ლედი გაგასა და ტეილორ კინის ურთიერთობა მშვიდად როდი ვითარდებოდა. წყვილმა
განშორებაც გადაიტანა, თუმცა, ნამდვილი სიყვარულისთვის შეუძლებელი
არაფერია, და დღეს შეყვარებულებს ყველაფერი კარგად აქვთ. ამის
დამადასტურებელია ლედი გაგასა და ტეილორ კინის სურათი, რომელიც მომღერალმა
საკუთარ საიტზე განათავსა. ფოტო ძალიან რომანტიკული გამოვიდა. მსახიობს
აუზში თავისი საყვარელი ქალი ხელში უჭირავს და ტუჩებში ნაზად ჰკოცნის.
მომღერალთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ გასულ შაბათ-კვირას გაგამ
ტეილორი თავის მშობლებთან სავახშმოდ დაპატიჟა.