გუშინ იმ უამრავი ადამიანის მოლოდინი დასრულდა, ვინაც მოუთმენლად მოელოდა ახალი – Apple iPhone 5–ის გამოჩენას! Apple-ის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა– Phil Schiller–მა, სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე – iPhone 5-ი წარადგინა. ჩვენ, კი ფოტომასალა მოვამზადეთ თქვენთვის: სიახლე 18%–ით (7,6 მილიმეტრით) თხელი და 20%–ით (112 გრამით) მსუბუქია, ვიდრე – 4S. ახალი პროცესორის მეშვეობით იგი ორჯერ უფრო სწრაფად ანხორციელებს ნებისმიერ ფუნქციას.
Phone 5-ის კორპუსი შედგება მინისა და ალუმინისგან. Apple–მა სიახლე ახალი ფუნქციების მქონე კამერით აღჭურვა, რომელიც როგორც მეტი პანორამულობით გამოირჩევა, ასევე სუსტი განათებისთვის მისასადაგებელი საუკეთესო რეჟიმი აქვს და უზრუნვეყოფს 44%-ით უფრო მეტად გაჯერებულ ფერებს, ვიდრე მისი წინამორბედი. Apple iPhone 5–ს 4 დუიმიანი დისფლეი აქვს და LTE–ს უკაბელო ქსელზე იმუშავებს, რაც მომხმარებელს ინტერნეტიდან უფრო სწრაფად ჩამოწერის შესაძლებლობას მისცემს. სიახლეს Wi-Fi 5GHz 802.11n-ის მხარდაჭერა აქვს. შეუძლია მონაცემები 150 მეგაბიტი სიჩქარით გადასაცეს. მას ასევე აქვს – Full HD ვიდეოჩამწერი – 1080p ფორმატით. ვიდეოს ჩაწერის დროს შესაძლებელია ფოტოების გადაღებაც. სმარტფონი აწყობილია პროცესორ Apple A6-ით და ოპერაციული სისტემა iPhone 5 – iOS 6–თ. iPhone 5–ს ახალი, გაუმჯობესებული ყურთსასმენები – EarPods–ი გააჩნია. ერთი სიახლე, რომელიც – Apple–ს თაყვანისმცემლებს ალბათ არ ესიამოვნებათ – ეს გახლავთ გადამყვანის უქონლობა, რომელიც 2003 წლიდან მუდამ ახლდა მას. ახალი კონექტორი 80%–ით პატარაა, თუმცა არსებულ აქსესუარებთან არ მუშაობს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ – Apple–ი ადაპტორს გვთავაზობს (რაღა თქმა უნდა დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში).
|