მთავარი » 2012»ივლისი»31 » მამაკაცმა სქესი შეიცვალა, რომ ბრიტნი სპირსს დამსგავსებოდა
11:29 AM
მამაკაცმა სქესი შეიცვალა, რომ ბრიტნი სპირსს დამსგავსებოდა
შტატ ოჰაიოს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, კოდი ჰაინსს იმდენად დიდი
სურვილი ჰქონდა ბრიტნი სპირსს დამსგავსებოდა, რომ სქესი შეიცვალა. მთელი
რიგი ოპერაციებისთვის, ამერიკელს 100 ათასი დოლარი დასჭირდა. აკვიატებული
აზრით შეპყრობილმა ჰაინსმა იმისათვის, რომ ცნობილი მომღერლის კლონი
გამხდარიყო, რაც ჰქონდა ყველაფერი გაყიდა. 14-საათიანი ქირურგიული ჩარევის
შემდეგ, კოდის, რომელიც კარა გახდა, პლასტიკური ოპერაციები ჩაუტარდა, რის
შედეგადაც მას ცხვირისა და ტუჩის ფორმა შეუცვალეს. „ბრიტნის ჩაცმის სტილი
და სილამაზე ჩემთვის მისაბაძია. ამას გარდა, ის ძლიერი და წარმატებული
ქალია". - განაცხადა კარამ. ამერიკელის თქმით, ახლა ის სრულფასოვანი
ცხოვრებით ცხოვრობს.