✿ ზაფხული, ზაფხული და კიდევ მილიონჯერ ზაფხული ✿ - 1 ივნისში 2012 - Fashionland <3 - Fashion
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"

საიტის მენიუ

Block title
დახმარება / სხვა [40]
ვარსკვლავები [398]
დაბ.დღეები [13]
ბიოგრაფიები [56]
ფოტო Art <3 [366]
News-სიახლეები [341]
ჩემი შემოქმედება... [1]
სასაც.../საინტ... [56]
ფილმები [42]
მულტფილმები [9]
ვიდეო [11]
კლიპები [12]
კონცერტები [2]
მუსიკა [7]
თამაშები [2]
მოდა [67]
სერიალები [9]
კონკურსი [113]
ვურჩიოთ ერთმანეთს [1]
Fashionland <3 [50]
სხვა.. [159]
მოდის გაკვეთილები [6]
ფორუმი [0]
The Vampire diaries [6]
Glee [14]
Book <3 [171]
სიახლეები [108]
ანიმაციები [40]
ვარსკვლავები [21]
მულტფილმები [2]
მობილურისათვის [0]
პროგრამები ● [0]

მინი ჩატი.

მთავარი » 2012 » ივნისი » 1 » ✿ ზაფხული, ზაფხული და კიდევ მილიონჯერ ზაფხული ✿
5:16 PM
✿ ზაფხული, ზაფხული და კიდევ მილიონჯერ ზაფხული ✿


უკვე დადგა თითქმის ყველა გოგონასთვის საოცნებო ზაფხული, რომელსაც
ასე მოუთმენლად ველოდით... უკვე აღარ გვიწევს ისეთი მოსაბეზრებელი
რაღაცეები, როგორიცაა სკოლა, მეცადინეობა დილით ადრე ადგომა და ასე შემდეგ..

ივნისის ბოლოდან ჩვენი ცხოვრება თუ ცხოვრების რაღაც ნაწილი აღარ
არის ისეთი ერთფეროვანი როგორიც იყო.. (ან როგორიც ამ სურათებზეა)


აღარ არის რადგან ზაფხული არ გვაძლევს ამის საშუალებას.. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გართობისა და
დასვენების დროა უმეტესობა უკვე არის დასასვენებლად წასული.. ზოგი კი ჯერ კვლავ თბილისსშია და კვლავ
იტანს აქაურ აუტანელსიცხეს. (დარჩენის მიზეზი კი ალბათ ერთია - სასკოლო გამოცდები)..
სანამ დასასვენებლად წახვალთ ზღვაზე, სოფელში ან თქვენს საყვარელ ადგილას მოდით ვნახოთ
რა დაგვჭირდება იმისთვის რომ გავატაროთ კარგი.. მხიარული და ბედნიერი ზაფხული.

✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿

თუ შენ ჯერ კიდევ თბილისში ხარ.. მთელი ეს დღეები
ემზადები გამოცდებისთვის მაშინ ნუ გადაიღლი თავს კომპიუტერთან ჯდომით..
უბრალოდ საღამოობით გარეთ გადი მეგობრებთან ერთად..




ან იქნებ რომელიმე კაფეში ან თუნდაც მაკდონალდსში შესვლა ჯობს..











თუ განსაკუთრებულ ხასიათზე ხარ მაშინ სახლში ამოიყვანე მეგობრები.. უყურეთ ფილმს,
მაგალითად ძველი დრო გაიხსენეთ და რომანტიულ განწყობაზე დადექით, ანუ უყურეთ
"The Notebook", "A Walk To Remember", "The Last Song" და ასე შემდეგ..



მიირთვით ცივი ყავა ნაყინით.. ეს ნამდვილად კარგი არჩევანია..ხოლო თუ თავადაც მოგწონთ
რაღაცეების მომზადება მეგობრებთან ერთად (ჩემსავით) მაშინ ძალიან მარტივად თქვენვე
გააკეთეთ არაჩვეულებრივი შოკოლადის ნაყინი შოკმანჟე (სახლის პირობებში)





იქნებ თავისუფალი დრო მოძებნეთ.. მაშინ აუცილებლად გაეშურეთ საყიდლებზე..
თუ რა თქმა უნდა უკვე არ გაქვთ შეძენილი სამოსი ზაფხულის გარდერობისთვის.
მეგობრებთან ერთად შოპინგზე წასვლა მართლაც დიდი განტვირთვაა.. მაშ ასე
რა დაგვჭირდება ზაფხულისთვის ? შევადგინოთ სია (Must Have)



სარაფანი (ყვავილოვანი პრინტით,ზოლებით, ღია ტონალობებით)





კაბები (მაღალწელიანი, გაშლილი, გრაფიკული, ლეოპარდის ან ყვავილოვანი პრინტით)





ჯინსის შორტები (ასევე მაღალწელიანი და დახეული)





საცურაო კოსტიუმი (სხვადასხვა აქტუალური პრინტით ან ერთ ტონალობაში)




ფეხსაცმელები (ნაზ ფერებში გადაწყვეტილი ბალეტკები, ოქსფორდები, სანდლები)





სათვალეები (ე.წ. კატის თალის ფორმის სათვალე, რეიბანები ან ავიატორები)




სხვადასხვა აქსესუარები - გემოვნებით ! (აქტუალურია აქსესუარები "ბუს" თემატიკით)






ჩანთა (დიდი, ღია ტონალობებში გადაწყვეტილი ჩანთები)





✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿

მაშ ასე.. და რა ხდება მაშინ თუ თქვენ უკვე შეიძინეთ საზაფხულო სამოსი
და თუ ჯერ წასვლას სოფელში ან მსგავს ადგილას აპირებთ..


მაშინ არ დაგავიწყდეთ კომფორტული ტანსაცმლის წაღება.. არ დაგრჩეთ თქვენი აიპოდი
ან მობილური.. იმაზე დიდი სიამოვნება რა არის როდესაც წევხარ ჰამაკში ან თუნდაც ბალახზე..
ან სკამზე და უყურებ ბუნებას.. თან კი უსმენ შენს საყვარელ მუსიკას.. თბილისის აქტიური
ცხოვრებისა და რიტმის შემდეგ ასეთი დასვენება მართლაც არ გაწყენთ!



იქნებ ახალი გატაცებაც მოძებნოთ, მაგალითად შეიძინოთ ციფრული ფოტო აპარატი
და დაიწყოთ სურათების გადაღება.. გადაუღოთ ბუნებას ან ცხოველებს.. გაითვალისწინეთ
ასეთ შემთხვევაში თქვენ რაც შეიძლება ორიგინალური და აზრიანი სურათი უნდა გადაიღოთ..
ხოლო იმ ყვავილებს რომლებიც ეზოში შეგხვდებათ დამიჯერეთ ნუ გადაუღებთ.. ნუ გადაუღებთ! :)



კარგი არჩევანი იქნება თუ თქვენ დღიურსაც აწარმოებთ და ზაფხულის
შთაბეჭდილებებს სწორედ რომ ფურცლებზე გადაიტანთ


ასეთ გარემოში ურიგო არ იქნებოდა ხატვაც..


კითხვა.. წიგნის ასარჩევად შეგიძლიათ კვირის პალიტრის ცნობილი პროექტი
"50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხარ" გამოიყენოთ


✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿ ✿

თუ თქვენ ზღვისპირა ქალაქებში აპირებთ წასვლას და ამისთვის ყველაფერი მოგვარებული გაქვთ
მაშინ ისღა დაგრჩენიათ საყვარელ ადამიანებთან ერთად გახვიდეთ ზღვაზე და გაირუჯოთ..


იაროთ კლუბებში ..


საღამოობით ისეირნოთ ბევრი, ძაალიან ბევრი..


და ბოლოს.. გემრიელად დაიძინოთ.. გემრიელად იმიტომ რომ წინასწარ იცი..
დილით არ გაგაღვიძებს არც მაღვიძარა, არც მშობლები და არც არავინ !! :))
P.S. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ =))
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 1655 | დაამატა: -Hermione♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
Code
0  
1 -Luna♥   (2012-06-01 5:26 PM) [Entry]
კარგია wink :*