საინტერესო ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ - 28 აგვისტოში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » აგვისტო » 28 » საინტერესო ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ
12:28 PM
საინტერესო ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ
• დინ ტომასს ყოველთვის ეგონა,რომ იგი მაგლური წარმოშობის იყო,რადგანაც მას მხოლოდ დედამისი და მამინაცვალი ზრდიდნენ.მამამისი ჯადოქარი იყო,თუმცა ცოლის უსაფრთხოებისთვის მისთვის ეს არ გაუმხილა და მიატოვა.დინმა არც ის იცის,რომ მამამისი „სიკვდლის მხვრელებმა" მოკლეს იმის გამო,რომ მან უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე. 
• პივსი არასდროს ყოფილა ადამიანი.იგი არა მოჩვენება,არამედ ქაოსის დაუმორჩილებელი სულია,რომელსაც ჭაღების ჩამოგდება,ჯოხების სროლა და საერთოდ,არეულობის გამოწვევა შეუძლია. 
• ჰოგვორტსის ოთხი კლუბი ოთხ ძირითად ელემენტს მიესადაგება. გრიფინდორი ცეცხლია,რეივენქლო ჰაერი,ჰაფლეპაფი – მიწა,ხოლო სლიზერინი – წყალი. 
• პროფესორი ფლიტვიკი ასეთი დაბალი იმიტომაა,რომ მას წინაპრებში გობლინი ჰყავდა.ალბათ გობლინი მისი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუა იყო. 
• ჰარის თესტრალების დანახვა მეხუთე კურსამდე არ შეეძლო,იმიტომ,რომ მანამდე წესიერად არ ჰქონდა აღქმული სიკვდილი.როდესაც მისი მშობლები დახოცეს,იგი აკვანში იჯდა და მხოლოდ მწვანე შუქი დაინახა. მას არც პროფესორ ქვირელის სიკვდილი უნახავს.მან მხოლოდ მაშინ შეძლო თესტრალების დანახვა,როდესაც სედრიკ დიგორის სიკვდილს შეესწრო. 
• ცხოველი,რომლადაც ანიმაგუსი გადაიქცევა,მისივე პიროვნების ანარეკლია. 
• მსახიობი,რომელიც მტირალა მირტლს განასახიერებს,სინამდვილეში 46 წლისაა და იგი იმ ადამიანებს შორის,რომლებიც ჰოგვორტსის მოსწავლეებს განასახიერებენ,ყველაზე უფროსია. 
• მაგიური ფრთა ყოველი ჯადოქარი ბავშვის დაბადების თარიღს ადგენს და წიგნში იწერს.როდესაც ბავშვები 11 წლისები ხდებიან,პროფესორი მაკგონაგელი მათ ბუს უგზავნის. 
• ჯადოქრულ სამყაროში ომი მაგლების მეორე მსოფლიო ომის პარალელურად მიმდინარეობდა.ბოროტი ჯადოქარი გრინდელვალდი 1945 წელს დამარცხდა დამბლდორთან,იმავე წელს,როცა ჰიტლერი დამარცხდა. 
• ჰოგვორტსის სკოლის დევიზი,”Draco Dormiens Nunquam Titillandus,” ლათინურიდან ითარგმნება,როგორც „არასდროს მოუღიტინო მძინარე დრაკონს". 
• სანამ ოქროს სნიჩს გამოიგონებდნენ,მის მაგივრობას ქუიდიჩის მატჩებზე მსუქანი ჩიტი,სნიჯეტი ასრულებდა.შემდეგ ჯადოქრები მიხვდნენ,რომ ეს სისასტიკე იყო და ბოუმენ რაითმა ოქროს სნიჩი შექმნა. 
• დემენტორები არ მრავლდებიან.ისინი სინესტეში ჩნდებიან,სოკოს მსგავსად. 
• ნატალი მაკდონალდი,რომელიც ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის ქართული გამოცემის 163-ე გვერდზე გვხვდება,ნამდვილი პიროვნება იყო.იგი 9 წლის გოგონა იყო,ცხოვრობდა ტორონტოში,კანადაში,თუმცა ლეიკემიით იყო დაავადებული.მან ჯოან როულინგს მეილზე მისწერა და ჰკითხა,თუ რა უნდა მომხდარიყო შემდეგ ნაწილში.ჯოანმაც მისწერა პასუხი,თუმცა გოგონა ერთი დღის გარდაცვლილი იყო.მისი ხსოვნის საპატივცემოდ, როულინგმა იგი გრიფინდორის პირველკურსელი გახადა. 
  
• ფენიქსის ორდენის წევრები ერთადერთი ჯადოქრები არიან,რომლებმაც იციან,თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს პატრონუსებით.მათ ეს დამბლდორმა ასწავლა,რომელმაც თვითონ გამოიგონა დაკავშირების ეს გზა. 
• საიდუმლო კოდი,რომელიც არტურ უისლიმ სამინისტროში შესაღწევად სატელეფონო ჯიხურში აკრიფა არის 62442,რაც სტანდარტულ ტელეფონზე იშიფრება,როგორც "Magic”. 
• მას შემდეგ,რაც ჰარის ნაიარევის ჰორკრუქსი განადგურდა,მან პარსულად ლაპარაკის უნარი დაკარგა.
კატეგორია: სასაც.../საინტ... | ნანახია: 1294 | დაამატა: ❤❤mar1ko0--- | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz