ვამპირის დღიურები - მეოთხე სეზონის გაანალიზება - 14 ოქტომბერში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 14 » ვამპირის დღიურები - მეოთხე სეზონის გაანალიზება
2:11 PM
ვამპირის დღიურები - მეოთხე სეზონის გაანალიზება

"ვამპირის დღიურები" როგორც იქნა დაგვიბრუნდა! მე4 სეზონში ელენა ვამპირია, მის დასახმარებლად და გადასარჩენად ბონი მაგიურ ძალებს მიმართავს, თუმცა უშედეგოდ. ყველა შეეცდება ელენას დახმარებას. ვამპირს ძალიან გაუჭირდება თავის კონტროლი, ეს ყველაფერ
ძნელი იქნება მისთვის როგორც ფიზიკურად ისე მორალურად. 

ეს სეზონი ძალიან განსხვავებული იქნება დანარჩენებისაგან.თითქმის ყველაფერი შეიცვლება. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ პირველ სერიას და გავაანალიზოთ იგი, განვიხილოთ კარგი, ცუდი და სისხლიანი მომენტები. 

კარგი: 

გარდაქმნის დროს ელენა ძალიან ნერვიული ხდება, მას საშინლად აწუხებს მოციმციმე ნათურები. ელენას ახსენდება მოგონებები,რომელიც დეიმონმა დაავიწყა, და პირველი რასაც ის გაიხსენებს არის ის მომენტი,როდესაც დეიმონმა უთხრა რომ უყვარდა და არ შეეძლო ეგოისტურად მოქცეოდა გოგონას. თუმცა ამ მოგონებებმა შემდეგში შეიძლება სტეფანისა და ელენას ურთიერთობას ხელი შეუშალოს.

საინტერესოა საიდან გაჩნდა ყველა საბჭოს წევრი იმ ოთახში ან რა უნდოდა მღვდელს? ჩვენ აქამდე არასდროს არ გვინახავს მღვდელი მაგრამ როგორც ჩანს ქალაქში ბევრი იცნობდა მას.

ძალიან ცოდვა იყო ელენა გარდაქმნისას, ძალიან გაუჭირდა. ყურებისას დიდი სურვილი გამიჩნდა,რომ კვლავ ადამიანი ყოფილიყო. ბონის მცდელობა გაამართლებდა შეილას,რომ არ გაეწია წინააღმდეგობა.საბედნიეროდ,სტეფანი და რებეკა მცველს შეცდომაში შეიყვანებენ და მოკლავენ,ელენა კი დალევს მის სისხლს და გადარჩება. 

ეხლა კი დავუბრუნდეთ კლაუსს: ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი იყო მისი დაბრუნება თავისივე სხეულში. რებეკა ბედნიერია,რომ მისი ძმა კვლავ ცოცხალია,მაგრამ ძალიან გაანაწყენა ძმის საქციელმა.განსაკუთრებით მაშინ,როცა კეროლაინი გადაარჩინა, თვითონ რებეკა კი იქვე დატოვა.რებეკა გაანადგურებს ელენას სისხლს,რომელიც კლაუს სჭირდებოდა ჰიბრიდების შესაქმნელად.ახლა კი ალბათ კლაუსი ახალ გეგმას შეიმუშავებს. 

ცუდი: 

დავიღალე ბონის ჯადოქრობით,რომელიც მუდამ ცდილობს ელენას გადარჩენას და მის გამო სიცოცხლესაც სწირავს. 


ყველაზე უცნაური ამ სერიაში იყო ტრევინოს შესრულება როგორც კლაუსი. მე მიყვარს მაიკლ ტრევინო,მაგრამ მისი შესრულება ძალიან იუმორისტული იყო,მაგალითად კლაუსის სტილით საუბარი ("Easy love".) და მისი მანერები. მაგრამ იმედია, აღარასდროს ვიხილავთ მაიკლს კლაუსის როლში.იყოს კლაუსი თავისივე სხეულში. 

სტეფანის და ელენას ურთიერთობა ბოლომდე გაგრძელდება ამ სეზონში?ჰრრრრ... ძალიან მომეწონა დეიმონისა და ელენას საუბარი ბოლოს და დეიმონის ნამიოკები,როცა უთხრა გოგონას "პირველი შეხვედრა არ არის ყველაფერი რაც შენ გაგახსენდა", ეს მომენტი უფრო ემოციური იყო ვიდრე ბოლოს სტეფანისა და ელენას ჩახუტება სახურავზე. 

სისხლიანი: 

საწყალი მეტი. იგი ძალიან ნანობს,რომ მის გამო ელენა ვამპირია, და ნატრობს,რომ ეხლა მკვდარი იყოს.დეიმონმა უკვე ბევრჯერ სცადა მისი მოკვლა. თუმცა ვამპირი ელენა ხელს უშლის დეიმონს მის მოკვლაში. 

სერიის ბოლოს მღვდელი საბჭოს ყველა წევრს ააფეთქებს ოთახში.. ესე არ იყო? ვფიქრობ,ისინი წავიდნენ მაგრამ არა სამუდამოდ. როცა მღვდელი ამბობს "ყველაფერი ეხლა იწყება" ეს ნამდვილად რაღაცას ნიშნავს და მალე ისინი კვლავ გამოჩდებიან. 

თარგმანი: ნინო კაკაბაძე
კატეგორია: The Vampire diaries | ნანახია: 1078 | დაამატა: -Luna♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
Code
0  
1 -NiniKunna♥   (2012-10-14 4:02 PM) [Entry]
Magari Siaxlea Yochagh ♥ smile Ise Mec Gamikvirda Sabwhos Wevrebi Rom Aaafetqa .. da Kidev Rebecca Sheemcoda Dzaan sad