ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, კრისტენ სტიუარტმა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.ახალგაზრდა მსახიობმა პირველი ადგილი ანჯელინა ჯოლის ჩამოართვა, რომელიც ამჯერად მეოთხე ადგილას გადავიდა.
სტიუარტის შემოსავალი 2011 წლის მაისიდან 2012 წლამდე 34,5 მილიონ
დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე ნახევარი მილიონი დოლარით ნაკლები
შემოსავლით კამერონ დიასია. სიაში მესამე სანდრა ბალოკია, რომელმაც 25
მილიონი დოლარი მიიღო. ანჯელინა ჯოლი, რომელიც 2011 წელს სარა-ჯესიკა პარკერთან ერთად
რეიტინგის პირველ ადგილს იკავებდა, ამ წელს მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა.
ერთი წლის მანძილმე მან "მხოლოდ" 20 მილიონი დოლარი მიიღო. რაც შეეხება
სარა-ჯესიკა პარკერს, მისი შემოსავალი 30 მილიონიდან 15 მილიონამდე დაეცა
და რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა.2011-2012 მერილ სტრიპმა 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სიაში ასევე
მოხვდნენ შარლიზ ტერონი -18 მილიონი დოლარი, ჯულია რობერტსი - 16 მილიონი
და კრისტენ უიგი - 12 მილიონი. ათეულს ჯენიფერ ენისტონი ხურავს, რომელმაც
ერთ წელში 11 მილიონი დოლარი დააგროვა.
|