The vampire diaries - 27 მაისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მაისი » 27 » The vampire diaries
7:53 PM
The vampire diaries


ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს.სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW Television Network 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.[1] სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში,რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა.სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია,რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტ (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის.ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.


 The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.[2] პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.60 მაყურებელი მოიზიდა.[3] თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა,თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ,რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო.მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა. სერიალი უამრავ დაჯილდოვებაზე იქნა წარდგენილი,მათ შორის ხალხის არჩევანზე და თინეიჯერების არჩევანზე. 





სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ,რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ ვესლი) უყვარდება.მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება,როცა სტეფანის უფროსი,ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იან სამერჰელდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით,რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას.ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ.აღმოჩნდა,რომ ელენა კეტრინის ასლია.კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება. სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls,რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს.ასევე,ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს.აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი),ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი),ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა),ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი ბოიფრენდი მეთი (ზაკ როერიგი).ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ.Mystic falls-ის `დამფუძნებელი საბჭო” შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის : სალვატორი,გილბერტი,ფელსი,ფორბსი და ლოკვუდი.ისინი ქალაქს ვამპირებისგან,მაქციებისგან და გრძნეულებისგან იცავენ,რომლიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება.



მთავარი როლები



ნინა დობრევი — ელენა გილბერტი და კეტრინ პირსი
პოლ უესლი — სტეფანი სალვატორე
იან სომერჰალდერი — დეიმონ სალვატორე
მეორეხარისხოვანი როლები

სივენ რ. მაკქუინი — ჯერემი გილბერტი
კატერინა გრაჰამი — ბონი ბენეტი
კენდის აკოლა — კეროლაინ ფორბსი
ზაკ როერიგი — მეთიუ დონოვანი
მაიკლ ტრევინო — ტაილერ ლოკვუდი
მეტ დევისი — ალარიკ ზალცმანი
ჯოზეპ მორგანი — კლაუსი
მიუხედავად იმისა,რომ სერიალი იგივე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა და ისტორია იგივეა,მასში მაინც მრავალი გმირია შეცვლილი. ნინა დობრევი თამაშობს ელენა გილბერტისა და კეტრინ პირსის როლს,რომელიც აგრეთვე კატერინა პეტროვას სახელით არის ცნობილი.[4] ელენა სწრაფად ერთვება მრავალ ზებუნებრივ მოვლენებში.პოლ ვესლი განასახიერებს ერთ-ერთი ვამპირი ძმის როლს,რომელიც ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა,იგი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ძმის, დეიმონ სალვატორისგან,რომელსაც იან სამერჰელდერი განასახიერებს.[5]
დანარჩენი მსახიობები არიან : სტივენ მაკქვინი,რომელიც ელენას უმცროსი ძმის ჯერემი გილბერტის როლს ასრულებს,[6] თუმცა შოუში გამოჩნდა,რომ ის ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია. სარა ქენინგი,ელენასა და ჯერემის დეიდა და ოფიციალური მეურვე,ჯენა სამერსის როლში. კატერინა გრაჰამი,ელენას საუკეთესო მეგობარი და გრძნეული. [7] კენდის აკოლა,ელენას ახლო მეგობარი და შემთხვევითი მეტოქე,იგი მეორე სეზონში ვამპირად გადაიქცა და ის კეროლაინ ფორბსის როლს ასრულებს.[8] ზაკ როერიგი მეთ დონავანის როლში,ის არის ელენას ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი ბოიფრენდი,რომელსაც შემდეგ კეროლაინი უყვარდება.[9] მაიკლ ტრავინო ტაილერ ლოკვუდის როლში,ის არის მაქცია,ჯერემის მტერი,მეთის უახლოესი მეგობარი და Mystic falls-ის მერის შვილი.[10] კაილა ეველი ვიკი დონავანის როლში,მეთის უფროსი და პრობლემური და,ის ჯერ ტაილერის შეყვარებული იყო შემდეგ კი ჯერემის.[11] მან შოუ დატოვა პირველი სეზონის მე-7 სერიაში,როდესაც ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია და სტეფანმა მოკლა. ძალიან მალე მეთიუ დევისი შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ისტორიის მასწავლევლის ალარიკ ზალცმანის როლში,ის არის ვამპირებზე მონადირე და მოსწონს ჯენა.[12]





რეაქცია [რედაქტირება]
2009 წლის 10 სექტემბერს სერიალის პრემიერამ The CW ტელეარხს დიდი წამრმატება მოუტანა და დიდი აუდიტოია 4.90 მილიონი მაყურებელი მოიზიდა. [13] DVR-ის ინფორმაციის დამატებით სერიალის მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად გაიზარდა და მიაღწია 5.7 მილიონ მაყურებელს.[14] თავდაპირველად ვამპირის დღიურებმა საშუალო შეფასება მიიღო. მეტაკრიტიკმა (მეტაკრიტიკი მეტაცრიტიც არის ელექტრონული საიტი რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელე შოუების, წიგნების და DVD-ს მიმოხილვებს) მიანიჭა 50 ქულა,რაც 22 კრიტიკულ შეფასებაზე იყო დამყარებული და ეს საშუალო შეფასებას ნიშნავს.[15] ”Enterainment Weekly”-მ კი B+.შემფასებელმა კევინ ტაკერმა თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : ”დღიურები ჩვენ გასართობ სეზონს გვპირდება”.[16] ლინდა სტეისმა შოუს ძალიან კარგი შეფასება მისცა და თქვა,რომ მას ძალიან მოეწონა და შეაქო ერთი ეპიზოდი "ბოროტული,ვამპირული და სისხლიანი მოქმედება”,რომელიც საწყისს იღებს სეზონის დასაწყისში და გრძელდება სეზონის ბოლომდე ისეთი სიმხეცითა და სისწრაფით,რომ ეს მართლაც ცოტა საშიშია.[17] ტიმ გუდმანმა სერიალს ძალიან ცუდი შეფასება მისცა და მას საშინელიც კი უწოდა.
სწორედ მწვავე კრიტიკის გამო თითოეული სერია გამოსწორდა. სარა ჰუგელსმა თქვა,რომ მიუხედავად სერიალის ცუდი დასაწყისისა ის გადაიქცა ძალიან კარგად დამუშავებულ და საინტერესო სერიალად.[18] New York Post-მა ასევე შეაქო ელენას გმირი,მათი განცხადებით ის არის ძალიან ძლიერი და საღადმოაზროვნე ქალი,რომელიც არ მისცემს თავის გრძნობებს უფელაბს,რომ აკონტროლონ ის.[19] კარლა პეტერსონმა განაცხადა : ”ზებუნებრივი დრამა არის ყველაზე კარგი პროდუქცია,რომელშიც ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი იღებს მონაწილეობას,მკვეთრი სცენარი და საშიში მუსიკა ყველაზე თავქარიანი მოზარდებისთვისაც კი მძიმეა”.[20] მაიკ ჰეილმა New York Times-იდან სერიალს მიანიჭა საპატიო ადგილი თავის საყვარელ ტელე გადაცემების სიაში.[21] მეორე სეზონის შეფასება უფრო პოზიტიური იყო ვიდრე პირველის.მეტაკრიტიკმა სერიალს 90/100 ქულა მიანიჭა,რაც ძალიან კარგი შედეგია.
 







ჯილდოები და ნომინაციები
სულ 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა.ფანტასტიკა/ტელე მსახიობი – პოლ ველსი.ფანტასტიკა/ტელე მსახიობი(გოგო) – ნინა დობრევი.ტელე `საძაგელი” – იან სამერჰელდერი.ტელე შესრულება ქალი მსახიობი – ნინა დობრევი,კაცი მსახიობი – პოლ ვესლი.ყველაზე სექსუალური – იან სამერჰელდერი,სცენის მპარავი – კატერინა გრაჰამი. [31] სერიალმა მოიპოვა ჯილდო `ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა” People’s Choise Award-ზე. Saturn Award-ზე იგი ნომინირებული იყო,როგორც საუკეთესო ქსელში გავცერელებული სერიალი.[32] 2010 წლის 9 ნოემბერს სერიალმა მიიღო სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობა,ესენია : საუკეთესო ფანტასტიკა,ფავორიტი სატელევიზიო დრამა, 2011 წელს იან სამერჰელდერი ნომინირებული იყო,როგორც დრამის საუკეთესო შემსრულებელი People’ Choise Award-ზე თუმცა სამწუხაროდ ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.[33]
2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომიირებული ორ ნომინაციაში Victoria's Secret _ის დაჯილდოვებაზე "What Is Sexy?" სერიალმა აიღო ორივე ჯილდო "ყველაზე სექსუალური კასტი 2011","ყველაზე სექსუალური კაცი 2011" - იან სომერჰალდერი.
2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული კიდევ 12 " Teen Choise Award "_ზე : რჩეული ტევე შოუ – ფანტასტიკური ჟანრი, რჩეული ტევე მსახიობი - პოლ უესლი, რჩეული ტევე მსახიობი – ფანტასტიკური ჟარი - იან სომერჰალდერი,რჩეული მსახიობი ქალი – ფანტსტიკური ჟანრი - ნინა დობრევი, რჩეული ტევე ბოროტმოქმედი - ჯოზეპ მორგანი, "სცენის მპარავი" – კატერინა გრაჰამი. "სცენის მპარავი" - მაიკლ ტრევიანო, ყველაზე სექსუალური ქალი - ნინა დობრევი,ყველაზე სექსუალური კაცი - იან სომერჰალდერ და საუკეთესო ტვ ვამპირები - ნინა დობრევი,იან სომერჰალდერი და პოლ უესლი.[34]





DVD ფორმატი

პირველი სეზონი გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონებში 1, 2 და 4 და Blu-Ray ფორმატში რეგიონ A-A-სა და B-Bში. ორივე ამერიკული ვერსია მოიცავს ლ.ჯ. სმიტის „ვამპირის დღიურები: გამოღვიძების" მსახიობებისა და ტექნიკოსების კომენტარებს შერჩეულ სერიებზე, გამოუქვეყნებელ სცენებს, კულისების სიუჟეტებს, ინტერნეტ ვიდეოებსა და გადმოწერად აუდიო წიგნებს.[35] ის გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონ 2-ში 2010 წლის 23 აგვისტოს.[36] ამის შემდეგ, რეგიონ 1-მა დაიწყო DVD-ების გაყიდვა 31 აგვისტოს,[35] შემდეგ კი, რეგიონ 3-მა - პირველ სექტემბერს.[37] რეგიონ A-Aში ის გამოუშვეს ბლუ-რაყ ფორმატში 31 აგვისტოს.[38][39] რეგიონ B-Bში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო; დიდ ბრიტანეთში - 2010 წლის 23 აგვისტო[40], ბრაზილიაში - 26 აგვისტო,[41] და ავსტრალიაში - 1-ლი სექტემბერი.[42] "ვამპირის დღიურების" მეორე სეზონი DVD_ზე გამოვიდა 2011 წლის 30 აგვისტოს.[43] რეგიონ B-Bში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდი ბრიტანეთში 2011 წლის 22 აგვისტოს,[44] ბრაზილიაში 2011 წლის 25 აგვისტოს.





საუნდტრეკები

Hurts- Wonderful Life
The Fray — Never Say Never
Alex Band- Only One
Lifehouse — It Is What It Is
Plumb — Cut
Jason Walker- Down
Tiesto — Escape Me
Anberlin — Enjoy The Silence
Stateless — Bloodstream
Green Day — 21 Guns
OneRepublic — Say A I Need
Bullet For My Valentine — All These Things I Hate
Leona Lewis — Run
Kris Allen — I Need To Know
Sara Bareilles — Gravity
Placebo — Running Up That Hill
Ron Pope — A Drop In The Ocean
Trading Yesterday — Shattered
Jamie Dunlap, Marc Ferrari, Molly Pasutti, Scott Nickoley — Ship Of Fools
Birdy — Skinny Love
Within Temptation — All I Need
The Kills — Damned If She Do
Bat For Lashes — Sleep Alone
The Naked And Famous — Punching In A Dream
Birdy — Shelter
Jason Walker — Echo
Hanni El Khatib — Come Alive
Arctic Monkeys — Brick By Brick
Foster The People — «Don’t Stop», «Helena Beat»
Sleepstar — I Was Wrong
Selena Gomez & The Scene — «Naturally»
Anberlin — True Faith
Anya Marina — All The Same To Me
The Kicks — Hawk Eyes
Mads Langer- Beauty Of The Dark
Cary Brothers- Take Your Time
Kula Shaker- Hush
Great Northern- Houses
Rie Sinclair- No Way Out
Gossip — Heavy Cross




კატეგორია: The Vampire diaries | ნანახია: 1479 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

ძებნა

საათი

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz