სიყვარული - 1 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 1 » სიყვარული
3:49 PM
სიყვარული


სიყვარული
- ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი  და ყოველი ღვთიური კანონის არსია







სიყვარული  სხვადასხვა  სახისაა!:


1.  ვნებიანი  სიყვარული
ვნებიანი სიყვარული, ძირითადად, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი განცდილ ემოციას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში ქვეცნობიერის მონაწილეობით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს, რომელთაც შესწევთ სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობების (ეჭვიანობა, სინაზე, აღფრთოვანება) გამოწვევის უნარი. სიყვარულის მოთხოვნილების ფრუსტრაცია აქვეითებს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ფრუსტრაციასზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მივყავართ.
 




2.რომანტიკული  სიყვარული
რომანტიულ სიყვარულში შეიმჩნევა გენდერული განსხვავებები. კერძოდ ქალები უფრო მოტივირებულნი არიან ვიდრე მამაკაცები, ისინი უფრო სწრაფად იყვარებენ და ნელა გამოდიან შეყვარებულის მდგომარეობიდან. ქალები უფრო გამოხატავენ სიყვარულს, უფრო ზრუნავენ პარტნიორზე, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები ნაკლებად წყვეტენ ურთიერთობას, როცა დგება განქორწინების საკითხი.



სიყვარულის თეორიები
სიყვარულის მრავალი ფორმის არსებობასთან ერთად ის შეიძლება იყოს მიმართული სხვა ადამიანის ან საკუთარი თავის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მიიჩნევა, როგორც კეთილშობილური საქციელი. საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია, როგორც მიუღებელი საქციელი. მას კალვინი ჭირს უწოდებდა. მსგავსი მრავალფეროვნება სიყვარულის ოპერაციონალიზაციას შეუძლებელს ხდის, თუმცა მრავალი თეორია და შეხედულება არსებობს სიყვარულის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ.



სიყვარული  თავდავიწყება

ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს მეტი მიზეზი, იმისათვის, რომ გვძულდეს სიცოცხლე, ვიდრე გვიყვარდეს, და იცით რა? ცხოვრება უკან არასოდეს დაბრუნდება. აქ კი არის 42 მიზეზი იმისათვის, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ თქვენი სიცოცხლე.

1. გიყვარდეთ სიცოცხლე, რადგან თქვენ ის უკვე გაქვთ.

2. გიყვარდეთ სიცოცხლე, რადგან თქვენ ჯერ ყველაფერი არ მიგიღიათ მისგან.

3. გიყვარდეთ სიცოცხლე, რადგან მეგობრები გყავთ.

4. გიყვარდეთ სიცოცხლე, რადგან თქვენ გაქვთ ტკბილი მოგონებები.

5. გიყვარდეთ სიცოცხლე, რადგან თქვენ უყვარხართ.

6. გიყვარდეთ სიცოცხლე, იმისთვის რაშიც არ ხარ დარწმუნებული, ის ყოველივე სიურპრიზებს გიმზადებთ ცხოვრებაში.

7. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი უმშვენიერესი მზის ამოსვლისთვის რომელიც გახსოვს

8. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი ფანტასტიკური მზის ჩასვლისათვის რომელიც გახსოვს

9. გიყვარდეთ სიცოცხლე, საჩუქრებისთვის, რომლებიც ჯერ არ მიგიღიათ

10. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი სილამაზისათვის შენს გარშემო.

11. გიყვარდეთ სიცოცხლე, იმ გამოცანებისთვის, რომლებიც ჯერ არ ამოგიხსნიათ

12. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი პასუხგაუცემელი კითხვისთვის

13. გიყვარდეთ სიცოცხლე, თქვენი ყოველი წარმატებისთვის

14. გიყვარდეთ სიცოცხლე, თქვენი წაგებული ბრზოლების გამო, რადგან ისინი თქვენი ყველაზე ძვირფასი გაკვეთილებია

15. გიყვარდეთ სიცოცხლე, იმ პატარა წვრილმანებისთვის, რომლებსაც ვერც კი ამჩნევთ

16. გიყვარდეთ სიცოცხლე, თქვენი ენერგიული დილისთვის და რომანტიკული საღამოებისთვის

17. გიყვარდეთ სიცოცხლე, ღიმილისათვის რომელსაც ყოველ დღე იღებთ მეგობრებისგან

18. გიყვარდეთ სიცოცხლე, ღიმილისათვის რომელსაც ყოველ დღე გასცემთ მეგობრებისთვის

19. გიყვარდეთ სიცოცხლე, რადგან შეგიძლიათ შეიგრძნოთ წვიმის სურნელი

20. გიყვარდეთ სიცოცხლე, თამაშებისათვის, რომლებიც ჯერ არ გითამაშიათ

21. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი მომდევნო პირველი თოვლისათვის

22. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი ასრულებული ოცნების გამო

23. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი ლამაზი სიტყვისათვის, რომლებიც ჯერ არ გითქვამთ საყვარელი ადამიანებისათვის

24. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი ლამაზი სიტყვისათვის, რომლებიც ჯერ არ უთქვამთ თქვენს საყვარელ ადამიანებს

25. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი სასიამოვნო ადამიანისთვის, რომლებიც ჯერ არ შეგხვედრიან

26. გიყვარდეთ სიცოცხლე, შეცდომებისთვის რომლების გამოსწორებაც შეგიძლიათ

27. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი წიგნისათვის, რომლებიც ჯერ არ წაგიკითხავთ

28. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი წიგნისათვის, რომელიც თქვენ ჯერ არ დაგიწერიათ

29. გიყვარდეთ სიცოცხლე, თავგადასავლებისათვის, რომლებიც ჯერ არ გადაგხდენიათ

30. გიყვარდეთ სიცოცხლე, ადამიანებისთვის, რომელიც სარკიდან გიყურებთ ყოველ დილით

31. გიყვარდეთ სიცოცხლე, ოჯახისათვის რომელიც გაქვთ

32. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი აუსრულებელი ოცნებისათვის, რადგან თქვენ გაქვთუამრავი დრო მათ განსახორციელებლად

33. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყველაფრისათვის, რაც კი შეგიქმნია დღემდე

34. გიყვარდეთ სიცოცხლე, სილამაზისათვის ყოველ გაზაფხულზე

35. გიყვარდეთ სიცოცხლე, ენერგიისატვის ყოველ ზაფხულში

36. გიყვარდეთ სიცოცხლე, ემოციებისათვის, რომელსაც შემოდგომა განიჭებთ

37. გიყვარდეთ სიცოცხლე, ცივი სილამაზისათვის ყოველ ზამთარში

38. გიყვარდეთ სიცოცხლე, სილამაზისათვის საკუთარ თავში, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ

39. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი არაჩვეულებრივი მუსიკისათვის, რომელიც ოდესმე მოგისმენიათ

40. გიყვარდეთ სიცოცხლე, თქვენი გეგმების ყოველი მოულოდნელი ცვლილების გამო

41.გიყვარდეთ სიცოცხლე, ნიავისათვის, რომელიც სახეზე მოგელამუნათ

42.გიყვარდეთ სიცოცხლე, იმ გზაჯვარედინების გამო რომლებიც ცხოვრებაში გხვდებათ ყოველ დღე. ისინი საშუალებას გაძლევენ აირჩიოთ სწორი გზა ცხოვრების გასაგრძელებლად.

43. გიყვარდეთ სიცოცხლე, ყოველი უბრალო წამისათვის, რადგან სულ ესაა რაც გაქვს, მხოლოდ ერთი უსასრულო წამი – სიცოცხლე…







სასიყვარულო  ფრაზები

"სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალისი

"სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი

"სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

"სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

"სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო

"სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი

"სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი

"სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი

"სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი

"სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ” – ნეტარი ავგუსტინე




ვისაც მეტად უყვარს, ის მეტს აკეთებს.




ჯანმრთელობა  და  სიყვარული

როგორც ექიმები ირწმუნებიან, თანამედროვე ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესებას, უპირველეს ყოვლისა, დაძაბული თანამედროვე ცხოვრება და სტრესებით აღსავსე ყოველდღიურობა იწვევს. ამის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება კი ჯერჯერობით ადამიანის ძალებს აღემატება.და მაინც, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, ამტკიცებენ, რომ ათასი დაავადების წამალი… სიყვარული და მისით ტკბობაა.


სიყვარული სასარგებლოა გულისათვის
როცა ჩვენ სიყვარულით ვტკბებით, გულისცემა ხშირდება, რაც გგულსისხლძვარღვთა შესანიშნავი ვარჯიშია, თავისებური ~გულის აერობიკა~. ამრიგად, სიამოვნების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვავარჯიშებთ ორგანოს, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ეს სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორები არ ცდილობენ ~კამასუტრას~ მთელი კომპლექსის შესრულებას.



სიყვარული- კოსმეტიკური მასაჟის ნაცვლად
კოცნის დროს სახის 29 კუნთი მუშაობს. არც ერთი სახის კოსმეტიკური მასაჟი არ არის ამდენად ყოვლისმომცველი.






ეს  სიახლე  ცოტახანს  თავში  იდოს  მოდით  კარგად  გავიგოთ  რა  არის  სიყვარული,  რაში  გვეხმარება  ის  და რატომ  არის  ის  აუცილებელი  ადამიანის  ცხოვრებაში!  ჩემი  ნება  რომ  იყოს  ეს  სიახლე  სულ  თავში  იდებოდა!
























კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1271 | დაამატა: ♥NucFashion♥ | ტეგები: http://25.media.tumblr.com/tumblr_m | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-06-01 3:54 PM) [Entry]
magaria dzaaan yochag nucc hearts hi holiday