მორიგი სკანდალი 18 წლის პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერის გარშემო. 29 სექტემბერს, არიზონაში საკონცერტო ტურის Believe-ს ფარგლებში გამართული კონცერტის მსვლელობისას ჯასტინმა ათასობით მაყურებლის წინაშე აღებინა. როგორც მომღერლის წარმომადგლენლები იუწყებიან, მომღერალი მთელ დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა. იცნიდენტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ბიბერი სცენას შემდეგი სიტყვებით დაუბრუნდა: ‘რძის დალევა ნამდვილად ცუდი აზრი იყო. გეყვარებით მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ვაღებინე?’
ამ სიახლემ ინტერნეტსივრცეში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამამხნევებელ მესიჯებთან ერთად მრავლადაა უარყოფითი კომენტარები. ერთმა დათვითა კიდეც, რომ ჯასტინმა თავის იაფასიან სიმღერებზე აღებინა. ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს არიზონაში გამართული კონცერტიდან, სადაც მიწვეული გახლდათ მომღერალი კარლი რეი ჯეფსენი.