November Rain(4) - 20 ივლისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივლისი » 20 » November Rain(4)
9:17 PM
November Rain(4)
November Rain




მოთხრობის კითხვასთან ერთად მოუსმინეთ მუსიკას



ჩვენი ურთიერთობიდან შვიდი თვის შემდეგ, მოხდა ისეთი რამ რასაც სულ ველოდი და მწამდა რომ მართლაც იყო ჩვენ შორის უკვდავი გრძნობა, .....




...მაისის წვიმიანი დღე იყო, მახსოვს სახლში მარტო ვიყავი და ჩემს მედალიონს ვათამაშებდი ხელში, თან ვფიქრობდი, უფრო სწორად კი ვოცნებობდი რომ ჩემი ძმა ერთხელ მაინც მენახა, ისე მტკიოდა გული მის გარეშე, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი როგორც მარტოსული ადამიანი, რომელსაც არავინ ყავს რომ გაესაუბროს,




მე განადგურებული ვიყავი, მანამ სანამ კარზე ბრახუნის ხმამ არ გამომარკვია, ცოტა არ იყოს შემეშინდა რადგან დედას სახლის გასაღები აქვს და ასე არასდროს იქცევა, მაშ ვინ უნდა ყოფილიყო, სწრაფად ავდექი, წვიმა თანდათან ძლიერდებოდა,




სიჩქარეში მედალიონი ძირს დამივარდა, ძებნა არ დამიწყია, რადგან მერეც შეიძლებოდა მისი მოძებნა, მივვარდი კარს და გავაღე.............მე დავინახე ჩემი ერთადერთი სიყვარული ჩემი ჰარი, რომელიც კართან იდგა და მიცდიდა, როცა ჩემი სახე დაინახა კვლავ თავისი ჩვეული ღიმილით შემომხედა თვალებში,




მაშინვე დამავიწყდა ყველაფერი, სულელივით კართან გავშეშდი და ხმას არ ვიღებდი არაფერზე ვფიქრობდი მხოლოდ მის ლამაზ თვალებს შევცქეროდი, ჩემთვის მისი ხილვა ყოველთვის დღესასწაული იყო......მისმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან
-ემილი შეიძლება შემოვიდე? ძალიან მცივა, მაგრამ შენი ნახვა მინდოდა, რაღაც მინდა გითხრა
-კი რათქმაუნდა შემოდი, გამიკვირდა აქ რომ დაგინახე





სახლში შემოვიდა სველი ტანსაცმელი გაიხადა, მე კი გამათბობელთან ვუშრობდი, არ ვიცi ეს რა იყო, ან რა გრძნობა იყო, საკუთარი თავი იმ წუთას მზრუნველ დად მომეჩვენა, თითქოს ჩემს ძმას ვხედავდი და მასზე ვზრუნავდი, ვნერვიულობდი რომ არ შეცივნოდა, ამ ფიქრებს ყურადღება არ მივაქცია,




თქვენთვის არ მითქვამს მაგრამ ჰარიმ ერთი საიდუმლო გამანდო, რამაც კიდე უფრო გამიძლიერა მის მიმართ გრძნობა, მან მითხრა რომ ნაშვილები იყო და საკუთარი მშობლები არასდროს ენახა, დედა და მამა კი ეუბნებოდნენ რომ მისი ნამდვილი მეურვეები გარდაიცვალენ...........თითქოს ეს მას და ჩემს ძმას ერთმანეთთან აკავშირებდათ...იმ წუთას გამოვერკვიე ყოველივე ასეთი უაზრო ფიქრებიდან და ცხელი ყავა დავალევინე რომ კიდევ უფრო გამთბარიყო.............მან კვლავ გამიცინა და მითხრა




-და არასდროს მყოლია, მაგრამ თუ ოდესმ,ე მეყოლება უფალს ვთხოვ შენსავით მზრუნველი და თბილი იყოს.
გავწითლდი თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და კომპლიმენტს ხალხის თანდასწრებით მეუბნებოდნენ.........უცებ გამახსენდა რომ მას ჩემთან რაღაც საქმე ქონდა და სწრაფად ვიკითხე თუ რაზე სურდა ჩემთან ლაპარაკი. ვატყობდი რომ ძალიან დაბნეული იყო, თითქოს რაღაცის ეშინოდა, ან ძალიან უნდოდა რაიმე გაემხილა ჩემთვის, ვაკვირდებოდი მის სახეს და ვხედავდი რომ თვალებს დაბნეულობისგან აქეთიქეთ აცეცებდა, თითქოს სიტყვებს ვერ უყრის თავსო, სუნთქვაც გაუხშირდა, მე ხელი მოვკიდე მხარზე და თვალებში ჩავხედე, თან კი ვუთხარი




-ყველაფერი მითხარი, ხომ იცი შენზე ახლობელი არავინ მყავს.
-ემილი, რასაც ახლა გეტყვი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ჩემდაუნებურად მოხდა. იცი ჩვენ ერთმანეთს ისე შევეჩვიეთ, უკვე ყოველდღიურად ვრწმუნდები რომ შენს გარეშე არ შემიძლია გავძლო თუნდაც ერთი წამიც კი....იცი ემილი ძალიან მიყვარხარ, თავდავიწყებით........მაგრამ გული მიგრძნობს რაღაც ისე არ არის როგორც მე ვფიქრობ, რაღაც მაკავებს ეს ყოველივე შემანდე მოვიტანო, თითქოს ჩვენ შორის დიდი უფსკრულია, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ერთი კი ვიცი არ მინდა უშენოდ სიცოცხლე.





მე ამ სიტყვებს იმდენ ხანს ველოდი ერთბაშად დამაბნია ყოველივემ, თითქოს მე ც იგივე შიში დამეუფლა, კვლვ წვიმდა და წვიმდა, სიყვარულით მასზე მეტად არავინ მიყვარდა მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობები და ფიქრები ირეოდა ჩემში.ერთიანად ავკანკალდი, თვალებიდან ცრემლები წმომივიდა და ჩუმათ ვუთხარი




-მეც მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ მაგრამ მეც იგივე შიშს ვგრძნობ, არ ვიცი ეს რის გამოა, მგონი უფალს არ სურს ჩვენი ერთად ყოფნა.......იქნებ ჯობს ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩეს.........მაგრამ მოიცა არა მე მინდა ერთად ვუყოთ
ეს ვთქვი და ვაკოცე, ისე ძლიერად ჩავეხუტე რომ მე თვითონ ვიგრძენი მისი კვნესა, და მოვეშვი...........ამის შემდეგ ჩვენ ერთად ვიყავით...................




ერთმანეთს კვლავ რაღაც გვაშორებდა. დედას ვუამბობდი ყველაფერს, ისიც დაბნეული იყო, გაორებული დავდიოდი, მხოლოდ ის მახარებდა რომ მის ღიმილს ხშირად ვხედავდი, მის თვალებს ვუცქეროდი და ეს მიხალისებდა ცხოვრებას, მაგრამ თვითონ ჰარი იყო ჩემი ცხოვრება,.,.,,..ჩემი სიხარული, ოკანეში ჩავარდნილი ობოლო წვეთი იყო, უასრულო სამყავროში დაკარგული, სიყვარულისგან თავბრუდახვეული დავაბიჯებდი და ხელს არაფერი მიშლიდა გარდა იმ ეჭვებისა რომელიც შემდგომ გაჩნდა ჩვენ ურთიერთობაში..................






ბავშვებო სულ ცოტა დარჩა და მოთხრობა დამთავრდება...ძალიან გთხოვთ დაწერეთ ხოლმე კომენტარები, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს
კატეგორია: Book <3 | ნანახია: 859 | დაამატა: Gvantsa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-07-20 9:26 PM) [Entry]
Magaria Malee Dzaaan Magariaa <3