ლედი გაგამ, რომელიც საზოგადოების წინაშე
საკუთარი სხეულის დემონსტრირებას არასდროს ერიდებოდა, ინტერნეტში სურათი
გამოაქვეყნა სადაც, აბსოლუტურად შიშველია. ფოტოზე 26 წლის მომღერალი
სავარძელზე ფეხმოკეცილი ზის. როგორც ჩანს, ეს ვარსკვლავის კარიერაში
ყველაზე თამამი ფოტოა. მიუხედავად იმისა, რომ გაგა სცენასა და კლიპებში
მოკრძალებული ჩაცმით ვერ დაიკვეხნის, ასეთ ფოტოს მისგანაც კი არავინ ელოდა.
სხვათაშორის, მომღერალმა თავის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი სიურპრიზი
გაუკეთა. ვარსკვლავმა რობერტ როდრიგესის ფილმში „Machete Kills" ითამაშა.
სარეკლამო პოსტერში ლედი გაგას კორსეტი აცვია, სხეულზე მგლის ტყავი აქვს
შემოხვეული, ხოლო ხელში პისტოლეტი უჭირავს.
|