საშიში ისტორიები [2] - 2 მაისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მაისი » 2 » საშიში ისტორიები [2]
8:34 PM
საშიში ისტორიები [2]


ცნობილი ადგილების უცნაური სახელწოდებანი
დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც ერთმანეთისგან რაიმე განსაკუთრებული თვისება ან შემთხვევა გამოარჩევს. შესაბამისად ნამდვილ სახელებთან ერთად მათ სხვა უცნაური (უცნობი) სახელწოდებებითაც მოიხსენიებენ. დღევანდელი პოსტი სწორედ ასეთ ადგილებზეა.

1. მკვლელი კუნძული | ახალი შოტლანდია.

მკვლელი კუნძული – ასე უწოდებენ ატლანტის ოკეანეში, ახალ შოტლანდიასთან მდებარე კუნძულებს, რომელებიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობენ. მიუხედავად მათი სილამაზისა, ისინი ერთი იდუმალი და ავისმომასწავებელი მკვლელი კუნძულის სახლს წარმოადგენენ.

ერთ-ერთი პირველი უცნაური ისტორია გვაბრუნებს 1735 წელში, როდესაც გემმა "Baltimore” კუნძულის მიუდგომელი ნაპირი აღმოაჩინა. ეს ადგილი სისხლით მორწყული და ყველასგან მიტოვებული იყო, გარდა ერთი იდუმალი ქალისა, რომელიც საკმაოდ უცნაურ ისტორიებს ჰყვებოდა. მან ეკიპაჟის წევრებს უამბო, რომ ეს სისხლის კვალი კატორღელთა აჯანყებისა და ინდოელთა ხოცვა-ჟლეტის შედეგი იყო. მსმენელებს ძალიან გაუკვირდათ, რადგან აქამდე მსგავს შემთხვევაზე არაფერი სმენოდათ. საქმეში უკეთ გარკვევა კი არ დასცალდათ, რადგან იდუმალი ქალი თავის საიდუმლოსთან ერთად ოგზოუკვლოდ გაქრა.

შემდეგი ისტორია მოგვითხრობს ეპიდემიაზე, რომელიც 1700 წელს ფრანგული ფლოტის მეშვეობით კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელდა. ამ ეპიდემიამ უამრავი ხალხი შეიწირა. ათასობით გვამი მკვლელ კუნძულზე მიიტანეს და იქ დამარხეს. უცნაური ის არის, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ გვამების ძვლები მიწის ზედაპირზე ამოვიდა და კუნძულის მთლიანი პლიაჟის ტერიტორიას მოედო. რათქმაუნდა ვერავინ შეძლო ამ ფაქტის ახსნა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ეს კუნძული რაღაც ავ და იდუმალ ძალას ინახავდა.

2. ჯოჯოხეთის სამზარეულო | ნიუ-ორკი

ნიუ-ორკის ერთ-ერთ რაიონს, მაჰეტენს, ჯოჯოხეთის სამზარეულო მას შემდეგ დაერქვა, რაც იგი ცნობილი ბოროტმოქმედებით, მუღებელი სექსუალური ცხოვრებითა და ძალადობით გახდა.

ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ (1861-65) ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნიუ-ორკში, დანაშაულის რიცხვმა და უფრო მეტად სხვადასხვა ბანდების რაოდენობამ იმატა. თითოეულ მათგანს მოძალადე და დაუნდობელ ადამიანთა დაჯგუფებების სახე მიეცა. ამიტომ მანჰეტენი ცნობილი გახდა, როგორც "ყველაზე საშიში ადგილი ამერიკის კონტინენტზე”.

1920 წელს ამერიკაში კანონი დამტკიცდა, რომელიც მაგარი სასმელების გაყიდვას კრძალავდა. ამის გამო ბანდებმა არალეგალურ ვაჭრობას, პროსტიტუციასა და ფულის გამოძალვას მიჰყვეს ხელი. ბანდები არც ამას სჯერდებოდნენ და ეთნიკურ უმცირესობებს საშინლად ავიწროვებდნენ. ეს ყველაფერი საფუძვლად დაედო მიუზიკლის სახის ფილმის გადაღებას West side story.

დღესდღეობით ჯოჯოხეთის სამზარეულო წარსულს ჩაბარდა, თუმცა წინასაუკუნისდროინდელი საშინელი ისტორიები ხალხის მეხსიერებაში ისევ იჩენს თავს.

3. სიკვდილის ზონა.

ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ადგილი, მაგრამ მოიცავს ყველა იმ მწვერვალს, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 8 000 მეტრს აჭარბებს. უფრო მაღლა ჟანგბადის საშინელი ნაკლებობაა და არასაკმარისია სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. ასობით ალპინისტი შეიწირა ამბიციას, დაებყროთ მწვერვალი. ჟანგბადის ბალონების გარეშე კი ამ სიმაღლეზე ვერავინ გადარჩება. უჟანგბადობა გულისა და ფილტვების პრობლემებს, ჰალუცინავიებსა და საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევს. საუბედუროდ ბევრი მათგანის გვემების ჩამოტანა ვერ ხერხდება, ან უბრალოდ იქ დაღუპულ ალპინისტებს იქვე ასაფლავებენ, ამიტომ სიკვდილის ზონა ერთ ყველაზე მაღლა მდებარა სასაფლაოს წარმოადგენს.

4. სიკვდილის ველი | კალიფორნია. აშშ.

სიკვდილის ველი ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიის არმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, მშრალი და არასტუმართმოყვარე ადგილია დედამიწაზე. იგი ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი ადგილი, ზღ. დონიდან 282 ფუნტი, ანუ 89 მეტრია.

ადრე ერთ პოსტშიც მეწერა, რომ სიკვდილის ველიზე იდუმალი, მოძრავი ქვები ათეული წლების წინ იქნა აღმოჩენილი . ეს ფენომენი ბევრი მეცნიერის დავის საგანი გახდა. გლუვ ზედაპირზე ლოდები გადაადგილდებიან ადამიანებისა და ცხოველების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. რამდენიმე მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვების მოძრაობის მიზეზი ძლიერი ქარი ან ყნულის ზედაპირი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ამ თეორიის დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოიძებნა, რასაც თავისმხრივ ეწინააღმდეგებოდა ქანების თავისებური განლაგება.

1993 წელს სიკვდილის ველი ამერიკის ეროვნული პარკის ნაწილი გახდა. შესაბამისად ტურისტებს სურვილი უჩნდებათ ამ ადგილის მონახულების. თუმცა ეს მხოლოდ პროფესიონალ გიდთან ერთად არის შესაძლებელი, გამომდინარე იქედან, რომ სიკვდილის ველი ბევრი გზააბნეული ადამიანის საბოლოო სამყოფელი გამხდარა. :)


- დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.

- ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.

- ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.

- სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.

- რომელი ქალაქი?

- მალტბაი, ჩვენს მეზობლად.

- აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.

- როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.

ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.

დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.

თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.

იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.

ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?

ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.

- არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.

- მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.

- ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.

- დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.

მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.

- ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.

- აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.

მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.

კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.ლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული, რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.

- ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.

- ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.

ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.

- აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.

ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.

უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.

გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.

მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე, მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.

მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…

ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.

მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.


კატეგორია: სასაც.../საინტ... | ნანახია: 1181 | დაამატა: PuuPsiiKa♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
Code
0  
1 -Hermione♥   (2012-05-02 8:39 PM) [Entry]
magariiia <3 momwonss