როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და რატომ :) - 1 აპრილში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და რატომ :)
3:37 PM
როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და რატომ :)

როგორ გადავიწეროთ პირჯვარი

გარეგნულად ლოცვითი გრძნობა ვლინდება პირჯვრის გამოსახვითა და მეტანიით.

პირჯვრისწერა სრულდება მარჯვენა ხელით. ამისთვის ვაერთებთ პირველ სამ თითს ერთად, ხოლო ორ დანარჩენს, ე.წ. უსახელოს და ნეკს, ვხრით ხელის გულზე. სამი ერთად შეერთებული თითით ვეხებით შუბლს, შემდეგ ვიდებთ მკერდის ქვემოთ, შემდეგ – მარჯვენა და მარცხენა მხარზე, რითაც ჩვენს სხეულზე ჯვარს გამოვისახავთ, ხელის დაშვების შემდეგ თავს ვიდრეკთ.

სამი თითის შეერთება აღნიშნავს ჩვენს რწმენას წმინდა სამებისადმი - მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმინდა ღმერთისადმი; ორი მოხრილი თითი კი აღნიშნავს ჩვენს რწმენას ძე ღმერთის - იესო ქრისტესადმი, რომ მას აქვს ორი ბუნება - არის ღმერთი და კაცი, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცდა ანუ ინება ამ ქვეყნად ადამიანად დაბადება.
j18.jpg
პირჯვარს ვიწერთ შუბლზე, რათა ჭეშმარიტი რწმენის და ჯვრის ძალით განვიწმინდოთ ჩვენი გონება და აზრები, მკერდს ქვემოთ - რათა განვიწმინდოთ გული და გრძნობები, მხარზე - რათა განვიწმინდოთ ხორციელი ძალები და მოვიწვიოთ კურთხევა ჩვენს ხელთა საქმეებზე.

პირჯვრის გამოსახვას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს: ქრისტეს ჯვარი, თავისი გარეგნული ფორმით სიმბოლოა ღვთისა და მოყვრისადმი სიყვარულის ურთიერთკვეთისა, ერთობისა. ღვთისა და მოყვარისადმი თავდადებული სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება ჯვარია: მარტო ჯვრით იდიდება ღმერთი, სხვანაირი დიდება მას არ ნებავს: სხვანაირად არ არსებობს ღვთის დიდება. ჯვარი არის ამქვეყნად ღვთის დიდებაც დაEღვთის დიდების ნიშანიც. ამიტომ, როდესაც ლოცვის დროს ხდება ღვთის სახელით მოწოდება და დიდება: `დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა~. მორწმუნენნი ვიწერთ პირჯვარს, რითაც გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სურვილს და სწრაფვას - მივბაძოთ ქრისტეს, ვიცხოვროთ სადიდებლად ღვთისა.

პირჯვარს ვიწერთ ერთხელ, დინჯად და ღვთისმოშიშობით. ასე, მაგალითად: 3-ჯერ ან 12-ჯერ, `უფალო, შეგვიწყალენ~-ზე, რის შემდეგაც კვლავ განვაგრძობთ ლოცვას.

მეტანია ორი სახისაა - დიდი და მცირე.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ.




ნანახია: 1072 | დაამატა: CisiKoOo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
Code
0  
1 lovatic:)   (2012-04-01 10:23 PM) [Entry]
dzalian kargi siaxlea