულში, არ აწყენდა თავისი სულის სიღრმეები გამოეკვლია.
ვერძო, მოგმართავთ ასტროლოგები: უფრთხილდით თქვენს უმთავრეს ცოდვას – ეგოცენტრიზმს! ასევე უფრთხილდით ეგოიზმსაც! მოზომეთ უსაშველო სიამაყე! ისწავლეთ დაწყებლი საქმის დამთავრება! პირად ურთიერთობაში სიყვარულისა და ერთგულების სანაცვლოდ მხოლოდ მატერიალური საზღაური არ კმარა! ნება მიეცით თქვენს შეყვარებულებს თავიანთ მეობას არ უღალატონ, საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და ორიგინალობა შეინარჩუნონ.


დადებითი თვისებები
ეს მომხიბვლელი ნიშანია. ვერძი, ქალიც და კაციც, ნამდვილი მეგობარია და ყველაფერს ბოლომდე აკეთებს. თანამგრძნობიარეა, მზრუნველი. თავის ზრუნვას აშკარად გამოხატავს, არ ავიწყდება დაბადების დღეები და ყვავილების მირთმევა. გაჭირვებისა და უბედურების დროს მუდამ მხარში გიდგას. მას შეგიძლიათ მიენდოთ, ვერძი გმირული საქციელის მოქმედია. ცოლქმრობაში ვერძი ენერგიულია, უხვი. ვერძი იყო სერ გალაჰადი, გულწრფელი კაცი! მამაცი, კეთილშობილი ჟანა დარკი! მათ არ ძალუძთ მტერს დანებდნენ.





ძალიან სულელური თემა გამომივიდა,ვიციი ))

ძაან მომეწონა ეს კონკურსი და იმიტომ მივიღე მონაწილეობა აი ახლაც გამწარებული ვარ

ძლივს გამოვნახე დრო საიტისთვის )) აი ამ სკოლამ ხედავთ რა მიქნა?!

მოკლედ რავიცი აბა შეაფასეთ მაინც ,რა გამომივიდაა :)

კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1517 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 81 2 »
Code
0  
1 CisiKoOo   (2012-11-06 0:06 AM) [Entry]
modi daviwyot tavidn me ert ragacas vityvi shenishvnas chemi azrit upro meti ram rom dagewera shens shesaxeb ra mogwons shens tavshi ra ar mogwons es yvelaperi rom dagewera tema upro kargi qineboda ratqmuanda, magram amis miuxedavad shen yvelaperi tqvi am temit anu martlac rac sachiro iyo temistvis tqvi...lamazad gaqvs gapormebuli, kidev ra minda ici vtqva patara inpormacia rom dagewera da mnishvnelovani jobda exla amas rato veubnevi yvelas visac dzalian didi inpormacia aqvs imitom rom zogiert adamians ezareba amxela inpormaciis wakitxva da shroma rom dagipasdes jobia patara inpormacia dawero da mnishvnelovani am mcire inpormacias yvela waikitxva da dzalian kargad gagicnoben...sxva sawinaagmdego saertod araperi maqvs...momewona rom inpormaciashi amomwuravad gewera yvelaperi...yochag !! kargia !!