ცივ დღეებში მომატებული კალორიები დავიკლოთ - 9 მაისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » მაისი » 9 » ცივ დღეებში მომატებული კალორიები დავიკლოთ
8:01 PM
ცივ დღეებში მომატებული კალორიები დავიკლოთ
ზაფხული მოდის და ყველას გვინდა რომ ზამთრის ცივ დღეებში მომატებული კალორიები დავიკლოთ. ზედმეტი წონა ასევე რისკის ქვეშ აყენებს ჯანმრთელობასაც. სანამ საბოლოოდ დადგება ზაფხული და ზღვაზე წავალთ, მოდი ვისწავლოთ რამდენიმე წესი, იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად სანაპიროზე სეირნობისას, საცურაო კოსტიუმში კარგად გამოვიყურებოდეთ. გახდომა თავისხმრივ მოითხოვს დისციპლინას და ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლას.
▲ წარმოგიდენთ რამდენიმე რჩევას, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ზაფხულამდე ფორმაში ჩადგომას. ▼
✔ პირველი და აუცილებელი წესია, რომ შეწყვიტოთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამა. მოგიწევთ უარის თქმა, კარტოფილ ფრიზე, ჰამბურგერზე და ჰოთ-დოგზე. შეწყვიტეთ მაღალ-კალორიული საჭმელის მირთმევა. თქვენი მიზნის მისაღწევად, უნდა მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და ყველაფერი რაც ვიტამინებით და მინერალებითაა გაჯერებული.

✔ შეზღუდეთ კალორიები. ვაშლიც კი, რომელიც ყველაზე დიეტურია, შეიცავს კალორიებს. კალორიებს "მოაჭერით" 500-1000ამდე. ამ ხერხით თქვენ შეძლებთ 2 კილოგრამის დაკლებას კვირაში. არ გეგონოთ ეს ცოტა! რადგან, მოზარდისთვის 2 კილოგრამის დაკლება ერთ კვირაში საკმაოდ ბევრია!

✔ სვით ბევრი წყალი. ლუდი, კოკა-კოლა - პეპსი და ტკბილი ყავა ჩაანაცვლეთ უბრალო წყლით, წყალი დაგეხმარებათ საჭმლის კარგად გადამუშავებაში და შესაბამისად დაკლებაშიც. ბევრი წყლის სმა, ყველაზე მეტად მუცელს ახდომებს. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე, ეს მადასაც შეგიზღუდავთ.
✔ საუზმე მიირთვით ყოველდღე. საუზმის გამოტოვება სასტიკად აკრძალულია. ამას ინსულინი ჩამოჰყავს დოზის დაბლა, და ასევე ხელს უწყობს გასუქებას! ზაფხულის პერიოდში, დილას ხილის იოგურტი ძალიან ჯანმრთელია.

✔ პატარა წახემსებები არ გაწყენთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს, რაიმე კალორიული. სანაპიროზე წაიღეთ ერთი ვაშლი ან ბანანი, რომ არ მოგშივდეთ. წასახემსებლად ასევე ძალიან კარგია სტაფილო. მოკლედ, მთავარია არ იყოს კალორიული და ბევრი.

✔ ეცადეთ, იაროთ სავაჯიშო დარბაზში. ივარჯიშეთ რაც შეიძლება ბევრი. თუ ტრენაჟორებზე ვარჯიშის დრო ან შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ საღამოს ეზოში ჩახვიდეთ ან კუს ტბაზე წახვიდეთ და ირბინოთ. მთავარია, არ გაჩერდეთ უმოძრაოდ, განსაკუთრებით კი ჭამის შემდეგ.

✔ და ბოლოს, იარეთ. თუნდაც ეს არ იყოს ვარჯიში. მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად წადით პინკიკზე. იარეთ ველოსიპედით. ესეთი სეირნობები აქციეთ ჩვევად. ეს ძალიან დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

თუ ამ ყველა წესს დაიცავთ, მერწმუნეთ, ზაფხულამდე იდეალურ ფორმაში ჩადგებით.
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 920 | დაამატა: -Hermione♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 ♥NucFashion♥   (2012-05-09 8:02 PM) [Entry]
Ar Mchirdeba <333 Ise Kargia