ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ბილბორდის გარეკანზეა. მან მეოთხე სტუდიური ალბომი - ''RED'' ჩაწერა. სწორედ მის ახალ ალბომზე ისაუბრა მან ჟურნალთან ინტერვიუში
''მე ვიმუშავე იმ ადამიანებთან რომლებიც შთამაგონებენ - Ed Sheeran, რომლის სიმღერებიც ემოციებით გავსებენ. Snow Patrol, რომელთა სიმღერებიც ცეკვის ძლიერ სურვილს გიჩენენ.
Max Martin-ის დაწერილი სიმღერებით ყველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. Dan Wilson-ი კი ის ადამიანია რომელიც მართლაც რომ შეუდარებელია''
''ადამიანთან დამშვიდობება სხვადასხვანაირად შეგიძლია. როცა ყველაფერი თავდაყირაა შენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ როცა 22 წლის ხარ, დიდ ტკივილს გაყენებს. ადამიანის მონატრება, მისი დაკარგვა ჩემთვის ძალიან ძნელია და მტკივნეული.
დრო ნელა გადის, სწორედ ამიტომ სულ მინდა სიმღერები დავწერო. ასე მგონია, რომ დღეს საათები ემატება''
''"Sad Beautiful Tragic" -ი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. მახსოვს მანქანაში ვიჯექი და განუწყვეტლივ ვფიქრობდი იმ ურთიერთობაზე, რომელიც თვეების წინ დასრულდა.
არც მოწყენილი არ ვყოფილვარ და არც გაბრაზებული. სულ სხვა გრძნობა დამეუფლა. ავიღე გიტარა და სიტყვებს ვრითვამდი''
გაალამაზა: LuNa
|