მიმდინარე შაბათ-კვირას ჯექსონების ოჯახმა
განგაში ატეხა: 82 წლის კეტრინი დაიკარგა. ეს ინფორმაცია მაიკლ ჯექსონის
ქალიშვილმა ტვიტერში დაადასტურა. „ჩემი ბებია დაიკარგა, უკვე ერთი კვირაა,
რაც მასთან არ მისაუბრია. თუ ის ვინმემ ნახეთ, გთხოვთ დარეკოთ". მაიკლის
ერთ-ერთმა ძმამ ჯერმენ ჯექსონმა მოგვიანებით დარეკა და თქვა, რომ კეტრინი
კარგადაა და ის „არიზონაში დასასვენებლად იმყოფება". საინტერესოა ერთი რამ,
რატომ არ იყვნენ შვილიშვილები საქმის კურსში. 2009 წელს მაილ ჯექსონის
სიკვდილის შემდეგ, მომღერლის სამივე შვილი დედასთან ცხოვრობს. როგორც ჩანს,
ამ დიდ ოჯახს სიმშვიდე აკლია. ოჯახის ადვოკატის სანდრა რიბერის თქმით,
ნათესავებს შორის მაიკლის ანდერძის თაობაზე ჯერ კიდევ უთანხმოებაა.
და-ძმათაგან რომელიღაც ვარაუდობს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია.
|