ადამ ლევინი
ამერიკული პოპ-როკ კოლექტივის "Maroon 5 "
ფრონტმენი ადამ ლევინი ქალებთან ურთიერთობაზე საუბრობს. ჟურნალთან
„Details" მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა აღიარა, რომ სუსტი სქესის
წარმომადგენლებს აღმერთებს.
„აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან
მეშინია მარტოობის... მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და არა მარტო ჯგუფის
„Maroon 5" წევრებთან, არამედ ჩემს ოჯახთანაც... დედაჩემი განქორწინების
შემდეგ მის ძმის ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად. მე ვცხოვრობდი ორ მიტოვებულ
ქალთან და ბიძაშვილთან ერთად, რომელიც გოგოს ჰგავდა და პატარა ძმასთან
ერთად, რომელიც საბოლოოდ გეი გამოვიდა!.. მე ძალიან მომწონს გოგონები!" -
აცხადებს ლევინი.