ყველაზე სასარგებლო რჩევები - 8 მაისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მაისი » 8 » ყველაზე სასარგებლო რჩევები
3:00 PM
ყველაზე სასარგებლო რჩევები
ყველაზე სასარგებლო რჩევები


თვალები:

1. გადაღლილ თვალებს რომ ბრწყინვალება დაუბრუნოთ, გაიკეთეთ ახალგაფრცქვნილი ნედლი კარტოფილის ნიღაბი (გაიჩერეთ 10-15 წუთით). ის, ასევე, ასწორებს ნაოჭებს და აცოცხლებს ყოველდღიური მაკიაჟით გადატვირთულ ნაზ კანს თვალების გარშემო.

2. არასოდეს დაიმუშავოთ კანი პილინგით თვალების გარშემო, ეს არბილებს "თვალის ზონის" ისედაც თხელ კანს.

3. წარბების ამოღებისას მტკივნეული შეგრძნების შესამსუბუქებლად, ამ ადგილას მკვებავი კრემი წაისვით. ზედმეტი მასა ბამბის ტამპონით მოიშორეთ, რომ პინცეტი არ ცურავდეს.
სახე:
4. დილაობით სახე ყინულის ნაჭრებით გაიწმინდეთ. ეს ატონიზირებს კანს და საუკეთესოდ ახორცებს მიკროჭრილობებს.

5. პილინგი ყოველთვის გაწმენდილ, ტენიან სახეზე გაიკეთეთ და ჩამოიბანეთ არა მატონიზირებლით, არამედ თბილი წყლით.

6. ნებისმიერი კრემი სახეზე დაბანიდან 15 წუთის შემდეგ წაისვით. ტენიან კანზე კრემის ფენის წასმა სითბოს შეგუბებას და თბორეგულაციის დარღვევას იწვევს.

7. 25 წლიდან ყველა ქალისათვის სასურველია მარტივი ყოველდღიური "სახის ვარჯიში": 5 წუთის განმავლობაში მსუბუქად დაიმუშავეთ მთელი სახე თითების ბალიშებით. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს კანის ტონუსს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

8. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე სახისათვის საუკეთესოა თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი. რეკომენდებულია როგორც ერთად (პროპორციით ერთი-ერთზე, ასევე, ცალ-ცალკე). გავიჩეროთ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში. თაფლი თბილი წყლით, საპნის გარეშე ჩამოვიბანოთ, ხოლო ზეითუნის ზეთის ნარჩენები ბამბის ტამპონი მოვიშოროთ.

9. ნებისმიერი ნიღაბი უფრო ინტენსიურად მოქმედებს, თუ 10 წუთით ადრე ორთქლის აბაზანას მიიღებთ. გაფართოებულკაპილარებიანი კანისათვის ორთქლის აბაზანა შეცვალეთ თბილი კომპრესით: სქელი ხელსაწმენდი დაასველეთ ცხელ წყალში, შემდეგ გაწურეთ და სახეზე მიიდეთ.

10 ცხიმიანი მგრძნობიარე კანი კარგად იწმინდება სალბის (შალფეი), გვირილის, ქრისტესისხლას, ორკბილას (ჩერედა) ნაყენით და სელის მარცვლების ნახარშით.

11. დაუშვებელია ცხიმიან კანთან ბრძოლა სპირტის შემცველი საშუალებებით. ის კანის ზედა ფენას გამოაშრობს, ხოლო ცხიმის გამოყოფის პრობლემას არ მოგიხსნით.

ყელი:

12. ორმაგი ღაბაბის გაჩენის საწინააღმდეგოდ ან მისი დაპატარევებისთვის, ასევე, ყელის ნაკეცების მოსაშორებლად გაიკეთეთ შემდეგი სახის ყოველდღიური პროცედურა: 3-5 წუთის განმავლობაში მსუბუქად ირტყით ნიკაპსა და ყელზე მარილიან წყალში დასველებული პირსახოცი (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალზე).

13. ნიღაბი მოშვებული კანისთვის: აზილეთ ძალიან მწიფე ბანანი და წაისვით სახეზე 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ტანი:

14. ჩაასხით აბაზანაში ერთი ჭიქა ზეითუნი და ცხიმიანი რძე. ეს საუკეთესო საშუალებაა მშრალი კანის გასაწმენდად და დასარბილებლად.

15. ატმის ახლად გამოწურული წვენი კი (ასევე 1 ჭიქა აბაზანისთვის) ატონიზირებს და სიმკვრივეს ანიჭებს კანს.

16. 4-5 ჭიქა ყავისგან დარჩენილი ნალექი საუკეთესო საშუალებაა მთელი ტანის პილინგისათვის, განსაკუთრებით აბანოსა და საუნის შემდეგ.

ხელები:

17. ფრჩხილების გაუხეშებული კანისათვის: გაჭერით ლიმონი ორ თანაბარ ნაწილად და 10-15 წუთით ჩააწყვეთ ამ "კალაპოტებში" თითები.

18. მკვებავი ნიღაბი ხელებისათვის: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი ავურიოთ. წავისვათ ხელებზე სქელ ფენად. შემდეგ ჩავიცვათ ბამბის ხელთათმანები და გავიჩეროთ მთელი ღამით, ან რამოდენიმე საათის განმავლობაში მაინც.

19. ყოველი დაბანის შემდეგ სასურველია ხელებზე სპეციალური ნაერთის წასმა, რომლის პატარა ფლაკონი შეგიძლიათ პირსაბანთან შეინახოთ. ეს ნაზავი შედგება თანაბარი რაოდენობის გლიცერინისა და ვარდის წყლის, და 10 წვეთი ნიშადურის სპირტისგან.

20. ხანდაზმულმა ქალებს ვურჩევთ, რომ ფრჩხილებზე მხოლოდ მკვეთრი ფერის ლაქი წაისვან! ამის ფსიქოლოგიური საფუძველი ასეთია: ფერადი ობიექტების აღქმისას, ადამიანი მათ შორის ყველაზე მკვეთრს აქცევს ყურადღებას, ხოლო დანარჩენი მხოლოდ უმნიშვნელო ფონს წარმოადგენს. ასე რომ, თქვენი მკვეთრი ფრჩხილებით კანის პიგმენტური ლაქების, ნაოჭების და ასაკის სხვა არასასურველი გამოვლინებების "კამუფლიაჟს" შეძლებთ.

თმა:

25. შეუღებავი თმისთვის სიმპატიური ელფერის მინიჭება სხვადასხვა ნაყენის გადავლებით შეიძლება: გვირილის მაგარი ნაყენი ქერა თმას მოყვითალო-ოქროსფერ ელფერს აძლევს, ხოლო რევანდის ნაყენი – ღია ფერფლისფერს.

26. თხელი თმისთვის სიმაგრისა და მოცულობის მინიჭება შეიძლება თუთიის, კალცის და პანთოტენის მჟავით მდიდარი საკვები დანამატების დახმარებით.

27. ქერტლის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება: 2 სუფრის კოვზ ხახვის ფურცელს დავასხათ 0, 5 ლ. ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 15 წუთით. ეს ნახარში ყოველი დაბანის შემდეგ გადავივლოთ 1 თვის განმავლობაში.

28. თუ გრძელი თმა გაქვთ, კონდენციონერი მხოლოდ ბოლოებში შეიზილეთ, ამ შემთხვევაში თმა უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.

29. თმა ყოველთვის ფენის თბილი ჰაერის საშუალებით გაიშრეთ. ცხელი ჰაერი მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში გამოიყენეთ, რადგან ის მალე აფუჭებს თმას. 
კატეგორია: სასაც.../საინტ... | ნანახია: 934 | დაამატა: smail | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz