როგორ გადავიღოთ პროფესიონალური ფოტოები საკუთარი ხელით? - 2 ოქტომბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 2 » როგორ გადავიღოთ პროფესიონალური ფოტოები საკუთარი ხელით?
0:18 AM
როგორ გადავიღოთ პროფესიონალური ფოტოები საკუთარი ხელით?
დღესდღეობით ფოტოგრაფია საკმაოდ საინტერესო, მოდური და, რაც მთავარია, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომი ჰობია.

http://cdnimg.visualizeus.com/thumbs/f8/8b/canon,city,photography-f88b5b06b153952afa3399598550f9cb_h.jpg
ამიტომ ურიგო არ იქნება, უკეთ გავეცნოთ ფოტოგრაფიის ძირითად წესებს, რომლებიც დაგვეხმარება, მოყვარულის დონეზე ხარისხიანი ფოტოები გადავიღოთ. მით უფრო, რომ გაზაფხულდა, მშვენიერი ამინდებია და რა შეედრება ბუნებაში გაზაფხულზე გადაღებულ ფოტოებს? ახლა სწორედ ის დროა, ქალაქგარეთ რომ უნდა გავიდეთ და დაუვიწყარი კადრები გადავიღოთ.

http://favim.com/orig/201106/23/black-camera-canon-fingers-hand-kiss-Favim.com-80671.jpg
აი, რამდენიმე რჩევაც: 1. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული კამერის ყიდვა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სამოყვარულო კამერებით მშვენიერი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. რაც უფრო მეტ ფოტოს გადაიღებთ, მით უკეთესად გაერკვევით იმაში, რა ტიპის კამერა გესაჭიროებათ. 2. კარგს იზამთ, თუ პატარა ტრიპოდს შეიძენთ, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუკი ფოტოს გადაღებისას თქვენც, ჩემი არ იყოს, ხელები გიკანკალებთ. ეს აუცილებლად მოგიხსნით უხარისხო ფოტოების პრობლემას, რასაკვირველია, თუ სხვა რჩევებსაც გაითვალისწინებთ. 3. ყოველთვის თან ატარეთ თქვენი კამერა, თორემ ხშირად გადააწყდებით კადრს, რომელიც ნამდვილად არის დაფიქსირების ღირსი და გული დაგწყდებათ. რასაკვირველია, ეს დაგეხმარებათ თქვენი ფოტოგრაფიული უნარ-ჩვევების განვითარებაში. 4. ჩამოწერეთ, როგორი ფოტოების გადაღება გინდათ, როგორი სცენების დაფიქსირება გსურთ; ჩაინიშნეთ ადგილები, რომელთა გადაღებაც, თქვენი აზრით, ღირებულია; ჩაინიშნეთ, რომელი მხრიდან სჯობს ფოტოს გადაღება, რომელი მხრიდან არის უკეთესი განათება, რა დროს სჯობს ამ ადგილას დაბრუნება. 5. ფოტოგრაფია სინათლით ხატვას ნიშნავს და ცხადია, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფოტოგრაფიაში მთავარი სწორედ სინათლეა: ამიტომ მთავარი კარგი ფოტოსთვის სწორედ სინათლის კონტროლია. მოძებნეთ კარგად განათებული ადგილი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ შუქი ეცემოდეს ობიექტს, რომელსაც იღებთ. თუ შუქი კამერაში შემოდის, მაშინ ობიექტი არ გამოჩნდება. ასევე, არსებობს გადანათებული, ე. წ. გადამწვარი ფოტოები, რაც მეორე უკიდურესობაა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოთ შუქი. 6. შესაძლოა, თქვენს კამერას არაჩვეულებრივი მოახლოების რეჟიმი ჰქონდეს, თუმცა ყოველთვის უფრო მომგებიანია, თქვენ თვითონ მიუახლოვდეთ ობიექტს. ამ შემთხვევაში ფოტოს ხარისხი არ შემცირდება. 7. აუცილებლად გააკონტროლეთ ფოტოს ფონი. შესაძლოა, მთავარი ობიექტი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სილამაზე მცირე დეტალებშია და სწორედ ასეთმა მცირე დეტალებმა შესაძლოა ულამაზესი კადრიც კი გააფუჭოს. 8. სანამ ფოტოების გადაღებას დაიწყებთ, კარგად გაეცანით თქვენი ფოტოკამერის მონაცემებს, რეჟიმებს. მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ შესაბამისი რეჟიმი ფოტოს გადაღებისას, რადგან ციფრული ტექნიკის უდიდესი პლუსი სწორედ ის არის, რომ რეჟიმების საშუალებით ფოტოკამერა თვითონ აბალანსებს სინათლეს. 9. ეცადეთ, ფოტოების გადაღებისას მაქსიმალურად გამოიყენოთ ბუნებრივი შუქი ხელოვნური განათებისა და ფლეშის ნაცვლად. ფოტოები ბუნებრივი განათებით ყოველთვის უფრო ეფექტური და ხარისხიანია. არ დაგავიწყდეთ, შესაძლოა, ნებისმიერ თქვენგანში იმალებოდეს უნიჭიერესი ფოტოგრაფი. ამიტომ ეცადეთ და აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში. და თუ ეს თქვენი ცხოვრების მთავარი გატაცება არ გახდება, ნუ იდარდებთ. თქვენ და თქვენს ახლობლებს ეს საქმიანობა საშუალებას მოგცემთ, გააცოცხლოთ თქვენი ცხოვრების ლამაზი წუთები.

\
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1060 | დაამატა: Annie^^ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 -Luna♥   (2012-10-02 8:35 AM) [Entry]
მაგარია (Y)