ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერი
ანუ კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს სანტა
ბარბარაში დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ,
რადგან კეტის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა 2001 წელს
გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად
ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 - 2005 წლებში იგი მუშაობდა
ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.
2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან,
შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე
წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay",
რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ
ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl
რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური
ალბომი გახლავთ One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი
დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში
2008 წელს. ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო კეტის
მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-
პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა კეტი დაასახელა,
როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი
მომღერალი 2000-2009 წლებში.
პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1
ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე
სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება
Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „
California Gurls", „Teenage Dream", „Firework", „E.T". და „Last Friday
Night (T.G.I.F.)".ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad"-ის
შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1 ადგილს. კეტი გახდა
ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard
Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღოGrammy Award-ის
ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15
დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის
მომღერლად დაასახელა. კეიტმა გადაწყვიტა, რომ გამოსცეს მისი ბოლო
ალბომისTeenage Dream-ის რე-რეალიზი,რომელსაც ერქმევა Teenage
Dream: The Complete Confection. რე-რეალიზის პრემიერა მოხდება
2012წლის 26მარტს. პირველი სინგლი ალბომიდან არის Part of Me,
რომლის რეალიზაციაც კეიტმა 12თებერვალს Grammy Award-ის 54-ე
დაჯილდოებაზე მოაწყო, ხოლო 13თებერვალს სიმღერა გაყიდვაში
ჩაეშვა და პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში.
კეიტს სულ გაყიდული აქვს სიმღერების 37.6 მილიონზე მეტი ციფრული
ასლი მხოლოდ ამერიკაში და 11მილიონზე მეტი ალბომის ასლი მსოფლიოს მაშტაბით.
კეიტმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr" და „Meow". მან გაახმოვანა ცნობილი
ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ჰქონდა დიდი ხნის
ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი
დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23
ოქტომბერს.