" My Favourite Film" - 23 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 23 » " My Favourite Film"
2:56 PM
" My Favourite Film"
image

დღეისათვის ბინდი თინეიჯერების ერთ–ერთი საყვარელი ფილმია, რომელიც გადაღებულია წიგნის მიხედვით. ამ ნაწარმოებში მოთხრობილია ვამპირისა და თინეიჯერი გოგონას სიყავრულის ისტორია. ფილმი სულ შედგება 4 ნაწილისაგან(საგისაგან).



1–"ბინდი"

ბინდი — პირველი წიგნი სერიიდან ბინდი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა სტეფანი მეიერმა. რომანში მოთხრობილია 17 წლის ბელა სუონისა და ვამპირ, ედვარდ კალენის სიყვარულის ისტორია.ბელა საცხოვრებლად გადავა მის მამასთან ჩარლისთან, რომელიც ვაშინქტონის შტატში ცხოვრობს, ქალაქ ფორკსში.
ეს ქალაქი გამოირჩევა იმით რომ აქ მზე იშვიათადაა, თითქმი სულ წვიმს. ბელა ფორქსისი სკოლაში გაიცნობს ედვარდ ქალენს, რომელიც ყველასგან განსხვავდება იმით რომ ვამპირია.



2–ბინდი საგა "ახალი მთვარე"
კალენების ოჯახი ბელას დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას უმართავენ, სადაც ჯასპერი მოულოდნელად თავს ვერ შეიკავებს და ბელაზე თავდასხმას შეეცდება. მას შეაჩერებენ, მაგრამ ედვარდი მიხვდება რომ მისი სიახლოვე ბელასთვის სახიფათოა და გოგონას დატოვებას გადაწყვეტს. ის ეტყვის ბელას რომ აღარ უყვარს. ბელა ამის გამო საშინელ დეპრესიაშია. ახალი მეგობარის ჯეიკობ ბლექის დახმარებით ბელა გამოვა დეპრესიიდან. მალე ბელა გაიგებს რომ ჯეიკობი მაქციაა და ლაპუშზე მაქციების მთელი ტომია, ამას ისიც ემატება რომ ჯეიმსის შეყვარებული ვიქტორია ბელაზე ნადირობს.ბელა კლდიდან გადახტება, და ედვარდს გონია რომ ის მოკვდა ამის გამო მასაც სიკვდილი უნდა და ის ვოლტურებთან(ყველაზე საშიში ვამპირები) წავა თავის მოსაკლავად, ბელა და ელის (ედვარდი და) კი ცდილობენ რომ ედვარდი სიკვდილს გადაარჩინონ.






3–ბინდის საგა "დაბნელება"

სახლის გზაზე მიმავალ რაილის ვიქტორია ვამპირად გარდაქმნის.ამის საშუალებით იგი შექმნის მრავალკაციან არმიას,რომელიც ბელაზე ნადირობს.ამის გამო სიეტლის შტატში მკვლელობები მიმდიანრეობს,კალენების კლანი ცდილობს პრობლემა მოაგვაროს.გამოსაშვებ საღამოზე ელისი იხილავს არმიას რომელიც პირდაპირ სიეტლში მოემართება.ამის გამო დაიდება შეათანხემბა ვამპირებსა და მაქციებს შორის.წინა დღეს მათ ივარჯიშეს და ინადირეს,მომდევნო დღეს კი ბელას სუნის გამო შეზღუდულად, ბრძოლის ველი აირჩიეს.ჯეიკობის მძაფრმა სუნმა ბელას სუნი გადაფარა,ამიტომ ჯეიკობი წაიყვანს ბელას მთაში,სადაც მათ ედვარდი დახვდებათ.ამ დროს კი ვიქოტრიას არმია მოვიდა,კალნები დაწინაურდნენ,მაგრამ როცა არმიაც შეტევაზე გადავიდე მაქციები ჩაერთვნენ ბრძოლაში.საბოლოოდ არმია დამარცხდება და კალენები მოიგებენ ამ ბრძოლას.თუმცა ვიქტორია ედვარდს და ბელას მაინც მიაგნებს, ვიქტორიასა და ედვარდს შორის გაიმართება ბრძოლა სადაც გამარჯვებული ედვარდი გახდება.




4–ბინდის საგა "განთიადი" ნაწილი 1

ცნობილია, რომ პირველი ნაწილი ბელა სუონის ადამიანური ცხოვრების ბოლო დღეები იქნება. ის ქორწილდება ედვარდ კალენზე და მიდის საქორწილო მოგზაურობაში კუნძულ „ესმეზე". საიდანაც ფეხმძიმე ბრუნდება... ნაყოფი ძალიან სწრაფად იზრდება და მას სისხლს სწოვს. მშობიარობის დროს ბელა ძალიან დაზიანდება ამიტომ ედვარდი მას უკბენს. სტეფან მეიერის თქმით ფილმის პირველი ნაწილი დასრულდება იმით, რომ ბელა თვალს გაახელს როგორც ვამპირი.


ბინდის საგა "განთიადი" ნაწილი 2

ამ ნაწილში ბელას და ედვარდს ეყოლებათ შვილი რომელიც ნახევრად ადამიანია ნახევრად კი ვამპირი. ის ძალიან სწრაფად იზრდება, და ლამაზდება. მოულოდნელად რენესმე(ედვარდი და ბელას შვილი) ჯეიკობ ბლექს შეუყვარდება. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა ვამპირების კანონების თანახმად არ შეძლება ვამპირი ბავშვის ყოლა. ამის გამო ვოლტურებს სურთ რენესმეს მოკვლა. მაქციები და ვამპირები ისევ ერთად იბრძვიან რათა რენესმე დაიცვან.




ახლა კი ნახეთ თითოეული ფილმის ტრეილერი: "ბინდი"


ბინდის საგა "ახალი მთვარე"




ბინდის საგა "დაბნელება"




ბინდის საგა "განთიადი" ნაწილი 1





განთიადი" ნაწილი 2



~ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: კრისტენ სტუარტი(ბელა სვუონი)
http://24.media.tumblr.com/tumblr_m62icjnt5j1qip73ao5_250.gif 
# რობერტ პატინსონი(ედვარდ ქალენი)


~ ტეილორ ლოტნერი(ჯეიკობ ბლექი)
http://25.media.tumblr.com/tumblr_m61hrdFtwZ1qzje1oo1_250.png

~ ახლა კი ნახეთ სურათები და ანიმაციები:
'
image


კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 2101 | დაამატა: -Xatka♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-06-23 6:32 PM) [Entry]
ძალიან მაგარი თემაა ))) მე გაგილამაზე იმედია მოგეწონება ))) ისე ძაან მაგარი თემაა hearts