ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდუ
ჯერ კიდევ თებერვალში დაინიშნნენ. მას შემდეგ შეყვარებულებს მსოფლიოში
ყველაზე სექსუალურ წყვილად სამართლიანად მოიხსენიებენ. უკვე მაშინ გახდა
ცნობილი, რომ პორტუგალიელი ქორწილს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის
დასრულების შემდეგ გადაიხდიდა .რონალდუ ამ ტურნირის მოგებას გეგმავს, რათა
გამარჯვებითა და ქორწინებით ორმაგად სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას.
ჯერჯერობით პორტუგალიის ნაკრები დასახული მიზნისკენ დამაჯერებლად მიიწევს
წინ. როგორც პრესა იუწყება, ვარსკვლავური ქორწილი კუნძულ პორტუ-სანტუზე 12
ივლისს გაიმართება. კრიშტიანუ და ირინა სტუმრებისთვის მთელ სასტუმროს
ქირაობენ. ჯერ უცნობია, თუ რომელ დიზაინერს მიანდო ცნობილმა მოდელმა თავისი
საქორწილო კაბის შექმნა.
|