იმედია, ჰოლივუდში ეპიდემიასავით მოდებულ
განშორებას მორიგი წყვილის ურთიერთობა არ შეეწირება. ტაბლოიდები აქტიურად
წერენ, რომ ორლანდო ბლუმისა და მირანდა კერის ოჯახური ცხოვრება კრიზისს
განიცდის. აქამდე, ყველასათვის ცნობილი იყო, რომ გადატვირთული გრაფიკის
გამო ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე დიდ დროს ატარებდა, თუმცა, მანამდე ისინი ამ
გარემოებას უმკლავდებოდნენ. ახლა კი პრესა იუწყება, რომ მსახიობმა
საქორწინო ბეჭდის ტარება შეწყვიტა, რა დროსაც, მისი მეუღლეც რამდენჯერმე
დააფიქსირეს ბეჭდის გარეშე. მაშინვე გამოიძებნა „ოჯახის ანონიმური
მეგობარი", რომელმაც ჟურნალისტებს უამბო, რომ ვარსკვლავური წყვილის
ქორწინება „შესაძლოა საფრთხის ქვეშაა". მიუხედავად ამისა, მირანდას
მენეჯერმა კერისა და ბლუმის დაშორება უარყო და ამ ინფორმაციას „აბსოლუტური
სიცრუე" უწოდა.
|