გარდაცვლილი მომღერლის მამამ, მიჩ უაინჰაუზმა
ჟურნალისტებს აცნობა, რომ მას ემის სიკვდილის შემდეგ, მეორე ალბომის
გამოსაშვებად საკმარისი მასალა მოუგროვდა. გოგონას გარდაცვალების შემდეგ
ერთი ალბომი გასული წლის დეკემბერში უკვე გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ
დისკმა ბევრი ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა, მან თაყვანისმცემელთა შორის
ნამდვილი ფურორი მოახდინა. ძალიან საინტერესოა, თუ საიდან აღმოაჩნდა ემის
მამას ქალიშვილის სიმღერების ასეთი უხვი მარაგი.იმედია, ალბომი ხარისხიანი და საინტერესო იქნება, და მორიგი კომერციული სვლა არ გამოდგება.
|