როგორც იცით 19 მარტს მომღერალი ბიონსე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ნიუ-იორკში გამართულ ვახშამზე, რომელსაც პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ უმასპინძლა. ბიონსე გამოწყობილი იყო ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შექმნილ კაბაში. ბიონსე პირველი არაა ვინც ვიქტორიას კაბა მოირგო, ის ზრუნავს ისეთი ვარსკვლავების ჩაცმისთვის, როგორებიც არიან კამერონ დიასი, მიშელ უილიამსი და ევა ლონგორია, დიზაინერმა განაცხადა, რომ ყოველთვის ღელავს, როდესაც ვარსკვლავებს მის მიერ შექმნილ სამოსში ხედავს, მაგრამ როდესაც ნახა, რომ მომღერალი ვახშამზე მისი შექმნილი კაბით მივიდა ძალიან გაუხარდა და აღელდა.
როდესაც ინტერნეტში ვნახე, ბიონსე ამ კაბაში ავღელდი და ყვირილით მივმართე "დევიდ შეხედე!" ის, რომ ბიონსემ არჩევანი ჩემს კაბაზე შეაჩერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მისი თაყვანისმცემელი ვარ. ჩემი შექმნილი სამოსით მინდა ქალებმა თავი კომპირტულად და თავდაჯერებულად იგრძნონ, მე ვამაყობ საკუთარი თავით და იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემთან ერთად ქმნიან სამოსს. მე იღბლიანი ქალი ვარ" - განაცხადა ვიქტორიამ ლათინური მუსიკის დაჯილდოების საღამოზე სტუმრობისას ბევრლი ჰილსზე.
|