ეს ადგილი განთქმულია მონასტრებით, რომლებიც აგებულია არაპროპორციულ კლდეებზე. Meteora ბეძნული სიტყვაა და ქართულად "შეჩერდი ჰაერში” – ს ნიშნავს. მონასტრები აგებულია ბერების მიერ, ისინი მრავალი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ… არის თქმულება, რომ არსებობს ერთი მონასტერი რომლის დამთავრება ბერებმა ვერ მოახერხეს ამიტომ ყველა ადამიანს ვისაც ეს ეუძლია ყოველ ამოსვლაზე ამოაქვს ერთი ლოდი და ამ მონასტრის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.ძველად დაახლოებით 15 მონასტერი იყო, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ექვსმა მათგანმა მოაღწია.აქ იცის ძალიან მკაცრი ზამთარი და შედარებით გრილი ზაფხული, ძალიან ხშირია წვიმა, რომელიც ხშირად დიდ პრობლემებს უქმნის ტურისტებს. კლდეები, რომლებზეც მონასტრებია განლაგებულია დაახლოებით 6 მილიონი წლისაა.
|