სად დავისვენოთ წელს? - 14 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » სად დავისვენოთ წელს?
8:00 PM
სად დავისვენოთ წელს?
♥ ♥ბავშვებო  უმეტეს  სკოლაში  ხვალ  არდადეგები  იწყება  ასე  რომ  გადავწყვიტე  ვინც  საქართველოში  აპირებს  დასვენებას  საქართველოს  სხვდასხვა  კურორტები  შევთავაზო!♥ ♥


დავიწყოთ  საზღვაო  კურორტებით!


♥ ♥ბათუმი!!♥ ♥

ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.







♥ ♥
ქობულეთი! ♥ ♥

ქობულეთი – ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ.ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის კლიმატი რბილი სუბტროპიკულია. ქობულეთი საბჭოთა კავშირში რეგიონალური მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ტურიტი სტუმრობს





♥ ♥
ურეკი ♥ ♥
ურეკი — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. მოსახლეობა 1,4 ათასი (2005). ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.





♥ ♥
ანაკლია♥ ♥

ანაკლია — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. მდებარეობს ენგურის შესართავთან, ზღვის დონიდან 30 მ. ქალაქის სტატუსი მიიღო 2011 წლის 22 აგვისტოს.ქალაქში არის 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები.

ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას (ანას) შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს – „რა ხდებაო" „ანა რკიანს"-ო (მეგრ. ანა კივისო) იყო პასუხი. ამიტომ ამ ლეგენდით ამ ადგილას „ანარკია" (აკივლებული) ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ამდაგვარი შემთხვევები დღეს კი – „ანაკლია" ეწოდება.






♥ ♥ეხლა  გადავიდეთ  მთიან  კურორტებზე♥ ♥

♥ ♥
ბორჯომი♥ ♥

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, იოსებ სტალინი, გიორგი დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომში არის რკინიგზის სადგური.ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბაკურიანი, რომელთანაც დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზით. ასევე ბოჯომთან ახლოსაა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრეს ციხე და გოგიას ციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი, ბაკურიანთან და თბილისთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.\





♥ ♥სურამი♥ ♥


სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002).
სურამში არის კულტურისა (ლესია უკრაინკას მუზეუმი) და განათლების დაწესებულებები. დაბაში მდებარეობს სურამის ციხე და რამდენიმე ეკლესია: სურამის წმინდა გიორგის ეკლესია, სურამის ამაღლების ეკლესია, სურამის კვირაცხოვლის ტაძარი, იტრიის მონასტერი, ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია, სურამის ღვთაების ეკლესია, სურამის ღვთისმშობლის ეკლესია, სურამის წმინდა მარინეს ეკლესია, სურამის წმინდა ბარბარეს ეკლესია და ებრაული სალოცავი სურამის სინაგოგა . სურამში 1996 წლიდან არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.






♥ ♥წაღვერი♥ ♥


წაღვერი - დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი: (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 1.1 ათასი (2002).
წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა.







♥ ♥რაჭა♥ ♥

რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.







კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 3003 | დაამატა: ♥NucFashion♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 71 2 »
Code
0  
1 CisiKoOo   (2012-06-14 9:01 PM) [Entry]
ძალიან კარგი საიხლეაა !!!