ნანუკა ჟორჟოლიანის ექსკლუზიური გარდასახვა (ფოტო + Backstage) - 19 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 19 » ნანუკა ჟორჟოლიანის ექსკლუზიური გარდასახვა (ფოტო + Backstage)
0:58 AM
ნანუკა ჟორჟოლიანის ექსკლუზიური გარდასახვა (ფოტო + Backstage)
სულ, სულ თავიდან ცხვირში სიძველის სურნელი გეცემა, მერე კარიდან კარში გადიხარ, გაივლი დერეფანს და ბოლოს შედიხარ მოზრდილ ოთახში. აქ თითქოს რაღაც ნაცნობია, აურაც გნუსხავს, თუმცა ვერ ხვდები, რა ხდება... 


მალე შუქი ინთება, მუსიკა ირთვება და შენს ემოციას ვეღარ აკონტროლებ... ცირკში ხარ! აი, აქ იჯექი ბავშვობაში, ვიღაც კიკინებიანი გოგო შენზე წინ აი, აქ იჯდა და შენ ძალიან გინდოდა მის ადგილას ყოფნა, ან სულაც ისეთი თმის სამაგრი, როგორიც ეკეთა... 

ღმერთო, რა პატარა ყოფილა. არადა, მაშინ როგორი გრანდიოზული იყო აქ ყველაფერი - ჭერიც, სცენაც, მთლიანად დარბაზიც. ჯადოსნური სამყარო იყო აქ, სადაც ცხოვრობდნენ ვეფხვები, ლომები, დათვები და ისინი ბავშვების მეგობრები იყვნენ. ჯამბაზი?

მისი ნომერი ხომ ყველაზე საყვარელი იყო... დაიწყებოდა თუ არა მუსიკა, ყველა იქ მყოფი ბავშვის გული ძლიერად ცემდა და ელოდა. წარმოდგენაც იწყებოდა... 5... 4... 3... 2... 1... დაიწყოოოო.

ცირკის კულისებში ნანუკა ჟორჟოლიანი დავინახე. ლანა მატახარია ზრუნავს მის ვიზაჟზე. აქვეა "ნანუკას შოუს" პროდიუსერი თათა სახელაშვილი, დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე, მოდელი მარიტა.

საშა, ჩვენი ჟურნალის ფოტოგრაფი, ვიზაჟისტებს უხსნის, რა უნდა, როგორი მაკიაჟი და ხასიათი უნდა მიიღოს მოდელებისგან. სასიამოვნო ფუსფუსი, ყველა რაღაცას ელოდება, აინტერესებთ. ტექნიკური ჯგუფი ცირკის არენას გადაღებისთვის ამზადებს - განათება, ბუშტები, ხელოვნური კვამლი... 

ამ დღეს ცირკში ჟურნალ "ბომონდის" პროექტის გადაღებაა. აქვე პატარა საბა დააბიჯებს, რომელიც დედის ახალი იმიჯით გაოცებულია და ვერ გაუგია, ნანუკა, რომელსაც სულ ტელევიზორში ხედავს და იცის, რომ ის ჟურნალისტია, როგორ გადაიქცა ჯამბაზად... თან მოსწონს, თან არა... 

ყველაფერი მაღალპროფესიულად კეთდება, მუშაობა ყველას სიამოვნებს. აქვე იბადება ახალი იდეები, გეგმები, თან საქმე... პირველი იმიჯი უკვე მზადაა, ნანუკა კონფერანსიე გახდა. მომწონს მისი მუშაობის სტილი, საოცრად მოირგო როლი. ისეთი სახე აქვს, თითქოს დარბაზში მართლა ბევრი ბავშვი ზის და აცხადებს: "სულ რამდენიმე წამში თქვენ გელით დაუვიწყარი სანახაობაააა"...

საშა სერიოზულია, კამერა უჭირავს და თან ფიქრობს. უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. ერთი კადრი, ორი, სამი და თითქოს ყველა ამ ჯადოსნური სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვხდებით. მუსიკაც ჩაირთო, ის მელოდიაა, რომელიც ბავშვობის ტკბილ მოგონებას აღძრავს. სანამ საშა ნანუკასთან მუშაობს, გადავწყვიტე, დიზაინერს გავესაუბრო, თუმცა ქეთის ვეღარსად ვპოულობ. როგორც ჩანს, ქეთის საღამოს ჩვენება აქვს, მის ნაცვლად კი ნინოს, ქეთის დას მივმართე.

ნინო
"ჟურნალ "ბომონდთან" ხშირად ვთანამშრომლობთ. ახლაც შემოთავაზება გვქონდა თეასგან და აგვიხსნა, რომ ნანუკასთვის უნდა შეგვექმნა რამდენიმე კოსტიუმი და თან გადაღება უნდა ჩატარებულიყო ცირკში. დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. ქეთიმ კოსტიუმები ექსკლუზიურად ნანუკასა და ჟურნალის გადაღებისთვის შექმნა. 

საინტერესო იყო კოსტიუმებზე მუშაობა, რადგან უნდა ყოფილიყო გლამურული, თან შინაარსობრივად ცოტა ბავშვური. ქეთიმ სულ რამდენიმე დღეში ყველაფერი მოიფიქრა და დაამზადა. ქეთის საღამოს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენება აქვს. ამიტომ მის ნაცვლად აქ მე ვარ, რადგან დავეხმარე მუშაობაში და ვიცი, ვის რა, როგორ მოვარგო. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა და ეს ექსპერიმენტი შედგა".

ამასობაში მუშაობა პიკს აღწევს. აქვეა მერცია, რომელიც თავისი მოდური ბლოგისთვის მასალას აგროვებს. ნანუკა ისევ კამერის წინ პოზირებს. "ბომონდის" რედაქტორი თეა აგლაძე კმაყოფილია, რადგან ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. მე დრო ვიხელთე და ლანა მატახარიასთან მივედი.

ლანა
"თავიდან ამ ყველაფერზე საშასთან ვისაუბრე, გამიზიარა თავისი იდეა. ძალიან დავინტერესდი და სიამოვნებით დავთანხმდი თანამშრომლობაზე. "ბომონდის" ივნისის ნომრის ძირითადი თემა ბავშვებია. ამიტომ წინასწარ დავგეგმეთ, რომ სტილი ყოფილიყო გლამურული და თან ბავშვური.

ჩემი იდეები და მოსაზრებები საშას გავუზიარე, მოეწონა და გადავწყვიტეთ, რა და როგორ გაგვეკეთებინა. სასიამოვნოა ნანუკასთან მუშაობა, რადგან ყველაფერში გენდობა. ყველაზე საინტერესო ვიზაჟი ნანუკას ჯამბაზის ფორმაში გადაღებისას აქვს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია და მკითხველიც ჟურნალში ნამდვილ ხელოვნებას იხილავს". 

რამდენიმე საათია, ჯგუფი იღებს და დაღლა არავის ეტყობა, პირიქით, ყველა სავსეა მონდომებითა და ენთუზიაზმით. ნანუკა კიდევ ერთ ახალ იმიჯს ირგებს. მასთან საგრიმიოროში შევიპარე და რამდენიმე კითხვაც დავუსვი.

ნანუკა
"ჟურნალისგან არაერთი შემოთავაზება მივიღე. ყველაფერი ისე აეწყო, რომ დღევანდლამდე ვერ მოვახერხეთ შეთანხმება. ბოლოს დამირეკეს და მითხრეს, რომ პროექტი უნდა გადაეღოთ ცირკში და ეს კეთდებოდა "ბომონდის" ივნისის ნომრისთვის. სიამოვნებით დავთანხმდი. 

ეს ყველაფერი დაემთხვა კვლევას, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ 4-იდან 12-წლამდე ბავშვებში "ნანუკას შოუ" ძალიან პოპულარულია და ჩვენ დაბადების დღის ცენტრიც კი გავაკეთეთ... მომწონს ის პროფესიული მიდგომა, რაც "ბომონდს" საკუთარი პროექტებისადმი აქვს - ამ შემთხვევაში სპეციალურად შეიკერა კოსტიუმები, შემოვედით ცირკში, მაკიაჟზეც და ყველაფერ დანარჩენზეც პროფესიონალები ფიქრობენ. 

ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაუფიქრებლად დავთანხმდი. მომწონს ახალი იმიჯი. ფოტოსესია ცირკში - ეს არის ახალი და საინტერესო. ცირკში შემოვედი და საოცარი ემოცია დამეუფლა. როგორც გავარკვიე, შენობა ბერიას დროს ააგეს და მას შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა. საოცარი აურაა, გამახსენდა ბებია და ბავშვობა... ძალიან მინდა, რომ თბილისის ცირკი ისევ ამუშავდეს, ისევ გაიმართოს წარმოდგენები და ისევ ისმოდეს მხიარული სიცილი. 

ბოლოს არაჩვეულებრივი დასი ჰყავდათ ჩამოყვანილი. საბა მყავდა და ძალიან მოეწონა. მომავალში იმედია, კიდევ იქნება ბევრი საინტერესო წარმოდგენა. მოხარული ვიქნები, მის პოპულარიზაციას თუ ჩვენც ცოტათი ხელს შევუწყობთ".

გადაღება დასრულდა, რამდენიმესაათიანი დაუღალავი მუშაობა დამთავრდა, ცირკში ისევ ჩააქრეს შუქი, ჩარაზეს კარი და გადაკეტეს ჭიშკარი. ეს კედლები დაელოდება უამრავ ბედნიერ ბავშვს გაბრწყინებული თვალებითა და აღფრთოვანებული ღიმილით...



ქეთი მიქანაძე
ჟურნალი "ბომონდი"

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 839 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 MmAaRrIi   (2012-06-19 7:13 PM) [Entry]
nanuka ras ar izams :))